მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 17548 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

საიტზე ან ბლოგზე სწორად შერჩეული შესაფერისი ფონი(ბეგრაუნდი) და  ტექსტურა  არა მარტო სასიამოვნო განწყობას ქმნის, არამედ მნიშვნელოვან ატრიბუტსაც წარმოადგენს დიზაინის თვალსაზრისით. იგი არ უნდა ჭრიდეს თვალს და ამავე დროს სიმეტრიული არეები უნდა ქონდეს. სამწუხაროდ ასეთი ფონის პოვნა საკმაოდ რთულია.

რა თქმა უნდა ვისაც სურვილი და ცოდნა აქვს, თავად შეუძლია შექმნას სასურველი ფონი, რაც სულაც არაა იოლი ამოცანა. თუმცა სულაც არაა საჭირო ზედმეტი შრომა, როცა ინტერნეტში არსებობს ფონებისა და  ტექსტურების  შექმნის რამოდენიმე შესანიშნავი ონლაინ სერვისი, რომლის საშუალებითაც ძალიან მარტივად შეძლებთ სასურველი  ზომის, ფერის, ტექსტურის  ფონის(ბეგრაუნდი) მიღებას.

გთავაზობთ ფონებისა (ბეგრაუნდი) და ტექსტურების უფასო ონლაინ გენერატორების კოლექციას:

 

 

Stripe Generator

პირობითად ეს სახელწოდება ითარგმნება როგორც  ”ზოლების”  გენერატორი, რასაც ნამდვილად ამართლებს თავისი ფუნქციონალურობით. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ზოლების განლაგება, მათ შორის მანძილი, სიგანე, ფერი, მისცეთ ჩრდილის ნებისმიერი დონე, ერთი სიტყვით შეგიძლიათ გააკეთოთ პრაქტიკულად ყველაფერი.

გააჩნია სხვა მომხმარებლების მიერ დამზადებული  ნამუშევრების სია, საიდანაც, თუ თქვენ არ გამოგდით, შეგიძლიათ აირჩიოთ და გამოიყენოთ სხვისი ნამუშევარი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Bg Patterns

საიტზე მუშაობა საკმაოდ მარტივი და სასიამოვნოა. რამოდენიმე წუთში და რამოდენიმე კლიკით შეძლებთ მიიღოთ ორიგინალური და თქვენი საიტის ან ბლოგის შესაფერისი ბეგრაუნდი. აქ შესაძლებელია შემდეგი სახის მოქმედებები: შეცვალოთ შრიფტისა და ფონის ფერი, შექმნათ და ცვალოთ ტექსტურა და მისი გამჭვირვალობა, აქვს გამოსახულებების საკმაოდ ფართო არჩევანი, შესაძლებელია ფიგურის ზომისა და გამჭვირვალობის მართვა, შემოტრიალება და დახრის კუთხის მიცემა.

ყველა ამ მოქმედების შედეგად შესაძლებელია უნიკალური ბეგრაუნდის შექმნა. საიტი იმახსოვრებს დამზადებულ ბეგრაუნდებსაც, ასე რომ აქვე შეგიძლიათ დაათვალიეროთ და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოთ სხვის მიერ შექმნილი ბეგრაუნდები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Tartan Designer

 

საკმაოდ კოფორტული და მრავალფეროვანი ფუნქციებით აღჭურვილი გენერატორი, ახდენს ორიგინალური და უჩვეული ტექსტურებისა და ”უზორების”  გენერირებას.

შესაძლებელია სასურველი ფერის დამატება, რომელიც გენერატორის შესანიშნავი თვისების მეშვეობით აისახება საბოლოო სურათში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Stripemania

 

ზოლების შექმნის კიდევ ერთი შესანიშნავი გენერატორი, რომელიც ცოტა განსხვავებული პრინციპით მუშაობს. აქ თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ რამოდენიმე ფერი ზოლების შესაქმნელად, თუ Stripe Generator - ში უნდა მიგეთითებინათ საერთო ფერი ყველა ზოლისთვის, აქ შეგიძლიათ შექმნათ სხვადასხვა ფერების განსაზღვრული რიცხვი, რომელიც განმეორდება.

ამას გარდა გააჩნია საერთო რეგულირების მექანიზმები - სიგანე და ზოლების მიმართულება, მათ შორის მანძილი, ფონის ფერი. შესაძლებელია გრადიენტული გადასვლა ერთ ზოლის ორ ფერს შორის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Pattern Cooler

 

საკმაოდ მძლავრი ინსტრუმენტი, მისი საშუალებით შესაძლებელია საიტისთვის ფონის შერჩევა  გალერეაში, რომელიც 200 - მდე დიზაინს შეიცავს. ამის შემდეგ სპეციალური ოფციის საშუალებით შეიძლება არჩეული ფრაგმენტის ფერისა  და ბეგრაუნდის ზომის შეცვლა.

ამ გენერატორის თავისებურებაა ის, რომ აქ წარმოდგენილია ძალიან ორიგინალური და უცხო ბეგრაუნდები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Background Maker

ვიზუალური თვალსაზრისით ყველაზე მარტივი გენერატორი. ცენტრში განთავსებულია ფორმა 12X12 პიქსელი, სადც უნდა დახატოთ თქვენი ფონი. შედეგად უკვე მზა ბეგრაუნდი მაშინვე გამოჩნდება უკანა პლანზე.

აქვს გალერეა. სადაც უამრავი უკვე მზა ფონია. ამ სერვისით ორიგინალურ და რთულ ბეგრაუნდებს ვერ შექმნით, მისი ძირითადი დანიშნულება მარტივი ფონის შექმნაა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Background Dotted

მისი საშუალებით შესაძლებელია წერტილოვანი ბეგრაუნდების შექმნა. ამისათვის თქვენ ირჩევთ სხვადასხვა ფერს (ფონს, წერტილს), ხოლო შემდეგ განსაზღვრავთ მათ შორის დაცილებებს. პროცესის დასრულების შემდეგ მიიღებთ სასურველ ფონს (ბეგრაუნდს).

 

 

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ