მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 128106 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

განაყოფიერება

ფეხმძიმობის მე-2 კვირაყველაზე ხშირად ქალი ფეხმძიმდება ციკლის შუა პერიოდში, მე-14-ე დღეს.

მილიონობით სპერმატოზოიდი საშვილოსნოს გავლით მიემართება კვერცხუჯრედებისკენ და მხოლოდ ერთი ახერხებს გადალახოს კვერცხუჯრედის დამცავი შრე. სწორედ ეს არის ჩასახვის მომენტი.

ამის შემდეგ იწყება განსაკუთრებული ქიმიური პროცესი, რომელიც საშუალებას არ აძლევს სხვა სპერმატოზოიდებს შეაღწიოს კვერცხუჯრედში.

სპერმატოზოიდი, რომელმაც შეაღწია კვერცხუჯრედში გაიწოვება, ხოლო მისი ბირთვი, რომელიც გენეტიკური ინფორმაციის მატარებელია, უერთდება კვერცხუჯრედის ქრომოსომას.

300 000 კვერცხუჯრედიდან ერთ-ერთი მწიფდება, იგი მოთავსებულია სითხით სავსე ბუშტულაში (გრააფის ბუშტი) ეს ბუშტულა თანდათანობით იზრდება და იწყებს საკვერცხის ზედაპირზე გამოსვლას, შემდეგ კი სკდება და ხდება ოვულაცია.

გამოთავისუფლებული კვერცხუჯრედი ხვდება საშვილოსნოს მილში, სადაც ის გადაიქცევა განაყოფიერებულ კვერცხუჯრედად.

გრააფის ბუშტულის ადგილზე ჩნდება განსაკუთრებული ჯირკვალი - ყვითელი სხეული, რომლის როლიც უაღრესად მნიშვნელოვანია.

იგი ხელს უწყობს მშობიარობის ჰარმონიულ განვითარებას, თუმცა ამავდროულად იწვევს ნაადრევ ტოკსიკოზს, რომელიც მომავალ დედებში საკმაოდ ხშირია.

 

მომავალი დედა

 

ფეხმძიმობის მე-2 კვირაზოგიერთი ქალი გრძნობს განაყოფიერების პროცესს (ხშირად ერთი მიმართულების ტკივილით მუცლის არეში). მისი განსაზღვრა ბაზალური ტემპერატურის გაზომვითაც შეიძლება (ტემპერატურა სწორ ნაწლავში).

მას შემდეგ რაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ჩაინერგება ახალ ადგილზე, ის იწყებს კვებას. ამ დროს ქალბატონების უმრავლესობას აღენიშნება ხასიათის მკვეთრი ცვლილება. მათ შეუძლიათ უმიზეზოდ იტირონ, ან გაუბრაზდნენ გვერდით მყოფ ადამიანებს, ამის შედეგ კი დიდხანს იცინონ და იხალისონ.

ცუდი ძილი, სუნებისადმი მკვეთრი მგრძნობელობა, გულისრევის შეგრძნება, ეს ორგანიზმში მიმდინარე გარდაქმნების  პირველი ნიშნებია. ასეთ შემთხვევაში თქვენ შეიძლება ხშირად ირბინოთ ტუალეტში. ასეთ დროს ბევრი სითხის მიღებაა რეკომენდებული.

ბევრ ქალბატონს ფეხმძიმობის მე-2 კვირიდანვე შესაძლოა ტოქსიკოზი განუვითარდეს, შესაძლოა ეს არც მოხდეს, მაგრამ თუ  მის მარწუხებში მაინც აღმოჩნდით, მისგან თავის დაღწევის მზა რეცეპტი არ არსებობს, თავს ძალა უნდა დაატანოთ, აღიჭურვოთ მოთმინებით და უნდა გადალახოთ, ის მალე გაივლის.

გახსოვდეთ რომ ორსულობის პირველ ვადებში იგი ნაკლებად უქმნის საფრთხეს თქვენს მომავალ პატარას. ტოქსიკოზი უფრო საფრთხილოა ორსულობის გვიან ვადაზე, იმ დროს მას სხვა უფრო რთული გამომწვევი მიზეზები აქვს.

იხილეთ ვრცლად: ტოქსიკოზი

ამ პერიოდიდან უკვე უნდა დაიწყოთ ბავშვზე ზრუნვა, მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ადრე დაიძინოთ, ბევრი ისეირნოთ, არ დაიტვირთოთ ზედმატად და ყურადღება მიაქციოთ თქვენი კვების რეჟიმს.

 

ზოგადი რჩევები და რეკომენდაციები

 

იმისათვის, რომ დაფეხმძიმდეთ და გახდეთ დედა, გაითვალისწინეთ აუცილებელი პირობები, რომელიც აუცილებელია ნაყოფის ნორმალური განვითარებისათვის:

» ეცადეთ იყოთ კარგ ფიზიკურ ფორმაში, მაქსიმალურად გააჯანსაღეთ თქვენი ცხოვრების სტილი, უარი თქვით თამბაქოზე, ყველანაირ ალკოჰოლურ სასმელზე. პასიური მოწევაც კი საშინლად მოქმედებს ნაყოფზე, ამიტომ ერიდეთ ისეთ ადგილებს, სადაც ბევრს ეწევიან. უარი თქვით მძიმე, დამღლელ სამუშაოზე, მაქსიმალურად მოერიდეთ ნერვიულობას და ნერვიულ სტრესს.

» ეცადეთ მიიღოთ რაც შეიძლება ნაკლები მედიკამენტი. ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციებს. ერთი შეხედვით უწყინარი მედიკამენტიც კი შეიძლება ნეგატიურად აისახოს ნაყოფის განვითარებაზე.

» უკიდურესი აუცილებლობის გარდა მაქსიმალურად მოერიდეთ და ფრთხილად მოეპყარით რენტგენოლოგიურ გამოკვლევებს, განსაკუთრებით მუცლის და მენჯის მიდამოებში.

» ეცადეთ თქვენი კვება დაბალანსებული და მრავალფეროვანი იყოს. მაქსიმალურად შეზღუდეთ მაგარი ჩაი, ყავა, ენერგეტიკული სასმელები, ისინი ცუდად მოქმედებს ნაყოფზე.

» მაქსიმალურად მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, განსაკუთრებით ფეხმძიმობის პირველ ხანებში, ამ დროს თქვენი იმუნიტეტი მნიშვნელოვნადაა შესუსტებული და მეტია შანსი მიკრობების და ვირუსების სიმრავლეში ინფექციითაც კი დაავადდეთ.

» მოერიდეთ კონტაქტს შინაურ ცხოველებთან. თუ სახლში ძაღლი ან კატა გყავთ, მაქსიმალურად მოერიდეთ მათთან სიახლოვეს. არის შანსი დაავადდეთ ტოქსოპლაზმოზით. ეს ინფექცია თქვენთვის უვნებელია, მაგრამ ნაყოფის განვითარებაში შეიძლება მძიმე გადახრები გამოიწვიოს. ამიტომ თუ კონტაქტი აუცილებელია,  გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები.

» სექსუალური ურთიერთობები დასაშვებია, მხოლოდ რეკომენდებულია მნიშვნელოვანი ნიუანსების ცოდნა გარკვეული პირობების დაცვა, რათა საფრთხე არ შეექმნას ორსულობას და ნაყოფის ჯანმრთელობას. იხილეთ ვრცლად:

» გახსოვდეთ, რომ თქვენი ფეხმძიმობა ინდივიდუალური და უნიკალური მოვლენაა პირველივე წუთიდან. ამიტომ აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს და იყავით მისი კონტროლის ქვეშ მთელი ორსულობის განმავლობაში. არ გადადგათ მის გარეშე არცერთი ისეთი ნაბიჯი, რომელშიც არა ხართ დარწმუნებული, ან შეიძლება დარწმუნებული იყოთ, მაგრამ ცდებოდეთ.

» ყოველთვის იგრძენით უზარმაზარი პასუხისმგებლობა საკუთარი თავისა და თქვენი მომავალი პატარას მიმართ.

ეს რეკომენდაციები  სასურველია დაიცვათ მთელი ფეხმძიმობის პერიოდში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ის პირველი 12 კვირის განმავლობაშია.

 

მომავალი ბავშვი

 

ფეხმძიმობის მე-2 კვირაარც თუ ისე იშვიათად, ქალბატონების უმრავლესობა, ფეხმძიმობის მეორე კვირაში ვერც კი ამჩნევს, არის თუ არა ორსულად. ამ დროს პატარა ემბრიონი, რომელიც თქვენს ძვირფას პატარად უნდა მოგევლინოთ, თავს უკვე სრულფასოვან ბატონად მიიჩნევს.

ის ყველა იმ სიკეთით სარგებლობს რასაც მას დედის ორგანიზმი აძლევს, და იმყოფება შესანიშნავ  პირობებში, რაც ხელს უწყობს მის აქტიურად განვითარებას.

ფეხმძიმობის მეორე კვირიდან ემბრიონისთვის სიამოვნებისა და განცხრომის ხანა იწყება, რაც ხშირად დედის ტოქსიკოზის ხარჯზე ხდება.

ამ პერიოდში, ემბრიონს საჭმლის მონელების სისტემა უყალიბდება. სწორედ ამ დროს ხდება პირველადი ნაწლავის განვითარება და გაყოფა.

პირველ რიგში წარმოიქმნება ნაწლავის მილაკის ჩანასახი, კვირის ბოლოს კი ნაწლავი ორად იყოფა. ამავე კვირაში ბავშვისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დამცავი გარსი ყალიბდება, რომელიც მას გარე ფაქტორების ზეგავლენისგან იცავს.

ფეხმძიმობის მეორე კვირა პლაცენტის ფორმირების მნიშვნელოვანი საწყისი პერიოდია. რა არის პლაცენტა და რატომ საუბრობენ ბავშვისათვის მის მნიშვნელობაზე ორსულობის ნებისმიერი ვადის დროს?

პლაცენტა წარმოადგენს ემბრიონისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოს. მისი საშუალებით ემბრიონი იღებს დედის ორგანიზმიდან ყველა იმ საჭირო დანამატს რაც სჭირდება განვითარებისა და არსებობისთვის, მათ შორის ჰაერსაც კი.

პლაცენტა ის ადგილია, სადაც ემბრიონი გამოყოფს მისთვის არა საჭირო პროდუქტებს.

საინტერესოა, რომ ბუნებამ შეიმუშავა ბრძნული მექანიზმი, რომელიც საშუალებას აძლევს ემბრიონს დედის ორგანიზმის მეშვეობით გამოდევნოს ტოქსინები, რომელსაც ის საკვების მონელების პროცესში გამოყოფს.

თუმცა სწორედ ეს პროცესი (სანამ დალაგდება და სრულყოფილ სახეს მიიღებს), იწვევს ტოქსიკოზს, რომელიც შესაძლოა მომავალ დედას გამოუვლინდეს გულის რევის შეგრძნების, მწვავე  სისტემატიური  ღებინების და საერთო სისუსტის სახით.

 

ორსულობის კალენდარი
ყველაფერი ორსულობის შესახებ
ყველაფერი მომავალი დედებისთვის ონლაინ მაღაზიაში MyWish.ge

 
 
 

კომენტარები
Tika
2021-08-24
Dzalian gtxovt vinc analogiuri situacia gamoiaret komentari damitovet vnerviulob amtveshi velodebodi cikls daarmosvlia mqonda tkivilebi da plius dzalian mcire dozit maqvs sisxldenaa ara shededebuli menstruacias namdviladarhgavs daa ikneb mitxrat rastan maqvs sakme
თეა
2020-02-02
გამარჯობათ, 26 დეკემბერს მქონდა ციკლი 27იანვარს გავიკეთე ტესტი და დადებითი აგმოჩნდა ეხოზე რომ წავედი 31 იანვარს ეხომაც დამიდასტურა ორსულობა ოგონდ ციკლი ცამოსული მქონდა ეხოზე ცოტათი, მითხრეს ჰიპერტონუსი და დეფორმირებული, 50 თი 50 თზე მითხრეს წოლითი რეჯიმი მაქვს და წამლები დანიშნული და ციკლი მომდის დგეს 3დღეა და შედარებით ნაკლები და ერთ კვირაში დამინიშნეს ეხო განმეორებით, მითხრეს რომ ვარ 2 კვირის და რამდენად მაქვს შანსები რომ შემინარჩუნდეს მსგავსი შემთხვევა თუ გქონიათ?
გულნაზი
2019-09-07
ვარ ორსულად?
გულნაზი
2019-09-07
ორსულობა
გულნაზი
2019-09-07
ვარ თუ არა ორსულად
anano
2019-08-18
gamarjoba gtxovt mipasuxot ... ????27ivliss mqonda bolo mestruaciss pirveli dge daaxloebit 5dge gagrdzelda ...da anu kavshiri mqonda ovulaciis periodamde 9shi ...16ricxvshi damewyo mcire sisxldena araa blanti da ar gavs mestruacias .. treli masaa ... sisxldenamcire raodenobit maqvs mesame dgea ukve da sheidzleba orsulad viyo ? an risi brali sheidzleba iyos gtxovt mipasuxet dzalian vgelav
ნათია
2019-06-07
გამარჯობათ. იქნებ მიპასუხოთ ვინმემ. სამი დღის წინ ავიღე სისხლის ანალიზი. ქორიონულ გონოდოტროპინზე. და აჩვენა 19 მთელი და რაღაც. დღეს ისევ გავიმეორე და დაბალი აჩვენა 6.
მთელი და შესაძლოა შეწყვეტილი იყოს ორსულობა?
სალომე
2019-03-30
გამარჯობათ , ბოლოს ციკლი 14 ში მქონდა ამ თვეში ჯერ არ მომსვლია ციკლი თუთქმის 2 კვირა დამთავრდა ტესტი კი უარყოფითს მიჩვენებს რა შეიძლება მეტი სხვა იყოს მიპასუხეთ თუ შეიძლება
ნინი
2019-03-21
ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ რა, ძალიან ვნერვიულობ :(((
ნინი
2019-03-21
გამარჯობათ, თუ შეიძლება რომ მიპასუხოთ. 27 თებერვალს მქონდა ციკლი 6 დღიანი, სექსი მქონდა 6 მარტს. მაქვს წელის ტკივილები, სუნთქვის უკმარისობა და 37 ° სიცხე. საკვერცხეები ხან მტკივა ხან არა, საშო მაქვს შეშუპებული. გინეკოლოგმა მითხრა ვაგინიტი გაქვსო და შესაძლოა ორსულადაც ვიყო? ტესტი რომ გავიკეთო ჯერ არ მიჩვენებს. 27 მარტს ველოდები ციკლს.
Nino
2019-02-23
Gamarjobat. 12 tebervlamde velodebodi cikls ar momivida testma uaryopiti michvena da dges vibanave da momivida da ras mirchevt mivmarto ginekologs?
მატათა777
2019-02-19
მოგესალმებით, პირველად ვწერ ჯგუფში, იქნებ ვინმემ შეოძლოთ ჩემი დახმარება. მოკლედ ციკლი გადამიცდა ზუსტად მე-8 დღეა, ანუ ველოდებოდი 13 რიცხვში, წინა ციკლიან დღეს 38-ე დღეა, თან მაქვ ყველა ჩივლი რაც ფეხმძიმობას ახასიათებს მოთენთილობა, ძილის სურვილი, დაღლილობა, გულისრევის შეგრძნება,დღეს უკვე მკერდის თავების ტკივილი დამეწყო,ქვედა მუცლის ტკივლიც მაქვს, თან მაქვს შეგრძნება თითქოს ციკლი უნდა წამომივიდეს, 1 კვირის მანძილზე ორჯერ გავიკეთე ტესტი თუმცა ორივე შემთხვევაში უარყოფითი იყო, თუ გქონიათ ვინმეს მსგავსი შემთხვევა ან რა შეგიძლიათ მირჩიოთ, ველი თქვენს გამოხმაურებას. მადლობა :)
tako
2019-01-14
gamarjobat 12 dge gavida rac mqonda urtiertoba da maqvs gulisrevis shegrzneba xshiri shardva da welis tkivili dheidxleba tu ara viyo orsulad da ramden dgeze michvenebs tersti?
ლიკა
2019-01-01
გამარჯობათ 15 დეკემბერს მქონდა ბოლო მენსტრუაციახოლო 26 სექსი. მაინტერესებს ვიქნები თუ არა მუცელი მტკივა და ცელი მკერდში ხანდახან წვას და ტკივილს ვგრზნობ.
მარი
2018-12-09
გამარჯობათ ბოლო მენსტრუაცია მქონა 3ოქტომბერს მაქვს გულის რევის შეგრძნება შესაძლებელია ორსულობა ტესტი უარყოფითს მიჩვენებს
ნნნ
2018-11-26
გამარჯობათ მქონდა ბოლოს ციკლი 14ნოემბერს დაახლა ცოტცოტა მტკივა და 2დღე თუ3 გადამიცდა და რამე ხოარაა საშიში? ორსულად ხოარვარ
ანა
2018-11-11
გამარჯობათ 17 დღეა გადამიცდა ტესტი 2ჯერ გავიკეთე მაგრამ ორივეჯერ უარყოფითი შედეგი მაჩვენა ..არის შანსი რომ ორსულად ვიყო??? გხოვთ გამოეხმაუროთ ჩემს კითხვას ..გმადლობთ წინასწარ
მარიი
2018-11-01
სალამი გაიიიზ..მემგონიი ორსულადდდდვარრ გულის რევის შეგრძნებაა მაქ ძააან მაგრამ საკვერცეებმა დამიწყო ტკივილი და წელმა რაშეიძლება იყოს
მაკა
2018-07-06
გუსჰინ სექსი მქონდა და სისხლი გამომდინდა ცოტატინ მუქი და სჰედედებული და მომესჰალა
Nia
2018-05-05
12 DGE GADAMICDA TESTI SAMJER GAVIKETE DA SAMIVEJER DADEBITI IYO SHRMDEG rogorc MESTRUACIA MOMDIS 12 DGIS MERE ISETI TKIVILEBI DAMEWYO DA GAMONADENIC MAQVS MUQI DA COTA SHEDEDEBULOC DA ROGOR PIQROBT SASHISHIA RAME ZAAN GTXOVT MIPASUXET 2 DGE VER VAXERXEB EQIMTAN WASVLAS DA ZAAN MESHINIA XOM AR MOMESHALA
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

სექსის ენციკლოპედია

წყლის შესახებ