როჟანიცა 24.08 - 23.09
როჟანიცა მიწის, წყლის, მიწისქვეშეთისა და წყალქვეშა სამყაროს ღმერთად ითვლება, იგი სიცოცხლის წყაროდა და ბედის ქალღმერთად მიიჩნევა.
მისი ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ჰარმონიულები და მშვიდები, ზოგჯერ კი გაუბედავები და ზარმაცებიც კი არიან. არ უყვართ საკუთარი აზრებისა და გრძნობების სააშკარაოზე გამოტანა.
გამოირჩევიან სისუფთავის სიყვარულით, არ მოსწონთ რთულ სიტუაციებში ყოფნა და ყოველნაირად ცდილობენ მის გამარტივებას. ახასიათებთ დამოუკიდებლობა და ხშირად მარტონი მოქმედებენ ხოლმე. იმდენად ერთგული არიან საქმის, რომელსაც აკეთებენ, რომ მის გამო მზად არიან პირად სიკეთეზეც კი უარი განაცხადონ.
უყვართ ფუტკარივით შრომა და არიან სიტყვის ადამიანები, რაც შეეხება გრძნობებს, როჟენიცები ამ საკითხში თავშეკავებულები არიან და ხშირად უფრთხიან ვნებიან, მხურვალე სიყვარულს.