წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 1350 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ნახატისა და ნაწერის გარჩევა

შემოდის ნახატები, სადაც ხატია ორი ხე და ორი უთო. ასევე გამზადებულია ორი ფირფიტა. პირველზე წერია „ორი ხე, ხეები“; მეორე ფირფიტაზე კი „ორი უთო, უთოები“.

ამ პროცედურების დახმარებით ბავშვები გაეცნობიან მრავლობით რიცხვს (დასახელების გარეშე).

პროცედურა ნაცნობი მეთოდით წარიმართება. პედაგოგი ბავშვებს უჩვენებს ორი ხის გამოსახულებას და ეკითხება მათ, თუ რა არის მუყაოზე (ან წიგნის შესაბამის გვერდზე) დახატული?

ორი ხე ორი უთო

- აქ დახატულია ორი ხე.

სწორია, აქ დახატულია ორი ხე. როდესაც საგანი ერთზე მეტია, შეიძლება ვთქვათ, სხვაგვარადაც, „აქ ხატია ორი ხე“, ან „აქ ხატია ხეები“.

შემდეგ ყურადღებას გაამახვილებინებს მუყაოზე დაწერილ სიტყვებზე და განუმარტავს მათ, რომ აქ წერია სიტყვები: „ორი ხე“, „ხეები“. პედაგოგი ბავშვებს ისევ ეკითხება:

- რა წერია ქვემოთ?

- ქვემოთ წერია „ორი ხე“, „ხეები“.

- აქ რა ხატია? - მიუთითებს პედაგოგი მომდევნო სურათზე.

- ამ მუყაოზე ხატია ორი უთო.

- მეორენაირად როგორ მეტყვით?

- ორი უთო, ანუ უთოები.

- ქვემოთ რა წერია?

- ქვემოთ წერია „ორი უთო“, „უთოები“.

დიახ, დაფაზე გაკრულია ორი ხისა და ორი უთოს სურათი, ხოლო ქვემოთ წერია სიტყვები: „ორი ხე“, „ხეები“; „ორი უთო“, „უთოები“.

ტექსტის შესწავლისა და განმტკიცების მიზნით, ბუნებრივია მასწავლებლის მიერ ჩატარდება ექვსივე პროცედურა.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge



როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

ღის Aura