წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 
  ნანახია 18424 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ფეხმძიმობის 1 კვირაგინეკოლოგიურ პრაქტიკაში ფეხმძიმობის ვადის ათვლა ბოლო მენსტრუალური ციკლის მომენტიდან იწყება, თუმცა სინამდვილეში ფეხმძიმობის მომენტი ჯერ არ დამდგარა. მიუხედავად  ამისა ორგანიზმი უკვე იწყებს მომზადებას შესაძლო დედობისათვის.

თქვენი ცენტრალური ნერვული სისტემა აქტიურად ახდენს ჰორმონალური ფონის გარდაქმნას. ეს აუცილებელია რათა მოხდეს თქვენი ერთ-ერთი კვერცხუჯრედის(სულ მიახლოებით 300 000-დან) მომზადება განაყოფიერებისათვის.

უმრავლეს შემთხვევაში ქალმა არ იცის ჩასახვის ზუსტი დღე, მაგრამ ზუსტად იცის ბოლო მენსტრუაციული ციკლის დაწყების დღე.

ამიტომ ქალბატონთა უმრავლესობისათვის, განაყოფიერების (ოვულაციის) დღედ შეიძლება მენსტრუაციის თვიური ციკლის შუა პერიოდი ჩაითვალოს, დაახლოებით ორი კვირით ადრე მომდევნო ციკლის დაწყებამდე.

ამ თარიღიდან გამომდინარე, ფეხმძიმობა 280 დღე გრძელდება, ანუ დაახლოებით 40-42 კვირა ბოლო მენსტრუაციის შემდეგ.

ასე თქვენ შეგიძლაით გამოიანგარიშოთ მშობიარობის სავარაუდო თარიღი, თუ 280 დღეს მიუმატებთ სისიხლდენის დაწყების უკანასკნელ თარიღს. იგივე შედეგს მიაღწევთ თუ სისხლდენის დაწყების ბოლო თარიღს მიუმატებთ 7დღეს და გამოაკლებთ სამ თვეს.

მოცემული გამოთვლა განსაზღვრავს თქვენი ნაყოფის ჰესტაციონალურ ან მენსტრუალურ ასაკს. სწორედ ამ კალენდარის მიხედვით ადევნებენ თვალყურს ექიმები და ექთნები ნაყოფის განვითარების პერიოდს.

უმეტესობა, ორსულობის ვადას კვირების მიხედვით ითვლის, ასე გაცილებით მარტივია, მოსახერხებელია და ბევრ გაუგებრობას აგაცილებთ თავიდან. მაგალითად, თუ თქვენი ექიმი გეუბნებათ, რომ თქვენ 10 კვირის ფეხმძიმე ხართ, ე.ი ჩასახვა დაახლოებით 8 კვირის წინ მოხდა და მშობიარობა დაიწყება 30 კვირის შემდეგ, ვინაიდან ფეხმძიმობის საერთო ვადა 40 კვირას შეადგენს.

არსებობს ასევე ფეხმძიმობის გამოანგარიშების მსხვილი ერთეული, როგორიცაა ტრიმესტრი. ტრიმესტრი ფეხმძიმობის პერიოდს სამ ფაზად ყოფს. თითოეული ფაზა, რომლის ხანგრძლივობა 13 კვირას შეადგენს ხასიათდება გარკვეული თავისებურებებით. მაგალითად მუცლის მოშლა(ორსულობის ვადამდე შეწყვეტა) ძირითადად პირველ ტრიმესტრში შეიძლება მოხდეს. ამ პერიოდში ხდება ნაყოფის ორგანოების ფორმირება და განვითარება.

ფეხმძიმობის 1-ლი კვირა - ზოგადი რჩევებითუ პირველმა ტრიმესტრმა კარგად ჩაიარა, მეორე ტრიმესტრი ძირითადად სტაბილურობით გამოირჩევა. ხოლო მესამე ტრიმესტრში შეიძლება გაგივითარდეთ ორსულობისათვის დამახასიათებელი ჰიპერტონია (არტერიული წნევის მომატება), ტოქსემია (სისხლში ტოქსინების არსებობა) და პრეკლამპსია (ფეხმძიმეთა გვიანი ტოქსიკოზი).

არსებობს ასევე  მთვარის კალენდრით ფეხმძიმობის გამოთვლის მეთოდი. ის შეესაბამება მთვარის ფაზების ცვლილებების ციკლს და შეადგენს 28 დღეს. ფეხმძიმობის სრული ვადა, რომელიც 280 დღეს უდრის, მთვარის ციკლის 10თვეა.

აუცილებელია იცოდეთ, რომ მშობიარობის ზუსტი დღის გამოთვლა თითქმის შეუძლებელია. 90% ქალბატონებისა მშობიარობს ვადაზე ერთი კვირით ადრე ან ერთი კვირით გვიან. ამიტომ ეს თარიღი მიიჩნიეთ სავარაუდო ორიენტირად, თარიღად, რომლისთვისაც უნდა მოემზადოთ.

 

ზოგადი რჩევები და რეკომენდაციები:

 

იმისათვის, რომ დაფეხმძიმდეთ და გახდეთ დედა, გაითვალისწინეთ აუცილებელი პირობები, რომელიც აუცილებელია ნაყოფის ნორმალური განვითარებისათვის:

» ეცადეთ იყოთ კარგ ფიზიკურ ფორმაში, მაქსიმალურად გააჯანსაღეთ თქვენი ცხოვრების სტილი, უარი თქვით თამბაქოზე, ყველანაირ ალკოჰოლურ სასმელზე. პასიური მოწევაც კი საშინლად მოქმედებს ნაყოფზე, ამიტომ ერიდეთ ისეთ ადგილებს, სადაც ბევრს ეწევიან. უარი თქვით მძიმე, დამღლელ სამუშაოზე, მაქსიმალურად მოერიდეთ ნერვიულობას და ნერვიულ სტრესს.

» ეცადეთ მიიღოთ რაც შეიძლება ნაკლები მედიკამენტი. ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციებს. ერთი შეხედვით უწყინარი მედიკამენტიც კი შეიძლება ნეგატიურად აისახოს ნაყოფის განვითარებაზე.

» უკიდურესი აუცილებლობის გარდა მაქსიმალურად მოერიდეთ და ფრთხილად მოეპყარით რენტგენოლოგიურ გამოკვლევებს, განსაკუთრებით მუცლის და მენჯის მიდამოებში.

» ეცადეთ თქვენი კვება დაბალანსებული და მრავალფეროვანი იყოს. მაქსიმალურად შეზღუდეთ მაგარი ჩაი, ყავა, ენერგეტიკული სასმელები, ისინი ცუდად მოქმედებს ნაყოფზე.

» მაქსიმალურად მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, განსაკუთრებით ფეხმძიმობის პირველ ხანებში, ამ დროს თქვენი იმუნიტეტი მნიშვნელოვნადაა შესუსტებული და მეტია შანსი მიკრობების და ვირუსების სიმრავლეში ინფექციითაც კი დაავადდეთ.

» მოერიდეთ კონტაქტს შინაურ ცხოველებთან. თუ სახლში ძაღლი ან კატა გყავთ, მაქსიმალურად მოერიდეთ მათთან სიახლოვეს. არის შანსი დაავადდეთ ტოქსოპლაზმოზით. ეს ინფექცია თქვენთვის უვნებელია, მაგრამ ნაყოფის განვითარებაში შეიძლება მძიმე გადახრები გამოიწვიოს. ამიტომ თუ კონტაქტი აუცილებელია,  გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები.

» გახსოვდეთ, რომ თქვენი ფეხმძიმობა ინდივიდუალური და უნიკალური მოვლენაა პირველივე წუთიდან. ამიტომ აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს და იყავით მისი კონტროლის ქვეშ მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში. არ გადადგათ მის გარეშე არცერთი ისეთი ნაბიჯი, რომელშიც არა ხართ დარწმუნებული, ან შეიძლება დარწმუნებული იყოთ, მაგრამ ცდებოდეთ.

» ყოველთვის იგრძენით უზარმაზარი პასუხისმგებლობა საკუთარი თავისა და თქვენი მომავალი პატარას მიმართ.

ეს რეკომენდაციები  სასურველია დაიცვათ მთელი ფეხმძიმობის პერიოდში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ის პირველი 12 კვირის განმავლობაშია.

 

მომავალი ბავშვი

 

ფეხმძიმობის 1-ლი კვირაჯერ-ჯერობით თქვენი პატარა არ არის რეალური ორგანიზმი.

მისი პირველსახე (უფრო პირველსახის ნახევარი), თქვენი მრავალათასი კვერცხუჯრედიდან ერთ-ერთია, რომელიც თავის ”სასთუმალში”-საკვერცხეში იმყოფება.

ხოლო პირველსახის მეორე ნახევარმა (მამის), ჯერ კიდევ ვერ მოასწრო ზრდასრულ სპერმატოზოიდად ჩამოყალიბება.

(ეს მოხდება დაახლოებით ორი-სამი კვირის შემდეგ).


იხილეთ ვრცლად: ყველაფერი ფეხმძიმობის შესახებ

 
 
 

უკან

კომენტარები
ნინო
2017-01-21
შეკითხვები დასვით სტატიაში ორსულობის ტესტი:

http://www.aura.ge/47-fexmdzimoba/3428-orsulobis-testi.html
izabela
2016-11-15
var 10 dgis gatxovili da dges shevamchnie rom sunamoze da alkofolze mguli mere veravi verafers veubnebi verc meugles sheileba chemi warmosaxva egonot da xteba egeti ram 10 dgis daqorwinebuls daemartoss?
ინგა
2016-08-31
რამდენად რეკომინდირებულია ციკლის დამტავრებისტანავე დასაფეხმციმლებლად ინტიმური კავსჰირის დამყარება?
ნატა
2016-08-03
მაქვს 8 დღიანი გადაცილება გავიკეთე ტესტი და დადებითი პასუხი მიჩვენა.მტკივა საკვერცხეები მაქვს საკვერცხეების ანთება და ასევე მაქვს თეთრადშლა .არის თუ არა ეს საზიანო ნაყოფისთვის
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 

 

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

სწრაფი სესხები


თალიზი - Aura.Ge

 

hipp - Aura.Ge

 

დღის აურა