წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
 
  ნანახია 11915 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

დოლარის ისტორიაამერიკული დოლარი ყოველთვის წარმოადგენდა გაცხოველებულ ინტერესს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, რადგან მან საკუთარი თავი წარმოაჩინა როგორც ყველაზე უფრო სანდო და მყარმა საერთაშორისო ვალუტამ.

სიტყვა დოლარი წარმოიშვა გერმანული სიტყვისგან „ტალერი“ ("Thaler"), რომელიც წარმოადგენდა შუასაუკუნეების მონეტას. იგი პირველად გამოჩნდა გერმანიაში 1519 წელს, ხოლო მისი სახელწოდება გამყარებული იყო დიდი ზომის ვერცხლის მონეტებით.

პირველ რიგში ამ ტიპის ყველაზე მეტად გავრცელებული მონეტა გახდა პესო, რომელსაც იჭრებოდა ამერიკის ესპანურ კოლონიებში. პესოს ხშირად ესპანურ დოლარსაც უწოდებდნენ.

არსებობს დოლარის ცნობილი ნიშნის $ დაბადების რამოდენიმე ვერსია. ერთ-ერთი ვერსიით მისი გამოჩენა პესოს უკავშირდება, რადგან სიმბოლო 1732 წელს სწორედ ესპანურ პესოზე იქნა პირველად გამოყენებული ფულის ნიშნების გაფორმების მიზნით, კუპიურები მოიჭრა მეხიკოში და გაშვებული იქნა ბრუნვაში ესპანეთის სამხრეთამერიკულ კოლონიებში.

ჰერკულესის სიმბოლოს ორი ვერტიკალური ხაზი, განასახიერებდა ჰერკულესის ბოძებს, რომელიც ჰერაკლემ განათავსა ქვეყნის დასალიერზე, გიბრალტარის სრუტის ურთიერთსაწინააღმდეგო ნაპირებზე  და ამით აღნიშნა საკუთარი გმირობა (ერითიას კუნძულზე მოგზაურობა, მეფე გერიონის დამარცხება და მისი წითელი ხარების ჯოგის მოტაცება). ხოლო ასო S ამ შემთხვევაში განასახიერებდა ბოძების ირგვლივ წარმოქმნილ ტალღებს. ზოგადად კი სიმბოლო ნიშნავდა ესპანეთის საზღვაო ძლიერებას.

სხვა ვერსიით, როდესაც ესპანელებს გაჰქონდათ ამერიკული კოლონიებიდან ოქრო, ისინი ზოდებს უკეთებდნენ ნიშანს S (ესპანეთის სახელმწიფოს Spain პირველი ასო), კოლონიებიდან ოქროს გაგზავნის მომენტში ზოდებს უკეთებდნენ ნიშანს, ერთ ვერტილაურ ხაზს, ხოლო ტრანსპორტირების შემდეგ, როდესაც ოქრო ჩავიდოდა ესპანეთში მეორე ვერტიკალურ ხაზს.

დოლარის ისტორიაკიდევ ერთი გავრცელებული ვერსიით, პირველი თანამედროვე დოლარის სიმბოლო 1773 წელს გამოიყენა მდიდარმა პლანტატორმა და ვაჭარმა, ირლანდიელმა ემიგრანტმა - ოლივერ პალოკმა.

იგი იყო ამერიკელი პატრიოტების არმიის მომმარაგებელი ინგლისელი დამპყრობლების წინააღმდეგ ომის დროს, რომელიც ახდენდა ესპანელებისგან იარაღის შეყიდვას და ანგარიშსწორებას პესოთი აწარმოებდა, ხოლო მიღებული თანხები საბუღალტრო წიგნში შეყავდა ერთმანეთში გარდამავალი P და S ნიშნებით. დროთა განმავლობაში ეს ნიშანი უკვე გამოიყურებოდა როგორც S, რომელიც გადახაზული იყო ერთი ან ორი ვერტიკალური ხაზით.

საკუთარი ანგარიშები ოლივერ პალოკმა წარუდგინა ამერიკელ კონგრესმენს რობერტ მორისს, რომელიც გახდა პირველი მაღალჩინოსანი იანკი, რომელმაც ოფიციალურად დაიწყო დოლარის ამ სიმბოლოს გამოყენება დოკუმენტებში.

1797 წლის აპრილში დოლარის სიმბოლო პირველად დაიბეჭდა ჩ.ლის წიგნში „ამერიკელი ბუღალტერი“, და სწორედ ეს დრო ითვლება დოლარის სიმბოლოს დაბადების თარიღად.

აღსანიშნავია, რომ დოლარის ნიშანზე ორ ვერტიკალურ ხაზთან ერთად ერთი ვერტიკალური ხაზიც გამოიყენებოდა. ძველ მასალებში, რომელიც 1776 წლით თარიღდება, გამოყენებული იყო დოლარის სიმბოლოს 14 ვარიანტი, აქედან, 11 მათგანი ერთი ვერტიკალური ხაზით იყო და მხოლოდ 3 იყო ორი ვერტიკალური ხაზით.

ცნობილი ამერიკელი მწერალი ქალი აინ რენდი დოლარის ნიშანს თავისუფალი გონების სიმბოლოდ მიიჩნევდა, ხოლო მის ერთ-ერთ რომანში - „მხარგაშლილი ატლანტი“, აღნიშნულია, რომ სიმბოლო წარმოიშვა ამერიკის შეერთებული სტატების სახელწოდების პირველი ორი ასოსგან  (US)... ასო U ასო S - ზე იყო ზემოდან დადებული, ხოლო დროთა განმავლობაში ეს სიმბოლო დღევანდელი სიმბოლოთი შეიცვალა.

კიდევ ერთი, მსგავსი ვერსიით, შერეული U და S  დოლარის ნიშანში ნიშნავდა „ბიძია სემს“ (Uncle Sam).

დოლარის ისტორიაბევრისთვის, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორი ცათამბჯენი, ნიუ-იორკის ცენტრში, მიიჩნეოდა დოლარის სიმბოლოს ორ ვერტიკალურ ხაზად და ახალი ამერიკული საუკუნის დასაწყისად, შესაძლოა სწორედ ამიტომ იქნა იგი 2011 წლის 11 სექტემბერს აფეთქებული ტეროროსტული ორგანიზაცია ალქაიდას მიერ.

1786 წელს ამერიკის კონგრესმა ოფიციალურ ვალუტად უკვე კარგად ნაცნობი ტერმინი და გავრცელებული დოლარის სიმბოლო გამოაცხადა. 1795 წელს ამერიკაში მიიღეს ბიმეტალისტური ფულადი სისტემა (ოქროსა და ვერცხლის დოლარი) და მისი ერთგული დარჩნენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ამას შედეგად მოყვა სავალუტო კონვულსიები, რომელიც ხდებოდა ყოველთვის, როცა ოქროსა და ვერცხლის გაცვლის ლეგალური კურსი განსხვავდებოდა ბაზარზე არსებული რეალური კურსისგან.

ბიმეტალიზმი ამერიკაში გაუქმდა მხოლოდ 1900 წელს, როდესაც კანონით „ოქროს სტანდარტი“ დადგენილი იქნა დოლარის ოქროს ახალი  შემადგენლობა - 1,50463 გრამი.

1933 წელს პირველად მოხდა დოლარის  დევალვაცია 41% - ით, ეკონომიკის აღდგენის სტიმულირებისა და უმუშევრობის დამარცხების იმედით. რისი გამომწვევი მიზეზიც „დიდი დეპრესია“ იყო. ამ მომენტისთვის ტროას უნცია ოქრო (31,1034768 გრ. ) უკვე 35 დოლარზე იცვლებოდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამერიკას მოწინავე პოზიცია ეკავა ევროპული ქვეყნების ეკონომიკაში, რომელიც დეზორგანიზებული იყო ომის გამო, შედეგად მან გაამყარა საკუთარი როლი, როგორც დიდმა დერჟავამ და 1944 წელს ბრეტონ ვუდსში, გაეროს სავალუტო-საფინანსო კონფერენციაზე, ამერიკის ზეწოლით დამტკიცებული იქნა „დოლარის სტანდარტი“ - მსოფლიო სავალუტო სისტემა, რომელიც დაფუძნებული იყო დოლარის ბატონობაზე.

დოლარი - ერთადერთი ვალუტა, რომლის კონვერტირება ოქროზე იყო შესაძლებელი, გახდა საერთაშორისო ანგარიშსწორების, საბაზო-სავალუტო პარიტეტის, სავალუტო ინტერვენციისა და სარეზერვო აქტივებს გავრცელებული საშუალება.

დოლარის ისტორიამარშალის გეგმის თანახმად, დანგრეულ ევროპაში ამერიკული დოლარის დიდი ნაკადი გაედინებოდა, ომით დასუსტებულმა ევროპის ეკონომიკამ კი ვერ შეძლო წინ აღსდგომოდა აშშ - ის სავალუტო ექსპანსიას. შედეგად, მსოფლიოს ცენტრალური ბანკების ოქროთი გამყარებულ სავალუტო რეზერვების შემდგენლობაში, დოლარი უფრო და უფრო იმყარებდა პოზიციებს, ეს ლოგიკურიც იყო, რადგან ყოველთვის შეიძლებოდა ამერიკული ვალუტის ოქროზე გადაცვლა ფიქსირებული ფასით.

50 - იან წლებში, დოლარის ნაკლებობა მისი სიჭარბით შეიცვალა, რისი საფუძველიც ამერიკის საგადამხდელო ბალანსის ქრონიკული დეფიციტი გახდა. 1960 წლიდან კი დოლარის მოცულობამ, რომელსაც ფლობდნენ ამერიკის კრედიტორები, ფედერალური სარეზერვო სისტემის ოქროს მარაგს  გადააჭარბა. დადგა ბრეტონ ვუდსის სავალუტო სისტემის კრიზისი. ამერიკულ ცენტრისტულმა პრინციპი აღარ შეესაბამებიდა ძალების ახალ გადანაწილებას, რაც გამოიხატებოდა მსოფლიოს სამი ცენტრის შექმნაში აშშ - იაპონია - დიდი ბრიტანეთი.

ამერიკის მიერ დოლარის სტატუსის, როგორც სარეზერვო ვალუტის გამოყენებამ საკუთარი შიდა ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური ექსპანსიის გაფართოების მიზნით, აგრეთვე ინფლაციის ექსპორტმა, გააძლიერა უთანხმოება სახელმწიფოებს შორის და ეწინააღმდეგებოდა განვითარებადი ქვეყნების ინტერესებს. დოლარის კრიზისი დაემთხვა ხანგრძლივ დეპრესიას აშშ - ში 1969-1970 წლის ეკონომიკურ კრიზისს.

შევიდა რა ოქროს დემონეტიზაციის პროცესში, 1971 წლის აგვისტოს ბრძანებულებით, რიჩარდ ნიქსონმა გააუქმა ოქროსა და დოლარს შორის კავშირი, თუმცა დოლარის ოქროზე გადაცვლის აკრძალვის მომენტისთვის, დოლარი ნდობით სარგებლობდა თითქმის მთელს მსოფლიოში. მიუხედავად ამისა, დოლარის პრივილიგირებული სტატუსი, რომელიც არარ იყო მატერიალურად გამაგრებული, შენარჩუნდა.

მალე სავალუტო კრიზისი გარდაიქმნა მსოფლიო - ეკონომიკურ კრიზისად (1974 -1975 წ), რამაც გააძლიერა ვალუტის კურსებს შორის მერყეობა. იმის გამო, რომ ინფლაცია დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა, დოლარის კურსი განაგრძობდა დაცემას 70 - იანი წლების ბოლომდე.

ბრეტონ ვუდსის ოქროს სავალუტო სისტემის სანაცვლოდ, 1976 წელს, კინგსტონში (იამაიკა) გაიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წამყვანი სახელმწიფოების შეხვედრა, სადაც მიღწეული იქნა შეთანხმება ახალი მსოფლიო სავალუტო სისტემის ფორმირების ძირითადი პრინციპების შესახებ. იამაიკის კონფერენციის მთავარი პრინციპი იყო ფიქსირებულ სავალუტო კურსზე უარის თქმა და მცოცავ სავალუტო კურსზე გადასვლა, ანუ იმ მომენტიდან, რაც მიღწეული იქნა ეს შეთანხმება, ვალუტის კურსი განისაზღვრებოდა მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ურთიერთმოქმედებით, ანუ საბაზრო პრინციპით.

დოლარის ისტორია1977 წლიდან 2003 წლამდე დოლარის კურსმა განიცადა თავის აღმაფრენისა და დაცემის ოთხი ციკლური ეტაპი. პოპულარობის პიკს დოლარმა 1977 -1989 წლებში მიაღწია. 80 - იანი წლების ანტიინფლაციურმა პოლიტიკამ უზრუნველყო დოლარის კურსის ზრდა და სტაბილიზაცია.

80 - იან წლებში, დოლარისათვის, სერიოზული ისტორიული მოვლენა გახდა შეთანხმება Plaza Accord, ნიუ-იორკში, 1985 წლის სექტემბერში. ამ პერიოდისთვის ამერიკული დოლარი იყო რეკორდულად მაღალ დონეზე ევროპის ვალუტებისა და იაპონიის იენთან შედარებით. ამერიკელი ექსპორტიორები არახელსაყრელ პირობებში იმყოფებოდნენ საერთაშორისო ბაზრებზე საკუთარი პროდუქციის მაღალი ფასის გამო. სავაჭრო დისბალანსის გაწონასწორების მიზნით, მოხდა დოლარის დევალვაცია, რაც მიღწეული იქნა საპროცენტო განაკვეთების შესაბამისი ცვლილებებით. ამერიკის მიერ გადადგმული ამ ნაბიჯის ეფექტი, გახდა ის, რომ 1991 წელს, ამერიკული დოლარის კურსი ორჯერ დავარდა იაპონურ იენთან, ინგლისურ ფუნტთან და გერმანულ მარკასთან მიმართებაში.

1992 წლის სექტემბერში ჯორჯ სოროსის მძლავრმა სპეკულაციამ ბრიტანული ფუნტის წინააღმდეგ, მკვეთრად შეარყია მსოფლიო სავალუტო ბაზარი.

დოლართან და გერმანულ მარკასთან მიმართებაში ფუნტი სტერლინგის კოტირების მკვეთრმა დაცემამ, ბრიტანეთისთვის არა მარტო მილიარდ დოლარზე მეტი ზარალი, არამედ ფუნტი სტერლინგის დევალვაცია გამოიწვია, რის შემდეგაც რიგმა ევროპულმა ქვეყნებმა მოახდინეს საკუთარი ვალუტების დევალვაცია.

ამას გარდა ამ სპეკულაციამ ჩაშალა ერთიანი ევროვალუტის შემოღება, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ იყო ჩაფიქრებული და გადადო იგი 5 წლით. დოლარი ამ დროს გაიზარდა თითქმის 30% - ით ფუნტთან მიმართებაში, თუმცა 1993 წლის აპრილიდან მან კვლავ დაიწყო გაუფასურება და ეს გრძელდებოდა 1998 წლამდე.

დოლარმა კვლავ დაიწყო აღმასვლა 1999-2001 წლის პერიოდში. დოლარის კოტირების ძლიერი ცვლილება გამოიწვია 1998 წელს იაპონიაში მასობრივმა რეპატრიაციამ. დოლარის აქტიურმა გაყიდვამ გამოიწვია დოლარი/იენის კურსის დაცემა 136 - დან 111 - მდე სულ რაღაც სამი დღის განმავლობაში.

ეს სიტუაცია აგრეთვე გამოწვეული იყო მსოფლიოში მიმდინარე ჯაჭვური მოვლენებით, რასაც საფუძველი დაუდო რუსული რუბლის დევალვაციამ.

დოლარის ისტორიარუსულმა დეფოლტმა ყველა განვითარებადი ბაზრის უნდობლობა განმოიწვია. ამ ყველაფერს კი შედეგად მოყვა ლათინური ამერიკიდან კაპიტალის მასობრივი გადინება.

კრიზისმა აპოგეას ოქტომბრის დასაწყისში მიაღწია, როცა გახდა ცნობილი უმსხვილესი ამერიკული Hedge fund (ხეჯ ფონდი) - ის - LTCM (Long Term Capital Management) გაკოტრების შესახებ, რომელსაც გააჩნდა უზარმაზარი კაპიტალდაბანდება რუსეთში და სხვა მაღალრისკიან ბაზრებზე.

ფონდმა აქტივების 90% დაკარგა, რის შედეგადაც სერიოზულ დანაკარგებზე ალაპარაკდნენ სხვა უმსხვილესი ფონდებიც, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ LTCM -თან.

იმისათვის, რომ მოეხდინათ დანაკარგების კომპენსაცია, ფონდებმა დაიწყეს გრძელვადიანი პოზიციების დახურვა დოლარი/იენის კურსთან მიმართებაში. სარგებლობდნენ რა დაბალი საპროცენტო განაკვეთებით იაპონიაში, საერთაშორისო სპეკულიანტები რამდენიმე წლის განმავლობაში იღებდნენ კრედიტს იენებში, გადაჰყავდათ დოლარებში და დებდნენ თანხებს ამერიკის სახაზინო ვალდებულებებში, რითაც უფრო მაღალ სარგებელს ნახულობდნენ.

დოლარის ახალი გაუფასურება, უკვე XXI საუკუნეში, ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის დამსახურებით მოხდა, რომელმაც 2001 წლის განმავლობაში 3 -ჯერ შეამცირა საპროცენტო განაკვეთები და წლის ბოლოს იგი 2% - ზე ქვემოთ, რათა გამოეყვანა ქვეყნის ეკონომიკა კრიზისიდან და მოეხდინა ეკონომიკური ზრდის სტიმულაცია.

დოლარის ისტორიაბოლო წლების მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც სერიოზული გავლენა მოახდინა მსოფლიოს სავალუტო - ფინანსურ სისტემაზე და კერძოდ დოლარზეც, გახდა საერთო ევროპული ვალუტის ევროს შემოღება 2002 წლის დასაწყისში. ფინანსების დარგში წამყვანი ექსპერტების აზრით, ევროს შემოღებამ გამოწვევა გაუგზავნა დოლარს და სერიოზულად შეცვალა ფინანსური სისტემების კონფიგურაცია.

მიუხედავად დოლარის ხანგრძლივი ისტორიისა და საერთაშორისო ვალუტად მისი აღიარებისა, შეიძლება ითქვას, რომ დრო, როცა მსოფლიოს საერთაშორისო ვალუტად დოლარი ითვლებოდა, წავიდა.

მსოფლიოს ფინანსურმა სისტემამ XXI საუკუნეში შეაბიჯა სამი მსოფლიო დონის ვალუტით - დოლარი, ევრო და იენი, რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში მსოფლიო ფინანსურ ბაზარზე შესაძლოა სერიოზული ცვლილებები გამოიწვიოს.

 

იხილეთ: ყველაფერი დოლარის შესახებ

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

ღის Aura