მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 24447 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

პირველი პროცედურა


პედაგოგი დაფაზე გააკრავს ხის სურათთან ერთად მზის გამოსახულებას და ორივე მათგანს ქვეშ შესატყვის წარწერებს დაუდებს. პირველ რიგში ახლად ნასწავლ სიტყვას გაამეორებინებს შეკითხვების საფუძველზე, შემდეგ კი შეუდგებიან ახალი სიტყვის შესწავლას.

პედაგოგი უჩვენებს ბავშვებს მზის გამოსახულებას და ეკითხება ჯგუფს, თუ რა არის მასზე (ან წიგნის შესაბამის გვერდზე) გამოსახული?

სავარაუდო პასუხებია: აქ ხატია მზე; დაფაზე გაკრულია მზის გამოსახულება; ეს არის მზე... შემდეგ აიღებს დაფიდან და ყურადღებას გაამახვილებინებს მუყაოზე (ან სახელმძღვანელოში მზის გამოსახულების ქვეშ) დაწერილ სიტყვაზე „მზე“ და განუმარტავს მათ, რომ აქ წერია სიტყვა „მზე“, ხოლო ზემოთ კი ხატია მზე.

რა წერია ქვემოთ?
სავარაუდო პასუხები: ქვემოთ წერია მზე; იქ წერია მზე;

აქ რა ხატია? - მიუთითებს პედაგოგი მზის გამოსახულებაზე.
სავარაუდო პასუხები: აქ ხატია მზე; დაფაზე გაკრულია მზის სურათი...

პედაგოგი უდასტურებს, დიახ, აქ ხატია მზე, ხოლო ქვემოთ წერია სიტყვა „მზე“.

ბავშვებო, როგორია მზე? რა იცით მზის შესახებ? - ისევ ეკითხება მასწავლებელი.
სავარაუდო პასუხები: მზე არის თბილი, ცხრათვალა, კაშკაშა, ბრდღვიალა, ცხელი, მცხუნვარე. მზე-მზის სისტემის უდიდესი და ერთადერთი ვარსკვლავია. მზის ირგვლივ ბრუნავენ მზის სისტემის სხვა ობიექტები, ჯუჯა პლანეტები და მათი თანამგზავრები, ასტეროიდები, მეტეორიტები, კომეტები და კოსმოსური მტვერი.

მზის მასა არის მზის სისტემის მასის 99,8%. მზის გამოსხივების მეშვეობით დედამიწაზე არსებობს სიცოცხლე. მზიდან დედამიწამდე სინათლის სხივი 8 წუთსა და 19 წამს უნდება მოსვლას.

 

ნახატისა და ნაწერის გარჩევა - მზე

 

მზე




მეორე პროცედურა
ვარიანტი - ა

ნახატისა და ნაწერის გარჩევა - მეორე მეცადინეობა - პირველი პროცედურა

 

რძე ჭა ყვავილი მზე ხე


დაფაზე მიმაგრებულია სურათები. პედაგოგი გამოიყვანს ერთ ბავშვს და აწვდის მუყაოს წარწერით „ხე“, რათა მოათავსოს შესაბამისი ნახატის ქვეშ.

მე - 2 მოსწავლის დავალებაა სიტყვა „მზის“ ნახატ მზესთან მისადაგება. შეცდომის შემთხვევაში ჯგუფის სხვა წევრი გამოიძახება. საბოლოოდ მუშაობაში მონაწილეობას ყველა მოსწავლე მიიღებს.

სახელმძღვანელოში ყველა მათგანს მიეცემა ასეთი დავალება: შეაერთეთ ნაწერი „ხე“ ნახატ ხესთან ისრით (თითით)! შეაერთეთ ნაწერი „მზე“ ნახატ მზესთან ისრით (თითით)!


ვარიანტი - ბ

დაფაზე მიმაგრებულ რამდენიმე ნაწერს შორის ფიგურირებს მზის და ხის წარწერებიც. ამ შემთხვევაში პედაგოგი ბავშვებს მიაწოდებს ჯერ ხის (შესაძლებელია პირიქითაც), ხოლო შემდეგ მზის გამოსახულებას, რომლებიც შესაბამისი ნაწერების ქვემოთ უნდა მოათავსონ.
დავალება სახელმძღვანელოში: მზის და ხის გამოსახულება ისრით (ან თითით) დაუკავშირონ შესაბამის ნაწერებს!



მესამე პროცედურა
თამაში - „აკვარიუმი“


აკვარიუმში უკვე ორი მუყაოა მოთავსებული წარწერებით: „მზე“ და „ხე“. ბავშვი ხელით ან „ანკესით“ ამოიღებს ერთ-ერთ ფირფიტას, ხმამაღლა წაიკითხავს და გვიჩვენებს დაფაზე გაკრულ შესატყვის სიტყვას.

ასეთივე პროცედურა გაიმართება მეორე სიტყვის დასადგენადაც.

ნახატისა და ნაწერის გარჩევა - მეორე მეცადინეობა - აკვარიუმი


დავალება სახელმძღვანელოში: მასწავლებლის მითითებით ბავშვები შეარჩევენ ნაცნობ სიტყვებს - „მზე“ და „ხე“, თითს დაადებენ ტექსტს და წაიკითხავენ ხმამაღლა და ჩუმად.

 

მზე კუ ხე ძმა რძე



მეოთხე პროცედურა - (ცოდნის განმტკიცება)

პედაგოგს მაგიდაზე უწყვია ნახატები; შესაბამისად, დაფაზე მოთავსებულია ნაწერები.

მასწავლებელი გამოიძახებს ერთ - ერთ ბავშვს მაგიდასთან და ეუბნება, რომ ამათ შორის ამოირჩიოს ხის სურათი და ქვეშ დაუდოს შესატყვის ნაწერს. იგივეს გაიმეორებს მზის სურათზეც.

შემდეგ შეიძლება სიტუაციის შეცვლა საპირისპიროდ: დაფაზე ათავსებს ნახატებს, მაგიდაზე კი - ნაწერებს.

გამოძახებული ბავშვებიც შესაბამისად ირჩევენ ტექსტებიდან „ხის“და „მზის“ წარწერიან მუყაოებს და მოათავსებენ შესატყვისი გამოსახულების ქვეშ.

 

ნახატისა და ნაწერის გარჩევა - მეორე მეცადინეობა - მეოთხე პროცედურა - ბუ ნახატისა და ნაწერის გარჩევა - მეორე მეცადინეობა - მეოთხე პროცედურა - რძე ნახატისა და ნაწერის გარჩევა - მეორე მეცადინეობა - მეოთხე პროცედურა - ხე ნახატისა და ნაწერის გარჩევა - მეორე მეცადინეობა - მეოთხე პროცედურა - მზე ნახატისა და ნაწერის გარჩევა - მეორე მეცადინეობა - მეოთხე პროცედურა - ია

ხე ია მზე რძე ბუ


მეხუთე პროცედურა

ამ შემთხვევაში პედაგოგი დაფაზე გამოყენებული სიტყვების გვერდით ახალ სიტყვებსაც მოათავსებს და მასში შეერევა ნაწერები: „ხე“და „მზე“.

ბავშვს (ან ბავშვებს) - სახელმძღვანელოში ევალება ამ სიტყვებიდან უკვე ნაცნობი სიტყვების ამორჩევა. მაგ.: ამოირჩიე ნაწერი „ხე“ (ან „მზე“) და წაიკითხე ხმამაღლა (ან ჩუმად).

სამუშაო წიგნში: თითი დაადეთ ნაცნობ სიტყვას და წაიკითხეთ ჯერ ხმამაღლა, შემდეგ - ჩუმად!

 

მეექვსე პროცედურა

პედაგოგი დაფაზე დებს მხოლოდ ნასწავლ სიტყვებს: „ხე“და „მზე“ და მთელს ჯგუფს ერთდროულად აკითხებს. თუ ბავშვებმა სიტყვები ვერ წაიკითხეს, აღნიშნულ სიტყვებს შესატყვის სურათებთან ერთად კვლავ ათავსებს დაფაზე.

როგორც ვხედავთ, ამ ბოლო პროცედურაზე ნახატი უკვე არ უნდა ფიგურირებდეს, მაგრამ იგი აუცილებლად შემოაქვს მასწავლებელს, თუ რომელიმე ბავშვს კითხვა შეეშლება. სახელმძღვანელოშიც მოცემულია ორივე ტექსტი, რაც წიგნზე მუშაობის საშუალებასაც მისცემს პედაგოგს.

მეცადინეობის დაწყების წინ უნდა შემოწმდეს, თუ ვინ იცის კითხვით მიცემული მასალა.

 

ნახატისა და ნაწერის გარჩევა - მეორე მეცადინეობა - მეექვსე პროცედურა - ხე ნახატისა და ნაწერის გარჩევა - მეორე მეცადინეობა - მეექვსე პროცედურა - მზე

 

ხე მზე

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ