მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 64799 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ცისტიტი შარდის ბუშტის ანთებაა, რომელიც ძირითადად რაიმე ტიპის ინფექციითაა გამოწვეული.

თავისი ბუნებით, შარდი სტერილურია, მაგრამ ფეხმძიმობის დროს საშარდო სადინარები დუნდება და ფართოვდება, რის გამოც მასში ბაქტერიების მოხვედრის, შესაბამისად კი ცისტიტით დაავადების რისკი საგრძნობლად იმატებს.

 

ცისტიტის ძირითადი სიმტომებია:

 

 შარდვის დროს წვა და უსიამოვნო, ავადმყოფური შეგრძნებები;

 ხშირი და მწვავე მოშარდვის სურვილი, ამავდროულად მცირე რაოდენობით შარდის გამოყოფით;

 მტკივნეული შარდვა და შარდვის გაძნელება;

 შარდის უსიამოვნო სუნი;

ტკივილები წელისა და მუცლის ქვედა არეში;

• მცირე რაოდენობით სისხლის გამოყოფა;

• შარდსადენი მილიდან (ურეთრი) ჩირქოვანი გამონადენი (შესაძლოა გამოწვეული იყოს ურეთრიტის (შარდსადენი მილის ანთება) მიზეზითაც.

 

ცისტიტის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:

 

♦ ინფექციები (ბაქტეროლოგიური, ვირუსული, სოკოვანი, პარაზიტული);

♦ ალერგიული დაავადებები;

♦ ქვები და სხვა უცხო სხეულები;

♦ ავტოიმუნური დაავადებები;

♦ ტრამვები;

♦ შარდის ბუშტის სიმსივნე;

♦ მედიკამენტები (კერძოთ ქიმიოთერაპიული, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები) და სხივური თერაპია;

 

მიმდინარეობის მიხედვით, ცისტიტი შეიძლება გამოვლინდეს სამი ძირითადი ფორმით

1. ცისტიტის მწვავე ფორმა - რომელიც ვითარდება რამოდენიმე საათის განმავლობაში, მისი სიმპტომებია: წვა და ტკივილი შარდის გამოყოფის პროცესში (დიზურია), მოშარდვის ხშირი სურვილი, ტკივილი მუცლის ქვედა არეში, ტემპერატურის მცირედით მომატება, გახშირებული მოშარდვის სურვილი ღამის განმავლობაში (ნიქტურია), ტკივილი წელის მიდამოებში, სისხლის შემცველობა შარდში (მაკროჰემატურია).

2. ცისტიტის რეციდივული ფორმა - მისი დიაგნოზირება ხდება იმ შემთხვევაში, თუ ცისტიტის მკურნალობის შემდეგ, მისი სიმპტომები კვლავ იჩენს თავს პაციენტებში რამოდენიმე კვირის, ან თვის განმავლობაში.

3. ცისტიტის ქრონიკული ფორმა - ხასიათდება ცისტიტის ჩვეული სიმტომებით და მიმდინარეობს დიდი ხნის განმავლობაში (რამდენიმე კვირის, ან თვის განმავლობაში). ქრონიკული ცისტიტი შეიძლება მიმდინარეობდეს შარდის ბუშტის ქსოვილების ღრმა(ინტერსტიციალური) ანთებით.

 

ცისტიტის პროფილაქტიკა და მდგომარეობის შემსუბუქება სიმპტომების შემთხვევაში

 

»» მოშარდვის შემდეგ, გაიწმინდეთ წინა მხრიდან უკანა მხარის მიმართულებით, რათა თავიდან იქნას აცილებულია უკანა გზიდან შარსადინარ არხში ბაქტერიების მოხვედრა.

»» ნუ მოითმენთ, თუ მოშარდვის სურვილი გაქვთ, ისარგებლეთ პირველივე შემთხვევით, რომ გახვიდეთ ტუალეტში. შარდის შეკავების დროს, ბაქტერიები გროვდება შარდის ბუშტში, იმის მაგივრად, რომ მოხდეს მათი იქედან გამოდევნა, შარდთან ერთად.

»» შეეცადეთ ბოლომდე დაცალოთ შარდის ბუშტი, ამ დროს ხდება მავნე მიკროორგანიზმების გამორეცხვა და გამოდევნა.

»» სექსის შემდეგ, შეეცადეთ მაშინვე გახვიდეთ ტუალეტში. ეს ხელს უწყობს შარდგამდინარე არხში დაგროვებული ბაქტერიების გამოდევნას.

»» შეეცადეთ კუჭ-ნაწლავის მოქმედება მუდმივად მოწესრიგებული გქონდეთ, ერიდეთ შეკრულობას.

»» შეეცადეთ არ გაცივდეთ, განსაკუთრებით მავნეა გადახურება და შემდეგ მყისიერი გაცივება.

»» მწვავე ტკივილის დროს, ეფექტურია და შვებას მოგგვრით თბილი სათბურის დადება.

»» დაიცავით ჰიგიენა. ცისტიტის შეტევის დროს, თბილი, მცირე ხანგრძლივობის შხაპი არა მარტო ჰიგიენას ემსახურება, არამედ ამსუბუქებს ტკივილს. ჩაბანა უნდა მოხდეს აუცილებლად წინა მხრიდან უკანა მიმართულებით, სასურველია თბილი, გადადუღებული წყლით. შეიძლება მსუბუქი საპნისა და ინტიმური ჰიგიენური საშუალებების (სუნისა და ფერის გარეშე) გამოყენება.

»» ერიდეთ ხშირად და ხანგრძლივად შხაპის მიღებას. წყლის მაღალმა ტემპერატურამ, ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად, შესაძლოა შარდის ბუშტში სისხლის მიკროცირკულაციის დარღვევა გამოიწვიოს.

»» უარი თქვით ჰიგიენის არომატიზირებული და ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენებაზე, ასეთმა საშუალებებმა შესაძლოა გამოიწვიოს გაღიზიანება და დაარღვიოს ვაგინალური გარემოს მდგომარეობა.

»» ატარეთ ბამბის თეთრეული,  ბამბა ატარებს ჰაერს, განსხვავებით სინთეტიკური მასალისაგან, რომელიც ხელს უწყობს თბილი და ნოტიო გარემოს წარმოქმნას, რაც ხელსაყრელ გარემოს ქმნის ბაქტერიებისთვის.

»» თავი შეიკავეთ კერძოდ მოტმასნილი ჯინსებისგან და შარვლებისგან, ვიწრო ტანსაცმელი მჭიდროდ ეტმასნება სხეულს და აუარესებს სისხლის მიმოქცევას. იგი იწოვს სხეულის ბუნებრივ სინოტივეს და ნაყოფიერ გარემოს ქმნის სხვადასხვა ბაქტერისების გასამრავლებლად.

»» სვით რაც შეიძლება მეტი წყალი და შტოშის (კენკრა) წვენი. წყალი ხელს შეუწყობს ხშირ შარდვას, რაც ამცირებს შარდის კონცენტრაციას, შესაბამისად კი ინფექციების რისკს. შტოშის წვენი კი ხელს უწყობს შარდში განსაკუთრებული ნითიერების  - ბენზოლის მჟავის წარმოქმნას, რაც რაც ამაღლებს შარდის მჟავიანობას და ხელს უშლის მავნე ბაქტერიების ზრდას.

»» ნუ მიიღებთ ექიმის დანიშნულების გარეშე მედიკამენტებს. ცისტიტის მკურნალობის დროს, ძირითად შეცდომას წარმოადგენს -  ტრადიციული უროანტისეპტიკებისა და სხვადასხვა ანტიბიოტიკების უკონტროლო მიღება. თვითმკურნალობის პროცესში, შეუძლებელია დაავადების გამომწვევი ყველა მიკრობის მაშინვე განადგურება, თუმცა მედიკამენტების მიღებამ შესაძლოა შეამციროს დაავადების გამომწვევი მიკრობების შემთვისებლობა შემდგომი მკურნალობის მიმართ, ამან კი შეიძლება არა მარტო გაწელოს განკურნების პროცესი, არამედ ქრონიკულ ფორმაშიც კი გადაიყვანოს იგი.

»» ანტიბაქტერიალური თერაპიის წინ, აუცილებელია შარდის დათესვა.

»» ცისტიტის წინააღმდეგ ძირითადად გამოიყენება პრეპარატები: ფურაგინი, ფურადონინი, ნოშპა, სპაზმოცისტენალი, ფიტოლიზინი და ა.შ, მაგრამ თუ დაგისვეს დიაგნოზი - ცისტიტი, ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა დაგინიშნოთ კვალიფიციური მკურნალობა.

 

გამოუვალი მდგომარეობის დროს

 

თუ ცისტიტის ნიშნები პირველად გამოგივლინდათ და არა გაქვთ საშუალება მიმართოთ ექიმს, რეკომენდებულია მაღალ ეფექტური ანტიბიოტიკის - მანურალის მიღება.

მანურალი სპეციალურადაა შექმნილი მწვავე ცისტიტის მკურნალობის მიზნით. ეს არის ფხვნილი, რომელსაც აქვს ლიმონის გემო. მოხმარების წინ ის აუცილებლად უნდა გაიხსნას ნახევარ ჭიქა წყალში და მიღებული იქნას ძილის წინ.

პრეპარატს გააჩნია შერჩევითი აქტიურობა ცისტიტის გამომწვევ ძირითად მიზეზებთან, მან ზუსტად „იცის“, თუ როგორ ებრძოლოს დაავადებას. პრეპარატი ინიშნება ერთჯერადად, იგი იმდენად დიდი უსაფრთხოებითა და ეფექტურობით გამოირჩევა, რომ მისი გამოყენება ფეხმძიმეთათვისაც კი დასაშვებია.

პრეპარატის უპირატესობებია: მაღალეფექტურება, გართულების არარსებობა და მიღების მოხერხებულობა.

მხოლოდ გახსოვდეთ, რომ ამით ცისტიტისგან საბოლოოდ ვერ განიკურნებით, მანურალი არის საშუალება ექტრემალური დახმარებისთვის.

მწვავე ცისტიტის პირველი ნიშნებისას და ყველა შემთხვევაში თუ ეჭვობთ, რომ ამ დაავადებას აქვს ადგილი, აუცილებელია კვალიფიციური უროლოგის კომპეტენტური დახმარება.

 

იხილეთ ვრცლად: ყველაფერი ფეხმძიმობის შესახებ

 
 
 

კომენტარები
ლიზა
2020-10-22
გამარჯობათ გთხოვთ მიპასუხოთ, ციკლი გადამიცდა 6 დღე , მაქ ხშირი შარდვა და შარდვის დროს ტკივილი, გავიკეთე ტესტი იქნებ ორსულობა შედგათქო, ტესტი უარყოფითია, გთხოვთ მიპასუხოთ, დიდი მადლობა,
ნანა
2019-07-17
ცისტიტის დროს ფეხმზიმეს ექიმის გარეშე რა წამალი შემიზლია მივიღო? ..8 კვირისვარ.
მარიამი
2019-03-08
20 იანვარს მოვითავე მენსტრუაციული-ციკლი და 21-დან დავიწყე ე-ვიტამინის მიღება ისე უბრალოდ პროფილაქტიკის მიზნით 10 დღე არიქნებოდა გასული დამეწყო ცისტიტი ექიმთან არმივსულვარ უბრალოდ თავად ვუწევდი საკუთარ თავს დახმარებას თბილი ვანებით და თავს ვიცავდი გაციებისაგან მერე ყველაფერმა გაიარა თებერვალში ცოტათი გადამიცდა მესტრუაციის-ციკლი 23 თებერვალს მომივიდა ჭარბათ არმომდიოდა მაგრამ არც ისე მომივიდა როგორც მომდიოდა კი ბევრჯერ ყოფილა მსგავსი მაგრამ ახლა სხვა რამე ხდება დილით სიცხე მაქვს 37....მერე შუადგისით 36...5 ხან 36 ..8-ხაზი 2 დღე საშინლად მტკივოდა თავი ამან გამიარა მაგრამ მადა დავკარგე დილაობით გულისრევაც მააქვს მაგრამ წამიერად მუცლის ღრუ და წელი სულმაწუხებს არვიცი რახდება ვერგავიგე ორსულობის ტესტმა ნეგატივი მიჩვენა. იქნებ რამე ინფორმაცია მომაწოდოთ . მადლობა წინასწარ .
ნატა
2019-02-07
გამარჯობა. როცა შაშარდე ბუშტის ანთება შეიზლება გქონდეს მაშინ შეიძლება დაორსულება
Shorena
2018-09-09
Gamarjobat cistiti maqvs didixania ...exla var orsulad da tusheileba rame preparatis migeba rac bavshsac ar avnebs da mec gavikurnebi
მანანა
2018-01-21
ცისტი დამეწყო 3 დღის წინ , ოღონდ ვერ მივხვდი რა მჭირდა, ოსიამოვნო სუნის მქონე დიდი რაოდენობით სითხის გამოყოფით, მომდვნო დღეებში შემცირდა და დამეწყო წვა მოშარდვის შემდეგ.დავიწყე მკურნალობა ჩემით ნოლიცინით, ველოდები ორშაბათს ბაქტერიული კვლევუსთვის.მაინტერესებს სითხის გამოყოფა თუ შედის ცისტიტის ჩვენებაში?
mmm
2017-09-12
ovulacida 8dgea gasuli . daaxloebit 4dgea maqvs ubralod xshiri shardva arc orsulobis somftomebi arc cistitis. ubralod xshiri shardva. rogor moviqce ra sheidzleba es iyos
ანიტა
2017-01-09
ბევრი სითხის მიღება ნამდვილად ეფექტურია და საკმაოდ ამცირებს წვისა და წიწკვნის შეგრძნებას, მე გირჩევთ ნუშის რძეს, 16 ცალ ნუშს დაასხით მდუღარე წყალი კანი გააცალეთ შემდეგ კანგაცლილი ნუში დანაყეთ დაასხით 100 გრამი გადადუღებული წყალი და სვით 2 დღის განმავლობაში ყლუპ-ყლუპი, ტკივილს შეგიმსუბუქებთ.
ნინო
2016-10-09
გამარჯობთ მაქვს წელის მუცლის ტკივილი ხშირი შარდვა და წვა და კიდევ მუქი ფერის გამონადენი ტესტი გავიკეთე და დადებითი მაჩვენა შესაზლებელია თუ არა ტესტი ცდებოდეს ციკლი მქონდა ერთი დგე მეორე დგეს არა ასე გაგრზელდა 7 დღე
ლელუკა
2016-09-03
გამარჯიბატ ვარ 3 ტვის ორსული და გამით მაქვს ხსჰირი შარდვა დააახლოებიტ 5ჯელ გავდივარ გარეთ და რაიმე საშისი ხოარაა?
ნანა
2016-06-20
გამარჯობათ, შეგიდზლიატ მიტხრათ. ტესტი გავიკეთე და 2 ხაზი მიცჰვენა დადებილი, მაქვს ხსჰირი სჰარდვა და ცელის და მუცლის ტკივილები, გულის რევის შეგრდზნება, მერე კიდევ გავიკეტე ტესტი და უარკოპიტი მიჩვენა,.
irine
2013-11-22
გთხოვთ მიპასუხოთ,მენსტრუაცია გადამიცდა 1 კვირით,მაქვს ხშირი შარდვა შეიძლება ორსულად ვიყო?და კიდევ ტესტი ჩავიტარე უარყოპიტი პასუხები მიჩბენა გთხოვთ მიპასუხოთ
ema
2013-02-16
მხოლოდ ცისტიტით არა, უნებლიე შარდვა შესაძლოა გამოწვეული იყოს უამრავი სხვა მიზეზით...
ლალი
2013-02-16
შესანიშნავადაა აღწერილი ყველაფერი მაგრამ გთხოვთ მიპასუხოთ სუნებლიე შარდვა ცისტიტთანაა დაკავშირებული თუ არა, წინასწარ გმადლობთ
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

სექსის ენციკლოპედია

წყლის შესახებ