მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 26666 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

როგორ ავირჩიოთ საათის მექანიზმისაათის შეძენის წინ, ალბათ ყველა ადამიანი დამდგარა არჩევანის წინაშე, თუ როგორი მექანიზმის საათს მიანიჭოს უპირატესობა კვარცს თუ მექანიკურს.

მექანიზმი საათის გულია, რომელიც გამართულად უნდა მუშაობდეს, ყოველგვარი, თუნდაც მცირედი გადახრების გარეშე.

ყველა მაჯის საათის შეიძლება დაიყოს ორ ძირითად ჯგუფად: მექანიკური და კვარცული.

ზოგიერთი ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში სარგებლობს კვარცის საათებით, სხვები კი უპირატესობას მექანიკურ საათებს ანიჭებენ.

რა თქმა უნდა თითეულ მექანიზმს გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები.

ძირითადი განსხვავება კვარცსა და მექანიკურ მექანიზმს შორის არის ის, თუ რა გამოიყენება ენერგიის წყაროდ, რომელიც უზრუნველყოფს მექანიზმის მუშაობას.

კვარცი (Quartz) - კვარცის საათებში ენერგიის წყაროს წარმოადგენს ელემენტი (ბატარეა), რომელიც კვებავს კვარცის საათის ელექტრონულ ბლოკს და საფეხურებრივ ელექტროძრავს. ელექტრონული ბლოკი წამში ერთხელ უგზავნის სიგნალს ძრავს, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს საათის ისრების მოძრაობას.

გამომუშავებული იმპულსების სიხშირის მაღალ სტაბილურობასა და შესაბამისად საათის ისრების სვლის მაღალ სიზუსტეს უზრუნველყოფს კვარცის კრისტალი. სწორედ ამის გამო მიიღეს კვარცის საათებმა ეს სახელწოდება.

კვარცის საათს არ სჭირდება მომართვა, რადგან მისი ელემენტი რამოდენიმე წლის მუშაობაზეა გათვლილი - 2-3 და ზოგიერთ მაღალი კლასის მოდელებში 5 წლამდეც კი.

მექანიკური (Hand Winding) – მექანიკური საათები საათების ხელოვნების კლასიკად მიიჩნევა და პრესტიჟულობის თვალსაზრისით კვარცის საათებზე მაღლა დგას.

ძალიან ბევრ ადამიანს გაცილებით მოსწონს მექანიკური საათის წამების ისრის მწყობრი სვლა ციფერბლატის გარშემო და სასიამოვნო სიმძიმე მაჯაზე.

მექანიკურ საათებში ენერგიის წყაროდ გამოიყენება სპირალისებური ზამბარა, რომელიც მოთავსებულია დაკბილულ ბოლოებიან დისკოში.

მომართვის დროს, ზამბარა იხვევა, ხოლო გაშლის დროს, მოძრაობაში მოჰყავს დისკო, რომლიც უზრუნველყოფს საათის მთელი მექანიზმის მუშაობას.

ზამბარიანი ძრავის ძირითადი ნაკლი, ზამბარის გაშლის არათანაბარი სიჩქარეა, რაც ხელს უშლის საათის სვლის იდეალურ სიზუსტეს.

მექანიკური საათების ერთ-ერთი მთავარი ნაკლია გრეთვე ის, რომ მას სჭირდება ყოველდღიური ხელით მომართვა. თუმცა ზოგიერთ ადამიანს, ვინც ფლობს ძვირადღირებულ, პრესტიჟულ ქრონომეტრიან საათს, მისი ყოველდღიური მომართვა ერთგვარ რიტუალს წარმოადგენს, რომლის წყალობითაც იგი სიცოცხლეს ჩაბერავს ძვირფას მეტალის მექანიზმს.

სამაგიეროდ მექანიკური, ხელით მოსამართი საათების კორპუსი შედარებით თხელია, რასაც მექანიკური კონსტრუქციის ნაკლები გაბარიტები განაპირობებს.

ავტომატური (automatic ან self-winding) - იგივე მექანიკური საათია, იმ განსხვავებით, რომ მას არ სჭირდება ხელით მომართვა და ენერგიას იღებს ავტომატურად.

ავტომატური მომართვის შემთხვევაში, საათის მექანიზმში ჩამაგრებულია სპეციალური ფორმის მძიმე დისკი (როტორი), რომელსაც შერეული სიმძიმის ცენტრი გააჩნია და რომელიც ბრუნავს საათის კორპუსის ნებისმიერი მიმართულებით გადაადგილების დროს.

როტორი, ბრუნვით მიღებულ ენერგიას გადასცემს მიმმართველ ზამბარას და საათის მექანიზმიც მოდის მუშაობაში. ეს საშუალებას იძლევა დღეღამეში დაახლოებით 8 საათის განმავლობაში საათმა იმუშაოს ხელით დაქოქვის გარეშე.

ავტომატური საათების ძირითადი უპირატესობა არის ის, რომ, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მას არ სჭირდება ხელით მომართვა.

მეორე უპირატესობაა ის, რომ როტორი მუდმივად ამყოფებს ზამბარას იმ მდგომარეობასთან, რაც ძალიან ახლოსაა საათის სრულ მომართვასთან, რაც საშუალებას იძლევა მიღწეული იქნას მაღალი სიზუსტე.

კიდევ ერთი უპირატესობა საათის წყალგაუმტარობაშია. ყველაზე სუსტი წერტილი წყალგაუმტარ საათებში მოსამართი თავაკია. ავტომატურ საათებში კი ეს თავაკი საათის მოსამართად თითქმის არ გამოიყენება, რის გამოც მასში წყლის ან ნესტის მოხვედრის შანსი ნაკლებია.

ავტომატური საათები რთული მოწყობილობაა. რა თქმა უნდა, სირთულესთან ერთად მაღალია მისი დაზიანების რისკიც.

ავტომატური საათების მინუსია ის, რომ კვარცის და მექანიკურ საათებთან შედარებით დიდი ზომითა და სიმძიმით გამოირჩევა, რაც განსაკუთრებით მოუხერხებელია ქალის საათებისთვის.

ავტომატური საათები დარტყმის მიმართ მგრძნობელობითაც გარმოირჩევა. თუ ავტომატური საათი სპეციალურად არ არის დამზადებული, როგორც დარტყმა გამძლე, ძლიერი დარტყმის გამო შესაძლოა როტორის სიმძიმემ მისი საყრდენები დაამტვრიოს.

ავტომატური საათების უმრავლესობაში საათის სვლის მარაგი შეადგენს 36-46 საათს, სრული დაქოქვის შემდეგ.

ზოგიერთ ავტომატურ საათს ხელით დაქოქვის ფუნქცია საერთოდ არ გააჩნია, რაც პრობლემაა მათთვის, ვისაც ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი აქვს.

ავტოკვარცული (Autoquartz Movement) - არსებობს კვარცის საათებიც, რომლებიც ასევე იყენებენ როტორის ბრუნვით მიღებულ ენერგიას.

ეს არის ავტომატური და კვარცული მექანიზმების შეთავსება, რომლის დროსაც ხელის ყოველდღიური მოძრაობით, გენერატორი მუხტავს საათის მინი აკუმულატორს.

სრულად დატენილი ბატარეა-აკუმულატორი გამართულად მუშაობს 50-100 დღის განმავლობაში.

 

რომელი საათები უფრო ზუსტია კვარცული თუ მექანიკური?

 

რომელი საათები უფრო ზუსტია კვარცული თუ მექანიკური?მექანიკური საათების სვლის სიზუსტე დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე: გარე ტემპერატურა, საათის მდებარეობა, დეტალების ცვეთის ხარისხი, რეგულირება და ა.შ.

ამიტომ, მექანიკური საათებისთვის ნორმად ითვლება ზუსტი დროიდან 15-30 წამით გადახრა დღეღამის განმავლობაში. საუკეთესო შედეგად კი მიიჩნევა 4-5 წამით გადახრა 24 საათის განმავლობაში.

კვარცულ საათებში კი ყველაფერი მარტივადაა - კვარცის გენერატორის მიერ გამომუშავებული სიხშირე პრაქტიკულად მუდმივია.

ამიტომ, კვარცის საათები იდეალური სიზუსტით გამოირჩევა. ზუსტი დროის ცდომილება ამ საათებში საშუალოდ შეადგენს თვეში 15-25 წამს, ხოლო მაღალი კლასის კვარცის საათებში ასეთი ცდომილება წელიწადში მხოლოდ 5 წამია.

როგორც ხედავთ სიზუსტის თვალსაზრისით კვარცის საათები გაციოლებით მაღლა დგას, ვიდრე მექანიკურ-ავტომატური საათები, რადგან თუ ამ უკანასკნელში ცდომილების საუკეთესო შედეგად მიიჩნევა 4-5 წამი დღეში, კვარცის საათების ცდომილების საუკეთესო შედეგი 4-5 წამია წელიწადში.

აქედან გამომდინარე, იაფფასიანი კვარცის საათებიც კი უფრო ზუსტია, ვიდრე მექანიკური, ქრონომეტრიანი საათები.

 

რომელი მექანიზმი ავირჩიოთ კვარცი თუ მექანიკური?

 

რომელი მექანიზმი ავირჩიოთ კვარცი თუ მექანიკური?მექანიკური საათები რთული მექანიზმია. რომელიც ზუსტ, ხელით რეგულირებას მოითხოვს აწყობის დროს.

ძალიან ბევრი სახელგანთქმული ბრენდის მექანიკური საათები ხომ სწორედ ხელით არის აწყობილი, მაშინ როცა კვარცის საათების მექანიზმის დამზადება და აწყობა ქარნული წესით, ავტომატურად ხდება.

აქედან გამომდინარე მექანიკურ-ავტომატური საათები კვარცის საათებთან შედარებით ძვირდაღირებულია.

გავრცელებულია მოსაზრება, რომ მექანიკური საათები კვარცის საათებთან შედარებით გამოირჩევა ხანგამძლეობით, თუმცა მთლად ასე არ არის.

კვარცის საათების მექანიზმის ყველა მოძრავ დეტალს გააჩნია იგივე მუშაოიბის რესურსი, რაც მექანიკურ საათებს.

რაც შეეხება კვარცული საათების ელექტრონულ კომპონენტების რესურსს, ეს საკითხი ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა სავარაუდოდ ეს რესურსიც ძალიან მაღალია.

ამიტომ, მაღალარისხიანი კვარცის საათები მფლობელს იმდენი ხანი მოემსახურება, რამდენიც მექანიკურ-ავტომატური საათები.

სამწუხაროდ კვარცის საათების ხანგამძლეობის ზუსტი სტატისტიკა არ მოიპოვება, რადგან ეს საათები სულ რაღაც 50 წელია რაც არსებობს.

თუ ადამიანი აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობს და აქვს მხოლოდ ერთი საათი, ამ შემთხვევაში მექანიკურ-ავტომატური საათი ოპტიმალური ვარიანტია,  მფლობელს საათის მომართვა და გასწორება შესაძლოა დასჭირდეს თვეში ერთხელ.

მაგრამ თუ ადამიანი არააქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობს და ნაკლებს მოძრაობს, უმჯობესია თუ არჩევანს კვარცის საათზე გააკეთებს, რადგან იგი მარტივი მოსახმარია და არ არის საჭირო ზრუნვა მის მომართვასა და გასწორებაზე.

ამასთან, როგორც უკვე ავღნიშნეთ, კვარცის საათები გაცილებით უფრო ზუსტია ვიდრე მექანიკურ/ავტომატური საათები.

ჯერ კიდევ 100 წლის წინ, საათები მემკვიდრეობით გადადიოდა, რადგან იგი ძვირფას და იშვიათ ნივთს წარმოადგენდა. დღესდღეობით კი ადამიანები ახალ საათებს ყიდულობენ არა იმის გამო, რომ ძველი საათი გაფუჭდა, არამედ იმის გამო, რომ იგი მოძველდა მორალურად და გამოვიდა მოდიდან.

 

მექანიზმების მწარმოებლები

 

საათის მექანიზმის მწარმოებლებირაც შეეხება საათის მექანიზმების მწარმოებლებს, მსოფლიოში არსებობს რამოდენიმე ცნობილი კომპანია, რომლებიც ყველაზე ხარისხიან და ცნობილ მექანიზმებს აწარმოებს.

ყველაზე ცნობილი ბრენდის საათები (შვეიცარული, გერმანული, იაპონური და სხვა ქვეყნები), ძირითადად სწორედ ამ მექანიზმებითაა აღჭურვილი, რაც ხარისხის გარანტიად მიიჩნევა.

ამ მექანიზმებს, საკუთარი უნიკალური სერიული ნომერი გააჩნია, რომელიც დატანილია მექანიზმის რომელიმე დეტალზე მარკირების სახით.

ორიგინალი შვეიცარული და იაპონური მექანიზმის გამოცნობა არ უნდა გაუჭირდეს არც ერთ კომპეტენტურ მესაათეს.

ყველაზე საიმედო, პრესტიჟული და სანდო მექანიზმების მწარმოებლებია:

მექანიკურ/ავტომატურ მექანიზმებში - ETA (შვეიცარია), კვარცულ მექანიზმებში - Ronda (შვეიცარია), კვარცულ/მექანიკურ მექანიზმებში - Miyota (იაპონია), კვარცულ მექანიზმებში - Time Module (TMI) (იაპონია).

 

ETA
 

შვეიცარული კონცერნი ETA - მსოფლიოში ყველაზე უმსხვილესი და ფართო ასორტიმენტის საათის მექანიზმების შვეიცარიელი მწარმოებელია, რომელიც შედის ცნობილ კონცერნში SМН.

იგი დაარსდა 1793 წელს და ოთხი საუკუნის განმავლობაში აწარმოებს მექანიზმებს სახელგანთქმული საათის მწარმოებელი კომპანიების უდიდესი ნაწილისთვის.

ეტას მექანიზმების ბაზაზე იქმნება პრაქტიკულად ნებისმიერი სირთულის ნაკეთობები: ქრონოგრაფებით, სრული კალენდრით, რეტროგრადული ფუნქციებით და ა.შ

ETA - ს ყველაზე მეტად გავრცელებული კალიბრებია: 2824-2, 2834-2, 2836-2 და ა.შ...

თუ თქვენს საათს აქვს ETA-ს მექანიზმი, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან ნამდვილად ფლობთ პრესტიჟულ და საიმედო ნივთს, რომლიც მრავალი წლის განმავლობაში მოგემსახურებათ.


Miyota


იაპონური კონცერნი Miyota დაარსდა 1981 წელს. წარმოადგენს ასევე იაპონური კონცერნის - CITIZEN WATCH CO. LTD - ის ქვედანაყოფს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი საათების კომპანიაა. იგი აწარმოებს მსოფლიოში წარმოებული საათების 22% -ს (240 მილონ საათზე მეტი წელიწადში).

კონცერნი Miyota სერიოზულ კონკურენციას უწევს მაღალი სიზუსტის შვეიცარული საათის მექანიზმების მწარმოებლებს მსოფლიო ბაზარზე. მას გააჩნია მექანიზმების წარმოების 12 სხვადასხვა მიმართულება, მათ შორის მექანიკური მექანიზმებისა (იგი აწარმოებს 3 კალიბრის მექანიკურ/ავტომატურ მექანიზმებს).

წარმატების საიდუმლო არა მხოლოდ წარმოების მოცულობაში, არამედ ყველას მიერ აღიარებულ ხარისხშია. Miyota ერთ-ერთია მსოფლიოში აღიარებული საათის მექანიზმების მწარმოებელი სამი კომპანიიდან იაპონურ Seiko და შვეიცარულ ЕТА -სათან ერთად.

ძალიან ბევრი სახელგანთქმული ევროპული, ამერიკული და იაპონური წარმოების საათები აღჭურვილია სწორედ Miyota -ს მექანიზმებით.

აღსანიშნავია, რომ Miyota-ს მექანიზმების წარმოება ხდება მხოლოდ იაპონიაში და გამოირჩევა უმაღლესი სიზუსტით და დიდი სანდოობით. ასეთი მექანიზმებია მაგალითად MIYOTA FS01 «Mini Chrono, OS90 «Professional Chrono» და სხვა.


Time Module (TMI)


კომპანია Time Module (TMI) - დაარსდა 1987 წელს სამი უმსხვილესი იაპონური კორპორაციის მიერ - Seiko Watch Corporation, Seiko Instruments Inc და Seiko Epson Corporationდღესდღეობით იგი წარმოადგენს მსოფლიო საათების ინდუსტრიის ლიდერის Seiko Group - ის მნიშვნელოვან დანაყოფს.

Time Module Inc. (TMI) შედის საათის მექანიზმების მწარმოებლების მსოფლიო ლიდერების რიცხვში. იგი ძირითადად ცნობილია მაღალტექნოლოგიური კვარცული მექანიზმების წარმოებით დევიზით - „მაღალი ხარისხი მისაღები ფასებით“.

უამრავი ევროპული, ამერიკული, რუსული, ჩინური თუ იაპონური საათის მწარმოებლები საკუთარ საათებში იყენებენ Time Module Inc. (TMI) - ის მექანიზმებს მაღალი ხარისხისა და დაბალი ფასის გამო.

TMI - ის მექანიზმებს წარმატებით იყენებენ fashion სათების მწარმოებლები, რადგან ამასთან მცირე ზომებისა და კომპაქტურობის გამო, ამ მექანიზმებით შესაძლებელია თითქმის ნებისმიერი დიზაინისა და ფუნქციონალობის საათების წარმოება.


– რეკომენდებული საათები –


ქვემოთ განთავსებულია შვეიცარული, იაპონური, გერმანული, ამერიკული და ჩინური ბრენდული საათების ფართო ასორტიმენტი ამერიკულ გიგანტ AMAZON.COM-ზე;

იქვე ნახავთ სმარტ საათების, ქალის Fashion საათების, კედლის საათებისა და მაღიძარების მრავალფეროვან არჩევანს.

ფასები მოცემულია AMAZON-ის რეგიონალური 30-60%-დე ფასდაკლებით.

 

საათები ამაზონზე
საათების ფართო ასორტიმენტი Amazon.Com-ზე
AMAZON.COM - ის პარტნიორული პროგრამა.©

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ