მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 7173 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

პროზისა და პოეზიის ნიმუშები

(წაუკითხეთ თქვენს პატარებს!)

ბავშვების დაინტერესებისა და სამუშაო პროცესის უფრო საინტერესოდ წარმართვის მიზნით, პედაგოგი საკითხთან დაკავშირებით შემაჯამებელ მუშაობაში პოეზიისა და პროზის ნიმუშებს შემოიტანს.

მშობლებიც დასწავლილი სიტყვების ირგვლივ წაუკითხავენ ბავშვებს სპეციალურად შერჩეულ და წიგნში დაბეჭდილ საბავშვო ლექსებს, მოთხრობებსა და ამბებს, რათა ბუნებრივად ჩაერთონ მათი პატარები გაკვეთილების მსვლელობაში. განმტკიცდება მეორე ეტაპზე ნასწავლი ექვსი სიტყვა: ხელი, ხევი, ბუზი, ბურთი, ბუდე და კუდი.

მეთოდი წინა შემაჯამებელი გაკვეთილების ანალოგიურია.


(ხალხური)

პატარა კახიერეკლე, ჩვენი ბატონი,

ერთი პატარა კახია,

ჩააცვეს ჯაჭვის პერანგი,

გაჰკრა ხელი და გახია.

 

*******
განვედი, ძილო, და გულისსწორთ, ჩემთ, უშვი ხელი,

თორემ სულ მარტოდმარტო დავრჩი აშიყი ძველი.

თუმც სახვეწნელად გამოწვდილი შენსკენ მაქვს ყელი.

ამაღე ხელი, სიცოცხლეო, ამაღე ხელი,

(ხალხური)

ქართველო, ხელი ხმარს იკარ,

გათენდა დღე დიდებისა,

თოფ-იარაღი აისხი,

ქართველო ხელი ხმალს იკარდრო მოდის გამარჯვებისა.

მაშ, მამულს თავი შევსწიროთ

საშველად, გამოსახსნელად,

თუ მისთვის დავიხოცებით,

ჩვენ ის გვეყოფა სახელად.

 

...ცას შეასწორებს უცნობი ხელი

ცას შეასწორებს უცნობი ხელი,

დაუსრულებელს და უყავაროს,

ეს მხარე მიყვარს თვალებით შენით,

მზეების ჩემის აღმოსავალო.

 

*******

კარს სახელურად სტუმრის ხელი აქვს,

პატიოსნება ურდულად ადევს

მომე ხელი გენაცვალედა ჩვენს სუფრაზე თუ გვიმღერია,

მეზობლის ბანიც ასულა ცამდე.

 

*******
მომე ხელი, გენაცვალე,

დავივიწყოთ, რაც იყო,

ერთად ვიყოთ, ერთმანეთის

ჭირი, ლხენა გავიყოთ.

შიგპასუხა

მას უპყრია ცივი, ცხელი,

წიგნი, ცელი, სავარცხელი,

მან მასვა და მან მაჭამა,

მან ჩამაცვა ტანსაცმელი.


ბერიკაცი ვარ ნუ მომკლავ*******          
ამ ცას, ამ ზღვას, ამ ხმელეთს,

ამ ზვარს, ამ გზას, ამ ღელეს,

ამ ტბას, ამ მთას, ამ ხევებს

სიყვარული ამღერებს.

 

*******
ბერიკაცი ვარ, ჩემი ხნის

ქვაც კი აღარა გორავსო,

ნახვას ბევრისას მოვესწარ,

ბევრის თქმაც მინდა მოვასწრო

 

 

ხევი

ხევი განთქმულია თავისი საოცარი ბუნებით, სადაც დარიალის ვიწრო ხეობაში იბრძვის და გუგუნებს შმაგი თერგი. ირგვლივ ზეცამდის აწვდილი სალი კლდეებია, ძირს კი ვიწრო ბილიკები მიიკლაკნება, რომელთაც აქაფებული თერგის ზვირთები გამალებით ეხეთქებიან.

მთის მაღალი წვერიდან ამაყად გადმოგვყურებენ ბახტრისა და დარიალის უძველესი ციხეები, თუმცა ხევის სიამაყე მაინც მყინვარწვერია.

ხევის ამ დიადი ბუნებით დამტკბარს, არაერთ პოეტსა თუ მწერალს უძღვნია ქება-დიდება მისთვის (ლერმონტოვი, პუშკინი და სხვა). ხევი ხომ უცხოელი სტუმრებისა და მთამსვლელების აღთქმის ქვეყანაა, რომლებიც მყინვარწვერის ხშირი სტუმრები არიან.

 

*******  
ჩაბნელდებიან ხევებიხან რომ ცა მაიღრუბლება,

ჩაბნელდებიან ხევები,

გაჩნდება მეხთა ტკრციალი,

ათრთოლდებიან ხეები...

 

*******
დასადნობია, დადნება

მთას თოვლი, ხევში ზვავია.

გამაიმტვრევა არაგვი,

გაზაფხულობით შავია...

 

*******
რას იგონებს ნეტავ ხევი

მრავალ საუკუნეთ მტევი,

აწ რას ფიქრობს ტყიანი მთა,

რას იგონებს ნეტავ ხევიგაწოლილი როგორც დევი.

 

*******
გაგიგონიათ შვილებო,

ლოჭინის ხევი სად არი?

იმ ხევს ღმუილი სცოდნია,

შმაგია, როგორც აფთარი.

 

*******
ნისლი მთიდან მოდის დაბლა,

ტყე ალერსით მოითაფლა,

აღარა ჩანს ჩვენი უძო,

ხევი ხმაურობამ ჩაფლა



მოთხრობა

ჩვენი ხევი მთლად პატარა წყალია. ხუთი წლის ბალღს მუხლამდე ძლივს მოსწვდება. მოდის, მოჩუხჩუხებს ქვაღორღიან რიყეზე, ოქროსფრად ციმციმებს მზეში, ზოგ ადგილას თეთრადაც ქაფდება, შუაში ჩაუვლის სოფელს, გავა სოფლიდან, გაივაკებს და შეუერთდება მდინარეს. სახელიც კი არა აქვს თავისი, ყველა „ჩვენს ხევს“ ეძახის. ჩვენი ხევი ადიდდებაო, ჩვენი ხევი მთლად დაშრებაო.

ზაფხულობით მართლაც შრება ხოლმე, ბაღ-ვენახებს აღარც კი ჰყოფნის მოსარწყავად. არის ჩხუბი და თოხების ტრიალი, - არა მე უნდა წავიყვანო წყალი, არა მეო. შემოდგომასა და გაზაფხულზე, წვიმიანებში, მატულობს, ფერიც ეცვლება და ყვითლად იმღვრევა.


ბუზი და ჭიანჭველა

ერთხელ ბუზმა ჰკითხა ჭიანჭველას:

- რა არის, რომ სულ ჩუმად დადიხარ და ხმას არ იღებო?

- რა ვქნა ძმაო, ხომ ხედავ, ვმუშაობ... შენ რაღას აკეთებ?

- როგორ თუ რას, არ გესმის, როგორ ვბზუი?

ბზუილი კი მესმის, მაგრამ შენს გაკეთებულს ვერაფერს ვხადავო! - მიუგო ჭიანჭველამ.

ანდაზა: ყველა ბუზი ბზუისო, ფუტკართან ყველა ტყუისო.


ბურთი და ნიკორა

ბურთმა იგორა, იგორაბურთმა იგორა, იგორა,

მინდორი გადაიგორა,

მინდვრის ბოლოს რომ მიგორდა

ბოლოში დახვდა ნიკორა.

ნიკორამ ჰკითხა:

- ვინა ხარ?

ზღარბი, ლეკვი თუ კნუტიო,

თუ მართლა რომელიმე ხარ,

რად არ გაბია კუდიო?

იქნება კაცის თავი ხარ,

მაშინ რა უყავ ქუდიო?

- ერთი საბრალო ბურთი ვარ,

გაბერილი ვარ წყენითო,

სულ სხვის ნებაზე დავხტივარ

მთელი დღე ზევით - ქვევითო,

მიშველე რამე, ნოდარმა

მომკლა წიხლების რტყმევითო.

ნიკორას გული მოუკვდა

შემომწყრალი ჩიტიგალაღებული ლხენითო,

სულ მოუშუშა გვერდები,

ლოკა და ლოკა ენითო.

ბურთი

ზამთარია, ზამთარია,

ბავშვებს თოვლი ართობს.

ჭრელი ბურთი ფანჯარაზე

გდია მარტოდმარტო.

„ნეტავ თოვლის გუნდა ვიყო!“-

ნაღვლიანად ნატრობს.


შემომწყრალი ჩიტი

ვნახავ ახალ სამოსახლოს,

რადგან ბუდე დამიბურდე,

არ ვიცხოვრებ მე შენს ახლოს,

სხვის ეზოში დავიბუდებ.

მერცხალიროგორ გაძლებ მარტო, ვნახოთ,

მორჩა, უკვე გავიბუტე!

ჩიტის ვედრება

დღე და ღამე ვმუშაობ -

ხეზე ბუდეს ვიშენებ,

არაფერს არ ვაშავებ

და ქვას მაინც მიშენენ,

მე შენს ბაღჩას ვგუშაგობ,

გევედრები,  მიშველე!


მერცხლები

გაზაფხულზე მერცხლებმა

მიაკითხეს ბუდეს,

თითო ოჯახს ბუდეში

შვიდი კვერცხი უდევს.

გამოჩეკენ სულ მალე,

დააფრენენ გუნდებს,

დალოცავენ ჭიკჭიკით

ფისოსახლის ჭერს და ფუძეს,

შესანსლავენ მავნებელ

კოღოებს და ბუზებს.

გადაცმული კატა

გაუსვა და გამოუსვა

ქუდის საკიდარზე კუდი,

შეირხა და ჩამოვარდა,

ჩამოემხო თავზე ქუდი.

ფისოს კუდი

ჩემს პატარა ფისოს

შევუკერე კაბა,

ამოდენა ბაფთი

ყელზე გამოვაბი.


თავზე დავახურე

ამოდენა ქუდი,

ვერსად დავუმალე

ასე გრძელი კუდი.

მელა და ტურა

მთის ერთ ვიწრო ბილიკზე მელა და ტურა კინაღამ ერთმანეთს შეასკდა.

- როგორ გაბედე, რომ გზა არ დამითმე! - გაჯავრდა მელა.

- დამეთმო,  ეკალ-ბარდებში გადავსულიყავი და ტყავი დამეხია? რომელი ლომი და ვეფხვი შენ ხარ!

- არა, მაგრამ  მელა  ვარ!

- მელა რომ ხარ...  მე ტურა ვარ!

- მერე, მელა და ტურა ერთია?!

- რაც შენა ხარ, მეც ის ვარ.

- როგორ ბედავ! - აჩხავლდა მელა.

- მეც შენსავით ვთხრი სოროს, შენსავით ვნადირობ, ვიჭერ თაგვებს და ვირთაგვებს; ვიპარავ ქათამს, იხვს და ბატს. სხვა რა, ხორცი არც შენი ვარგა და არც ჩემი.

- მაგრამ ტყავი?...

- რა ტყავი?! - დაიბნა ტურა.

- ტყავი და კუდი... შენი გაქუცული კუდი კუდია? შენი არც ტყავი ვარგა და არც ბეწვი.

- ტყავი, კუდი და ბეწვი კი, მაგრამ...

- შენი არც ტყავი, არც კუდი, არც ბეწვი ვარგა და გზა მე დამეთმო?! და ასეთი ტყავი ეკალ-ბარდებზე დამეხია, ლომსა და ვეფხვსაც რომ შეშურდებათ?!
უგუნურო, შენ რომ არა გაქვს, ვისაც აქვს, იმის ფასი და ღირსება მაინც არ უნდა იცოდე?!

- შენი ტყავი და კუდი ჩემსას დაგლეჯილიც აჯობებს და ჩემს უვარგის ტყავს და გაქუცულ კუდს კიდევ დაფხრეწა და დაგლეჯა უნდა?! - აკივლდა ტურა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ