მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 89142 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

პრეზერვატივების სწორად გამოყენებაერთი შეხედვით, პრეზერვატივს სწორად გამოყენება, იოლი ამოცანაა და ალბათ ყველა თვლის, რომ ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა ასე ნამდვილად არ არის.

სამწუხაროდ, პრეზერვატივი არ იძლევა სხვადასხვა სახის ინფექციებისგან თავდაცვის 100%-ან გარანტიას.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, პრეზერვატივების არაეფექტურობის კოეფიციენტი:

»» შიდსის დროს - 20%-მდე;

»» გონოკოკური და ქლამიდიოზური ინფექციების და ტრიქომონოზის დროს - 30%-მდე,

»» გენიტალური მიკოპლაზმის დროს - 20%-მდე;

»» გენიტალური ჰერპესის დროს - 70%-მდე;

არასასურველი ფეხმძიმობისა და სხვადასხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებებისგან  თავის დაცვის მიზნით გამოყენებული პრეზერვატივების არაეფექტურობის მიზეზი სამ ძირითადი პოზიციას ეყრდნობა:

1. პრეზერვატივის არასწორი გამოყენება.

2. პრეზერვატივის მექანიკური დაზიანება-გახევა და დაცურება.

3. პრეზერვატივის კედლების (მემბრანის) გამტარიანობის დარღვევა ვირუსებისა და ბაქტერიებისათვის.

პრეზერვატივების სწორი გამოყენებაუძლიერესი ელექტრონული აპარატურით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრეზერვატივებზე არსებობს 1000 ნანომეტრამდე დიამეტრის ნასვრეტები (ღიობები).

მაგალითისთვის - ქლამიდიის სხეულის ზომა 300 ნმ-ია. სამწუხაროდ ამ ფაქტის შესახებ რატომღაც დუმილს ამჯობინებენ.

სერიოზული კვლევები ლატექსზე არსებულ ღიობებსა და სქესობრივი ინფექციების გავრცელებას შორის კავშირზე არ არსებობს.

ჩატარებული სტატისტიკური და ექსპერიმენტალური კვლევები ამტკიცებენ, რომ პრეზერვატივი არ იძლევა ფეხმძიმობისგან და ინფექციური დაავადებებისგან თავის დაცვის 100%-იან გარანტიას.

თუმცაღა, პრეზერვატივის სწორი გამოყენება რისკების ფაქტორს მინიმუმამდე ამცირებს.


აუცილებელი წესები

 

აუცილებელი წესები შეიძინეთ მხოლოდ ცნობილი ფირმების პრეზერვატივები;

 შეიძინეთ მხოლოდ აფთიაქებში (ნუ შეიძენთ დახლებზე მზის ქვეშ, რადგან პრეზერვატივისთვის საჭიროა განსაზღვრული ტენიანობა და ტემპერატურა);

 აუცილებლად შეამოწმეთ გამოყენების ვადა, თუ მის გასვლამდე ნახევარ წელზე ნაკლებია დარჩენილი, უმჯობესია ასეთი პრეზერვატივი არ შეიძინოთ.

 შეამოწმეთ შეფუთვა (ხომ არ არის ფოლგა დაზიანებული);

 გახსენით ფოლგის ერთი მხარე ისე, რომ არ დააზიანოთ პრეზევატივი (ნუ გახსნით მას მაკრატლით და სხვა მჭრელი საგნებით. მართალია პრეზერვატივი მკვრივია, მაგრამ ის შეიძლება ადვილად დაზიანდეს ფრჩხილით ან საიუველირო ნაკეთობით);

 ნუ გამოიყენებთ პრეზერვატივს, რომლის შეფუთვის ჰერმეტულობაში ეჭვი გეპარებათ;

 გამოიყენეთ პრეზერვატივი მხოლოდ ერთჯერადად;

პრეზერვატივების სწორად გამოყენება გაიკეთეთ პრეზერვატივი მხოლოდ ერექციის მიღწევის შემდეგ. იგი სასქესო ორგანოს მთელს სიგრძეზე თანაბრად უნდა იყოს განაწილებული. ეს ხელს შეუშლის პრეზერვატივის დაზიანებას მისი გამოყენების მომენტში;

 პრეზერვატივი აუცილებლად გაიკეთეთ უშუალოდ სექუალური აქტის წინ. არ დაუშვათ მის გაკეთებამდე თქვენი სასქესო ორგანოს კონტაქტი პარტნიორის სხეულთან და სასქესო ორგანოებთან, არც აქტის წინ და არც მისი დამთავრების შემდეგ;

 პრეზერვატივის გაკეთების დროს სპერმის რეზერვუარს დააჭირეთ ცერა და საჩვენებელი თითი ისე, რომ აუცილებლად გამოიდევნოს ჰაერი (ჰაერის არსებობამ შეიძლება პრეზერვატივის გასკდომა გამოიწვიოს). მიიტანეთ სასქესო ორგანოსთან და ისე, რომ არ გაუშვათ ხელი, ნელ-ნელა, ბოლომდე  ჩამოაცვით ფუძის მიმართულებით;

 ყურადღება მიაქციეთ, რომ პრეზერვატივი გეკეთოთ მთელი სექსუალური აქტის განმავლობაში, თუ იგრძენით, რომ იგი ჩამოცურდა, მოიხსენით და სექსუალური აქტის გაგრძელებამდე გაიკეთეთ ახალი;

პრეზერვატივების სწორად გამოყენება

 ნუ გამოიყენებთ ორ პრეზერვატივს, ეს  უფრო მეტად ვერ დაგიცავთ, ხოლო ორი რეზინის ერთმანეთთან ხახუნის დროს, მათი დაზიანების რისკი საგრძნობლად იზრდება;

 ნუ გაპოხავთ პრეზერვატივს მცენარეული, ცხოველური, კულინარიული ან კოსმეტიკური ცხიმებით. უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, გამოიყენეთ მხოლოდ წყლის ბაზაზე დამზადებული საპოხი საშუალებები;

 მოიხსენით პრეზერვატივი სექსუალური აქტის დამთავრებისთანავე, დაახმარეთ ხელი, დააჭირეთ ის პრეზერვატივს ფუძესთან და ისე გამოიღეთ (გვიან მოხსნის შემთხვევაში ერექციის დაცემის შემდეგ ის შეიძლება დაცურდეს და ხელიდან გაგისხლტეთ);

 მოხსნის შემდეგ ისე, რომ სპერმა არ დაიღვაროს, პრეზერვატივი მოათავსეთ ნარჩენებისათვის განკუთვნილ ადგილზე, ნუ ჩააგდებთ მას უნიტაზში;

 პეზერვატივის მოხსნის შემდეგ ხელები თბილი, საპნიანი წყლით დაიბანეთ;

პრეზერვატივების სწორად გამოყენება• პრეზერვატივების უმრავლესობა, დამზადებულია ნატურალური ლატექსით, რომელიც ადამიანთა გარკვეულ რაოდენობაში ალერგიულ რეაქციას იწვევს, ამიტომ თუ აქტის დასრულების შემდეგ უსიამოვნო შეგრძნებები გექნათ, აუცილებელად მიმართეთ ექიმს;

 ზოგიერთ ადამიანში, სპერმიციდები, რომლითაც გაპოხილია პრეზერვატივი, ლორწოვანი გარსის დაზიანებასა და წვას იწვევს, ამიტომ თუ ასეთი სიმპტომები შენიშნეთ, მიმართეთ ექიმ-დერმატოლოგს;

პს

კონტრაცეფციის არც ერთი მეთოდი არ იძლევა  ფეხმძიმობისგან, შიდსისა და სხვა ინფექციური დაავადებებისგან დაცვის 100%-იან  გარანტიას.

მხოლოდ პრეზერვატივების სწორად გამოყენებას შეუძლია ეს რისკები მინიმუმამდე დაიყვანოს.

 

 

სექსის ენციკლოპედია © ... sex symbol - aura.ge ... ამაზონის ინტიმური მაღაზია ©

იხილეთ: ყველაფერი პრეზერვატივების შესახებ

 
 
 

კომენტარები
Ani
2021-10-18
Kitxva maq
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ