წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ფული ინტერნეტით

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ვებ კატალოგი

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 11830 - ჯერ |  
შრიფტის ზომა


სიტყვების სწორად წარმოთქმის ონლაინ სერვისები განსაკუთრებით სასარგებლო და მოსახერხებელია მათთვის, ვინც სწავლობს ენებს და არ იცის რამდენად სწორად და  ზუსტად წარმოთქვამს სიტყვებს.

აქ მოყვანილია ამ სფეროში საუკეთესო ონლაინ სერვისები

 

Forvo

შესანიშნავი ონლაინ სერვისი. ზედა მარჯვენა კუთხეში, საძიებო გრაფაში შეგიძლიათ ჩაწეროთ სასურველი სიტყვა, შემდეგ კი მოუსმინოთ თუ როგორ გამოითქმის იგი. შესაძლებელია სიტყვების მოძებნა კატეგორიების მიხედვითაც. საიტს აქვს სიტყვების უზარმაზარი ბაზა და მრავალი ენების მხარდაჭერა. გარდა ამისა შეგიძლიათ საიტით ისარგებლოთ იმ ენაზე, რომელსაც თავად აირჩევთ.

 

სიტყვების სწორად გამოთქმის ონლაინ სერვისები - Forvo

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Dictionary

ცნობილი და ძალიან პოპულარული ონლაინ სერვისი, შეიცავს დაახლოებით 11 მილიონ სიტყვასა და სტატიას, სიტყვები გახმოვანებულია, საკმარისია მხოლოდ საძიებო გრაფაში ჩაწეროთ და მოძებნოთ, შემდეგ კი  დააჭიროთ  დინამიკის ნიშანს, რომელიც სიტყვის გვერდითაა მოთავსებული. გააჩნია სინონიმებისაა და მსგავსი სიტყვების მოძებნის ავტომატური ფუნქცია.

    

სიტყვების სწორად გამოთქმის ონლაინ სერვისები - Dictionary

 

 

 

 

 

 

 

 

 

Howjsay

ძალიან უბრალო და მოსახერხებელი ონლაინ სერვისი, ”იცის” დაახლოებით ასოცი ათასი სიტყვა. საკმარისია მხოლოდ ჩაწეროთ და მოძებნოთ  საძიებო გრაფაში სასურველი სიტყვა. გააჩნია მაღალხარისხიანი გახმოვანება.

 

სიტყვების სწორად გამოთქმის ონლაინ სერვისები - Howjsay

 

 

 

 

 

 

 

 

 

Oddcast

Oddcast.com - ით ამზადებენ საიტისთვის მოლაპარაკე ავატარებს და ვირტუალურ გიდებს. გამოიყენება  როგორც ტექსტისა და ხმის კონვერტორი. სერვისს გააჩნია მრავალრიცხოვანი ენების მხარდაჭერა, შესაძლებელია აირჩიოთ  როგორი ხმითა და  აქცენტით გსურთ სასურველი ტექსტის გახმოვანება.

 

სიტყვების სწორად გამოთქმის ონლაინ სერვისები - Oddcast

 

 

 

 

 

 

 

 

 

Research.att

ტექსტის კონვერტორი ხმოვან ფაილში, WAV ფორმატში. მუშაობს ინგლისურ, ესპანურ, გერმანულ და ფრანგულ ენებთან. სერვისს გააჩნია შესანიძნავი რობოტი, რომელიც ახმოვანებს ხარისხიანი ხმის ტემრით. თუმცა თუ ცოცხალი ხმის ჩაწერა გნებავთ, ეს სერვისი ფასიანია.

 

სიტყვების სწორად გამოთქმის ონლაინ სერვისები - Research.att

 

 

Pronounceitright 

სერვისის საშუალებით შესაძლებელია არჩეული სიტყვებისა და ფრაზების წარმოთქმა ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ ენებზე. შეგიძლიათ ისწავლოთ როგორ გამოითქმის ცნობილი ადამიანების სახელი და გვარი, სავაჭრო, საფირმო ნიშნის სახელები, სამეცნიერო ტერმინები და ა.შ.

თემატური კატალოგი, საიდანაც უნდა აირჩიოთ სასურველი კატეგორია, განლაგებულია საიტის მარჯვენა ქვედა კუთხეში

 

სიტყვების სწორად გამოთქმის ონლაინ სერვისები - Pronounceitright

 

 

 

 

 

 

 

 

 

Аccent.gmu

შესანიშნავი ონლაინ სერვისი, რომლითაც შეგიძლიათ ინგლისური აქცენტების შესწავლა. აქ შეგიძლიათ მოისმინოთ თუ როგორი აქცენტით გამოთქვამენ სიტყვებსა და მოკლე ფრაზებს  მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანები (პარიზში, ლონდონში, განაში, და ა.შ, საქართველოშიც კი).

 

სიტყვების სწორად გამოთქმის ონლაინ სერვისები - Аccent.gmu

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინგლისური ენის შემსწავლელი ყველაზე ცნობილი და ეფექტური ვებ-რესურსების კატალოგი

დაწყებითი ინგლისური ბავშვებისათვის

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

 

 

როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

სწრაფი სესხები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

თალიზი - Aura.Ge

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

ღის Aura