მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 95350 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

Free Bitcoin
Freebitcoin - როგორ მოვიგოთ ბიტკოინები

Freebitcoin - ბიტკოინების დასაგროვებელი N1 - ყველაზე ძველი, სანდო, სტაბილური, კარგი რეპუტაციის და სრულიად განსხვავებული სერვისია.

აქ შესაძლებელია ბიტკოინების გამომუშავება მრავალფეროვანი მეთოდებით:

FREE BTC - ე.წ "კაფჩის" შეყვანით;

MULTIPLY BTC - თამაშით (ციფრული რულეტი);

BETTING - მრავალფუნქციური ტოტალიზატორით;

LOTERRY - ლატარეით;

GOLDEN TICKET - ოქროს ბილეთი - თამაშდება ავტომობილი ლამბორჯინი;

REWARDS - ბონუსების ეფექტური სისტემით;

EARN BTC - გამომუშავებული თანხის პროცენტებით;

REFER - რეფერალებით;


საიტის მუშაობის პრინციპი მარტივია. უპირველეს ყოვლისა საჭიროა რეგისტრაცია - პირველ გრაფაში - ელ-ფოსტის მისამართი, მეორეში - პაროლი, ხოლო მესამეში -  Blockchain.info - ზე გახსნილი საფულის ანგარიშის ნომერი.

ამის შემდეგ დააჭერთ ღილაკს CLAIM YOUR FREE BTC NOWშეიყვანთ "კაფჩას" (ციფრები, ასოები, ან სურათების გამოცნობა). დააჭერთ ღილაკს ROLL!  და მიიღებთ თქვენს პირველ ბიტკოინებს, რომელიც გადავა და გამოჩნდება თქვენს ბალანსზე (მარჯვენა ზედა კუთხეში).

ამის შემდეგ ჩაირთვება უკუ ათვლით დრო - 1 საათი, და ანალოგიური მოქმედების შემდეგ, ყოველ საათში დაგერიცხებათ უფასო ბიტკოინები (40 დან -დან 2 000 000 -მდე. გააჩნია როგორია ბიტკოინის კურსი და როგორ ციფრებს დასვამთ "კაფჩის" შეყვანის დროს).

არ დაგავიწყდეთ ხმოვანი სიგნალის მონიშვნა - Play sound when timer runs out - რომელიც გამცნობთ, რომ ერთი საათი გავიდა და საჭიროა "კაფჩის" შეყვანა.

ავტომატური გადახდები თქვენს ბიტკოინ საფულეზე ხორციელდება ყოველ კვირას, როცა ბალანსი მიაღწევს 0.00033000 BTC-ს.

იმისათვის, რომ ჩართოთ ავტო გადახდები, საიტის ზედა ცენტრალურ ნაწილში არის სამი ღილაკი: DEPOZIT, WITHDRAW და DONATE. დააჭერთ ღილაკს WITHDRAW და მონიშნავთ AUTO-ს. თუ მთელი დაგროვილი თანხის ავტომატური გამოტანა გსურთ.

თუ თანხა მაშივე გსურთ და არ გსურთ კვირა დღეს დაელოდოთ, დააჭერთ MANUAL-ს. ამ შემთხვევაში ქვემოთ გაჩნდება გრაფა, სადაც ხელით ჩაწერთ თუ რა თანხის გამოტანა გსურთ, დააჭერთ გრაფის ქვემოთ ღილაკს WITHDRAW და თანხა 3-6 საათში დაჯდება თქვენს ანგარიშზე.

(გაითვალისწინეთ, რომ ავტომატური გადარიცხვა თქვენს საფულეზე კვირაში ერთხელ უფასოა. ხელით გადარიცხვის ღირებულება კი 400 სატოშია (იცვლება ხოლმე - +-), რაც სულაც არაა დიდი თანხა, როცა თანხა თამაშისთვის ან ბონუსების კომბინაციებისთვის გჭირდებათ).

მაგრამ თუ გსურთ თანხა დაგროვდეს და ავტომატურად არ გადამოირიცხოს (რაც ძალზედ მნიშვნელოვანია თამაშის შემთხვევაში) მოხსნით "პტიჩკას" AUTO-ს გვერდით და თანხა აღარ გადაირიცხება თქვენს საფულეზე, უბრალოდ დაგროვდება თქვენს ანგარიშზე.

არ დაგავიწყდეთ საათში ერთხელ "კაფჩის" შეყვანა (თქვენ ხომ ამით აგროვებთ ბალანსზე თანხას და სასაჩუქრე ბონუსებს)

 

− MULTIPLY BTC - თამაში −


სერვისს აქვს შესანიშნავი ციფრული ტიპის რულეტი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ დადოთ ფსონი და მოიგოთ თანხა.

აქ მოყვანილია მეთოდი, რომლის საშუალებითაც თითქმის (პრაქტიკულად) ყველა ვარიანტში შეძლებთ თანხის მოგებას:

რა თქმა უდა, 100% -იანი მეთოდი ბუნებაში არ არსებობს და უბრალოდ ვერ იარსებებს, მაგრამ 80-90% სიზუსტით მეთოდი ნამდვილად მუშაობს.

ჰორიზონტალურ მენიუში დააჭერთ და შეხვალთ ფუნქციაში MULTIPLY BTCგაიხსნება სათამაშო დაფა სადაც:

მინიმალური ფსონია (WIN PROFIT) 0.00000001 ბიტკოინი.

/2 - ფსონის შემცირება (გაყოფა)

2X ფსონის გაზრდა (გაორმაგება).

ღილაკებს MIN და MAX (მინიმალური და მაქსიმალური ფსონი) არ შეეხოთ.

BET HI ან BET LO სათამაშო ღილაკები.

ამის შემდეგ იწყება თამაში. მიუთითებთ ფსონს 0.00000001 ბიტკოინი (ავტომატურადაა მითითებული). შემდეგ დააჭერთ სათამაშო დაფის ცენტრში განთავსებულ ერთ-ერთ ღილაკს -  BET HI ან BET LO.

თუ მოიგეთ გამწვანდება, თუ წააგეთ გაწითლდება.

თუ მაგალითად დააჭირეთ ღილაკს BET HI და მაშინვე გამწვანდა (ანუ მოიგეთ), დააჭირეთ ღილაკს BET LO. თუ ისევ გამწვანდა - ისევ დააჭერთ ღილაკს BET HI. ანუ მონაცვლეობით. სანამ არ გაწითლდება, ანუ არ წააგებთ (ამ დროს ფსონი არ იცვლება, რჩება 0.00000001).

მაგრამ თუ გაწითლდა, ანუ წააგეთ - მაგალითად BET HI - ზე დაჭერისას, იწყებთ პირამიდას პრინციპით თამაშს. ანუ გააორმაგებთ თანხას - 2X, თუ კიდევ წააგეთ კიდევ - 2X და ასე მოგებამდე, სანამ არ გამწვანდება. (გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში აჭერთ ღილაკს მხოლოდ BET HI, ანუ სადაც წააგეთ). თუ წააგებთ - BET LO - ზე, იგივეს აკეთებთ ყველაფერს (ანუ აორმაგებთ ფსონს მოგებამდე, მხოლოდ აჭერთ BET LO - ს)

როცა გამწვანდება, ანუ მოიგებთ (და ეს ნამდვილად მოხდება), აკეთებთ მთავარს - დააჭერთ ღილაკს /2 და ფსონი ჩამოგყავთ ისევ 0.00000001 - მდე და აგრძელებთ იგივე პრინციპით თამაშს. ანუ ფსონი, თუ არ წააგეთ და არ აორმაგებთ, ყოველთვის უნდა იყოს 0.00000001.

იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ 0.00000002 ფსონის შემთხვევაშიც.

ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუ ბალანსზე გაქვთ 25000 სატოში მაინც (0.00005000 BTC). წაგების ციკლი ჩვეულებრივ, შეიძლება გაგრძელდეს 5-6 დაჭერა. იშვიათად, მაგრამ შეიძლება წაგების ციკლი გაგრძელდეს 12-15 დაჭერამდე. ამ შემთხვევაში უნდა იყოთ ყურადღებით, რომ ფსონის გაორმაგების შემთხვევაში ბალანსი გეყოთ, თორემ მთელს თანხას წააგებთ.

თუ ბალანსზე თანხას დააგროვებთ და იგი გახდება 50 000 სატოშზე მეტი (0.00050000 BTC), ამ შემთხვევაში შეგიძლით იგივე პრინციპით ითამაშოთ ფსონით 0.00000002 - დან, ხოლო 100 000 სატოშზე მეტის შემთხვევაში - 0.00000008, 0.00000016 და მეტი ფსონით. მთავარია არ გძლიოთ ცდუნებამ  და ბალანსი გათვალოთ 12-15 ზედიზედ წაგებაზე (15-ჯერ გაწითლებაზე) გაორმაგებული ფსონების შემთხვევაში ბალანსი არ გამოილიოს, რადგან ბოლოს მაინც გამწვანდება და აუცილებლად მოიგებთ.

რა თქმა უნდა აქ მაინც კაზინოს პრინციპი მუშაობს და 100% - იანი გარანტია არ არსებობს, მაგრამ ამ მეთოდით მოგების შანსი ძალიან მაღალია. მთავარია არ იჩქაროთ, დააგროვოთ რაც შეიძლევა მეტი ბალანსი, რომ მარაგში გქონდეთ 14-15 სვლა მაინც (ანუ 14-15 წაგება).

უკიდურესი თავის დაზღვევისთვის კი რეკომენდებულია გქონდეთ მარაგში 20-25 სათადარიგო სვლა (ანუ 20 წაგება). თუმცა ამისთვის დაგჭირდებათ გაცილებით მეტი თანხა გქონდეთ ბალანსზე.

რაც შეეხება კაზინოსთან მსგავსებას, პრინციპი შეიძლება ჰგავდეს, მაგრამ მაინც, ეს სულ სხვა თამაშია. თანაც რაც მთავარია, თქვენ აქ არ დებთ საკუთარ თანხებს. თამაშობთ იმით, რაც გამოიმუშავეთ.

ამ მეთოდით თავისუფლად შეიძლება დღეში 3-15 დოლარის მოგება. შეიძლება მოიგოთ გაცილებით მეტიც, მთავარია რამდენი გაქვთ ბალანსი, რომ შეძლოთ რაც შეიძლება დიდი ფსონის დადება.

დროდადრო, მიუხედავად მაღალი ფსონით მოგებისა, მაინც შეამცირეთ ფსონი. ხშირად ცვალეთ იგი. ზოგჯერ მოგების შემთხვევაში შეამცირეთ ფსონი და სპეციალურად დააჭირეთ იგივე ღილაკს, რათა ცოტაოდენი წააგოთ კიდეც. ენდეთ ინტუციასაც, რომელიც აუცილებლად გამოგიმუშავდებათ. ამით სისტემას აბნევთ და მეტი შანსია მოიგოთ.

შეიძლება მოიფიქროთ სხვა, უფრო წარმატებული სვლებიც და ფორმულებიც როცა კარგად გაერკვევით. (მაგალითად მინიმალურ ფსონზე რამოდენიმეჯერ დაამთხვიეთ წაგება, შემდეგ კი როცა ჩათვლით, რომ მოგება "მომწიფდა" ასწიეთ ფსონი საკმაოდ მაღლა (ერთჯერადად) და მოგების შემდეგ დაუბრუნდით საწყის ფსონს.

ძალიან მნიშვნელოვანია, მოგების შემთხვევაში არ წაგძლიოთ ცდუნებამ (მეტს მოვიგებ) და არ გაზარდოთ ფსონი. აზარტი ამ შემთხვევაში დამღუპველია! თუნდაც გიმართლებდეთ და კარგად იგებდეთ.

გამოიჩინეთ მოთმინება და დაიცავით წესი - თამაში დაამთავრეთ იმ ფსონით, რომლითაც დაიწყეთ!

თუ სათამაშოდ ან ბონუსების კომბინაციებისთვის სატოშები არ გყოფნით, ხოლო ბიტკოინ საფულეზე გაქვთ საკმარისი რაოდენობის სატოშები, შეგიძლიათ Blockchain.info-ს საფულის ანგარიშიდან (სადაც შესაძლოა გაქვთ სხვა სერვისებიდან დაგროვილი სატოშებიც) გადარიცხოთ free bitcoin-ის დეპოზიტზე.

ამისათვის, დააჭერთ საიტზე ცენტრში არსებულ ღილაკს - DEPOSIT და DEPOSIT ADDRESS -ის ქვემოთ - მითითებულია თქვენი free bitcoin-ის ანგარიშის ნომერი. ამ ანგარიშის ნომერს ჩააკოპირებთ Blockchain.info - დან (ან სხვა საფულედან) მაგალითად - ქართული MYCOINS.GE - დან სატოშების გადარიცხვის ღილაკზე დაჭერის დროს გამოსახულ არეში, მიუთითებთ სატოშების რაოდენობას და თანხა უმოკლეს დროში აისახება თქვენი free bitcoin-ის ანგარიშზე.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ - არ დაგავიწყდეთ საათში ერთხელ "კაფჩის" შეყვანა (თქვენ ხომ ამით აგროვებთ ბალანსზე თანხას და სასაჩუქრე ბონუსებს)

შეგიძლიათ სერვისზე შეხვიდეთ სმარტფონებიდანაც და დროდადრო შეიყვანოთ ხოლმე "კაფჩა", რაც გაცილებით მეტ ბალანსს დაგიგროვებთ, რადგან სადაც არ უნდა იყოთ, კომპიუტერი აღარ იქნება საჭირო და შეძლებთ მეტი ბიტკოინები შემატოთ თქვენს ბალანსს.

არსებობს Freebitcoin - ის ანდროიდ (Android) და IOS (აპლიკაცია, რომელიც კიდევ უფრო ამარტივებს სერვისთან მუშაობას.

ნუ ითამაშებთ ერთ ჯერზე 5 წუთზე მეტს. გაისეირნეთ, გული გადააყოლეთ, თქვენი საქმე გააკეთეთ და შემდეგ კვლავ მიუბრუნდით თამაშს.

ქვემოთ მოყვანილია ცხრილი, რომელიც თამაშს და მოგებას გაგიიოლებთ.

 

როგორ მოვიგოთ ბიტკოინები - მეთოდი

 

 

მნიშვნელოვანია - რა თქმა უნდა, თავისი არსით ეს არის კაზინო, რომლის საბოლოო დამარცხება შეუძლებელია, რადგან პროგრამაში ჩადებულია ე.წ - "სლივი" როცა პროგრამა ყველა ვარიანტში აწითლებს  და აჭრის ბალანსს ანგარიშის სრულ განულებამდე.

მართალია ეს იშვიათად ხდება, მაგრამ ამ შეთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია "სლივის" გამოცნობა. გასწავლით ერთ მეთოდს, რომლითაც მიხვდებით, რომ "სლივთან" გაქვთ საქმე.

როცა თამხებს აორმაგებთ - იწერება ლუწი თანხები - 2, 4, 8, 16, 64, 128, 256 და ა.შ. სლივის შეთხვევაში, თანხა კი არ ორმაგდება. მაგალითად 4096 ფსონის გაორმაგების შემდეგ პროგრამამ დაწერა არა 8192, არამედ  8191 ან 8193, იცოდეთ, რომ დიდი ალბათობით ეს "სლივია" და აუცილებლად წააგებთ, ამიტომ სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოთ თამაში, დაისვენოთ და გააგრძელოთ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ.

 

− BETTING - ტოტალიზატორი −

 

ჰორიზონტალურ მენიუში დააჭერთ ღილაკს BETTING და მოხვდებით ტოტალიზატორის სამყაროში. 

ჩვეულებრივ მდგომარეობაში თქვენს წინ ჩამოიშლება ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგის, ლა ლიგის (ესპანეთის პრიმერა დივიზიონი), ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის და ა.შ პრემიერ ლიგების, ასევე რაგბის, კალათბურთის, ავტო რალის, ბეისბოლის და სპორტის სხვა სახეობების საპრიზო ფონდები - PRIZE POOL (რომელიც ყოველწამიერად იზრდება დადებული ფსონების შესაბამისად) და ფსონების დასადები ღილაკები - BET NOW.

შეგიძლიათ აირჩიოთ კატეგორია - დააჭერთ - Select Categoryჩამოიშლება მრავალფეროვანი კატეგორია, მათ შორის არა მხოლოდ სპორტის, არამედ პოლიტიკური (საპრეზიდენტო და სხვა არჩევნების), სატელევიზიო შოუების, კრიპტოვალუტის კურსების ზრდისა და კლების და სხვა კატეგორიები.

ფსონის დასადებად შეგიძლია აირჩიოთ სასურველი მატჩი (შოუ ან ნებისმიერი რამ), დააჭიროთ ღილაკს BET NOW და ღილაკის BET AMOUNT - ის ქვეშ ჩაწეროთ ფსონი სპეციალურ არეში - Enter Bet Amount. ფსონის ჩაწერის შემდეგ კი დააჭიროთ ღილკს -  HO.სულ ეს არის. ფსონი გაკეთებულია.

აღსანიშნავია, რომ რაც უფრო ადრე გააკეთებთ ფსონს მით უფრო მეტი წილი შეგხვდებათ საპრიზო ფონდიდან.

გარდა ამისა, თქვენს მიერ გაკეთებულ ფსონზე - 0.00000500 BTC 

თქვენ საჩუქრად იღებთ უფასოდ ერთ ბონუსქულას და 1 ლატარიის ბილეთს.

ასევე საჩუქრად იღებთ 0, 40% -ს თქვენი რეფერალების მიერ გაკეთებული ფსონიდან.

 

 − GOLDEN TICKET − ოქროს ბილეთი − 

 

ეს არის "ოქროს გათამაშება". გათამაშებაშია ავტომობილ ლამბორჯინის ბოლო მოდელი, რომლის ღირებულება შეადგენს 200 000 დოლარს.

პრინციპი მარტივია, რაც უფრო მეტ ბილეთს ფლობთ, მით უფრო მეტია შანსი მოიგოთ ეს საოცნებო ავტომობილი.

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ადგილზე. დააჭერთ ღილაკს GOLDEN TICKETS, არეში - NO. OF TICKETS - ჩაწერთ რამდენი ბილეთის შეძენა გსურთ და დააჭერთ ღილაკს BUY.

YOUR TICKETS - თქვენი ბილეთების რაოდენობა.

TOTAL TICKETS - გაყიდული ბილეთების საერთო რაოდენობა.
WIN CHANCE - თქვენი მოგების შანსი პროცენტულად.
ერთი ბილეთის ღირებულებაა - 0.00025000 BTC.
გარდა ამისა, თქვენ იღებთ უფასო ოქროს ბილეთს თამაშში MULTIPLY BTC , როცა თქვენს მიერ ციფრულ რულეტზე  ყოველ ჯერზე გაკეთებული ფსონების საერთო რაოდენობა მიაღწევს 0,00500000 BTC-ს

 


 LOTTERY - ლატარეა −


სერვისი ყოველ "კაფჩის" შეყვანაზე სატოშებთან და ბინუსებთან ერთად უფასოდ გაძლევთ ლატარიის ბილეთებს, რომლის გათამაშებაც ხდება კვირაში ერთხელ და შესაძლოა მოიგოთ საკმაო რაოდენობის სატოშები.

შეგიძლიათ ლატარიის ბილეთების ყიდვაც. შეხვალთ მენიუში LOTTERY , და ველში - NO. OF TICKETS - ჩაწერთ თუ რა რაოდენობის ლატარიის ბილეთების შეძენა გსურთ.

ამის შემდეგ, სერვისი იქვე დაგიანგარიშებთ ყიდვისთვის საჭირო სატოშების რაოდენობას (ამ ეტაპზე ერთი ლატარიის ბილეთი ღირს 12 სატოში) და დააჭერთ ღილაკს BUY.


— REWARDS - ბონუსები −

 

თანხის გამომუშავების გაზრდის კიდევ ერთი მძლავრი მეთოდი საიტზე არის სასაჩუქრე-საბონუსე სისტემა - REWARDS.

ყოველ "კაფჩის შეყვანაზე"+ დადებულ ფსონზე (როცა ფსონი მიაღწევს 6000 სატოშს) + თქვენი რეფერალის მიერ განხორცილებელი ნებისმიერ ტრანზაქციაზე, სატოშებთან ერთად გერიცხებათ ქულები (ღP), ძირითადად ორი ქულა (თუმცა არის ხოლმე აქციები 4-10 ქულამდე).

დაგროვილი ბონუსების ნახვა შეგიძლიათ მენიუში - REWARDS - YOUR REWARD POINTS (RP) - რომლის ქვემოთ დაწერილი იქნება თქვენ მიერ დაგროვილი ბონუსის რაოდენობა.

ეს ძალიან საინტერესო სისტემაა, რომლის ჭკვიანურად გამოყენების შემთხვევაში შეგიძლიათ გააასმაგოთ და კიდევ მეტი... სატოშების რაოდენობა. ეხლა გავიაროთ დეტალურად:

1. ბონუსები შეგიძლიათ იქვე გაყიდოთ სატოშებზე (ENCASH YOUR POINTS) რასაც არ გირჩევთ.

2. ქვემოთ არის მენიუ, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ სვადასხვაგვარად გამოიყენოთ ბონუსები:

ELECTRONICS

HARDWARE WALLETS

GIFT CERTIFICATES

FREE BTC BONUS

LOTTERY TICKETS BONUS

REWARD POINTS BONUS

პირველ სამს არ გირჩევთ (ბონუსები შეგიძლიათ გადაცვალოთ სხვადასხვა პრიზებზე - ძირითადად ელექტრონიკაა - IPHONE, SAMSUNG GALAXY, ელექტროსამაჯურები და ა.შ, მაგრამ მათ გამოსყიდვას ძალიან დიდი რაოდენობით ბონუსები სჭირდება.

FREE BTC BONUS - ყველაზე საინტერესო და მომგებიანია - ყოველ შეყვანილ "კაფჩაზე" გამომუშავებული სატოშების რაოდენობის გაზრდა 24 საათის განმავლობაში - 10, 50, 100, 500 და 1000 % ით - შესაბამისად მათი ღირებულებაა - 32, 160, 320, 1600, 3200 RP. (თუ კარგად დათვლით, ნახავთ, რომ საკმაოდ დიდი თანხის გამომუშავება შეიძლება, მითუმეტეს, თუ შეთავსებით ქვედა ვარიანტსაც - REWARD POINTS BONUS - გამოიყენებთ).

REWARD POINTS BONUS - ასევე ძალიან საინტერესო ვარიანტია - ოველ შეყვანილ "კაფჩაზე" გამომუშავებული ბონუსების (RP) რაოდენობის გაზრდა 24 საათის განმავლობაში - 1, 10, 50, 100 (RP) - შესაბამისად მათი ღირებულებაა - 12, 120, 600 და 1200 RP.

LOTTERY TICKETS BONUS - ბონუსებით შეიძლება ლატარიის ბილეთების რაოდენობის მომატება ყოველ შეყვანილ "კაფჩაზე" 24 საათის განმავლობაში - 1, 10, 50, 100 ლატარიის ბილეთი - შესაბამისად მათი ღირებულებაა 12, 120,600 და 1200 RP.

თუ კარგად დაითვლით, ნახავთ, რომ საკმაოდ დიდი თანხის გამომუშავება შეიძლება (განსაკუთრებით თუ რეფერალებს მოიზიდავთ) - ამიტომ უმნიშვნელოვანესია საათში ერთხელ "კაფჩის" შეყვანა!


− EARN BTC პროცენტი −


ეს არის სერვისი - EARN BTC - რომელიც იძლევა წლიურად სერვისზე არსებული თანხის 4.08% -ს, თუმცა თანხის დარიცხვა ხდება ყოველდღიურად და ამას პირდაპირ ადევნებთ თვალყურს დღეების მიხედვით.

შეიძლება როგორც თქვენს მიერ დაგროვილი თანხის არ გამოტანა და მათზე პროცენტების დარიცხვა, არამედ სხვაგან დაგროვილი ბიტკოინების Freebitcoin-ზე გადმორიცხვა და დაგერიცხებათ იმ თანხის პროცენტი.

მართალია პროცენტი მიზერულია, მაგრამ რეალურია და მიახლოებულია მსოფლიო ბანკების დღევანდელ რეალურ წლიური პროცენტის მაჩვენებელთან.

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

ბიტკოინების მოსაგროვებელი სხვა სერვისები - რაც შეეხება თქვენს მიერ დაგროვილი თანხის გამოტანას - იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გახსნათ ბიტკოინ საფულე, სადაც გადაირიცხება თქვენს მიერ დაგროვებული ბიტკოინები, აგრეთვე სხვა რესუსებს ბიტკოინების დასაგროვებლად, გთავაზობთ შემდეგ ბმულზე: - როგორ გავხსნათ ბიტკოინ საფულე და დავაგროვოთ ბიტკოინები

 

 

აქ არის სხვა ძველი და გამოცდილი რესურსები, რომლებიც აგროვებენ ბიტკოინებს და იხდიან სტაბილურად.

ეს სერვისებია: -  bitfun   adBTC   Coinbulb  yobit.io  და სხვა... (დაწვრილებით წაიკითხავთ ზემოთ აღნიშნულ ბმულზე).


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

ასევე იხილეთ:

 

ფული ინტერნეტით როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები კრიპტო ბირჟები
უსაფრთხო ინვესტიცია საიტების მონეტიზაცია მაინინგით მაინინგი ბრაუზერით

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ