მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 16471 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მოვიყვანთ სამ მეთოდს, იმედია ერთ-ერთი მაინც გამოგადგებათ:

 

1

 

პირველი და ყველაზე მარტივი მეთოდია კომპიუტერის ან ლეპტოპის კლავიატურაზე მოძებნოთ ღილაკი Prt ან Prt Sc. დააჭიროთ ამ ღილაკს და სურათიც დაკოპირებულია.

დაკოპირებული ეკრანის სქრინშოტი შეგიძლიათ ჩასვათ მაიკროსოფტის პროგრამებში: Word, Pdf, Exel, PowerPoint და სხვა.

Windows 11 და ზემოთ მფლობელებს, სქრინის სხვადასხვა ფორმატში გადასაღებად შეუძლიათ გამოიყენონ კლავიშების კომბინაცია - Windows - Shift - S.

 

2

 

მეორე მეთოდი მცირეოდენ ძალისხმევას მოითხოვს, სამაგიეროდ თქვენ შეგეძლებათ სრულიად აკონტროლოთ გადასაღები სქრინშოთის სივრცე, კერძოდ უმარტივესად ამოიღოთ მთლიანი სქრინშოთიდან მხოლოდ სასურველი მონაკვეთი ან მონაკვეთები და მომენტალურად შეინახოთ ფოტოსურათად Jpg ან სხვა ფორმატებში.

ამისთვის არ გჭირდებათ პროგრამა, სრულიად საკმარისია უფასო და ძალიან მსუბუქი ბრაუზერის დამატება - Lightshot (screenshot tool) - Google Chrome-ს მაღაზიიდან. 

ინსტრუმენტის გამოყენება მარტივია. დაამატებთ ბრაუზერში Lightshot-ს, და გამოაჩენთ მარჯვენა ზედა კუთხეში მის ნიშანს (იკონს). როცა სქრინშოტის გადაღება გინდათ, დააჭერთ ამ ნიშანს და პრაქტიკულად მეტი არაფერია საჭირო: ან დატოვებთ მთლიან სქრინს, ან უბრალოდ მოხაზავთ სივრცეს, რომლის ამოღებაც გსურთ. დანარჩენში თავადვე გაერკვევით, იქ სულ ოთხი ღილაკია: კოპირება, შენახვა, ამობეჭდვა და გაგზავნა/გაზიარება. უფრო პროფესიონალებისთვის, აქვს მცირე, მაგრამ მარტივი და მშვენიერი რედაქტორიც, თუ სქრინზე რამის გაფერადება ან დაწერა დაგჭირდებათ.


ქვემოთ მოგვყავს გუგლის მაღაზიაში, ბრაუზერ ქრომის დამატების ლინკი:


Lightshot (screenshot tool)

 

3

 

ერთ-ერთი ბოლო მოჰიკანია იმ ონლაინ სერვისებიდან, რომლის საშუალებითაც მომენტალურად არის შესაძლებელი სასურველი სკრინშოტის, ან მთლიანად ვებ-გვერდის სურათის გადმოწერა.

იდეა კარგია. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ვებ გვერდების სქრინშოთები სჭირდება სხვადასხვა ზომებში. საკმარისია მხოლოდ სასურველი მისამართის (URL), შეყვანა/ჩაკოპირება, ღილაკ thumb it -ზე დაჭერა და არჩეული ზომის სქრინშოტის გადმოწერა.

... მაგრამ სერვისს აქვს ერთი მინუსი, კერძოდ მუშაობის პერიოდულობა, ანუ ერთი პერიოდი მუშაობს, მეორე კი - არა.

იყოს ეს ბმული, იქნებ ვინმეს კარგ პერიოდში მოუნდეს სერვისის გამოყენება.

 

Thumbalizr

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ