მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 71499 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მომავალი დედა

 

მომავალი დედაამ პერიოდისთვის, საშვილოსნო ბოქვენის სიმფიზისგან მიახლოებით 35-40 სმ - ით, ხოლო ჭიპიდან 15-20 სმ - ით მაღლაა აწეული. ნაყოფი სულ უფრო ღრმად ჩადის მენჯის არეში და ეშვება საშვილოსნოს ფსკერზე, გაქვთ შეგრძნება, რომ ნაყოფის კიდევ უფრო გაზრდა პრაქტიკულად შეუძლებელია.

შესაძლოა საშვილოსნოს ფსკერის დაწევა ვერც იგრძნოთ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ყოველთვის საშვილოსნოს ფსკერზე იმყოფებოდა, არ გირთულდებოდათ სუნთქვა და არ გქონდათ გულისრევის შეგრძნება საკვების მიღების შემდეგ.

მაგრამ თუ ამ ყველაფერს ადგილი ჰქონდა, მუცლის ქვემოთ დაწევის გამო თქვენ აუცილებლად იგრძნობთ გარკვეულ შვებას და სუნთქვაც იოლი გახდება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხერხემალზე დაწოლა მცირდება.

ამ პერიოდში სავარაუდოდ  წონაში მეტს აღარ მოიმატებთ, შესაძლოა ცოტაოდენი მოიკლოთ კიდეც, თუმცა შეიძლება პირიქით, ოდნავ მოიმატოთ. ზოგადად  39 კვირის განმავლობაში ქალი საშუალოდ იმატებს 10 -დან 20 კგ- მდე. რა თქმა უნდა წონის მატება ყველა ქალისთვის ინდივიდუალურია.

თქვენი მშობიარობის პროცესი უკვე ძალიან ახლოსაა, რაც უფრი ახლოვდება იგი, მით უფრო გიჭირთ მოძრაობა საკმაოდ დიდი მუცლისა და იმ ცვლილებების გამო, რაც ხდება თქვენს ორგანიზმში.

საშვილოსნო პერიოდულად იკუმშება, თუმცა არც ისე ძლიერად, რითაც იგი ამზადებს ნაყოფს მოსალოდნელი მშობიარობისთვის.

საშვილოსნოს ყელი იწყებს დარბილებას და ექიმები ამ პერიოდში ხშირად მიმართავენ თითების საშუალებით მის გამოკვლევას, თუმცა საშვილოსნოს ყელის „მომწიფების“ დონის მიხედვით მშობიარობის ვადების განსაზღვრა ყოველთვის არ შეიძლება.

მართალია ექიმების ნაწილი ამ პერიოდში წყვილებს სექსისგან თავშეკავებას ურჩევს, თუმცა თუ არ არსებობს უკუჩვენება, სექსუალურმა კონტაქტმა შესაძლოა ხელიც შეუწყოს მოახლოებულ მშობიარობის პროცესს. თუმცა საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილე.

მშობიარობის მოახლოებას შესაძლოა მოასწავებდეს შემდეგი ნიშნები:

სისხლნარევი გამონადენი სასქესო ორგანოდან;

ლორწოვანი საცობის გამოვარდნა;

მცირედით წონაში დაკლება;

კუჭის მოქმედების გათხელება;

მადის მომატება;

თუმცა ეს ნიშნები ყოველთვის არ მოასწავებს მშობიარობის მოახლოებას.

იხილეთ ვრცლად: მშობიარობის ნიშნები

 

გაუტკივარება

 

გაუტკივარებააღსანიშნავია, რომ გარკვეულ შემთხვევებში აუცილებელია მშობიარობის გაუტკივარება, რომელიც ითვალისწინებს ფარმაკოლოგიური პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც ხელს უწყობენ ტკივილის მოხსნას ან შემსუბუქებას მშობიარობის დროს.

ანესთეზიის გამოყენების აუცილებლობის საკითხი რთული პროცესია, და ფრთხილად მიდგომა სჭირდება, რადგან გამოყენებულმა პრეპარატებმა არ გამოიწვიოს უარყოფითი ზემოქმდება დედისა და ბავშვის ორგანიზმზე.

ფეხმძიმობის გაუტკივარების სრულიად უსაფრთხო მეთოდი არ არსებობს, გექნებათ რა ინფორმაცია თითოეული მეთოდის პლუსების და მინუსების შესახებ, უნდა გაესაუბროთ ექიმს და მასთან ერთად გადაწყვიტოთ, რომელი მეთოდია თქვენთვის ყველაზე მისაღები და საერთოდ, ღირს თუ არა გაუტკივარების გაკეთება.

დიდი მნიშვნელობა აქვს მშობიარობის პროცესისთვის წინასწარ მომზადებას, ანუ უნდა ფლობდეთ მის შესახებ რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას და არ გეშინოდეთ ტკივილის, რომელსაც განიცდით.

უნდა გქონდეთ რწმენა და ნდობა ექიმის და სამშობიარო სახლის მედ-პერსონალის მიმართ, უნდა გჯეროდეთ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ რათა დაგეხმარონ მშობიარობის პროცესის წარმატებით დასრულებაში.

როცა მშობიარობა უკვე დაწყებულია, ანუ სამშობიარო შეტევები გახდა რეგულარული და საშვილოსნოს ყელმა დაიწყო გახნა, საშვილოსნოს შეკუმშვა შესაძლოა ძალიან მტკივნეული იყოს.

საწყის პერიოდში, ზოგიერთ სამშობიარო სახლში იყენებენ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს, როგორიცაა მეპედრინი (დიმეროლი), აგრეთვე დამამშვიდებლებს, როგორიცაა პრომეტაზინი (ფენეგრენი), ეს მედიკამენტები აყუჩებს ტკივილს და აქვს დამაშვიდებელი ეფექტი, მათი შეყვანა შეიძლება როგორც ვენაში, ასევე კუნთში.

გაუტკივარებაამ მეთოდს უარყოფითი ეფექტიც ახლავს, რადგან ანალგეტიკები შეიძლება მოხვდეს ნაყოფის ორგანიზმში პლაცენტის გავლით და გახდეს ახალშობილის სასუნთქი ფუნქციების დასუსტების მიზეზი, ამიტომ მსგავსი საშუალებები არ უნდა მიიღოთ მშობიარობის მეორე პერიოდში, როცა ბავშვი ეს-ესაა უნდა დაიბადოს, და საერთოდ, ნუ გამოიყენებთ პრეპარატებს ექიმის ნებართვის გარეშე, რადგან მან ზუსტად იცის როდის და რა არის თქვენთვის დასაშვები კონკრეტულ მომენტში და რა დოზით.

ძალიან იშვიათად მშობარობობა ტარდება საერთო ნარკოზის ქვეშ, ეს ძირითადად ხდება ისეთ შემთხვევაში, როცა სასწრაფოდაა საჭირო საკეისრო კვეთის ჩატარება და არ არის დრო ეპიდურალური ან სპინალური ანესთეზიის ჩასატარებლად.

სამშობიარო მოქმედების გასაყუჩებლად გამოიყენება გაუტკივარების შემდეგი მეთოდები:

ადგილობრივი (პარაცერვიკალური, პუდენდალური);

რეგიონული (ეპიდურალური, სპინალური);

მედიკამენტური (ინტრავენური, ინჰალაციური);

სხვა მეთოდები (ელექტროანალგეზია, ფსიქოლოგიური მეთოდები);

 

რა არის ეპიდურალური ანესთეზია

 

რა არის ეპიდურალური ანესთეზიაეპიდურალური ანესთეზია გაუტკივარების მეთოდია, რომელიც ამსუბუქებს ტკივილს, რომელიც გამოწვეულია საშვილოსნოს შეკუმშვითა და ბავშვის დაბადებით.

ეპიდურალური ანესთეზია კეთდება ზურგის ტვინის მყარ გარსსა და მალებს შორის (ეპიდურალური სივრცე), სადაც ნემსის საშუალებით, რომლითაც ანხორციელებენ პუნქციას (გაჩხვლეტა), ათავსებენ სპეციალურ კათეტერს, საიდანაც შეჰყათ ნივთიერება ადგილობრივი ანესთეზიისათვის.

ანესთეზიის ამ მეთოდის ჩატარების უფლება აქვს მხოლოდ ექიმ-ანესთეზიოლოგს.

ტკივილგამაყუჩებელი საშუალება შესაძლოა შეყვანილი იქნას ორი სახით:

სისტემატურად, სპეციალური ტუმბოს საშუალებით, რომელიც აწოდებს მცირე რაოდენობით ნივთიერებას;

ანესთეზიოლოგის მიერ, გარკვეული ინტერვალებით ან აუცილებლობის მიხედვით;

ეპიდურალური, ანუ ზურგის ანესთეზია, პრაქტიკულად თითქმის მთლიანად უხსნის მომავალ დედებს მშობიარობით გამოწვეულ ტკივილებს.

ეპიდურალურ ანესთეზიას უარყოფითი მომენტებიც გააჩნია, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს მომავალი დედის ორგანზმში წნევის დაცემაში, რაც იმოქმედებს ბავშვისთვის მიწოდებული სისხლის ნაკადის ინტენსივობაზე.

ამიტომ იმისთვის, რომ ჰიპოტონია (სისხლის წნევის დაქვეითება) თავიდან იქნეს აცილებული, ვენაში შეჰყავთ სპეციალური პრეპარატები.

ეპიდურალურ ანესთეზია აგრეთვე შეიცავს სამშობიარო მოქმედების შესუსტების რისკს.

 

ანესთეზიის სხვა სახეები

 

ანესთეზიის სხვა სახეებიპუდენდალური ანესთეზია გაუტკივარების კიდევ ერთი საშუალებაა (სასქესო ნერვის გამტარი ანესთეზია), რომელსაც მშობიარობის მეორე ეტაპზე მიმართავენ (ნაყოფის გამოძევების ეტაპი).

იგი კეთდება გრძელი ნემსის საშუალებით, რომელიც შეჰყავთ საჯდომ-სწორ ნაწლავის ფოსოში და მისი საშუალებით უშვებენ ორგანიზმში ნოვოკაინის ხსნარს.

პუდენდალური ანესთეზია ამსუბუქებს ტკივილს სამშობიარო არხში, მაგრამ ფეხმძიმე მაინც გრძნობს საშვილოსნოს შეკუმშვისგან გამოწვეულ ტკივილს.

ზოგჯერ იყენებენ პარაცერვიკალურ ანესთეზიას, სპეციალური ნემსის საშუალებით საშვილოსნოს ყელის მარჯვენა და მარცხენა მხარეს შეჰყავთ ადგილობრივი ანესთეტიკი. მას იყენებენ ძირითადად მშობიარობის პირველ სტადიაში (საშვილოსნოს ყელის გახსნის ეტაპი).

პარაცერვიკალური ანესთეზია ამსუბუქებს ტკივილს, რომელიც გამოწვეულია საშვილოსნოს ყელის გახსნის შედეგად, თუმცა სამშობიარო შეტევების მიზეზით გამოწვეულ ტკივილებს არ ხსნის.

ამ ტიპის ანესთეზიამ შესაძლოა გამოიწვიოს ფეტალური ბრადიკარდია (ბავშვის გულისცემის შენელება), რის გამოც ფეხმძიმის ვენაში შეჰყავთ ჰოპოტონიის საწინააღმდეგო პრეპარატები. ამიტომ პრაქტიკაში პარაცერვიკალურ ანესთეზიას იშვიათად იყენებენ.

ანესთეზიის სხვა სახეებისპინალური ანესთეზია ძირითადად საკეისრო კვეთის დროს გამოიყენება, სპინალური ანესთეზია კეთდება იგივე არეში, რომელშიც ეპიდურალური, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ გამოიყენება უფრო თხელი ნემსი, ანესთეტიკის დოზა უფრო ნაკლებია და მისი შეყვანა ხდება ხერხემლის არხის ქვედა დონეზე იმ არეში, სადაც ზურგის ტვინი და ნერვებია განთავსებული.

სპინალური ანესთეზია მარტივი და ეფექტურია, მაგრამ ხანმოკლე ეფექტი აქვს, გაცილებით რთულია ეპიდურალური ანესთეზია, მაგრამ სამაგიეროდ მას ხანგრძლივი ეფექტურობა ახასიათებს, რომელიც 80 %-ის ფარგლებშია, 

ამიტომ საკეისრო კვეთის დროსაც  ძირითადად ეპიდურალური ანესთეზიას იყენებენ ხოლმე.

 

შესაძლო გართულებები ანესთეზიის დროს

 

შესაძლო გართულებები ანესთეზიის დროსზემოთ აღწერილი ანესთეზიის მეთოდებისგან გამოწვეულ გართულებებს ზოგადად შევეხეთ, რაც შეეხება საერთო ნარკოზს, თუ ფეხმძიმემ საერთო ნარკოზით იმშობიარა, შესაძლოა ახალშობილს აღენიშნოს კუნთების ტონუსის დაქვეითება, სუნთქვის უკმარისობა და არარითმული გულისცემა.

ასეთი ტიპის ანესთეზია იშვიათად კეთება, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს, როცა კეთდება საკეისრო კვეთა , ან როცა სპინალური და ეპიდურალური ანესთეზია არ მოქმედებს.

მედიკამენტოზური ანესთეზიის დროს, მაგალითად ნარკოტიკულმა ნივთიერება დიმეროლმა, შესაძლოა ბავშვზე დამამშვიდებელი მოქმედება გააძლიეროს, რაც ამცირებს მის შეფასებას აპგარის შკალის მიხედვით, რადგან ბავშვს შეიძლება აღენიშნოს სუნთქვის გართულება.

ზოგადად ანესთეზიის არც ერთი მეთოდი არ არის სრულყოფილი, ამიტომ წინასწარ გაარკვიეთ რა ტიპის ანესთეზია კეთდება იმ სამშობიარო სახლში, სადაც გადაწყვეტთ მშობიარობას და დაწვრილებით გამოიკითხეთ თითოეული მეთოდის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

გახსოვდეთ, რომ რაც არ უნდა დახვეწილი იყოს გაუტკივარების ესა თუ ის მეთოდი, ყველაფერი მაინც ექიმ-ანესთეზიოლოგზე და მის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. 

 

სამშობიარო არხების გაწმენდა

 

სამშობიარო არხების გაწმენდაფეხმძიმობის ბოლო კვირებში, ექიმმა დაკვირვებებისა და ანალიზის შედეგების საფუძველზე, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლოა დანიშნოს სამშობიარო არხების სანაცია.

ეს ძალიან სასარგებლო პროცედურაა, რადგან სამშობიარო არხში ბავშვის გავლის დროს, დაინფიცირების რისკი მინიმუმამდეა დამყვანილი. რისკი კი საკმაოდ დიდია, რადგან ნებისმიერი ინფექცია, რომელიც შეიძლება არსებობდეს სამშობიარო არხების მიდამოში, შესაძლოა მოხვდეს ბავშვის თვალში, პირში, ყურში ან ცხვირში.

გარდა ამისა სამშობიარო გზების სანაცია ხელს უშლის ნახეთქების, ჰემატომის, მიკროჩახევების და სისხლდენის წარმოქმნას სამშობიარო მოქმედების პროცესის დროს, რომლებიც შესაძლოა განვითარდეს საშოში ნებისმიერი, ოდნავ შესამჩნევი ანთების დროსაც კი.

სამშობიარო არხების გაწმენდის მიზნით სავარაუდოდ ექიმი დაგინიშნავთ სპეციალურ ვაგინალურ სანთლებს. შესაძლოა ამ მიზნით მიმართოთ სხვა პროცედურასაც, კერძოდ ბანაობის შემდეგ, საშო შეიძლება ჩაიბანოთ (და არავითარ შემთხვევაში არ გამოირეცხოთ) ანთებისსაწინააღმდეგო ბალახების (გვირილა, კალენდულა, მრავალძარღვა, მუხის ქერქი) ნახარშით.

სამშობიარო არხების გაწმენდის პროცედურების დაწყება მიზანშეწონილია 36-37 კვირიდან, რადგან მშობიარობის მომენტისთვის დარწმუნებული იყოთ, რომ საშოს ლორწოვანა არ დაზიანებულა. თუ ასეთი რამ მაინც მოხდა, სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია საშოში სასარგებლო ლაქტო და ბიფიდო ბაქტერიების შეყვანით.

ამისათვის, ღამის განმავლობაში უნდა შეიყვანოთ საშოში ტამპონები, რომელიც გაჟღენთილია ახალი რძე-მჟავა პროდუქტებით (მაგალითად აციდოფილინი და ბიფიდოკეფირი).

 

საშვილოსნოს ყელის მომზადება

 

საშვილოსნოს ყელის მომზადებასამშობიარო არხების გაწმენდის გარდა, მოსალოდნელი მშობიარობის წინ, ექიმები ნიშნავენ ბელადონას (Atropa belladonna) ვაგინალურ სანთლებს (რექტალური შეყვანისთვის) და ნოშპას.

ეს პროცედურა კეთდება საშვილოსნოს ყელის მომზადების მიზნით, რათა იგი გახდეს მაქსიმალურად ელასტიური და ადვილად გაიწელოს სამშობიარო მოქმედების დროს.

ამ საშუალების ბუნებრივი ანალოგია ჟოლოს ფოთლების ნახარში, რომელიც უნდა მიიღოთ დღეში - 1-2 ჭიქა მშობიარობამდე 3-4 კვირით ადრე.

 

საშვილოსნოს შეკუმშვა მშობიარობის შემდეგ

 

საშვილოსნოს შეკუმშვა მშობიარობის შემდეგროგორც ცნობილია, მშობიარობის შემდეგ, საშვილოსნო იკუმშება და უახლოვდება სტანდარტულ ზომებს, თუმცა საჭიროა მცირეოდენი დრო, რომ აღდგეს საშვილოსნოს ყელის ტონუსი.

მომყოლის გამოყოფა და დაბადება, სწორედ საშვილოსნოს შეკუმშვაზეა დამოკიდებული, პლაცენტა ცილდება საშვილოსნოს კედელს და საშვილოსნოს გარსთან ერთად გამოდის გარეთ, ანუ იწყება მშობიარობის შემდგომი პროცესი - მომყოლის დაბადება.

ამ პროცესის დაწყების ნიშანი შესაძლოა იყოს მცირეოდენი სისხლოვანი გამონადენი.

მომყოლის დაბადების შემდეგ თქვენ მოგცემენ ოქსიტოცინს, რომელიც ხელს უწყობს საშვილოსნოს შეკუმშვის სტიმულირებას და აჩერებს სისხლდენას.

სისხლდენა ძლიერად ითვლება მაშინ, როდესაც დედის მიერ დაკარგული სისხლის რაოდენობა მიაღწევს 500 მლგ -ს.

სისხლდენის შეჩერება შეიძლება მოხდეს საშვილოსნოს მასირებით და იმ მედიკამენტების მიღებით, რომელიც ხელს უწყობს საშვილოსნოს შეკუმშვას.

ძალიან ბევრ ქალბატონს აინტერესებს საკითხი, თუ როგორ უნდა მოიქცეს მშობიარობის შემდეგ, რათა არ დარჩეს დიდი მუცელი, რაც პირდაპირდამოკიდებულია სწირედ საშვილოსნოს შეკუმშვასთან,

ზოგიერთ სამშობიაროში ამ მიზნით მუცელზე (საშვილოსნოს ზემოთ) ადებენ ყინულს, ზოგი ურჩევს მუცელზე დაწოლას, მშობიარობისშემდგომ ბანდაჟს, თუმცა ძირითადად მაინც გამოიყენება იგივე ოქსიტოცინი, რომელიც ხელს უწყობს საშვილოსნოს სწრაფ შეკუმშვას.

 

ძუძუთი კვება და მისი თავისებურებები

 

ძუძუთი კვება და მისი თავისებურებებიგამოკვებოს თუ არა ძუძუთი საკუთარი პატარა, ეს ყველა დედის ინდივიდუალურად გადასაწყვეტი საკითხია.

ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მიზეზი ძუძუთი კვების სასარგებლოდ არის  მჭიდრო კავშირის დამყარება დედასა და შვილს შორის, რადგან იგი ეხმარება მათ შეიგრძნონ განსაკუთრებული სიახლოვე, რომელიც ჩადებულია ბუნების მიერ.

ბავშვის ძუძუთი კვება ეხმარება დედას მოდუნებაში, დასვენებაში, ანიჭებს მას სიხარულს საკუთარ პირმშოსთან ფიზიკური ურთიერთობით.

ბევრი დედა იწყებს ბავშვის ძუძუთი კვებას მშობიარობის პირველივე წუთებიდან; ეს ხელს უწყობს საშვილოსნოს შეკუმშვას, მის ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებას და აფერხებს სისხლდენას.

თუ თქვენ ეჭვობთ და ვერ ბედავთ გადაწყვიტოთ ბავშვის ძუძუთი კვება, სცადეთ და მცირე ხნის განმავლიბაში მიეცით  მას  ძუძუ, ეს უარყოფითად არ იმოქმედებს, პირიქით იგრძნობთ ენით აუღწერელ სიამოვნებას.

მაგრამ თუ ამას ვერ გააკეთებთ, ან უბრალოდ, არ გაქვთ რძე, ნუ ინერვიულებთ და პატარა ხელოვნურ კვებაზე გადაიყვანეთ.

ძუძუთი კვებას ბევრი უპირატესობა გააჩნია, ფეხმძიმობის გვიან ვადებზე სარძევე ჯირკვლები იწყებს ხსენის (სარძევე ჯირკვლის სეკრეტი) სეკრეციას. ხსენის მიღებით ბავშვი გამოიმუშავებს იმუნიტეტს დაავადებების წინააღმდეგ, რადგან იგი შეიცავს ყველა აუცილებელ კომპონენტს, რომელიც აუცილებელია ბავშვისთვის მისი სიცოცხლის პირველ დღეებში.

მიუხედავად იმისა, რომ შეიცავს ვიტამინებს, ცილებს, შაქარს, ცხიმს და მინერალებს, არცერთ ყველაზე ხარისხიან ხელოვნური კვების დანამატს არ შეუძლია შეცვალოს დედის რძე.

სამშობიარო სახლში ყოფნის პერიოდში, თქვენ გაქვთ იმის დრო და საშუალება, რომ ისწავლოთ, თუ როგორ უნდა გამოკვებოთ ახალშობილი ძუძუთი სწორად.

ამიტომ ნუ მოგერიდებათ თხოვოთ მედდებს, გასწავლონ გარკვეული ხერხები, რომლის საშუალებითაც გაგიადვილდებათ მიაჩვიოთ ბავშვი ძუძუს.

შესაძლოა შეიქმნას პრობლემა ძუძუში რძის ჩადგომასთან დაკავშირებით, რის გამოც მკერდი ზომაზე დიდი, დაჭიმული, მტკივნეული და ზედმეტი რძით გადატვირთულია. მართალია რძე საკმარისად გამომუშავდება, მაგრამ ბავშვი ვერ ახერხებს მის გამოწოვას.

ამის თავიდან ასაცილებლად არსებობს გარკვეული მეთოდები, მაგრამ თუ არც ერთმა მეთოდმა არ გიშველათ, მკერდი გაგებერათ, გტკივათ, ძუძუს კერტები გაწითლებული გაქვთ და თქვენი საერთო მდგომარეობა ისეთია, როგორც ძლიერი გრიპის დროს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ძუძუთი კვება და მისი თავისებურებებიიმის გამო, რუმ ძუძუს კერტების კანი ძალიან ნაზი და მგრძნობიარეა, საჭიროა ფეხმძიმობის პროცესში მისი მომზადება კვებისთვის, ხაოიანი სუფთა პირსახოცით, რომლის საშუალებითაც ყოველდღიურად უნდა გაიწმინდოთ კერტები 1-2 წუთის განმავლობაში.

თუ ამას არ აკეთებთ, ძუძუთი კვების პირველივე დღეებში შესაძლოა გაგიჩნდეთ კერტებზე ნახეთქები; იმისათვის, რომ ეს თავიდან აიცილოთ, უნდა გამოკვებოთ ბავშვი ერთი ძუძუთი 5-7 წუთის განმავლიობაში, შემდეგ კი მეორე ძუძუთი, ასევე 5-7 წუთის განმავლობაში.

შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ სპეციალური კრემი, რომელიც ხელს უშლის კერტებზე ნახეთქების წარმოქმნას. იხილეთ ვრცლად: ძუძუთი კვება

 

მომავალი ბავშვი

 

მომავალი ბავშვი39 კვირისთვის მომავალი პატარას წონა  3 კგ - ის, ხოლო სიგრძე 48 სმ - ის ფარგლებშია, იგი განაგრძობს წონისა და სიგრძის მომატებას ნოლო მომენტამდე და სულ უფრო ნაკლები ადგილი რჩება იმისათვის, რომ იმოძრაოს საშვილოსნოში.

ამ დროისთვის უკვე საკმაოდ კარგად არის განვითარებული გრძნობითი ორგანოები: ნაყოფს საკმაოდ კარგად ესმის, თუმცა ყველა ის ხმა, რომელიც აღწევს ბავშვამდე მის გარშემო არსებული სანაყოფე წყლების გავლით, მას დახშულად და რამდენადმე დამახინჯებულად ეჩვენება;

ბავშვს კარგად აქვს განვითარებული მხედველობის ორგანოები. დაბადების მომენტისთვის, ბავშვის თვალებს შეუძლია ფოკუსირება გააკეთოს საგანზე, რომელიც მისგან დაშორებულია 20 - 30 სმ -ით. მას შეუძლია ანალიზი გაუკეთოს ფერისა და შუქის სიმკვეთრეს, დაათვალიეროს მისგან მეტ-ნაკლებად დაცილებული საგნები, გაარჩიოს ყველაზე მკვეთრი და უბრალო ფერები, რეაგირება მოახდინოს იმ საგნის მოძრაობაზე, რომელსაც უყურებს.

ახალდაბადებულ ბავშვს უკვე ფორმირებული აქვს გემოს შეგრძნებები, იგი საკმაოდ კარგად არჩევს სხვადასხვა გემოს, ანიჭებს უპირატესობას ტკბილს, ვიდრე მჟავეს, მარილიანს და საკმაოდ ნეგატიურად რეაგირებს მწარე გემოზე.

ამ მომენტისათვის ბავშვი ბოლომდე მომწიფებულია, მისი ყველა ფუნქციონალური სისტემა მზადაა დაბადებისთვის და ახალ გარემოსთან ადაპტაციისათვის. ბევრი ამ სისტემიდან უკვე მზად არის შეასრულოს თავის სპეციფიკური ფუნქცია.

საკვების მომნელებელი ტრაქტი გამართულად მუშაობს, ნაწლავური სისტემის ფორმირება დასრულებულია, უკვე ფუნქციონირებს კუჭის ჯირკვლები, რომლებიც გამოიმუშავებენ პეფსინს (კუჭის წვნის ფერმენტი, რომელიც საჭმლის მონელებისას შლის ცილას), კუჭქვეშა ჯირკვლის ძირითადი სტრუქტურები ფორმირებულია და მზად არის ჩაერთოს საჭმლის მონელების პროცესში.

საჭმლის მომნელებელი სისტემა სრულიად სტერილურია, ბაქტერიები, რომელიც ახდენს იმუნიტეტის ფორმირებას და ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს, მხოლოდ ძუძუთი კვების შემდეგ ჩნდება; ამიტომ სწორედ დედაზეა დამოკიდებული როგორი მიკროფლორა იქნება ბავშვის კუჭ-ნაწლავში - აგრესიულ-ჰოსპიტალური, თუ ჯანმრთელი. სწორედ ამიტომაა აუცილებელი და მნიშვნელოვანი, რომ დაბდების შემდეგ ბავშვმა კვება სწორედ დედის ძუძუთი დაიწყოს.

აქტიურად ფორმირდება ბავშვის წოვითი აპარატი. პირის ღრუს ლორწოვანი გარსი მდიდარია სისხლძარღვებით, რომელთაც გააჩნიათ წითელი შეფერილობა. დაბადებისა და ძუძუთი კვებაზე გადასვლის შემდეგ კი საკვების შეწოვა უკვე ბავშვის პირის ღრუში მოხდება.

ბავშვის საღეჭი აპარატის კუნთები და სანერწყვე ჯირკვლები დაბადების მომენტში ძალიან სუსტად არის განვითარებული, მაგრამ როგორც კი ბავშვი ძუძუთი კვებას დაიწყებს, საღეჭი აპარატის მუსკულატურა ძალიან სწრაფად მაგრდება, ხოლო სანეწყვე ჯირკვლები ფუნქციონირებას იწყებს დაბადებიდან 1 თვის შემდეგ.

ბავშვის თირკმელზედა ჯირკვლები იზრდება და თირკმლებზე საგრძნობლად დიდი ხდება; მშობიარობის დროს ისინი გაძლიერებულად გამოიმუშავებენ ადრენალინს და ნორადრენალინს, საინტერესოა, რომ ახალშობილოებში ამ ნივთიერებების კონცენტრაცია, რამდენადმე აღემატება ზრდასრული ადამიანის მიერ, მძიმე სტრესულ მდგომარეობაში გამომუშავებულ კონცენტრაციას.

სისხლში ამ რაოდენობის სტრესის ჰორმონების არსებობა, ეხმარება ნაყოფს ძალების მობილიზებაში და მშობიარობაში აქტიურად მონაწილეობაში.

გრძელდება ნაყოფის ნერვული სისტემისა და გრძნობითი ორგანოების ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც საბოლოოდ სრულდება მაშინ, როცა ბავშვი მიაღწევს 1 წლის ასაკამდე. ფეხმძომობის პროცესის ბოლოს კი მომავალი ბავშვი რეაგირებს დედის ემოციუნალურ გზავნილებზე და აძლევს მას ნიშანს სამშობიარო მოქმედების დაწყების შესახებ.

 

ყველაფერი ბავშვის ზრდა-განვითარების შესახებ
საორსულე და საბავშვო ონლაინ მაღაზია MyWish.Ge

 
 
 

კომენტარები
ია
2017-09-19
ძალიან საინტერესო და სასარგებლო საიტი გაქვთ.
ნათია
2017-09-05
მადლობა
ნინო
2017-01-22
შეკითხვები დასვით სტატიაში ორსულობის ტესტი:

http://www.aura.ge/47-fexmdzimoba/3428-orsulobis-testi.html
ეკა
2016-11-26
კარგია. მადლობა
ლალიკო
2016-09-04
მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის.
თეონა
2016-07-03
ძალიან საინტერესოა
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

სექსის ენციკლოპედია

წყლის შესახებ