მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 310669 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

1. რამდენი სოკო შეხვდება თითოეულს?

რამდენი სოკო შეხვდება თითოეულს?აკაკიმ და გიორგიმ ტყეში სოკოები იპოვეს. გიორგიმ იპოვა 11 სოკო, აკაკიმ კი - 7.

ბიჭებმა გადაწყვიტეს სოკოები ოჯახის 6 წევრისათვის თანაბრად გაეყოთ.

რამდენი სოკო შეხვდა თითოეულს?



2. რამდენი ლარი აქვთ?

რამდენი ლარი აქვთ?კახა და მაკა ბაზარში წავიდნენ. კახა ეუბნება მაკას: „მომეცი 1 ლარი და მე მექნება 3 - ჯერ მეტი თანხა, ვიდრე შენ“.

მაკა პასუხობს: „არა, უკეთესია შენ მომცე 1 ლარი და ორივეს თანაბარი რაოდენობის თანხა გვექნება“.

რამდენი ლარი ჰქონია თითოეულს?




3. ფანქრები

ფანქრებიმერის და ციალას 8 ფანქარი ჰქონდათ. როცა მერიმ ციალას მისცა 3 ფანქარი, მაშინ მათი ფანქრების რაოდენობა გათანაბრდა.

რამდენი ფანქარი ჰქონდა მერის და რამდენი ციალას თავდაპირველად?



4. ზოოპარკში

ზოოპარკშიზოოპარკში 8 მელიაა. კურდღლები 2-ით ნაკლებია, ვიდრე მელიები,

ხოლო ზღარბები - 2-ჯერ ნაკლები, ვიდრე კურდღლები.

რამდენი კურდღელი და რამდენი ზღარბია ზოოპარკში?





5. მსხალი თუ ვაშლი?

მსხალი თუ ვაშლი?მსხალი 2 -ჯერ ძვირია ვაშლზე. რომელი უფრო ძვირია, 8 ვაშლი თუ 4 მსხალი? რომელი უფრო ძვირია, 8 მსხალი თუ 4 ვაშლი?

 

 

 

 

6. რა ჰქვია დას?

რა ჰქვია დას?ბაქარი, საბა და გიორგი ტყეში წავიდნენ სოკოს შესაგროვებლად თავიანთ დებთან ერთად. მათ დებს ჰქვიათ: მარიამი, ქრისტინე და ნინო.

ბიჭებმა სწრაფად გაავსეს თავიანთი კალათები და გოგონებს დაეხმარნენ.

დაასახელეთ თითოეული ბიჭის დის სახელი. გაითვალისწინეთ, რომ არც ერთი მათგანი არ ეხმარებოდა თავის დას. საბამ რამდენიმე სოკო ჩაუწყო კალათში მარიამს, ხოლო ბაქარიმ მარიამს და ნინოს.


7. ვინ გაიმარჯვა?

ვინ გაიმარჯვა?აკაკიმ თავის ძმას, გიორგის, ინფორმაცია მიაწოდა ფეხბურთის გუნდების - „დინამოსა“ და „ტორპედოს“ შეხვედრის შესახებ.

პირველ ტაიმში 2:1 მოიგო „ტორპედომ“, ხოლო მეორე ტაიმში - „დინამომ“ მოუგო 4:2.

რომელმა გუნდმა მოუგო? დასვა კითხვა გოირგიმ. რას უპასუხებდა აკაკი?

 

8. უცხოელი ტურისტები

უცხოელი ტურისტებიუცხოელი ტურისტები ექსკურსიამძღოლთან ერთად გაემგზავრნენ ქუთაისის შემოგარენის ისტორიული ადგილების დასათვალიერებლად.

სამი ტურისტი ჯგუფს სათაფლიაზე ჩამოცილდა, ორი გელათში გაიბნა, ერთი დარჩა ბაგრატის ტაძარზე, ერთიც მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ექსკურსიამძღოლი სასტუმროში მარტო დაბრუნდა.

რამდენი ტურისტი წაუყვანია მას ექსკურსიაზე?

როგორი პასუხისმგებლობის მქონე ყოფილა ექსკურსიამძღოლი? 

 

9. იპოვეთ მონეტა

იპოვეთ მონეტახუთი ერთნაირი შესახედაობის ფულის მონეტიდან ერთი მსუბუქია დანარჩენებზე.

როგორ ვიპოვოთ ყალბი მონეტა, თუ ვერ გამოვიყენებთ ასაწონ გირებს, სასწორის გამოყენების უფლება კი გვექნება არაუმეტეს ორისა?

 



რამდენი?ორმა მოჭადრაკემ 7 საათი ითამაშა.

რამდენი საათი ითამაშა თითოეულმა მოჭადრაკემ?




11. რომელი უფრო ძვირია?

რომელი უფრო ძვირია?ერთ კილოგრამ ფქვილში, ერთ კილოგრამ შაქარსა და ერთ კოლოფ ყავაში უფრო მეტი გადაიხადეს, ვიდრე ერთ კგ. ფქვილში, ერთ კგ. შაქარსა და ერთ ცალ ღვეზელში.

რომელი უფრო ძვირია: ყავა თუ ღვეზელი?



12. როგორი იქნება დაშორება?

როგორი იქნება დაშორება?ტელევიზორი კარადიდან 4 მეტრის დაშორებით დგას.

რა იქნება დაშორება ტელევიზორსა და კარადას შორის, თუ მათ გადავწევთ მარჯვნივ 2 მეტრით?



13. ვინ სად ცხოვრობს?

ვინ სად ცხოვრობს?მაკა ცხოვრობს მალვინაზე მაღლა და კახაზე დაბლა.

ფრიდონი კი - მალვინაზე დაბლა.

რომელი პიროვნება რომელ სართულზე ცხოვრობს ოთხსართულიან ბინაში?

 



14. რამდენი ყვავია?

რამდენი ყვავია?ორ ბუჩქზე იჯდა 16 ყვავი.

მეორე ბუჩქიდან საერთოდ გაფრინდა 2 ყვავი.

შემდეგ, პირველი ბუჩქიდან მეორეზე გადაფრინდა 5 ყვავი.

ამის შემდეგ ორივე ბუჩქზე ყვავების ერთნაირი რაოდენობა აღმოჩნდა.

რამდენი ყვავი იჯდა თითოეულ ბუჩქზე თავდაპირველად?

 

15. რამდენია ქლიავი?

რამდენია ქლიავი?ათი ქლიავი იწონის იმდენივეს, რამდენსაც სამი ვაშლი და ერთი მსხალი. ექვსი ქლიავი და ერთი ვაშლი იწონის იმდენივეს, რამდენსაც ერთი მსხალი.

რამდენი ქლიავი უნდა ავიღოთ, რომ მათი მასა გაუტოლდეს ერთი მსხლის მასას?





16. რამდენს იწონის თევზი?

რამდენს იწონის თევზი?მებადურს შეეკითხნენ, თუ რამდენს იწონიდა მისი დაჭერილი თევზი.

მან უპასუხა:

"კუდი იწონის ერთ კილოგრამს,

თავი იწონის იმდენს, რამდენსაც კუდი და ტანის ნახევარი,

ხოლო ტანი იმდენს, რამდენსაც თავი და კუდი ერთად“.

რამდენს იწონიდა თევზი?

 

17. დედა და შვილი

დედა და შვილიბიჭუნა 8 წლისაა, დედა კი - 38 წლის.

რამდენი წლის შემდეგ იქნება დედა 3 - ჯერ უფროსი შვილზე?







18. მამა და შვილი

მამა და შვილიროდესაც მამა 37 წლის იყო, შვილი მხოლოდ მაშინ გახდა 3 წლის.

ამჟამად შვილი 3 - ჯერ ნაკლები წლისაა, ვიდრე მამა.

რამდენი წლისაა შვილი და რამდენის მამა?




19. გაყავით თანაბრად

გაყავით თანაბრადერთ ჭურჭელში 12 ლიტრი წყალია.

როგორ გავყოთ ის თანაბრად ერთი ცარიელი რვალიტრიანისა და ერთი ცარიელი სამლიტრიანი ჭურჭლის გამოყენებით?







20. ოჯახი

ოჯახიბიჭს იმდენი და ჰყავს, რამდენიც ძმა.

ხოლო მის დებს ორჯერ ნაკლები დები ჰყავთ, ვიდრე ძმები.

რამდენი ბიჭი და რამდენი გოგონაა ამ ოჯახში?






21. ვაშლის გამყიდველის ოცნება

ვაშლის გამყიდველის ოცნებავაშლის გამყიდველი ოცნებობს:

„თუ ჩემს ვაშლებს მივუმატებ იმის ნახევარს, რაც არის და კიდევ 10 ვაშლს, მაშინ გახდება 100 ვაშლი“.

რამდენი ვაშლი ჰქონია მას?




22. რამდენი ბავშვია?

რამდენი ბავშვია?მე როდესაც მეკითხებიან, რამდენი და და რამდენი ძმა გყავსო, ვპასუხობ: „მე ძმები და დები თანაბარი რაოდენობისა მყავს -თქო“. როდესაც ჩემს დას ეკითხებიან, თუ რამდენი ძმა ჰყავს, ის პასუხობს: „ძმა 2 -ით მეტი მყავს, ვიდრე დაო“.

რამდენი ბავშვია ოჯახში?

რამდენი და და რამდენი ძმაა ოჯახში?

 

23. რა ფერის თმა აქვს თითოეულს?

რა ფერის თმა აქვს თითოეულს?სამ მეგობარს: შავაძეს, წითლაძეს და თეთრაძეს სხვადასხვა ფერის თმა აქვთ. ერთს აქვს შავი, მეორეს - თეთრი, ხოლო მესამეს წითელი ფერის თმა.

შავი ფერის თმის პატრონი ამბობს: „ჩვენი ფერის თმები არ ემთხვევა ჩვენს გვარებს“. „სწორია“, დაუდასტურა თეთრაძემ.

რა ფერის თმა აქვს თითოეულს?

 

24. სამი ძმა

სამი ძმასამი ძმა - გიორგი, აკაკი და ბაქარი - სწავლობენ ერთი სკოლის სხვადასხვა კლასში.

გიორგი არის ბაქარზე უმცროსი, ხოლო აკაკი უმცროსია გიორგიზე.

დაასახელეთ უფროსი, საშუალო და უმცროსი ძმა.





25. ადვოკატის გონებამახვილობა

ადვოკატის გონებამახვილობაგასული საუკუნის 70-იან წლებში თბილისში მოღვაწეობდა ერთი გამოჩენილი ადვოკატი. იშვიათი იყო შემთხვევა, რომ მას სასამართლოში წაეგო აღებული საქმე. ერთხელაც ის გამოვიდა ერთ საინტერესო საქმეზე და მოიგო კიდეც.
გაგაცნობთ საქმის არსს.

თბილისში ერთი მოხუცებული ქალი სახლს აქირავებდა და მცირე შემოსავლით თავს ირჩენდა.

ერთ დღეს მასთან მივიდა სამი ახალგაზრდა: ვეფხია, მინდია და თემური და იქირავეს ოთახი. ამ ოთახში ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ და სახლის პატრონს თავი ძლიერ შეაყვარეს, რადგან ქირას მუდამ დროზე იხდიდნენ, არ ხმაურობდნენ, არ სვამდნენ, არანაირად არ აწუხებდნენ არც დიასახლისს და არც მეზობლებს. თუკი დიასახლისს რაიმე დასჭირდებოდა, ისინი მზად იყვნენ მისთვის ხელი გაემართათ.

ერთ დღეს,  ეს ახალგაზრდები დიასახლისთან მივიდნენ და გააგებინეს, რომ რამდენიმე თვით ქალაქიდან მიდიოდნენ და თანაც სთხოვეს, რომ მათი ოთახი დიასახლისს არ გაექირავებინა, და სამი თვის თანხა წინასწარ დაუტოვეს.

წასვლის დღეს სამივენი მივიდნენ მასთან და უთხრეს:

- პატივცემულო დიასახლისო, ჩვენ გვაქვს ერთი ძვირფასი ოქროს ყელსაბამი, თვალმარგალიტით მოოჭვილი. ის ოცდახუთი ათასი მანეთი ღირს.

ეს ყელსაბამი გვეკუთვნის სამივეს და ვინაიდან სხვადასხვა ქალაქებში მივდივართ, არ გვინდა, რომ ის რომელიმე ჩვენგანმა წაიღოს. ვინ იცის გზაში რა შეგვემთხვევა. გთხოვთ ეს ყელსაბამი დაიტოვოთ შესანახად, ჩვენ კი მოგვეცი ხელწერილი. როცა დავბრუნდებით, ჩვენ ხელწერილს უკან მოგიტანთ, თქვენ კი ყელსაბამი უკან დაგვიბრუნეთო.

ვინაიდან ამ ყმაწვილებს იცნობდა, როგორც უპატიოსნეს ადამიანებს და ენდობოდა მათ, დიასახლისი დათანხმდა, დაიტოვა ყელსაბამი და მისცა ხელწერილი, რომელიც ასე იყო შედგენილი: „ მე, ამა და ამ პირმა, ვეფხია, მინდია და თემურისაგან შესანახად ჩავიბარე 25.000 მანეთად ღირებული ყელსაბამი. მე ვალდებული ვარ დავუბრუნო ეს ყელსაბამი მათ მაშინ, როდესაც სამივე მათგანი ერთდროულად მოვლენ და წარმოადგენენ ამ საბუთს. შეიძლება ასეც მოხდეს, რომ მოვიდნენ ორნი - მესამე პირის გარდაცვალების საბუთით, ან გაიცემა ერთ მათგანზე იმ შემთხვევაში, თუ ის დანარჩენი ორის გარდაცვალების მოწმობას მოიტანს“.

ყმაწვილებმა წაიღეს ხელწერილი, ყელსაბამი კი მოხუცს დაუტოვეს.

გავიდა ორი თვე. ჩამოვიდა ვეფხია და მეგობრები მოიკითხა. როდესაც გაიგო, რომ ჯერ არცერთი არ დაბრუნებულიყო, დაბინავდა და დაელოდა მათ.

ერთი კვირის შემდეგ მინდიაც მოადგა სახლს. როდესაც გაიგო, რომ ვეფხია უკვე ჩამოსულიყო, მასთან შევიდა ოთახში.

რამდენიმე ხნის შემდეგ ორივე მეგობარი მივიდა დიასახლისთან და სთხოვეს: ყელსაბამი მოგვეცით, ვინაიდან ჩვენი მესამე მეგობარი თემური მძიმედ გახდა ავად და ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში დავაწვინეთ; ჩვენ კი ჩამოვედით აქ, რათა ყელსაბამი გავყიდოთ და მისი წილით ავადმყოფ მეგობარსაც მოვუაროთო.

დიასახლისმა მოაგონა მათ ხელწერილი. ყმაწვილებმაც წარუდგინეს მის მიერ დაწერილი ხელწერილი. მიუხედავად ამისა, ქალმა დილამდე დრო ითხოვა და მეზობლების რჩევით გადაამოწმა, ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა თემური საავადმყოფოში. იქედან დასტური მოვიდა: „ვიმყოფები უკანასკნელ მდგომარეობაში. გემუდარებით გაეცით ყელსაბამი. თემური“.

მაშინ, მოხუცმა დაისწრო მოწმეები და ვეფხიასა და მინდიას გადასცა ყელსაბამი. ხელწერილი კი ჩამოართვა. ვეფხია და მინდია იმ დღესვე წავიდნენ თბილისიდან.

გავიდა რამდენიმე დღე და ჩამოვიდა თემური. ის დიდი პატივისცემით მიესალმა დიასახლისს და იკითხა, ხომ არ ჩამოსულან ვეფხია და მინდიაო. ამ სიტყვებზე დიასახლისს ელდა ეცა და აღელვებული შეეკითხა თემურის:

- თქვენ ახლა საიდან მობრძანდებით?

- მე? აჭარიდან.

- კი, მაგრამ, თქვენ ქუთაისში არ ყოფილხართ ავად და კლინიკურ საავადმყოფოში არ წოლილხარ?

- მე ქუთაისში საერთოდ არც შევჩერებულვარ. მე ბათუმში ვიყავი.

- თქვენ ჩემთვის დეპეშა არ გამოგიგზავნიათ?

- არც მიფიქრია... უკაცრავად, შემთხვევით ყელსაბამს ხომ არაფერი მოსვლია? რაღაც ისე აბნეულად მელაპარაკებით, რომ...

- რა მოუვიდოდა, მე ყელსაბამი შენს ამხანაგებს მივეცი, ჩემი გაცემული ხელწერილიც დამიბრუნეს, თქვენი პასუხიც მოვიდა დეპეშით... დავისწარი მოწმეები და იმათი თანდასწრებით გავეცი ყელსაბამი.

- უკაცრავად, მაგრამ თქვენი ხელწერილი მე მაქვს. თქვენ რომ მიიღეთ, ის ალბათ ყალბია. აბა, მაჩვენეთ.

დიასახლისმა გამოიტანა ხელწერილი და ის მართლაც ყალბი აღმოჩნდა.

თემურიმ დიასახლისს სასამართლოში უჩივლა. ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ ხელწერილი, რომელიც დიასახლისს გადასცეს ყალბი აღმოჩნდა, ხოლო თემურის წარმოდგენილი - ნამდვილი.

პირველ ინსტანციაში დიასახლისმა საქმე წააგო, მაგრამ კასაციით გადაიტანა შემდეგ ინსტანციაში.

როგორც პირველ ინსტანციაში, ისე მეორეში, ყველა გრძნობდა, რომ ქალი მართალი იყო, მაგრამ ვერ ახერხებდნენ მის გამართლებას, რადგან მის მიერ გაცემული ხელწერილი თემურის ჰქონდა, ის ხელწერილი კი, რომელიც დიასახლისს გადასცეს, ყალბი იყო.

ყველა ხვდებოდა, რომ ქალი თაღლითებს ჩაუვარდათ ხელში, მაგრამ ვერაფერს ახერხებდნენ.

მაშინ მოხუცს ურჩიეს მიემართა იმ გამოჩენილი ადვოკატისათვის, რომელზეც თხრობის დასაწყისში მოგახსენეთ.

ადვოკატმა მოკიდა ხელი ამ საქმეს. მან სასამართლოს მიმართა რამდენიმე სიტყვით . . . და ქალი გაამართლეს.

რა თქვა ადვოკატმა ასეთი?

 

26. რაშია შეცდომა?

ასამდე ანგარიშიმასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს:

- ყმაწვილებო, ასამდე თუ იცით ანგარიში?

- ვიცით, ვიცით...

- აბა, ვინ არის ყოჩაღი, ვინ უფრო ადრე იტყვის ჩემს შეკითხვაზე პასუხს?

პედაგოგი ორივე ხელს გაშლილი თითებით გამოსწევს წინ და იკითხავს:

- რამდენი თითი მაქვს?

- ათი, ათი... ჟრიამულით, ერთიმეორის დასწრებით წამოიძახებენ მსმენელები.

პედაგოგი სწრაფად დაუშვებს ხელებს და ისევ ეკითხება:

- ათ ხელზე რამდენი თითია?

- ასი, ასი - პასუხობენ ბავშვები.

პასუხი, რა თქმა უნდა, სწორი არაა. რატომ?

 

27. რამდენია?

რამდენია?1. რამდენი ნული გვხვდება 1-დან 100-მდე?


2. ჩაწერე ოთხი სამიანით და მოქმედებათა ნიშნებით გამოსახულება, რომლის მნიშვნელობა ტოლია 15-ის.


3. რამდენი რქა აქვს 5 მარტორქას, 8 თხას, 6 სპილოსა და 2 ჟირაფს ერთად?


4. რამდენი მეტრია სამ ათეულ კილომეტრში


5. რამდენ კუთხეს დათვლი ხუთქიმიანი ვარსკვლავის ირგვლივ?


6. მაგიდაზე დევს თერთმეტი კვერცხი. 5 კვერცხი გაბზარულია. რამდენი კვერცხია მაგიდაზე?


7. მაგიდასთან ზის სამი გოგონა და ორი ვაჟი. ერთი გოგონა მივიდა ფანჯარასთან. სულ რამდენი ბავშვია ოთახში?


8. ხის ტოტზე ზის 5 ბეღურა. ორი ბეღურა გაფრინდა, ერთი ახალი ბეღურა მეორე ტოტზე დასკუპდა. რამდენი ბეღურაა ორივე ტოტზე ერთად?


9. კალათში იყო ერთი კნუტი. გიამ იგი მეგობარს აჩუქა, მაგრამ კალათში ერთი კნუტი მაინც დარჩა. ახსენით, რატომ?


10. ბუჩქს უკან მოსჩანს ბაჭიას 8 ყური. რამდენი ბაჭია იმალება ბუჩქის უკან?


11. ბაჭიებს ერთად აქვთ 124 ყური. რამდენი კუდი ექნებათ სულ?


12. რამდენიმე ბატკანს ერთად აქვს 32 ფეხი. გამოითვალეთ, რამდენი თვალი ექნებათ სულ? რამდენი ენა ექნებათ სულ?


13. 3 ქათამი 3 დღეში დებს 3 კვერცხს. რამდენ კვერცხს დადებს 12 ქათამი 12 დღეში?


14. ბაქარის ბებია ყოველთვის აღნიშნავს თავის დაბადების დღეს. 2008 წელს ბებიამ მე-18 დაბადების დღე იზეიმა. როდის არის ბებია დაბადებული? რამდენი წლისაა იგი?


15. ნინომ ჩაიფიქრა რიცხვი. თუ მას გამოვაკლებთ 4 -ს, მაშინ დარჩება იმდენივე. რა რიცხვი ჩაუფიქრებია ნინოს?


16. ოსტატს სთხოვეს 100 სახლისთვის დაემზადებინა ნომრები. რამდენი ცხრიანის დახატვა დასჭირდება ოსტატს?

 

28) ყველაზე მაღალი მწვერვალი

ყველაზე მაღალი მწვერვალირომელი მწვერვალი იყო დედამიწაზე ყველაზე მაღალი ევერესტის აღმოჩენამდე?

 






29) ბაყაყები და გუბე

ბაყაყები და გუბეგუბის წინ ხმელეზე მზეს ეფიცხება სამი ბაყაყი. ერთმა ბაყაყმა გადაწყვიტა გუბეში გადამხტარიყო.

რამდენი ბაყაყი დარჩა ხმელეთზე?







30) ფერმერი და თხები

ფერმერი და თხებიფერმერს ჰყავდა 17 თხა და ცხრის გარდა ყველა მოუკვდა.

რამდენი თხა დარჩა ფერმერს?

 






31) უკბილოს გასაჭირი

უკბილოს გასაჭირიროდის გრძნობს უკბილო კბილებით გამოწვეულ ტკივილს?

 

 

 

 

 

32. გიგანტური აუზი

გიგანტური აუზიაუზში, რომელსაც ჰორიზონტალური ფსკერი და 1 ჰექტ ფართობი აქვს - ასხია 1 მლნ. ლიტრი წყალი.

შესაძლებელია თუ არა აუზში მოეწყოს სპორტული ასპარეზობა ცურვაში?





ორი საფულეორ საფულეში დევს ორი მონეტა (თითოში ორი), თუმცა ერთ-ერთ საფულეში ორჯერ მეტი მონეტაა.

როგორ შეიძლება ასე იყოს?






34. წვიმა

წვიმათუ საღამოს 10 საათზე კოკისპირულად წვიმს.

არის თუ არა იმის შანსი, რომ 48 საათის შემდეგ იყოს მზიანი ამინდი?






35. მგზავრები და ძაღლი

მგზავრები და ძაღლიA და B პუნქტებს შორის მანძილი 42 კმ-ია. ამ პუნქტებიდან ერთმანეთის შესახვედრად გამოვიდა ორი მგზავრი, თითეული 7 კმ/სთ სიჩქარით.

A პუნქტიდან მომავალ მგზავრს თან ახლდა ძაღლი, რომელიც მოძრაობდა 20 კმ/სთ სიჩქარით. ძაღლმა მიირბინა მეორე მგზავრამდე და მაშინვე დაბრუნდა უკან.

როცა მიირბინა პირველ მგზავრთან, კვლავ შემობრუნდა და ასე ირბინა, მგაზავრებს შორის, სანამ ისინი ერთმანეთს არ შეხვდნენ.

რამდენი კმ ირბინა სულ ძაღლმა?

 

36. უიღბლო მოხუცი

უიღბლო მოხუციერთ მოხუც კაცს ასაკი ჰკითხეს.

- "ასი წლის და რაღაც თვეების ვარ, თუმცა მხოლოდ 25 დაბადების დღე მქონდა" - უპასუხა მან.

როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო?

 




37. გაფუჭებული მაღვიძარა

გაფუჭებული მაღვიძარაგაფუჭებული მაღვიძარა ჩამორჩება საათში 4 წუთით.

3,5 საათის წინ იგი გაასწორეს. სწორი საათი აჩვენებს 12 საათს.

რა დროის შემდეგ აჩვენებს გაფუჭებული მაღვიძარა 12 საათს?


 

38. მელა და ბაყაყი

მელა და ბაყაყიმელა და ბაყაყი ერთმანეთს სირბილში ეჯიბრებიან.

მათ უნდა მიირბინონ ტყეში მდებარე კუნძთან, სანამდეც 20 მეტრია და დაბრუნდნენ უკან.

იმ დროში, რა დროშიც ბაყაყი აკეთებს სამ 2 მეტრიან ნახტომს, მელა აკეთებს ორ 3 მეტრიან ნახტომს.

რომელი მივა პირველად ფინიშთან?

 

 

39. კურდღლების სელექცია

კურდღლების სელექციარამდენი წყვილი კურდღელი შეიძლება მივიღოთ ერთი წყვილი კურდღლისგან ერთი წლის განმავლობაში, თუ შესრულებული იქნა 2 პირობა:

1 პირობა - თითეული წყვილი ერთ თვეში შობს თითო წყვილ კურდღელს. რომელიც მეორე თვიდან თავადაც ხდება კურდღლების „მწარმოებელი“,

დაასახელეთ მე-2 პირობა.

 

40. საპნის ნაჭერი

საპნის ნაჭერიდავუშვათ თქვენ გაქვთ საპნის ნაჭერი, რომელსაც იყენებთ ყოველდღიურად და ზომიერად.

7 დღის გასვლის შემდეგ, საპნის ზომები, რომელსაც პარალელეპიპედის ფორმა აქვს, შემცირდა 2 -ჯერ.

რამდენი დღე გეყოფათ კიდევ საპონი ძველ რეჟიმში მოხმარების შემთხვევაში?

 

 

პასუხები

 

იხილეთ სრულად: სახალისო მათემატიკა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ