მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 33706 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ინტერნეტში ძალიან ბევრი სერვისია, სადაც შეიძლება ჩატვირთო სასურველი ფოტოსურათი, გააკეთო მხიარული ფოტომონტაჟი, გახადო ის უფრო ეფექტური და ლამაზი. ამისათვის საერთოდ არ არის საჭირო ფოტოშოპის ცოდნა.

თუ გსურთ იხილოთ საკუთარი თავი პოპულარული ჟურნალის გარეკანზე, სარეკლამო ბანერზე, ან მოირგოთ ცნობილი კინოგმირის როლი, თაგვის (მაუსის) მხოლოდ რამოდენიმე მოძრაობა და წამებში თქვენი სურათი მზადაა! 
ასევე შესაძლებელია ვიდეოკოლაჟის შექმნა, შეგიძლიათ ააცეკვოთ, ავარჯიშოთ და ა.შ, სხვადასხვა მხიარულ სიტუაციებში ჩააყენოთ საკუთარი თავი, ან ის, ვინც თქვენ გსურთ.

გთავაზობთ უფასო რედაქტირებისა და ფოტომონტაჟის ონლაინ სერვისების კოლექციას, რომელშიც შესულია ამ სფეროში ყველაზე საუკეთესო საიტები.

 

 Jibjab

შესანიშნავი საიტი, რომლის მეშვეობითაც ნამდვილად კარგად გაერთობით, თქვენ შეგიძლიათ საკუთარი, მეგობრის ან რამოდენიმე მეგობრის სურათით შექმნათ ძალიან მხიარული კლიპები, შეგიძლიათ აცეკვოთ, ამღეროთ, ავარჯიშოთ, დაბადების დღე მიულოცოთ, დადგათ მხიარული ეროტიკული შოუ. შეგიძლიათ თქვენი პატარას სურათით უამრავი მოძრავი ხალისიანი კლიპის შექმნა და მრავალი სხვა. აღსანიშნავია, რომ შექმნილი კლიპი, შეგიძლიათ შეინახოთ ან გაუგზავნოთ ვისაც გსურთ.

 

მხიარული ეფექტებისა და ონლაინ ფოტომონტაჟის საუკეთესო ფოტო-ვიდეო რედაქტორები - Jibjab

 

 

Muglets 

jibjab - ის მსგავსი საიტი, სადაც ასევე უამრავი მხიარული ეფექტია, აქაც შეგიძლიათ მშვენიერი სახალისო და ორიგინალური კლიპების შექმნა, შაბლონების და სტილების არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია, ასე, რომ ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

 

მხიარული ეფექტებისა და ონლაინ ფოტომონტაჟის საუკეთესო ფოტო-ვიდეო რედაქტორები - Muglets

 

In20years

ეს არის უფასო ვებ საიტი, რომლის საშუალებითაც თქვენ შეგიძლიათ ჩატვირთოთ საკუთარი ან სხვა ნებისმიერი პიროვნების ფოტოსურათი და მომენტალურად მიიღოთ ფოტო, თუ როგორ გამოიყურებით თქვენ ან ის პიროვნება 20 ან 30 წლის შემდეგ.
ამასთან ერთად შეგიძლიათ მიუთითოთ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს თუ არა ის, ვის ფოტოსურათსაც ჩატვირთავთ საიტზე.

 

 

მხიარული ეფექტებისა და ონლაინ ფოტომონტაჟის საუკეთესო ფოტო-ვიდეო რედაქტორები - In20years

 

 

Makemebabies

შესანიშნავი ონლაინ სერვისი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმში ჩატვირთოთ თქვენი და თქვენი პარტნიორის ფოტო და საიტაე რამოდენიმე წამში გამოვა თქვენი სავარაუდო პატარას ფოტოსურათი.

 

 

მხიარული ეფექტებისა და ონლაინ ფოტომონტაჟის საუკეთესო ფოტო-ვიდეო რედაქტორები - Makemebabies

 

 

 Mppark

შესანიშნავი იაპონური საიტი, სადაც შეგიძლიათ ჩატვირთოთ თქვენი, ან ნებისმიერი სასურველი ფოტოსურათი  და საიტი მისგან შექმნის ცოცხალ სამგანზომილებიან მოდელს. სურათის ირგვლივ მოძრავი საჰაერო ბურთებიდან კი შეგიძლიათ აირჩიოთ ეფექტები (გამოიცვალოთ ვარცხნილობა, გაიკეთოთ წვერი, ულვაშები და ა.შ). შეგიძლიათ თქვენი სახე აბრუნოთ სხვადასხვა მიმართულებით (მაუსის მოძრაობით ცხვირის გარშემო).

 

მხიარული ეფექტებისა და ონლაინ ფოტომონტაჟის საუკეთესო ფოტო-ვიდეო რედაქტორები - Mppark

 

 

Pichacks

ეს სერვისი დიდი პოპულარებით სარგებლობს, მისი საშუალებით ყველა მსურველს შეუძლია ნებისმიერი ადამიანის ფოტოსურათის გამოყენებით შექმნას საოცარი, ორიგინალური სახე. ამის გაკეთება კი ძალიან ადვილად შეიძლება, რადგან სერვისს მარტივი ინტერფეისი აქვს.

Pichacks - ით მიღებული ფოტოსურათები, ეფექტით ძალიან წააგავს ცნობილი ”სიცილის ოთახის” მრუდე სარკეებით მიღებულ ეფექტს.

 

მხიარული ეფექტებისა და ონლაინ ფოტომონტაჟის საუკეთესო ფოტო-ვიდეო რედაქტორები - Pichacks

 

 

 

Monoface

ორიგინალური, უჩვეულო სერვისი, მისი საშუალებით შესაძლებელია დამოუკიდებლად, ძალიან მარტივად, ერთი დაწკაპუნებით ცვალოთ ადამიანის სახის ფორმები (თვალები, ცხვირი, პირი, ნიკაპი, ყურები, თმები და ა.შ). თუ თავად არ მოგესურვებათ ამის გაკეთება, შეგიძლიათ სურათი (ავატარისთვის, ან უბრალოდ განწყობისთვის) აირჩიოთ გალერიიდან, სადაც განთავსებულია უამრავი სხვადასხვა ეფექტის მქონე ფოტოსურათები

 

მხიარული ეფექტებისა და ონლაინ ფოტომონტაჟის საუკეთესო ფოტო-ვიდეო რედაქტორები - Monoface

 

 

 

Evolver

Evolver -  უჩვეულო ავატარების გენერატორია, რომელიც საშუალებას იძლევა შექმნათ სამგანზომილებიანი ავატარი (”იუზერპიკი”). შეგიძლიათ ნებისმიერი ადამიანის ფოტოს გაუკეთოთ ისეთი მოდელირება, რომ მისგან მიიღოთ ფანტასტიური არსება.

ზოგადად 3D განზომილებაში მუშაობა სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფასა და ცოდნას მოითხოვს, მაშინ როცა  Evolver -ის საშუალებით, ყოველგვარი სპეციალური ცოდნის გარეშე რამოდენიმე წუთში შეძლებთ სასურველი 3D ფოტოს მიღებას.

ინტერფეისი მარტივი და გასაგებია, იგი წააგავს 3D რედაქტორს. მიღებული ავატარი შეგიძლიათ შეინახოთ  როგორც სტატიკური, ასევე ანიუმირებული გამოსახულების სახით. (მაგალითად შექმნილ მოდელს შეუძლია ატრიალოს თავი, ან მთელი ტანიც კი.

მიღებული გამოსახულება შეგიძლიათ უსწრაფესად გამოაქვეყნოთ 30-მდე ყველაზე ცნობილ სოციალურ ქსელში -  Blogger, Facebook, MySpace და სხვა.

 

მხიარული ეფექტებისა და ონლაინ ფოტომონტაჟის საუკეთესო ფოტო-ვიდეო რედაქტორები - Evolver

 

 

Pixisnap

ორიგინალური ონლაინ სერვისი, რომლის საშუალებით შეგიძლიათ ჩატვირთოთ ნებისმიერი ფოტოსურათი, აირჩიოთ მოზაიკის სტილი და მიიღოთ მისი მოზაიკური გამოსახულება.

 

მხიარული ეფექტებისა და ონლაინ ფოტომონტაჟის საუკეთესო ფოტო-ვიდეო რედაქტორები - Pixisnap

 

 

Simpsonsmovie

შესანიშნავი სერვისი მათთვის, ვისაც სიმპსონების გმირები უყვარს. შესაძლებელია მულტფილმის გმირები გამოიყენოთ საკუთარი ავატარის შესაქმნელად. ამისათვის საკმარისია ჩატვირთოთ ფოტოსურათი და სპეციალური ინსტრუმენტების საშუალებით (სქესი, ასაკი და ა.შ)  ჩაატაროთ მისი ”სიმპსონიზაცია”. შედეგად თქვენს მიერ ჩატვირთული ფოტოსურათიდან შეიქმნება გმირი, რომელიც ძალიან ემგვანება სიმფსონების მულტფილმების გმირს.

თუ მიღებული გმირი არ მოგეწონათ, შეგიძლიათ მას თავად შეუცვალოთ ვარცხნილობა, თვალების ფორმა და ა.შ.

გაითვალისწინეთ, რომ ახალი გმირის შექმნისას სერვისს ცოტაოდენი დრო სჭირდება, ამიტომ თუ ფოტოსურათის შექმნა დაგვიანდა, ნუ იფიქრებთ, რომ სერვისი არ მუშაობს და ცოტა ხანი დაელოდეთ.

 

 

მხიარული ეფექტებისა და ონლაინ ფოტომონტაჟის საუკეთესო ფოტო-ვიდეო რედაქტორები - Simpsonsmovie

 

 

 

LooGix

შეგიძლიათ ჩატვირთოთ 3 ფოტოსურათი GIF ან JPG ფორმატში, აირჩიოთ ზომა და კადრების ცვლის სიხშირე. შემდეგ კი დააჭიროთ ღილაკს Generate Animation. თქვენ მიიღებთ სამნაწილიან ანიმირებულ გიფს.

 

მხიარული ეფექტებისა და ონლაინ ფოტომონტაჟის საუკეთესო ფოტო-ვიდეო რედაქტორები - LooGix

imikimi

პოპულარული საიტი, რომლის საშუალებითაც ყოველგვარი ფოტოშოპის გარეშე შეიძლება სურათების დამუშავება, შესანიშნავი სერიოზული თუ სახალისო ეფექტების შექმნა, აქ ნახავთ უამრავ სხვადასხვა თემატიკის შაბლონს და მრავალფეროვან ფოტოეფექტს.  imikimi ნებისმიერი ფოტოგურმანის გემოვნებას დააკმაყოფილებს.

 

მხიარული ეფექტებისა და ონლაინ ფოტომონტაჟის საუკეთესო ფოტო-ვიდეო რედაქტორები - imikimi

 

Funny Photo

Funny Photo - ის საშუალებით შესაძლებელია ონლაინში მხიარული ფოტოეფექტების შექმნა, სახის ავტომატური გამოცნობა, შესაძლებელია კოლაჟისთვის რამოდენიმე ფოტოსურათის ერთდროულად ჩატვირთვა. გააჩნია ავტომატური რეტუშისა და წითელი თვალის ეფექტის აღმოფხვრის ფუნქცია, ფოტოსურათზე დეფექტების მოცილების, რედაქტირებისა და ხარისხის გაუმჯობესების ფუნქციები. შესაძლებელია ფოტოკარიკატურების, ანიმირებული ჩარჩოებისა და ავატარების შექმნა.

 

მხიარული ეფექტებისა და ონლაინ ფოტომონტაჟის საუკეთესო ფოტო-ვიდეო რედაქტორები - Funny Photo

 

 

FunPhotoBox

FunPhotoBox - ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება თქვენი სურათებისგან გასართობი ფოტოსურათებისა და ანიმირებული გიფების შექმნა (გიფ ანიმაცია). 
შესაძლებელია ფოტოგრაფიისგან მისალოცი ბარათის დამზადება, ლამაზი ჩარჩოსა და ეფექტის დამატება.

 

მხიარული ეფექტებისა და ონლაინ ფოტომონტაჟის საუკეთესო ფოტო-ვიდეო რედაქტორები - FunPhotoBox


PhotoFunia

ჩატვირთეთ ნებისმიერი ფოტო, პროგრამა თავად მოახდენს სახის იდენტიფიცირებას, ჩასვამს მას იმ ეფექტების მქონე შაბლონში, რომელსაც თავად აირჩევთ PhotoFunia - ზე 200- მდე შაბლონია, რომელიც ფოტომონტაჟისთვისაა განკუთვნილი.

 

მხიარული ეფექტებისა და ონლაინ ფოტომონტაჟის საუკეთესო ფოტო-ვიდეო რედაქტორები - PhotoFunia

 

 Photo 505

შაბლონების შესანიშნავი კოლექცია, რომლის განახლება რეგულარულად ხდება, აქ შეგიძლიათ გასაქანი მისცეთ თქვენს ფანტაზიას, და მიიღოთ უამრავი შესანიშნავი ეფექტი.

 

მხიარული ეფექტებისა და ონლაინ ფოტომონტაჟის საუკეთესო ფოტო-ვიდეო რედაქტორები - Photo 505

 

 

Loonapix 

ფოტორედაქტორი  Loonapix  კარგი საშუალებაა გახადოთ თქვენი ფოტოსურათები მოდური და უნიკალური. მისი საშუალებით შესაძლებელია ფოტომონტაჟის, სახის ეფექტების, ჩარჩოებისა და ავატარების შექმნა.

 

მხიარული ეფექტებისა და ონლაინ ფოტომონტაჟის საუკეთესო ფოტო-ვიდეო რედაქტორები - Loonapix

 

WriteOnIt 

მისალოცი და სხვადასხვა დანიშნულების ბარათების შესანიშნავი ონლაინ გენერატორი, მისი საშუალებით შესაძლებელია ბარათებზე სხვადასხვა ტიპის წარწერების გაკეთება. შეგიძლიათ განათავსოთ თქვენი ფოტო სხვადასხვა ჟურნალის ყდაზე (Playboy, Glamour, Time და ა.შ). შეგიძლიათ შექმნათ ნებისმიერი სიტუაციის ფოტომონტაჟი, მანიპულირება მოახდინოთ და ჩასვათ თქვენი ან თქვენი მეგობრის სახე სხვადასხვა ტიპის ფოტოსურათში.

 

მხიარული ეფექტებისა და ონლაინ ფოტომონტაჟის საუკეთესო ფოტო-ვიდეო რედაქტორები - WriteOnIt

 

 

BigHugeLabFlikr 

BigHugeLabFlikr - ზე შეგიძლიათ ისარგებლოთ მრავალფეროვანი  სერვისით. აქ უამრავი ინსტრუმენტია იმისათვის, რომ გრაფიკული რედაქტორის ცოდნის გარეშე დასვათ თქვენი სურათი ჟურნალის გარეკანზე, შექმნათ ფილმის პოსტერი, მოდური კოლაჟი, დაამზადოთ სხვადასხვა სტილის ბარათები, შპალერები სამუშაო მაგიდისათვის, მოზაიკის, პაზლებისა და ფილტრების  ეფექტები, შეგიძლიათ ბეიჯის, კალენდარის, CD დისკის ყდის  შექმნა და დაბეჭდვა. და კიდევ უამრავი სხვა რამ...

 

მხიარული ეფექტებისა და ონლაინ ფოტომონტაჟის საუკეთესო ფოტო-ვიდეო რედაქტორები - BigHugeLabFlikr

 

 

Blingee

Blingee -ის საშუალებით შესაძლებელია საკუთარ, ან ახლობელი ადამიანის ფოტოსურათზე მანათობელი და მოციმციმე გრაფიკის დადება, მბრწყინავი ჩარჩოების შექმნა, ასევე ნებისმიერი ტექსტისა და კომენტარის დადება ფოტოსურათზე.

 

 

მხიარული ეფექტებისა და ონლაინ ფოტომონტაჟის საუკეთესო ფოტო-ვიდეო რედაქტორები - Blingee

 

 

 Glitterfy

glitterfy - ის საშუალებით შეგიძლიათ საკუთარი ხელით ნებისმიერ ფოტოსურათს შეუქმნათ მბრწყინავი, მოციმციმე  ეფექტი. ასევე დაადოთ ფოტოსურათს სმაილის, ნოტების, თოვლის, ტექსტის, წვიმის, ვარსკვლავების და ა.შ ეფექტები. იგივე მეთოდები შეგიძლიათ გამოიყენოთ და გაუკეთოთ თქვენთვის სასურველ ტექსტს.

 

მხიარული ეფექტებისა და ონლაინ ფოტომონტაჟის საუკეთესო ფოტო-ვიდეო რედაქტორები - Glitterfy

 

 

Pikipimp

ფოტორედაქტორი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია კომპიუტერიდან სურათების ჩატვირთვა, და უამრავი მხიარული  უძრავი ეფექტის შექმნა,მრავალფეროვანი აქსესუარების გამოყენებით ( ყურსასმენები, ქუდები, ბალიშები, სამკაულები და მრავალი სხვა) ასევე მოძრავი ეფექტები: (ღიმილი, ყურების ამოძრავება და ა.შ) შემდეგ კი მათი  დამახსოვრება.

 

 მხიარული ეფექტებისა და ონლაინ ფოტომონტაჟის საუკეთესო ფოტო-ვიდეო რედაქტორები - Pikipimp

 

 

 

Hairmixer

Hairmixer - ის საშუალებით შესაძლებელია ფოტოებს შორის სახეებისა და ვარცხნილობების შეცვლა, ანუ სახე ან ვარცხნილობა შეგიძლიათ ერთი სურათიდან გადაიტანოთ მეორეზე.

 

მხიარული ეფექტებისა და ონლაინ ფოტომონტაჟის საუკეთესო ფოტო-ვიდეო რედაქტორები - Hairmixer

 

 

Dumpr

Dumpr - ზე თავმოყრილია უამრავი სხვადასხვა თემატიკის შესანიშნავი შაბლონი, ეფექტები დალაგებულია კატეგორიების მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ საიტზე ყველა შაბლონი უფასო არაა, აქ წარმოდგენილია ფოტოკოლაჟების მთელი გალერეა, როგორც გასართობი( მაგალითად რუბიკის კუბიკი), ასევე კლასიკური სურათების გალერეები, ბარათები. შესაძლებელია საკუთარი ან მეგობრის ფოტოსურათისგან მეგობრული შარჟის მომენტალური შექმნა.

 

მხიარული ეფექტებისა და ონლაინ ფოტომონტაჟის საუკეთესო ფოტო-ვიდეო რედაქტორები - Dumpr

 

 BeFunky 

BeFunky -ის მეშვეობით შესაძლებელია ყოველგვარი გრაფიკული რედაქტორების ცოდნის გარეშე, ხელის ერთი მოძრაობით გახადოთ ფოტოსურათი შავ-თეთრი, გამჭვირვალე, მიანიჭოთ მას მხატვრული ეფექტი.

 

მხიარული ეფექტებისა და ონლაინ ფოტომონტაჟის საუკეთესო ფოტო-ვიდეო რედაქტორები - BeFunky

 

 

Instyle

instyle - ზე ქალბატონებს შეუძლიათ საკუთარ თავზე მოირგონ ჰოლივუდის ვარსკვლავების ვარცხნილობა და მაკიაჟი

 

მხიარული ეფექტებისა და ონლაინ ფოტომონტაჟის საუკეთესო ფოტო-ვიდეო რედაქტორები - Instyle

 

 

MagMyPic

MagMyPic-ზე განთავსებულია მსოფლიოში ცნობილი და პოპულარული ჟურნალები, რომლის გარეკანზეც შეგიძლიათ მოათავსოთ თქვენი, ან ნებისმიერი ადამიანის ფოტოსურათი

 

 

მხიარული ეფექტებისა და ონლაინ ფოტომონტაჟის საუკეთესო ფოტო-ვიდეო რედაქტორები - MagMyPic

 

 

Onlinewahn 

შესანიშნავი გენერატორი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ოქროს, ვერცხლის და სპილენძის მონეტებზე მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანების, ან საკუთარი და მეგობრების ფოტოსურათების ამოტვიფრა, შესაძლებელია მონეტისთვის იმ ვალუტის სახელის მინიჭება რომელიც თქვენ გსურთ. ასევე შესაძლებელია მოწინავე გაზეთში თქვენი სურათიანი სტატიის განთავსება, თქვენი მონაცემებით მხიარული პირადობის მოწმობის, დიპლომის შექმნა და ა.შ

 

მხიარული ეფექტებისა და ონლაინ ფოტომონტაჟის საუკეთესო ფოტო-ვიდეო რედაქტორები - Onlinewahn

 

Imagechef

ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ გახსნათ თქვენი სახელობის ვარსკვლავი, გააკეთოთ ნებისმიერი წარწერისა თუ გამოსახულების ტატუ, ყელსაბამი, მაისური და ა.შ. დაწეროთ თქვენი სურათი გემზე, ბოთლზე, პლაჟზე და ა.შ. ასევე სხვა უამრავი შესაძლებლობები.

 

 

მხიარული ეფექტებისა და ონლაინ ფოტომონტაჟის საუკეთესო ფოტო-ვიდეო რედაქტორები - Imagechef

 

 

Festisite

festisite - ზე შესაძლებელია საკუთარი, მეგობრის, ან ნებისმიერი ადამიანის ფოტოსურათის ჩასმა ფულის კუპიურაში, რომლის არჩევანი მრავალფეროვანია : დოლარი, ევრო, სტერლინგი, იენა, ლირა და ა.შ. ასევე კარტზე, ლუდის თავსახურზე და iPhone-ზე.

 

მხიარული ეფექტებისა და ონლაინ ფოტომონტაჟის საუკეთესო ფოტო-ვიდეო რედაქტორები - Festisite

 

 

 

Hetemee

hetemeel - ზე თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ ნებისმიერი ტექსტი, დაბეჭდოთ, გაასწოროთ და შექმნილი მაგალითად  აინშტაინს ”დააბრალოთ.” საიტზე მრავლადაა სხვა  ანალოგიური მხიარული ეფექტები.

 

მხიარული ეფექტებისა და ონლაინ ფოტომონტაჟის საუკეთესო ფოტო-ვიდეო რედაქტორები - Hetemee

 

Tuxpi

უბრალო და მარტივი, მაგრამ მხიარული გენერატორი, სადაც ჩატვირთავთ ფოტოსურათს და თქვენზე ”გამოაცხადებენ ძებნას”(wanted poster). გარდა ამისა საიტზე საკმაოდ მრავალფეროვანი ეფექტებია, რომელიც თქვენს სურათს გადააქცევს საფოსტო მარკად, პოლაროიდის სურათად, დროშად, სხვადასხვა ტიპის მოზაიკად და ა.შ.

 

მხიარული ეფექტებისა და ონლაინ ფოტომონტაჟის საუკეთესო ფოტო-ვიდეო რედაქტორები - Tuxpi

 

 

 

Warninglabelgenerator

აირჩიეთ შაბლონი, შემდეგ ნიშანი და ჩაწერეთ სპეციალურ ფორმაში ის, რაც მოგესურვებათ. რამოდენიმე წამში მხიარული (თუ გსურთ იდიოტური) სურათი მზადაა.

 

მხიარული ეფექტებისა და ონლაინ ფოტომონტაჟის საუკეთესო ფოტო-ვიდეო რედაქტორები - Warninglabelgenerator

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ