მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 46868 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ფეხმძიმობა და მკერდის მოვლადიდი ალბათობით, თქვენი სარძევე ჯირკვლები დაიწყებს ცვლილებას ფეხმძიმობის პირველი დღეებიდან. იგი მოიმატებს ზომაში, გახდება უფრო მგრძნობიარე.

მომავალი დედებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მკერდის კანისა და კერტების მდგომარეობაზე ზრუნვა. მათ უნდა ჩაატარონ სარძევე ჯირკვლების რეგულარული, დამოუკიდებელი გამოკვლევა და მივიდნენ მამოლოგთან თუნდაც ერთხელ ფეხმძიმობის პერიოდში.

ქვემოთ მოყვანილია რჩევები და მეთოდები, თუ როგორ უნდა მოუაროთ მკერდს ფეხმძიმობის პერიოდში, რათა მოამზადოთ იგი ბავშვის კვებისათვის და ამასთან მაქსიმალურად შეინარჩუნოთ მისი ფორმა.

არ შეგაშინოთ სარძევე ჯირკვლების ცვლილებამ, ნორმად ითვლება:

• სარძევე ჯირკვლების კერტების ირგვლივ მიდამოების გამუქება და მათზე მდებარე მრგვალი ამობურცულობების გადიდება.

• სარძევე ჯირკვლის კანზე ვენური ბადისა და ძარღვების გაჩენა. მკერდი, სხეულის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელსაც ყველაზე მეტად ემუქრება სტრიების საშიშროება, რომელიც გამოწვეულია ზომის გადიდებითა და  ჰორმონალური ცვლილებებით თქვენს ორგანიზმში.

იმისათვის, რომ შენარჩუნებული იქნეს თქვენი მკერდის ფორმა და სიმკვრივე, მიჰყევით და შესრულეთ ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციები:

 

მკერდის მოვლის რეკომენდაციები:

 

ფეხმძიმობა და მკერდის მოვლა»» სწორად შეარჩიეთ თეთრეული, ფეხმძიმობის დროს თქვენმა მკერდი შეიძლება გახდეს ერთი ან ით ან მეტი კგ - ით მძიმე, შესაბამისად გაიზრდება ბიუსჰალტერის ზომაც.

აირჩიეთ სპეციალური ბიუსჰალტერები მომავალი დედებისთვის, ფართო ბრეტელებზე და დრეკადი, ოვალური მავთულების გარეშე.

დარწმუნდით, რომ  ბიუსჰალტერის ზომა სწორად არის შერჩეული.

 

»» ისარგებლეთ სპეციალური, ბიუსჰალტერის საფენებით, რომელიც შედგება რამდენიმე შრისგან და თავსდება ბიუსჰალტერის შიგნით.

საქმე იმაშია, რომ ფეხმძიმობის მე - 4 თვიდან, თქვენი სარძევე ჯირკვლებიდან შესაძლოა დაიწყოს ეგრეთ წოდებული ხსენის გამოყოფა, რომლითაც უნდა იკვებოს თქვენმა პატარამ დაბადებიდან პირველი დღეების განმავლობაში.

ასეთ შემთხვევაში სამოსის სისუფთავის შენარჩუნების თვალსაზრისით, ბიუსჰალტერის საფენები ძალიან გამოგადგებათ ბავშვის  მკერდით კვების პერიოდში (თუ რძე გარეთ გამოვიდა, საფენი შეიწოვს მას და არ მისცემს საშუალებას ტანსაცმლის ზედაპირი დაისვაროს).

 

»» დაიცავით მკერდის ჰიგიენა, სპეციალისტები რეკომენდაციას იძლევიან მკერდი გრილი წყლით ჩამოიბანოთ, რადგან ცხელი წყალი აშრობს კანს.

იგივე მიზეზით, შეიკავეთ თავი საპნის გამოყენებისგან და უპირატესობა რბილ შხაპის გელებს მიანიჭეთ.

 

»» ყოველი შხაპის მიღების დროს, რამდენიმე წუთი დაუთმეთ  წყლის ჭავლით მკერდის მსუბუქ მასაჟს.

ამ დროს წყლის ჭავლის მოძრაობა უნდა იყოს წრიული, მიმართული იღლიების ჩაღრმავებისკენ; მეტად მოსახერხებელია შხაპი დრეკადი, მოქნილი მილით.

კონტრასტული შხაპი და აუზზე ცურვა აგრეთვე ძალიან უწყობს ხელს მკერდის ქსოვიულების გამაგრებას.

 

»» გაიკეთეთ მკერდის მასაჟი ხელით, ეს ახდენს სისხლის მიმოქცევის სტიმულაციას და იწვევს სისხლის გაძლიერებული ნაკადის მიმართვას მკერდის ჯირკვლებისკენ, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს მისი კუნთების გამაგრებას. ასეთი მასაჟი ფორმას შეუნარჩუნებს თქვენს მკერდს.

გახსოვდეთ, რომ ისეთი მგრძნობიარე ზონის მასაჟმა, როგორიც ძუძუს კერტებია, შესაძლოა გამოიწვიოს საშვილოსნოს შეკუმშვა, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო.

 

»» მკერდზე კანის სტრიების პროფილაქტიკისათვის და მკერდის სიმკვრივის შენარჩუნებისთვის გამოიყენეთ სპეციალური კრემები და ზეთი, რომელიც სპეციალურად არის შემუშავებული ფეხმძიმე ქალბატონებისთვის.

 

»» თუ აპირებთ ბავშვი მკერდით კვებოთ, უმჯობესია გამოიყენოთ სპეციალური კოსმეტიკა, რომელიც ამაღლებს ძუძუს თავების (კერტების) ქსოვილების ელასტიურობასა და სიმკვრივეს.

იგივე საშუალებები გამოგადგებათ ბავშვის დაბადების შემდეგაც, რადგან მკერდით კვების დროს  ეფექტურად ებრძვიან ძუძუს კერტებზე ნაპრალების (ნახეთქების) წარმოქმნას, ამას გარდა გააჩნიათ ანტიბაქტერიული, ანთებისსაწინააღმდეგო და ჭრილობის შემხორცებელი თვისებები.

ფეხმძიმობა და მკერდის მოვლაგახსოვდეთ, რომ ყველა კოსმეტიკური თუ სპეციალური საშუალება, რომელიც საჭიროა მკერდის კანის მოსავლელად, აუცილებლად შეათანხმეთ ექიმთან, რომელიც აკონტროლებს თქვენი ფეხმძიმობის პროცესს.

 

»» ჩაიტარეთ მკერდის დამოუკიდებელი გამოკვლევა, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს, გიამბობთ ექიმი - მამოლოგი, რომელთანაც ფეხმძიმობის საწყის სტადიაზე, თუნდაც ერთი ვიზიტი აუცილებელია.

მამოლოგთან ვიზიტს დაგინიშნავთ ექიმი, რომელიც პასუხისმგებელია თქვენს ფეხმძიმობაზე და ყველაფერი იცის მისი მიმდინარეობის შესახებ. მხოლოდ არ დაგავიწყდეთ და კითხეთ მას, როდის არის საჭირო მამოლოგთან ვიზიტი, უკვე მშობიარობის შემდეგ.

ამ რეკომენდაციების შესრულება არ არის რთული და დამოუკიდებლად, ნებისმიერ ქალს შეუძლია. მისი შესრულების შემთხვევაში, თქვენი მკერდი შეინარჩუნებს ფორმას, სიმკვრივეს და მიმზიდველობას.

 

იხილეთ: ყველაფერი ფეხმძიმობის შესახებ

 

დედის ჩანთები ონლაინ მაღაზიაში MyWish.Ge
საორსულე და საბავშვო ონლაინ მაღაზია MyWish.Ge

 
 
 

კომენტარები
Tako Nikolashvili
2019-01-17
გამარჯობატ 2 კვირააა გასული რაც მქონდა ურტირრობა და ვგრზნობ ცვლილებებს მკერდის ტკივილს ხსენის წვეტიც კი შევნიშნე დგეს მაქვს გულის რევის ხშირი შეგრძნება წელის ტკივილი და შეიდძლება ვიყო ორსულად
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

სექსის ენციკლოპედია

წყლის შესახებ