ინტერნეტში ძალიან ბევრი ონლაინ სატელეფონო სერვისია, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია დარეკოთ ინტერნეტის საშუალებით ტელეფონზე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში უფასოდ, ან ძალიან დაბალ ფასად. გთავაზობთ ამ სფეროში ყველაზე ცნობილი და მოსახერხებელი საიტების კოლექციას:
შესაძლებელია უფასოდ დარეკოთ იქ, სადაც მოგესურვებათ, საკმარისია მხოლოდ აირჩიოთ ქვეყანა და სასურველი ნომერი. მართალია დრო შეზღუდულია, მაგრამ სრულიად საკმარისია მოკლედ გადაცეთ საჭირო ინფორმაცია. საიტს გააჩნია რუსული ენის მხარდაჭერაც.
მაგრამ, თუ გსურთ შეუზღუდავად ისაუბროთ, Evaphone - ზე ფასები ძალიან, დაბალია, სკაიპზე დაბალიც კი.
იმისათვის, რომ ისარგებლოთ ამ სერვისით, პირველ რიგში საჭიროა პატარა პროგრამა (დანართის) გადმოწერა (Windows, Linux, Mac) - ისთვის, რომელიც საიტზევეა განთავსებული.შესაძლებელია ნებისმიერ ქვეყანაში დარეკვა და სმს - ების უფასოდ გაგზავნაც კი. ზარები ლიმიტირებულია და შეადგენს კვირაში 300 წუთს. თუ წუთები მოგრჩათ, მისი შემდეგ კვირაში გადატანა არ შეიძლება.
ამ სერვისს უფასო ზარებზე აქვს მხოლოდ ერთი შეზღუდვა, შესაძლებელია უფასოდ შეუზღუდავად დარეკოთ მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომელშიც წუთის ღირებულება 5 ევროცენტზე ნაკლებია. სერვისის სატარიფო ცხრილში ასეთი ტარიფები საკმაოდ ბევრ ქვეყანას აქვს (დაახლოებით 50 -ზე მეტს).
იმისათვის, რომ დარეკოთ ამ საიტის საშუალებით, საჭირო არ არის მიკროფონი და ყურსასმენები. დარეკვა შესაძლებელია უშუალოდ მობილური ტელეფონის საშუალებით. ლიმიტია 50 ზარი თვეში. თითო ზარის ხანგრძლივობა კი განისაზღვრება 10 წუთით.
საიტის საშუალებით, შესაძლებელია პირდაპირ ბრაუზერიდან განხორციელდეს ზარები მსოფლიოს 30 -ზე მეტ ქვეყანაში. არაფრის გადმოწერა საჭირო არ არის. საკმარისია მხოლოდ აკრიბოთ ნომერი და დაელოდოთ. საიტს აქვს ერთი თავისებურება, როგორც სახელწოდებიდან ჩანს, იგი ფლეშზეა აწყობილი.
საიტის საშუალებით შესაძლებელია უფასო ზარების განხორციელება გლობალურ რეგიონებში - აშშ, ცენტრალური აზია, კანადა, ავსტრალია. ზარის განსახორციელებლად შესაძლებელია მობილური ტელეფონის გამოყენებაც.
ეს სერვისი უფრო ვიჯეტის მსგავსია, რომლის ჩამონტაჟება შეიძლება მესინჯერებში და სხვა პროგრამებში. (Windows, Mac, Linux ) - ისათვის. ზარების გარდა, რომლის განხორციელებაც შეიძლება მთელს მსოფლიოში, შესაძლებელია უფასო სმს -ების გაგზავნაც, გარდა ამისა აქვს ონლაინ რადიო და სხვა სასარგებლო სერვისები.
სერვისი იყენებს თქვენს ინტერნეტ კავშირს იმისათვის, რომ გადააქციოს თქვენი კომპიუტერი ტელეფონად. შსმდეგ კი შესაძლებელია უფასო ზარების განხორციელება, მაგრამ მხოლოდ ამერიკასა და კანადაში, თუმცა ზარის დრო შეზღუდულია - ერთი ზარი -5 წუთი. აქვს iPhone და iPod Touch - ის მხარდაჭერა.
სერვისით სარგებლობისათვის, საჭიროა პირველ რიგში გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის შემდეგ კი სერვისი მოგანიჭებთ ტელეფონის ნომერს, რომლის საშუალებითაც ბრაუზერიდან შეძლებთ უფასოდ ზარების განხორციელებას.
სერიოზული სერვისი, რომელიც მინიმალური დანახარჯების ფასად იძლევა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დარეკვის საშუალებას. ამისთვის საჭიროა მცირე ზომის (მიახლოებით 2 მგბ) პროგრამის ჩაწერა და კომპიუტერში დაინსტალირება. თუმცა სერვისი უფასო ზარების განხორციელების საშუალებასაც იძლევა, (მაგალითად ამერიკის უფასო, 1-800 და 1-888- ით დაწყებულ ნომრებზე). უნდა აღინიშნოს, რომ სერვისს კავშირის ხარისხის რამოდენიმე ვარიანტს სთავაზობს მომხმარებელს, რომლის არჩევაც პირადად მათი გადასაწყვეტია.
სერიოზული სერვისი, რომელიც ძალიან დაბალ ფასებს სთავაზობს მომხმარებელს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დასარეკად, ფასები სკაიპის ფასებზე დაბალია, თვეში სულ რაღაც 20 დოლარად შეგიძლიათ განუსაზღვრელი რაოდენობით ზარები განახორციელოთ სხვადასხვა მიმართულებით.
საკმაოდ მაღალხარისხიანი სერვისი, იძლევა პრაქტიკულად მთელს დედამიწის ყველა კუთხეში ზარების განხორციელების საშუალებას, საკმაოდ მისაღებ ფასად. აქვს უფასოდ დარეკვის მიმართულებებიც, რომელიც მოცემულია საიტზე არსებულ სატარიფო ცხრილში.
ცნობილი სერვისი, რომელიც დაბალი ტარიფებით და ხარისხიანი მომსახურებითაა ცნობილი. საჭიროა დასაწყისში საიტზე არსებული მცირე პროგრამის გადმოწერა და დაინსტალირება. სერვისი შეიქმნა როგორც უფასო, მაგრამ ეხლა ფასიანია, თუმცა ბონუსების სახით აქვს უფასო მომსახურებაც. ანგარიშის შევსება Visa და Master Card - ის ბარათებითაცაა შესაძლებელი, რომელზეც საკმარისია გქონდეთ მხოლოდ 10 დოლარი.