მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 10360 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მეთორმეტე გაკვეთილი დაეთმობა ნასწავლი სიტყვებიდან მეორე ხუთეულის განმეორებასა და განმტკიცებას. ეს სიტყვებია: „კუ“, „ბუ“, „სკა“, „ბზა“, „უთო“.

დაფაზე აწყვია ან მიმაგრებულია სურათები. მაგიდაზეც არეულად, გადაბრუნებულად აწყვია სიტყვები. თითოეულმა ბავშვმა უნდა აიღოს რამდენიმე ბარათი, წაიკითხოს სწორად და დადოს შესაბამისი სურათის ქვეშ. 

შემდეგ პირიქით მოხდება განლაგება. დაფაზე გაიკვრება ნაწერები, მაგიდაზე კი დაეწყობა ნახატები. გამოძახებულმა ბავშვმა ნაწერებს სწორად უნდა მიუწყოს შესაბამისი სურათები.

მომდევნო ეტაპზე პედაგოგი დაფაზე დაალაგებს (ან მიაკრავს) სურათებსაც და ნაწერებსაც, მაგრამ არეულად, არასწორად. გამოძახებულმა ბავშვმა უნდა შეძლოს სწორად მოათავსოს სურათები და ნაწერები ერთად. ასე გაამეორებინებს მასწავლებელი ბავშვებს რამდენჯერმე, სანამ ყველა ბავშვი არ შეძლებს დავალების შესრულებას. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია განსამტკიცებელი მეცადინეობის განმეორებაც.

სახელმძღვანელოში სამუშაო მიეცემა მთელს ჯგუფს: წაიკითხონ თითოეული ნაწერი (სიტყვა), მოძებნონ მათი შესაფერისი ნახატი და შეაერთონ ისინი ისრით.

 

მეთორმეტე მეცადინეობა - ბზა მეთორმეტე მეცადინეობა - კუ მეთორმეტე მეცადინეობა - სკა მეთორმეტე მეცადინეობა - უთო მეთორმეტე მეცადინეობა - ბუ

სკა ბუ ბზა უთო კუ
  

 

პროზისა და პოეზიის ნიმუშები

(წაუკითხეთ  თქვენს  პატარებს!)

ბავშვების დაინტერესებისა და სამუშაო პროცესის უფრო საინტერესოდ წარმართვის მიზნით, პედაგოგი საკითხთან დაკავშირებით აქაც პოეზიისა და პროზის ნიმუშებით გაამდიდრებს გაკვეთილის პროცესს. დაისწავლიან  ლექსებს, მოისმენენ  უფროსებისგან მოთხრობებსა და ამბებს და ჩაერთვებიან შემაჯამებელი გაკვეთილების მსვლელობაში.  

სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ნიმუშები კი საშუალებას მისცემს მშობლებსაც და მასწავლებლებსაც ბავშვებს უნარების მიხედვით შეურჩიონ შესასწავლი მასალა.

მეთერთმეტე მეცადინეობაში შეტანილი გასამეორებელი სიტყვების თემაზე პროზისა და პოეზიის ნიმუშები შეგიძლიათ მოიძიოთ მე-5 დავალების  შემდგომ. ახლა ყურადღებას გავამახვილებთ მე - 12  დავალებაში  შეტანილი რამდენიმე სიტყვის - ბზის, უთოს, ბუსა და სკის შესახებ.

უტკარი სკაში ცხოვრობს. იქ მთავარ როლს დედა ფუტკარი ასრულებს. ისინი ძალიან მშრომელები არიან. ყვავილიდან პაწია დინგით წუწნიან ტკბილ წვენს, სკაში დაბრუნებისას დაგროვილ  წვენს ცარიელ ფიჭაში ცლიან. ზამთარში ისვენებენ და თაფლით იკვებებიან. ფუტკრები ტყეშიც ხის ფუღუროში ცხოვრობენ. ფუტკრის ნაკბენით შეიძლება ადამიანი დაიღუპოს, თუ ბევრი უკბენს, რა თქმა უნდა. ფუტკრის თაფლი სამკურნალოა. მისგან ამზადებენ სხვადასხვა სახის წამლებს. ასევე სასარგებლოა ფუტკრის შხამი, რომელიც ნესტარში აქვს. ფიჭიდან კი სანთელს ამზადებენ.

 

მეთორმეტე მეცადინეობა - ფუტკარი„თუ ჩემი სიტყვა შენს ხვედრს გაიყოფს, 

მართლაც მქონია ქვეყნად სათქმელი, 

იმაზე დიდი რა უნდა იყოს,

კაცს თაფლი მისცე, ღმერთს კი - სანთელი”.

 

ფუტკარი

მზია, ლილი და ნანა გატენილ სკებთან დგანან:

- ფუტკარო, აბლი, ბაბლი, მოგვეცი ცოტა თაფლი?!

გავუყოფთ გივის, ზაზას, თინას, მანანას, ნესტანს,  

ნუ გეწყინება ოღონდ და ნუ დაგვასობ  ნესტარს.

ფუტკარო, აბლი, ბაბლი,

თუ გინდა ქვეყნად მადლი,                

მოგვეცი ცოტა თაფლი?!

ხედავს ფუტკარი: სკასთან ბავშვები პურით დგანან. 

ადგა და მისცა  თაფლი, ღორმუცელაა განა!

 

ყველა სიკეთესთან ერთად, ფუტკარს ამინდის პროგნოზირებაც ეხერხება. ადამიანებმა ფუტკრის ქცევის მიხედვით იციან:

თუ ფუტკარი დილიდან ხალისიანად დაფრინავს, მზიანი დღე იქნება;

თუ სკაში ზის და ზუზუნებს - გაწვიმდება;

თუ ცაზე ღრუბელია, ისმის  ჭექა - ქუხილი, მაგრამ ფუტკარი არ იმალება, ესე იგი - არ გაწვიმდება;

თუ საღამოს ადრე შეწყვეტს  ფრენას, მეორე დღეს კარგი ამინდი იქნება;

თუ სკაში გვიან საღამოს დაბრუნდა, ხანგრძლივი ავდარი დაიწყება; ამიტომ იშრომა უფრო დიდხანს, რომ მომდევნო დღის ნორმა შეესრულებინა.

 

გამოცანა

მეთორმეტე მეცადინეობა - სანთელიეს პატარა ოდები სავსე არის ბარაქით,

არ გეგონოთ, ბავშვებო სათამაშო ქალაქი.

მას კბენია ფრთოსნები იცავენ და უვლიან,

მათი შიშით პატარებს, ახლოს ვერ გაუვლიათ.

 

მებაღე  და  ფუტკარი

მზიანეთში ყვავილი მოამრავლა მზიანამ,

იმიტომაც ფუტკარმა თაფლი გაუზიარა.

 

ბელის ნატვრა

დათვის  ბელი ბურდღუნებს

და ბურდღუნით ნატრობს -

თაფლით სავსე ფუღურო                                                       

მეთორმეტე მეცადინეობა - ლექსები ფუტკარზენახოს სარვამარტოდ;                                       

რომ ჯერ ყელი ჩაიტკბოს,

შემდეგ ურჩზე ურჩი,

გადაკოცნოს დაიკო

დათაფლული დრუნჩით.

 

ფუტკარი  და  ცაცხვი

ფუტკარმა უთხრა ცაცხვსაო:

შორს  აღარ  მინდა  წასვლაო.

თუ  მაგ  ყვავილით  დამატკბობ,

შემოგევლები  თავსაო,

ვინც  შენ  დაგრგო  და  გახარა,

ფიჭით  მივართმევ  თაფლსაო. 

 

ფრინველთა რამდენიმე გვარის კრებითი სახელია. გავრცელებულია მთელს მსოფლიოში. იკვებება ნაირგვარი მღრღნელებით, რითაც იცავს ხალხის მოსავალს. ჭამს აგრეთვე მცირე ზომის ფრინველებს, ქვეწარმავლებს, ამფიბიებსა და მწერებს. საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია ჭაობის, ფეხბანჯგვლიანი და ტყის ბუ.

 

 

მეთორმეტე მეცადინეობა - ლექსები ბუზესათვალე

ბუს სათვალე დაჰკარგვია,

აი, დარდიც ამას ჰქვია:

ვერ კითხულობს გაზეთებს,

ვეღარც საქმეს აკეთებს.

 

 

 

ბუ, რომელმაც მთვარე გადაყლაპა

მეთორმეტე მეცადინეობა - ლექსები ბუზე 2იყო და არა იყო რა, იყო ერთი დიდი ბუ, რომელსაც სახელად ვიქტორს ეძახდნენ. 

ის უზარმაზარი ტყის ყველაზე ბებერ მუხაში ცხოვრობდა; ვეებერთელა და დაკოჟრილ მუხაში, რომლისთვისაც ქარიშხალს ერთი ტოტი მოეტეხა და მის ადგილას წვიმასა და მწერებს ღრმა ფუღურო ამოეთხარათ. აი, ამ პატარა გამოქვაბულში ატარებდა მძინარე ვიქტორი მთელ დღეებს.

ღამით ბუ ტოვებდა თავის სადგომს, რათა მინდვრის თაგვებზე, ბიგებსა და პატარა თაგვებზე ენადირა. 

ვიქტორი მაინცდამაინც კარგი ხასიათით არ გამოირჩეოდა და ამის გამო ტყის სხვა ფრინველებს არ უყვარდათ. არა, ბოროტი არ ყოფილა, ცოტა ბუზღუნა და, რაც მთავარია, ტრაბახა გახლდათ. უზე

დღენიადაგ იმეორებდა:

მე, ვიქტორი, ყველაზე მშვენიერი, ყველაზე ძლიერი და ჭკვიანი ვარ. ეს მე ვარ ყველაზე საუკეთესო მონადირე და მეთევზე ბუთა მთელ მოდგმაში. მე ძალმიძს დავიჭირო ყოველნაირი ცხოველი, როგორც წყალში და მიწაზე, ისე ჰაერში.

სხვა ჩიტები ერთმანეთს ფრთებს ჰკრავდნენ და ჩურჩულებდნენ:

- მთელ ფრინველთა სამყაროში არ მოიძებნება მასზე უფრო პრეტენზიული არსება. ისეთი რა გავაკეთოთ, რომ მას ეს მედიდურება დავაკარგვინოთ?

და აი, ერთ მშვენიერ საღამოს პატარა ეშმაკუნა ბუკიოტი - მინერვა ბუსთან მივიდა და შეეკითხა:

- ერთი მიბრძანეთ, ბატონო ვიქტორ, ტირიფებში დიდი გუბე რომ არის, გინახავთ თუ არა?

ბუმ წყენით მხრები აიჩეჩა და უთხრა:

- რა სულელური შეკითხვაა? ცხადია, მინახავს. მე ხომ ყოვლისმცოდნე და ყოვლისმნახველი ვარ!

- მართალია! - ღიმილით უპასუხა პატარა ბუკიოტმა, - მაპატიეთ, მაგრამ ერთი ეს მითხარით, იცით, რომ იმ გუბეში უშველებელი თევზი-მთვარე ცხოვრობს, რომლის დაჭერაც ჯერ ვერავის გაუბედავს?

ვიქტორს ბუნდოვნად ჰქონდა გაგონილი თევზი-მთვარის ამბავი, მაგრამ კონკრეტულად არაფერი იცოდა და მის სახეზე შეცბუნება რომ არ შეემჩნიათ, ესღა თქვა:

- ეგ თევზი ტირიფებიან გუბეში რომ ყოფილიყო, უკვე დიდი ხნის შეჭმული მეყოლებოდა.

- მოგეხსენებათ, ის სულ ერთი კვირაა, რაც იქ არის, თანაც, იცის, რომ თქვენ ყველაზე ძლიერი და დაუნდობელი ხართ. ამიტომაც, როგორც კი დაგინახავთ, მაშინვე იმალება.

ვიქტორმა გადაიხარხარა, მედიდური იერის მისაღებად ბუმბული აიბუა და განაცხადა:

- წამოდი, პატარავ, და ნახე, ჭკუით სავსე ბუ როგორ იჭერს თევზ-მთვარეს.

სანამ ისინი ამგვარად საუბრობდნენ, ტყის დანარჩენი ჩიტები, ბუკიოტისაგან მოწვეულნი და გაფრთხილებულნი, სულგანაბულნი უსმენდნენ მათ.

მინერვა და ვიქტორი ტირიფებისკენ გაფრინდნენ. გზადაგზა ხის ტოტებზე სხდებოდნენ და აყურადებდნენ. პატარა ბუკიოტი ვიქტორს ეჩურჩულებოდა:

- ბატონო ვიქტორ, შეეცადეთ, თქვენმა ფრთებმა ხმა არ გაიღოს.

დიდი ბუ ბუზღუნებდა:

- ნუ სწუხხარ, მეც მშვენივრად ვიცი ნადირობის წესები.

სხვა ჩიტები შორიახლო მიჰყვებოდნენ. ისე ფრთხილად მიფრინავდნენ, რომ მათი ფრთების ხმა ტოტებში მოარული სიოს ჩურჩულში იკარგებოდა, _ ჩქამსაც კი არ გამოსცემდნენ. თვით ენაჭარტალა კაჭკაჭიც კი ჭანარივით დადუმებულიყო.

ბოლოს, ბუკიოტმა და ბუმ გუბეს მიაღწიეს. იქით, ტყის გაღმა, სავსე მთვარე ნელა ამოდიოდა. გუბის პატარა ტალღები წყნარად ლივლივებდა, რის გამოც წყალში მთვარის ანარეკლი ოდნავ სხვანაირი მოჩანდა, _ ზოგჯერ წაგრძელდებოდა და დიდმუცლიან თევზს ემსგავსებოდა. 

- შეხედეთ, - წასჩურჩულა პატარა ბუკიოტმა ბუს და ნისკარტი ზედ ყურზე მიაწება, - თქვენ მას ხედავთ ზუსტად შუაგულში.

ვიქტორმა ავად მოჭუტა ცალი თვალი და უხმაუროდ წაიწია წინ, ლერწმებში. მერე ერთბაშად აფრინდა და პირდაპირ ცხვირით ჩაერჭო წყალში. გაისმა დგაფუნი. წყლის წვეთები და მთვარის შუქი ერთად მიმოიფანტა ყოველ მხარეს. მთლად გალუმპული ბუ წყლით დამძიმებული ფრთების ქნევით გაბრუნდა ტყისაკენ. გუბის ზედაპირზე უკვე აღარ ჩანდა მთვარე, მხოლოდ პატარა, შეყვითლებული ტალღები მოძრაობდნენ. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს წყალზე ათასი ოქროსფერი მარცვალი მოაბნიესო. 

- ხედავ, თქვა ვიქტორმა, - ეს არც ისე ძნელია, - მაგრამ ხმა საოცრად გაბზარული და ჩახლეჩილი ჰქონდა. ვიქტორი ალვის ხის კენწეროზე შემოჯდა, რომ ყველას დაენახა და შეექო. ჩიტები, რომლებსაც დამალვის მიზეზი აღარ ჰქონდათ, გარს შემოერტყნენ და სიცილი ატეხეს. ამის საბაბი კი ნამდვილად ჰქონდათ. შეგიძლიათ, მენდოთ; ერთ სანახაობად ღირდა ამ უზარმაზარი დამრგვალებული ბუს ყურება, რომლის თვალებსაც მთვარის ელვარება მისცემოდა. 

დარცხვენილი ბუ თავისი ფუღუროსაკენ გაეშურა. ამ ამბის შემდეგ, როცა ცხვირს გარეთ გამოყოფს, რათა ღამის ჰაერი ჩაისუნთქოს, ჩანს მხოლოდ მისი ორი დიდი თვალი, რომელიც მთვარის ორი ნატეხივით ანათებს.

 

მეთორმეტე მეცადინეობა - ბზაის ისტორიაზა ორლებნიანი, მარადმწვანე დაბალი ხეები ან ბუჩქებია. აქვს საპირისპიროდ განლაგებული სქელი ფოთლები და ერთსქესიანი ყვავილები. არსებობს 70-მდე სახეობა. კავკასიაში  ბუნებრივად გვხვდება ორი  სახეობა:  

1. კოლხური ბზა და  2. ჰირკანული ბზა, რომელიც გამოირჩევა დიდი ფოთლებითა და ნაყოფით. მოშენებულია ამ ბზის 4 სახეობა: ჩვეულებრივი ანუ მარადმწვანე, რასაც ფართოდ იყენებენ დეკორატიულ მებაღეობაში; აგრეთვე წვრილფოთოლა, იაპონური და ბალეარული ბზა.  

„კოლხური ბზა“ წარმოადგენს ბუჩქს ან 8-10 მეტრამდე სიმაღლის ხეს. გავრცელების არეალია დასავლეთ ამიერკავკასია, ძირითადად  კოლხეთი და ლაზეთი.

ზრდის ტემპი ძალზედ დაბალია, სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობაა 5-6 საუკუნე. „კავკასიური ბზა“ (კოლხური ბზა) ცნობილია „კავკასიური პალმის“ ან „პალმის ხის“ სახელწოდებით. 

საქართველოში ბზის კორომები „ბზიანები“ შემორჩენილია აფხაზეთში, მდინარე ბზიფის ხეობასა და ტყვარჩელის მახლობლად, აგრეთვე საქართველოს სხვა ნაკრძალებში.

ამ სახეობის მერქნის უმაღლესმა ღირსებამ და ზრდის ძალზედ  დაბალმა  ტემპმა ხელი შეუწყო მისი მარაგის  სწრაფ შემცირებას, რის გამოც იგი წითელ წიგნშია შეტანილი. გთხოვთ სათუთად მოეპყრათ ამ უნიკალურ სახეობას და გადაარჩინიოთ იგი გადაშენებისაგან.

ყურადსაღებია, რომ ეს მცენარე ქართულ შემეცნებაში საეკლესიო დატვირთვასაც იძენს, რაც გამოიხატება ბზობაში, ბაიობაში, მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთ მთავარ საუფლო დღესასწაულში.

მართლმადიდებლურ ღმრთისმსახურებაში ბზობის დღესასწაული ადრეულ საუკუნეებში შემოვიდა. მისი სახარებისეული შინაარსი გვამცნობს პასექის დღესასწაულზე იესო ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შესვლას, როდესაც მაცხოვარს ღმრთისმორწმუნე ხალხი ზეიმით ეგებებოდა და თაყვანისცემის ნიშნად მისი სახედრის ფეხქვეშ  თავის სამოსს ან პალმის ტოტებს-ბაიას უფენდა,  თან  ოსანას  უგალობდნენ. 

ბზის ნაკეთობებიამჟამად ბზობის დღესასწაულზე მღვდელთმსახურნი აღავლენენ სადღესასწაულო წირვა-ლოცვას და მლოცველების მიერ მიტანილ ბზის ტოტებს აკურთხებენ. ბევრ ქვეყანაში პალმის მაგივრად ბზა გამოიყენება, რუსეთში ტირიფი და ა.შ.

ბზის მაგარი და მძიმე მერქანი გარეგნულად სპილოს ძვალს წააგავს და კარგად პრიალდება. იგი ოდითგანვე გამოიყენებოდა სხვადასხვა ძვირფასი ნაკეთობების დასამზადებლად.

ქუთაისელი ხელოვანი არსენ ფოჩხუა პირველი მხატვარი იყო საქართველოში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ბზაზე კვეთილობის დიდ საქმეს და ძალიან ბევრი გააკეთა მისი წინსვლა - განვითარებისათვის. „არსენ  ფოჩხუას შემოქმედებითმა ფანტაზიამ, გამომგონებლობამ, დაუღალავმა ძიებამ კარგი ნაყოფი გამოიღო. იგი დღეს ერთადერთი მხატვარია საქართველოში, მცირე პლასტიკური ხელოვნების ამ ჟანრს - ბზაზე კვეთას რომ თავი მოაბა“ - წერდა ლადო გუდიაშვილი.

ბავშვებო, თქვენ წიგნში ნახავთ არსენ ფოჩხუას მიერ ბზაში გამოკვეთილ სულხან - საბა ორბელიანის, თამარ მეფის, ფიროსმანის პორტრეტებს; კომპოზიციას „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშს - დიდებულ ლარნაკს.

 ქვეწარმავალთა რიგს განეკუთვნება. სხეული მოქცეული აქვთ ძვლოვანი ჯავშანში, რომელიც შედგება ამობურცული ზურგის ბაკანისა და უფრო მეთორმეტე მეცადინეობა - კუს ისტორიაბრტყელი მუცლის ფარისაგან. კუების უმრავლესობას ჯავშანი დაფარული აქვს რწოვანი ფირფიტებით, ან ფარებით, ზოგიერთებს - კანით. კბილები არა აქვთ, კისერი მოძრავია. კიდურების კუნთები კარგად აქვთ განვითარებული, ტანისა კი თითქმის გამქრალია. ზურგის ტვინი უკეთესად არის განვითარებული, ვიდრე თავისა. გრძნობის ორგანოებიდან ყველაზე კარგად ფუნქციონირებს ყნოსვის, გემოვნებისა და შეხების ორგანოები.

ტანად ყველაზე დიდია ზღვის კუები (სიგრძე 2 მ, მასა 400 კგ აღწევს). საქართველოში გავრცელებულია სამი სახის კუ: ხმელთაშუა ზღვის კუები - გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს ველისა და ნახევრად უდაბნოს ზონაში, ჭაობის კუები - გვხვდება მთელი საქართველოს წყალსატევეებში, კასპიური კუები - ბინადრობს აღმოსავლეთ საქართველოს წყალსატევებში (ხშირად ჭაობის კუებთან ერთად).

ყველა კუ კვერცხმდებია, დებს 1-160 კვერცხს. კუები დიდხანს ცოცხლობს, ზოგი 200 წელს და მეტს ძლებს. კუს ხორცსა და კვერცხს მაღალი საკვები ღირებულება აქვს. ჯავშნისაგან ამზადებენ სხვადასხვა ნაკეთობას.

ზამთრის ორასდღიანი ძილისაგან  გამოღვიძებულ, დამშეულ კუს თუ საკვები ახლოს არა აქვს, ნორჩი ბალახის მოსაძიებლად დიდი მანძილის გავლაც არ აშინებს.

 

კუ და კურდღელი

კუ და კურდღელიერთხელ კუს კურდღელი შეხვდა.

- იმ მთის წვერზე გემრიელი ბალახია. წავიდეთ, პირი ჩავიტკბარუნოთ, - უთხრა კუმ კურდღელს.

შენ წადი, მე ცოტას დავისვენებ და მერე წამოგეწევი, - თქვა კურდღელმა, ხის ძირას წამოწვა და ხვრინვა ამოუშვა. შუადღისას გამოიღვიძა და სკუპ-სკუპით გაუდგა გზას. წყაროსთან წრუწუნას გადაეყარა. საღამომდე ითამაშა მასთან ერთად. მერე ისევ სკუპ- სკუპით გაემართა მთის წვეროსკენ.

„კუ ახლა ალბათ გზაშია“, - ფიქრობდა კურდღელი, მაგრამ უნდა გენახათ მისი გაოცება, როცა კუ მთის წვერზე დაუხვდა, უკვე დანაყრებული.

 

კუ  და  მორიელი

კუ და მორიელიკუ და მორიელი დაძმობილდნენ. გაუდგნენ გზასა. წინ წყალი დახვდათ. მორიელი დაღონდა, გასვლა არ შეეძლო.

კუმ უთხრა: „ზურგზე შემაჯექი, მე გაგიყვანო“. შეაჯდა მორიელი ზურგზე კუს, მაგრამ წყალში რომ შეცურდნენ, მორიელმა თავისი შხამიანი კუდით კბენა დაუწყო.

კუმ  ჰკითხა: „ძმაო, რას  შვრებიო“? მორიელმა უპასუხა: „რა ვქნა, ძმობილო, არც მე მინდა, მაგრამ ისეთი გვარისა ვარ, რომ მტერსა და მოყვარეს ყველას უნდა ვუკბინოო“.

კუმ ჩაიყურყუმალავა, მორიელი წყალს გაატანა და მიაძახა: „ძმაო, არც მე მინდა, მაგრამ ჩემი გვარი თუ დაგესლილ ტანს წყალში არ გაიბანს, გასივდება და მოკვდებაო.

როგორი თვისებებით  ხასიათდება  კუ?

 

კუმპალი

ცხელი უთოჩამოვარდა კუმპალი,

გადაყლაპა კუმ ბალი.

 

ცხელი  უთო

უთო არის ძალზე ცხელი,

არ დაიწვა, გოგო, ხელი.

გაუსვი და გამოუსვი

მოხდენილად, სწრაფად!-

დედოფალას მოუხდება

გატკეცილი კაბა...

დაჭმუჭნილი ტანსაცმელით

ხომ არ ივლის, აბა?!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ