მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 63470 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მომავალი დედა

 

ორსულობის 25-ე კვირაორსულობის 25-ე კვირა უკვე მე-7 თვის დასაწყისია. ამ დროს საშვილოსნო დაახლოებით ფეხბურთის ბურთის ზომისაა, ხოლო მუცლის ფორმა ინდივიდუალურია და შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმა. ზოგიერთი ორსულის მუცელი წინ წამოწეულია, ზოგიერთის კი გვერდებზე გაწეული (ტანის გასწვრივ). მაგრამ ეს ყველაფერი ნორმად მიიჩნევა.

25-ე კვირისთვის საშვილოსნ ბოქვენის ძვლიდან დაახლოებით 25 სმ-ითაა აწეული. სწორედ ამის მიხედვით ხვდება ექიმი ნორმალურად ვითარდება თუ არა ნაყოფი.

თუ საშვილოსნოს ფსკერი მდებარეობს უფრო დაბალ მაჩვენებელზე, ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს ნაყოფის განვითარების შეფერხებასთან.

ამის მიზეზი, ძირითადად შეიძლება იყოს პლაცენტალური უკმარისობა, თუმცა ხშირად დაკავშირებულია ისეთ რისკ-ფაქტორებთან, როგორიცაა მუცლის მოშლის რისკი, ტოქსიკოზი, გრიპი, ან გადატანილი ინფექციური დაავადებები.

25-ე კვირისთვის, გარდა ზედმეტი წონისა (რომელიც შესაძლოა სულაც არ არის ზედმეტი) და გაზრდილი მუცლისა, სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები ორსულის გარეგნობაში არ შეიმჩნევა.

წონა უნდა იყოს ორსულობამდე სხეულის მასაზე 6-7 კგ-ით მეტი. თუ სხვაობა უფრო მეტია, ეს ზედმეტ წონაზე ლაპარაკობს.

მომავალი დედა ორსულობის 25-ე კვირაზე გარკვევით გრძნობს ნაყოფის მოძრაობას. ბავშვის აქტივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რას აკეთებს დედა, რით იკვებება და როგორ განწყობაზეა იგი.

ამ პერიოდში შესაძლებელია ბავშვის გულისცემის მოსმენა. ამისათვის საკმარისია უბრალოდ მუცელზე ყურის დადება. აღსანიშნავია, რომ ნაყოფის გული 2-3-ჯერ ხშირად სცემს ვიდრე დედის გული.

ორსულობა ძირითადად მიმდინარეობს მშვიდად, ადგილი არ აქვს უსიამოვნო შეგრძნებებს. განწყობილება უმეტეს შემთხვევაში შესანიშნავია. ნაადრევი მშობიარობის რისკი მინიმალურია. ამიტომ საჭიროა სიმშვიდე და ხშირი დასვენება.

ნუ დაიტვირთავთ თავს ზედმეტი საქმით. შეცდომას სჩადიან ის მომავალი დედები, რომებიც ცდილობენ ყველაფერი მოასწრონ. ამიტომ, მაშინაც კი, როცა თავს შესანიშნავად გრძნობთ, არ აიღოთ თქვენს თავზე იმაზე მეტი, ვიდრე აუცილებელია. თქვენთვის აუცილებელია მეტი დასვენება, კარგი ძილი და დადებითი ემოციები.

ამიტომ, მადლიერების გრძნობით მიიღეთ ახლობელი ადამიანების მიერ შეოთავაზებული დახმარება და ნურც თქვენ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა.

ამ ეტაპისთვის, არავითარი ახალი წესები არ არებობს. კვლავინდებურად საჭიროა სწორი, ბალანსირებული კვება. ტკბილზე და ცომეულზე უარის თქმა.

რეკომენდებულია საკვებში მარილის რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება,  რათა თავიდან აიცილოთ შეშუპებები. 

სხვათა შორის, ადამიანს სჭირდება სულ რაღაც ერთი-ორი კვირა, რათა მიეჩვიოს საკვების ახალ გემოს. ამიტომ, უმჯობესია თუ შეიძენთ ჯანმრთელობისთვის ესოდენ სასარგებლო ჩვევას და საკვებს მისცემთ ნაკლებ მარილს (ან მთლად უკეთესი, თუ საერთოდ არ მისცემთ).

ხშირად, ამ კვირაში მკერდის ზრდა ძლიერ შესამჩნევია, იგი ხდება უფრო სრული და სავსე. შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ხსენის გამოყოფას.

ამიტომ, სასურველია, თუ შეიძენთ მკერდის ზომის, ნატურალური ქსოვილისგან დამზადებულ ახალ ბუსჰალტერს ფართო ბრეტელებით. ნუ დაივიწყებთ სპეციალური საფენების შეძენას, რომელიც ხსენის გამოყოფის შემთხვევაში გამოგადგებათ.

თუ არ აღინიშნება უკუჩვენება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით (პირველ რიგში არ დგას ორსულობის შეწყვეტის საშიშროება), შესაძლებელია უკვე დაიწყოთ მკერდის (განსაკუთრებით კერტების) მომზადება მკერდით კვებისთვის.

გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მალე მიიკრავთ ახალშობილს მკერდზე და მიაჩვევთ ძუძუთი კვებას, მით უფრო სასარგებლო იქნება ეს ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის, გარდა ამისა ნაკლებად მოხდება მკერდში რძის შეკავება (ლაქტოსტაზი).

ხშირად გაუკეთეთ თქვენს მკერდს ჰაერის აბაზანები და კონტრასტული შხაპი. შეეცადეთ დაიწყოთ ძუძუს კერტების გაღიზიანება თითების ფრთხილი მოჭერით, ან უხეში ხაოიანი პირსახოცით, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამ პროცესმა შესაძლოა ნაადრევი მშობიარობის პროვოცირება გამოიწვიოს. ამიტომ, თუ შეამჩნიეთ ამის მცირედი ნიშნებიც კი, უმჯობესია ეს საქმიანობა მომავლისთვის გადადოთ.

 

მოსალოდნელი ნიშნები და შეგრძნებები

 

მოსალოდნელი ნიშნები და შეგრძნებები - 25-ე კვირა შეშუპებები ზედმეტი მარილის მოხმარების გამო;

მუცლის შესამჩნევი ზრდა;

მკერდის შემდგომი ზრდა, ზოგჯერ კერტებიდან ხსენის გამოყოფა;

ძუძუს კერტების, ჭიპის, არეოლის ან ბოქვენის პიგმენტაცია;

კუჭის წვა ზედმეტი ნაყროვნების შემდეგ;

წონის შესაძლო მომატება 6-7 კგ-ით;

ფეტოპლაცენტალური უკმარისობა (ნაყოფის არასაკმარისი კვება ჟანგბადითა და მიკროელემენტებით)

ჰესტოზი (შეშუპებები, მომატებული არტერიული წნევა, ცილები შარდში, ნაყოფის განვითარებაში ჩამორჩენა)

 

გამოკვლევები

 

ექიმის დანიშნულებით:

24-დან 26 კვირის შუალედში - გეგმიური ულტრაბგერითი გამოკვლევა ნაყოფის ხერხემლის აგებულების შესასწავლად და შესაძლო მანკის გამოსავლენად. აგრეთვე სანაყოფე წყლების რაოდენობის შეფასებლად. შესაძლებელია ბავშვის სქესის დადგენაც.

სისხლის ანალიზი ჰემოგლობინზე.

ბევრი ქალი საერთოდ არ ინტერესდება საკუთარი ანალიზების შედეგებით, რაც შეცდომაა, რადგან ორსული სწავლობს და ეჩვევა საკუთარი მდგომარეობის კონტროლს, სწავლობს ზოგიერთ ტერმინებს, რაც შემდგომში აუცილებლად გამოადგება, რათ იყოს გათვითცნობიერებული და ყურადღებიანი დედა.

 

შესაძლო პრობლემები

 

შესაძლო პრობლემები - ორსულობის 25-ე კვირა25-ე კვირისთვის, კვლავ პრობლემატურად რჩება კუჭის შეკრულობა. იმისათვის, რომ არ დაიტანჯოთ ამ უსიამოვნო მოვლენით, შეცვალეთ მენიუ, მიირთვი მეტი უჯრედისის შემცველი პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული.

ზოგჯერ, შეიძლება განვითარდეს ანემია. დაეცეს ჰემოგლობინი. ამ დროს ექიმები ნიშნავენ რკინის შემცევლ პრეპარატებს. თუმცა არ ღირს თვითმკურნალობა. უმჯობესია ექიმმა თავად ჩაატაროს გამოკვლევა და განსაზღვროს პრეპარატების მიღების აუცილებლობა.

რკინადეფიციტური ანემიის აღმოსაფხვრელად ეფექტურია შემდეგი პროდუქტები: ჰერკულესის ფაფა, წიწიბურა, მოხარშული საქონლის ხორცი, ღვიძლი, შავი ქლიავი, ჭარხალი, პარკოსნები.

საშოდან გამონადენი, რომელიც ნორმად მიიჩნევა, უნდა იყოს გამჭვირვალე, მსუბუქი თეთრი ან მოყვითალო შეფერილობის. მაგრამ თუ გამონადენის კონსისტენცია შეიცვალა, გახდა ხაჭოსებრი და უსიამოვნო სუნი აქვს, ეს განგაშის ნიშანი უნდა გახდეს.

ასევე საგანგაშოა და მკურნალ გინეკოლოგთან ვიზიტია საჭირო, თუ უხვ გამონადენს თან ახლავს წვა ან ქავილი, რაც შესაძლოა ინფექციის ან ვაგინალური კანდიდოზის (რძიანას) მიზეზით იყოს გამოწვეული.

თუ რძიანას მკურნალობა არ მოხდა მშობიარობამდე, მშობიარობის დროს შესაძლებელია მოხდეს ნაყოფის დაინფიცირება.

ყურადღება მისაქცევია ის ფაქტიც, თუ ადგილი აქვს სანაყოფე წყლების გამოჟონვას, რადგან ეს ნაადრევი მშობიარობის ერთ-ერთი ნიშანია. თუ გამონადენი უხვია, ორსული სასწრაფოდ უნდა იქნას გადაყვანილი საავადმყოფოში, დადგენილი იქნას ამგვარი გამონადენის მიზეზი და მოხდეს მისი მდგომარეობის სტაბილიზაცია.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ სისხლოვანი გამონადენი სექსუალური აქტის ჩატარების, ან გინეკოლოგთან ვიზიტის შემდეგ, შესაძლოა საშვილოსნოს ყელის ეროზიაზე მიუთითებდეს. ამ დროს, ასეთ გამონადენს თან არ ახლავს ტკივილი მუცლის ქვედა არეში. სპეციალისტები რეკომენდაციას იძლევიან, ამ სახის დაავადების მკურნალობა მოხდეს სწორედ ამ პერიოდში.

ორსულის საერთო მდგომარეობაზე და ფეხმძიმობის მიმდინარეობაზე დამოკიდებულებით, ექიმმა, რომელიც აკვირდება მომავალი დედას, შესაძლოა რეკომენდაცია მისცეს მეუღლესთან ინტიმური ურთიერთობის შეზღუდვის, ან საერთოდ აკრძალვის შესახებ.

თუ სამედიცინო უკუჩვენება არ არსებობს და ორსულობა მიმდინარობს ნორმალურად, სქესობრივი კონტაქტი შესაძლებელია გარკვეული სიფრთხილის დაცვით. სქესობრივი აქტის დროს მოუხერხებელია ყველა პოზა, მკვეთრი და ღრმა მოძრაობები კი დაუშვებელი, რადგან ამან შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს ორსულის მდგომარეობაზე.

ორსულობის ამ ვადაში, გადიდებული საშვილოსნო აწვება დიაფრაგმას, შესაბამისად კი ზემოქმედებს კუჭზე, რაც იწვევს გულძმარვას, რადგან, დროდადრო კუჭის წვენი ადის საყლაპავ მილში.

გულმარვის თავიდან ასაცილებლად, დაუშვებელია ზედმეტი ნაყროვანება. უმჯობესია ხშირად და მცირე პორციებით კვება, ცხარე და ცხიმიანი პროდუქტების მოხმარება. არ დაწვეთ ან წამოწვეთ მაშინვე საკვების მიღების შემდეგ. უმჯობესია თუ მცირე ხნით გაისეირნებთ სუფთა ჰაერზე.

მუცელი უკვე ყოველდღურად იზრდება და იწელება, რამაც შესაძლოა კანის დაჭიმვა და სტრიები გამოიწვიოს. ამიტომ, საჭიროა დროულად დაიწყოთ მისი პროფილაქტიკა (გამოიყენეთ დაჭიმვის საწინააღმდეგო კრემები და მიმართეთ მსუბუქ მასაჟს პრობლემურ ადგილებზე) რადგან მშობიარობის შემდეგ მათი მოცილება გაცილებით რთული იქნება.

გაზრდილი მუცელის ტარება უჭირთ ფეხებს, რაც ვენების ვარიკოზული დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს. ამიტომ, ნუ მოგერიდებათ სპეციალური ბანდაჟის ტარება, რომელიც კარგად უნდა იყოს რეგულირებული. არ უნდა უჭერდეს, არამედ უნდა იჭერდეს მუცელს. ფეხებს კარგად იცავს ვარიკოზისგან ელასტიური ბინტიც.

 

ტკივილის შემთხვევაში

 

ორსულობის 25-ე კვირა - ტკივილის შემთხვევაშიფეხმიმობის ამ პერიოდში, ორსულმა საშვილოსნოს კუნთებზე არსებული დატვირთვით გამოწვეული ტკივილი შეიძლება იგრძნოს არა მხოლოდ მუცლის, არამედ წელის არეშიც.

ქალის ხერხემალი, ასევე გრძნობს მუცლის სიმძიმით გამოწვეულ კოლოსალურ დაძაბულობას. სწორედ ამიტომ გრძნობენ მომავალი დედები უსიამოვნო შეგრძნებებსა და ტკივილს წელისა და მენჯის მიდამოებში.

იმისათვის, რომ ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნებები რამდენადმე შემცირდეს, საჭიროა შემდეგი წესების დაცვა:

»» ატარეთ უქუსლო და კომფორტული ფეხსაცმელი;

»» შეეცადეთ დაჯდეთ მხოლოდ ზურგიან სკამზე და სავარძელზე ისე, რომ ცოტათი წინ გასწიოთ ფეხები;

»» არ დაჯდეთ დიდი ხნის განმავლობაში მყარ ზედაპირზე;

»» შეეცადეთ ძალიან ფრთხილად ადგეთ საწოლიდან;

»» ფრთხილად დაიხარეთ და დაჯექით ხოლმე;

»» თუ საშუალება გაქვთ ყოველდღიურად შესრულეთ სპეციალურად ორსულთათვის განკუთვნილი ვარჯიშები, რომელიც გაამაგრებს მუცლისა და ზურგის კუნთებს;

»» რეკომენდებულია სპეციალური ბანდაჟის ან კომპრესიული წინდების ტარება;

ნაყოფის აქტიური ზრდისა და მისი დარტყმების გაძლიერების გამო, შესაძლოა ტკივილი ნეკნებს ქვემოთ. ამ შემთხვევაში, ხშირად საკმარისია სხეულის მდგომარეობის შეცლა და მოსახერხებელი პოზის დაჭერა. ტკივილიც გაივლის.

არც თუ ისე იშვიათად, ორსულ ქალბატონებს აღენიშნებათ ტკივილები დეფეკაციის დროს. თუ განავალში სისხლი შეინიშნება, შესაძლოა ეს ანალური ნაპრალის მიზეზით იყოს გამოწვეული. ამ ფაქტორის ნებაზე მიშვება არ შეიძლება, რადგან შესაძლოა გადაიზარდოს ჰემოროიში. ამიტომ საჭიროა შეკრულობის დროული პროფილაქტიკა.

ხშირად, მომავალ დედებს ორსულობის ამ ვადაზე აღენიშნებათ თავის ტკივილები. ხშირ შემთხვევაში ეს დაბალი არტერიული წნევითაა გამოწვეული. ნუ მიიღებთ ამ შემთხვევაში თვითნებურად სხვადასხვა სახის ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებს. მიმართეთ სპეციალისტს, რომელიც დანიშნავს თქვენი მდგომარეობის შესაბამის მკურნალობას.

 

შაქარი სისხლში და შარდში

 

შაქარი სისხლში და შარდში - ორსულობის 25-ე კვირაჯანმრთელი მომავალი დედებისთვის, რომლებიც არ არიან დაავადებული დიაბეტით, მცირე რაოდენობით შაქრის არსებობა შარდში ნორმალური და საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა, განსაკუთრებით მეორე და მესამე ტრიმესტრებში.

ამის მიზეზია ის, რომ ხდება შაქრის დონის ცვლილება თირკმლებში. თირკმლები აკონტროლებს შაქრის რაოდენობას ორგანიზმში და თუ იგი ზედმეტი რაოდენობითაა, მისი ნაწილი ორგანიზმიდან გამოიდევნება შაქრის საშუალებით. შარდში შაქრის შემცველობას გლუკოზურია ეწოდება.

ბევრი ექიმი თვლის, რომ თითეულმა ორსულმა უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა დიაბეტზე. ჩვეუებრივ, ეს გამოკვლევა ტარდება მეორე ტრიმესტრის ბოლოს. ეს გამოკვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ოჯახის რომელიმე წევრი დაავადებული ჰყავს ან ჰყოლია დიაბეტით.

დიაბეტის დიაგნოსტირებისთვის ორი სახის სისხლის ანალიზი: სისხლში შაქრის შემცველობაზე და გლუკოზის განსაზღვრაზე ორგანიზმის შაქრით დატვირთვის შემდეგ. ანალიზი ტარდება უზმოზე. (უბრალოდ უნდა ივახშმოთ მსუბუქად საღამოს და დილით ისე მიხვიდეთ ლაბორატორიაში).

თქვენ აგიღებენ სისხლს შაქარზე, შემდეგ დაგალევინებენ წყალს, რომელშიც გახსნილია მცირე რაოდებობით შაქარი და შემდგომ, დროის გარკვეული ინტერვალის გასვლის შემდეგ (30 წუთის, 1, 2 და ზოგჯერ 3 საათის გასვლის შემდეგ) კვლავ აგიღებენ სისხლს.

შემდგომ, ამ ანალიზების მიზედვით შეადგენენ გრაფიკს, რომელიც აჩვენებს თუ როგორ გადაამუშავებს თქვენი ორგანიზმი შაქარს.

ქალების 2%-ს, ორსულობის დროს უვითარდება დიაბეტის მსუბუქი ფორმა - ეგრეთ წოდებული ორსულთა დიაბეტი. ამის რისკი მით უფრო დიდია, რაც უფრო მეტია ორსულის ასაკი.

ორსულთა დიაბეტის პრევენციას სწორი დიეტა წარმოადგენს. ჩვეულებრივ, კი ბავშვის დაბადების შემდეგ ორსულთა დიაბეტი მთლიანად ქრება.


ბავშვის სქესი - ვაჟი თუ გოგონა?

 

ბავშვის სქესი - ვაჟი თუ გოგონა?ჩვეულებროვ, ეს საკითხი აღელვებს ყველა მშობელს, თუმცა ბავშვის სქესის დადგენა სპეციალური კვლევების გარეშე, მხოლოდ ირიბი ნიშნებით შეუძლებელია.

ასეთ საშუალებას ორსულებს ულტრაბგერითი გამოკვლევები აძლევს, თუმცა ულტრაბგერითი გამოკვლევის ძირითადი ამოცანა პირველ რიგში - ნაყოფის მდგომარეობის დიაგნოსტიკა, განვითარების ნაკლისა და ანომალიების დადგენაა, აგრეთვე გამოკვლევა, ხომ არ ელის ორსული ტყუპებს, ან კიდევ მეტ ბავშვს.

პარალელურად კი, თუ ნაყოფი სასურველ პოზაში იმყოფება, შესაძლებებლია მისი სქესის დადგენაც.

ბავშვის სქესის განსაზღვრის სიზუსტე, უპირველეს ყოვლისა დამოკიდებულია ორსულობის ვადაზე და სპეციალისტის გამოცდილებაზე.

ფეხმძიმობის მე-8 კვირამდე, ემბრიონის გენიტალიების განვითარება არ არის დიფერენცირებული. მათი განვითარების პროცესი სრულდება ფეხმძიმობის მე-10-12 კვირისთვის.

თუმცა, ორსულობის პირველ პერიოდში (მე-12-მე-15 კვირებში ჩატარებული ულტაბგერითი გამოკვლევით) ბავშვის ზუსტი სქესის დადგენა რთულია და შესაძლებელია ცდომილება, ამიტომ ნუ შეაწუხებთ ექიმს ზედმეტი კითხვებით ამ პერიოდის განმავლობაში.

ბავშვის სქესის იდენტიფიცირება შეიძლება უკვე ორსულობის მე-15 კვირიდან, თუმცა ულტრაბგერითი გამოკვლევის დანადგარის ხარისხიდან და ჩატარებული გამოკვლევის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ნაყოფის სქესის დადგენა უფრო წარმატებულად მე-20 კვირიდანაა რეკომენდებული.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში ჩატარებული გამოკვლევის დროსაც არ არის გამორიცხული შეცდომა. ამიტომ არ შეიძლება ამ ვადებში ჩატარებული გამოკვლევის შედეგებს ბოლომდე ენდოთ.

ბავშვის სქესის გნსაზღვრისათვის, ოპტიმალურ ვადად მიიჩნევა ორსულობის 23-25-ე კვირა. ამ დროს ნაყოფი საკმარისად მოძრავია და მშვიდი, ხოლო სქესობრივი სხვაობა მკაფიოდ გასარჩევია. ამდენად, ულტრაბგერითი გამოკვლევის ექიმ-სპეციალისტს, დაჟინებული მცდელობით, შეუძლია დაადგინოს ვინ არის მომავალი პატარა - ვაჟი თუ გოგონა.

ბავშვის სქესის განსაზღვრა შესაძლოა გართულებული იყოს ნორმალურად მინდინარე ფეხმძიმობის გვიან ვადებზეც (მაგალითად 37-ე კვირიდან), მისი დიდი ზომებისა და ნაკლებად მოძრაობის გამო.

სქესის განსაზღვრას ექიმი ახდენს გენიტალიების საშუალებით. თუ ნაყოფი საკმარისად განვითარებულია, უკვე დაზუსტებით შეიძლება იმის თქმა, იგი ბიჭია თუ გოგო.

ვაჟის სქესის დადგენა ხდება მისი სათესლე ჯირკვლების (კვერცხების) და სასქესო ასოს აღმოჩენით, ხოლო გოგონასი დიდი სასქესო ბაგეების ვიზუალიზაციის საშუალებით.

ბავშვის სქესის იდენტიფიკაციის დროს, ერთ-ერთი გავრცელებული შეცდომაა ის, რომ ჭიპლარის მარყუჟი, ან ნაყოფის თითები მიჩნევა სასქესო ასოდ.

ზოგჯერ კი, ნაყოფ-გოგონას უვითარდება დიდი სასქესო ბაგეების დროებითი შეშუპება, რომელიც ასევე შეცდომით მიიჩნევა ხოლმე ვაჟის სათესლე ჯირკვლებად (კვერცხებად).

არის შემთხვევები, როცა ნაყოფი „მალავს“ მამაკაცურ ღირსებას მჭიდროდ გადაჭდობილი ფეხებით და თავისი ზედმეტი „სიმორცხვის“ გამო მიიჩნევა როგორც გოგონა.

ბავშვის სქესის დადგენა, ულტრაბგერითი გამოკვლევის გარეშე, გაცილებით ადრეულ ვადებზეცაა შესაძლებელი (მე-7-11 კვირა). ეს ხდება ქორიონის ბიოფსიის საშუალებით.

ამ დროს საშვილოსნოდან წვრილი, სპეციალური ნემსის დახმარებით იღებენ მისი შემადგენლობის მიკროსკოპულ რაოდენობას, ნაყოფის ქრომოსომული ნაკრების განსასაზღვრად.

ამ შემთხვევაში, ემბრიონის სქესის განსაზღვრა შესაძლებელია პრაქტიკულად 100%-იანი გარანტიით. თუმცა მხოლოდ მომავალი ბავშვის სქესის გამოცნობის მიზნით ამ პროცედურის ჩატარება არ ღირს, ეს საფრთხის შემცველია, რადგან არსებობს მუცლის მოშლის მცირე, თუმცა მაინც საფრთხე.

ბავშვის სქესის დადგენის პრენატალური დიაგნოსტირების ასევე ზუსტი მეთოდია ამნიოცენტეზი (სანაყოფო ბუშტის პუნქცია (გაჩხვლეტა) ამნიოტური სითხის მისაღებად მისი შემდგომი გამოკვლევის მიზნით.

ერთი სიტყვით ამნიოცენტეზი არის სანაყოფე წყლების გენეტიკური კვლევა. იგი ნაკლებად  ინვაზიურ მეთოდად მიიჩნევა, თუმცა ბავშვის სქესის განსასაზღვრად მისი გაკეთება როგორც წესი არ ხდება, რადგან ამნიოცენტეზის დროს შესაძლებელია შემდეგი სახის გართულებები: ნაყოფის, პლაცენტისა და ჭიპლარის დაზიანება, ინფექციების შეჭრის საფრთხე, ფეხმძიმობის შეწყვეტა, ნაადრევი მშობიარობა.

იხილეთ ვრცლად: ორსულობა და ბავშვის სქესი

 

მომავალი ბავშვი

 

ორსულობის 25-ე კვირა - მომავალი ბავშვისამედიცინო თვალსაზრისით, სწორედ ეს ვადა წარმოადგენს გადამწყვეტ ზღვარს ნაყოფის განვითარების თვალსაზრისით - გზა ემბრიონიდან ადამიანამდე.

ამ დროს ფორმირდება ძალიან მნიშვნელოვანი - ბრონქებისა და ფილტვების სიტემა. ბრონქული ხე პრაქტიკულად ფორმირებულია. სრულდება ალვეოლების განვითარების პროცესი (ფილტვის უწვრილესი ბუშტუკები, რომლებიც განთავსებულია ბრონქული ხის ყველაზე წვრილ განშტოებებში, როლებშიც ბავშვის დაბადების შემდეგ ხდება სისხლის ჟანგბადით გამდიდრების და ნახშირჟანგის გაზისგან განთავისუფლების პროცესი).

ბავშვის ზომების ამ დროს დაახლოებით ასეთია -  სიგრძე 32-34 სმ, წონა 750-850 გრ. პატარას სახე უკვე იღებს ადამიანისთვის დამახასიათებელ მოხაზულობას: მკვეთრად გამოხატული ცხვირი, ფორმირებული ქუთუთოები, წამწამები, წარბები, მომრგვალებული ლოყები, კარგად გამოკვეთილი ყურის ნიჟარები.

ფეხმძიმობის ამ ეტაპზე, ნაყოფი იმარაგებს მაკრო და მიკროორგანიზმებს. ყველაზე მნიშვნელოვანი მინერალი ამ პერიოდიში არის კალციუმი. სწორედ ამიტომ უნდა ჩართოს ორსულმა რაციონში ხაჭო და სხვა რძის პროდუქტები.

თუ ნაყოფი ვერ მიიღებს საჭირო რაოდენობის კალციუმს, შესაძლოა მომავალ დედას სწორედ 25-ე კვირიდან დაეწყოს კბილებთან, ფრჩხილებთან და თმებთან დაკავშირებული პრობლემები.

25-ე კვირისთვის ნაყოფის წონა სწრაფად მატულობს. მისი თავის ტვინი უკვე იწონის 100 გრამს. ხდება ნერვული სისტემის ელემენტების შემდგომი დიფერენცირება.

პატარა კარგად არჩევს განათებას, ხოლო მისი სიფხიზლის რითმი ყოველდღიურად სულ უფრო დამოკიდებულია ისეთ გარე ფაქტორებზე, როგორიცაა: შუქი, სიჩუმე, მგზავრობა, სეირნობა, დედის ძილი.

იგი შეიგრძნობს გემოსაც და შეუძლია მასზე რეაგირება მოახდინოს მიმიკით. მაგალითად თუ დედამ შეჭამა რამე ისეთი, რაც არ არის გემრიელი, პატარა შეიჭმუხნება და გამოყოფს ენას.

ნაყოფს უკვე შეუძლია გაიღიმოს, შეჭმუხნოს წარბები, იგრძნოს ტკივილი, წუწნოს თითები, ჩაეჭიდოს საკუთარ ფეხს. გრძელდება ყურის ნიჟარების ფორმირება. აქტიურად ვითარდება ნაყოფის ძვლები და კუნთები.

ორსულობის 25-ე კვირაზე, ნაყოფის განვითარება აღწევს იმ სტადიას, როცა სისხლწარმოქმნაზე (ჰემოპოეზი) თითქმის 100%-ით პასუხისმგებელია ძვლის ტვინი, ხოლო ამ პროცესში ღვიძლისა და ნაღველის როლი მინიმუმამდეა დაყვანილი.

ამავე პერიოდში, ნაყოფის ნეირონები შედის მუდმივ კონტაქტში სისხლის მიმოქცევის სისტემასთან.

ფილტვებში გრძელდება სურფაქტანტის წარმოქმნა (ანტიატელექტაზური ფაქტორი). ეს არის ლიპიდურ-ცილოვან-ნახშირწყლოვანი ბუნების ნივთიერება, რომელიც აპკის სახით მოთავსებულია ალვეოლებში. მისი ძირითადი ფიზიოლოგიური დანიშნულება ფილტვების ალვეოლარული სტრუქტურის შენარჩუნებაა.

სხვათა შორის, ფოსფოლიპიდები, რომლებიც წარმოადგენენ სურფაქტანტის მთავარ შემადგენელ ნაწილს, ხვდებიან სანაყოფე წყლებში და ექიმები სწორედ ამნიოტურ სითხეში ამ ნივთიერების დონის მიხედვით საზღვრავენ, თუ რამდენად მომწიფებულია ფილტვები და არის თუ არა სიცოცხლისუნარიანი ბავშვი.

თუ ნაყოფი ბიჭია, გრძელდება  სათესლე ჯირკვლების (კვერცხების) განვითარება, ხოლო თუ გოგოა, საშვილოსნოს ფორმირება.

პატარა ითხოვს მეტ მოძრაობას. მოძრაობის სიზუსტე და კოორდინაცია კი საკმაოდ გაზრდილია. მას შეუძლია მომუშტოს და გაშალოს ხელები, გაანძრიოს თითები, უპირატესობა მიანიჭოს მარჯვენა ან მარცხენა ხელს.

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ სწორედ ამ ეტაპზე ხდება განსაზღვრა, თუ რომელი ხელს მიანიჭებს პატარა უპირატესობას და ისარგებლებს უმთავრესად მარჯვენა ხელით, თუ იქნება ცაცია.

თუ ორსულობის 25-ე კვირაზე ხდება ნაადრევი მშობიარობა, პატარას თითქმის არაფერი ემუქრება. თუმცა, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში აუცილებელია ეს ყველაფერი მოხდეს პერინატალური ცენტრის, კვალიფიციური ექიმებისა და თანამედროვე სამედიცინო აპარატურის პირობებში.

შესაძლებელია თუ არა იცოცხლოს დღენაკლულმა ბავშვმა?

შესაძლებელია თუ არა იცოცხლოს დღენაკლულმა ბავშვმა?თუ გარკვეული მიზეზების გამო ბავშვი დაიბადა 25-ე კვირაზე, რთული დასაჯერებელია, მაგრამ მას აქვს სიცოცხლის შანსი.

თანამედროვე მედიცინა, უახლესი მედიკამენტებითა და აპარატურით უკვე დგას იმ დონეზე, რომ უპრობლემოდ შესაძლებელია შეუნარჩუნდეს პატარას სიცოცხლე ასე ადრეულ ვადაზეც კი.

25-ე კვირას დაბადებული ახალშობილი ჯერ ძალიან პატარაა. არ იწონის 1 კგ-საც კი და მოუწევს სერიოზული გამოცდის ჩაბარება, რათა გააგრძელოს ცხოვრება.

იმისათვის, რომ იცოცხლოს, მან უნდა გაატაროს რამოდენიმე თვე სტაციონარში რისკის ქვეშ, რათა არ შეეყაროს რაიმე სახის ინფექცია. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ნაყოფს აქვს სიცოცხლის შანსი.

ნაადრევი მშობიარობის საფრთხის შემთხვევაში, ექიმი მიმართავს ყველა ზომას, რათა ორსულობა გაგრძელდეს 36-ე კვირამდე მაინც, რადგან მიუხედავად იმისა, რომ 25-ე კვირისთვის ნაყოფი უკვე გამოიყურება როგორც სრულყოფილი ბავშვი, ამ ეტაპისთვის, მისთვის არ არსებობს დედის მუცელზე უკეთესი ადგილი.

 

ორსულობის კალენდარი
ყველაფერი ორსულობის შესახებ
ყველაფერი მომავალი დედებისთვის ონლაინ მაღაზიაში MyWish.ge

 
 
 

კომენტარები
ტაისია
2019-09-27
მადლობა. ძალიან მეხმარება თქვენი ორსულობის კვირები.
ნინო
2017-01-22
შეკითხვები დასვით სტატიაში ორსულობის ტესტი:

http://www.aura.ge/47-fexmdzimoba/3428-orsulobis-testi.html
ქეთი
2016-12-12
კარგია. მადლობა
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

სექსის ენციკლოპედია

წყლის შესახებ