წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
 
  ნანახია 5564 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

პრეზერვატივების ისტორიაპირველწყაროებში პრეზერვატივის შესახებ ინფორმაცია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წელს განეკუთვნება.

ლეგენდის თანახმად კრეტის მეფე  მინოსი იძულებული გახდა ეზრუნა ამ უაღრესად საჭირო ნივთის გამოგონებაზე მას შემდეგ, რაც მისმა მეუღლე პასიფიამ, გადაღლილმა ქმრის მრავალრიცხოვანი სექსუალური თავგადასავლებით, დაწყევლა იგი.

წყევლის არსი  მდგომარეობდა იმაში, რომ უცხო ქალთან ყოველი სექსუალური სიახლოვის დროს, მეფის ”მოღალატე ორგანოდან” გადმოღვრილიყო შხამიანი გველებისა და მორიელების ნაკადი, ამას საბრალო მსხვერპლი სიკვდილამდე   მიყავდა. როგორც კი გავრცელდა ხმები მეფის ახალი ფიზიოლოგიური თავისებურებების შესახებ, მასთან ფიზიკური სიახლოვის მსურველთა რიცხვმა კატასტროფულად  იკლო.

მაშინ უმოქმედობით სასოწარკვეთილმა უაღრესად ტემპერამენტიანმა მეფემ, მორიგ რჩეულთან სექსის დროს მის საშოში წინასწარ  თხის შარდის ბუშტი მოათავსა. ექსპერიმენტმა გაამართლა, ქალი გადარჩა, ეჭვიანმა მეუღლემ ვერაფერი შეიტყო, ხოლო კაცობრიობა კი  ახალი აღმოჩენით გამდიდრდა.

პრეზერვატივების ისტორიაპრეზერვატივების შესახებ ინფორმაცია გვხვდება  ძველ ბერძნებში, ასევე ძველ ეგვიპტეში. მაგალითად ტუტანჰამონის აკლდამაში აღმოჩენილი იქნა კონუსური, პრეზერვატივის ფორმის ტყავის ჩაჩი. ფიქრობენ, რომ იგი სწორედ ფეხმძიმობის წინააღმდეგ გამოიყენებოდა.

ძველ მსოფლიოში თავდაცვის საშუალებად გამოიყენებოდა  მოზვერის შარდის  ბუშტი და თხის ბრმა ნაწლავი, ასევე სხვა ცხოველური წარმოშობის გარსები.

პრეზევატივები  მოხსენიებულია ძველი რომის ისტორიაშიც, იქ პრეზერვატივს ფისისგან ამზადებდნენ, იგი  სპეციალური ხსნარით იყო დამუშავებული და ახდენდა ზედაპირის გამკვრივებას. ეს იმისთვის იყო საჭირო, რომ ფისი მამაკაცის და ქალის სხეულს არ მიწებებოდა.

ძველ რომი იყო პირველი, სადაც პრეზერვატივებს დიდი რაოდენობით ამზადებდნენ ლეგიონერებისთვის. მათ შორეული ლაშქრობის წინ გარკვეული რაოდენობის გამომშრალი თხის ნაწლავებით ამარაგებდნენ.

პრეზერვატივების ისტორიალეგიონერები პრეზერვატივებს დაღუპული მტრის კუნთოვანი ქსოვილისგანაც კი ამზადებდნენ. თუმცა რომის იმპერიის დაცემის შემდეგ პრეზერვატივები შუა საუკუნეებამდე დავიწყებას მიეცა.

XV საუკუნემდე პრეზერვატივები გამოიყენებოდა აზიაშიც, თუმცა ისინი სასქესო ორგანოს მხოლოდ ზედა ნაწილს ფარავდა.

ჩინეთში მას ზეთით გაპოხილი აბრეშუმის ქაღალდისგან, ან კრავის ნაწლავისგან ამზადებდნენ.

იაპონაში კი კუს ბაკნისგან და  სხვადასხვა ცხოველების რქებისგან ქმნიდნენ.

ამავე საუკუნის ბოლოს ჰოლანდიელმა ვაჭრებმა ჩინეთიდან თხელი ტყავისგან დამზადებული პრეზერვატივების ჩამოტანა დაიწყეს, ეს პრეზერვატივები უკვე მთელს სასქესო ორგანოს ფარავდა.

შუა საუკუნეების პრეზერვატივების ისტორია, შეიძლება ითქვას, რომ კოლუმბის ამერიკაში მოგზაურობის შემდეგ დაიწყო.

კოლუმბის მეზღვაურებმა ამერიკიდან ორი რამ  ჩამოიტანეს და ”აჩუქეს” ევროპელებს - კაუჩუკი და ათაშანგი (სიფილისი). ორივე მათგანმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ სფეროს განვითარებაში.

ათაშანგს იმ პერიოდში ”ახალი სამყაროს საჩუქარი”  და  ”აბორიგენების  შურისძიება ” უწოდეს. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო პრეზერვატივების გამოყენება არა  მხოლოდ კონტრაცეპციის მიზნით, არამედ როგორც უცნაური დაავადებების წინააღმდეგ მიმართული ეფექტური საშუალება.

სიტყვა  კონდომის ზუსტი წარმოშობა  არ არსებობს. ლათინურიდან ის ითარგმნება როგორც  საცავი.

ინგლისელები თვლიან, რომ ეს სიტყვა ანალოგიური სახელის ფრანგული სოფლის სახელიდან წარმოიშვა.

პრეზერვატივების ისტორიაკიდევ ერთ ლეგენდის მიხედვით კი პრეზერვატის გამომგონებლად ითვლება ინგლისელი ექიმი გრაფი კონდომი, რომელმაც ზეთით გაპოხილი ცხოველთა ნაწლავებისგან დამზადებული სპეციალური ”ფუტლიარი” შესთავაზა დაუდგრომელ მეფე  კარლII-ეს, რომელიც მრავალრიცხოვანი უკანონოდშობილების და ვენერიული დაავადებების გამო იყო შეწუხებული.

XVI საუკუნეში ანატომიის ქირურგმა, პროფესორმა გაბრიელ ფალოპიმ პრეზერვატივი სელისგან შექმნა. ის მისი ტილოსგან პატარა ”ტომრებს” ამზადებდა და რეკომენდაციას იძლეოდა ისინი სხვადასხვა მედიკამენტებითა და არაორგანული მარილებით  გაჟღენთილიყო.

თანამედროვე პრეზერვატივებთან მიახლოვებული ანალოგების  შექმნას კი 1839 წელს ჩაეყარა საფუძველი, როცა კაუჩუკის ვულკანიზაციის პროცესი დაიწყო.

1844 წელს ტომას ხენკონმა ინგლისში, ხოლო  1845 წელს ჩარლზ გუდირმა ამერიკაში, პირველი ვულკანიზაციები დააპატენტეს. პირველი რეზინის პრეზერვატივი კი 1855 წელს იქნა გამოშვებული.

პირველი, ყველაზე ძველი პრეზერვატივი, რომელმაც  ჩვენამდე მოაღწია, აღმოჩინეს შვეციაში ქალაქ ლუნდში.

პრეზერვატივების ისტორიაპრეზერვატივი ღორის ნაწლავისგან იყო დამზადებული  და  თან ახლდა ლათინურად დაწერილი ინსტრუქცია, რომლიდანაც გამომდინარეობდა, რომ პრეზერვატივი მრავალჯერადი გამოყენების იყო.

მოხმარების წინ ის თბილ რძეში უნდა ამოვლებულიყო, რათა მფლობელი უფრო მეტად ყოფილიყო დაცული.

ეს აღმოჩენა  1640 წლით თარიღდება და ავსტრიაში, ტიროლის სახელმწიფო  მუზეუმში ინახება.

ამ აღმოჩენამდე ყველაზე ძველ პრეზერვატივად ინგლისის ქალაქ დადლის მუზეუმში დაცული, 1646 წლით დათარიღებული ექსპონატები ითვლებოდა, რომლებიც დადლის შუასაუკუნოვანი ციხესიმაგრის ტუალეტში აღმოაჩინეს.

ექსპონატებიც ცხოველებისა და თევზების ნაწლავებისგან იყო დამზადებული, თუმცა ისინი ლუნდში აღმოჩენილი პრეზერვატივისგან განსხვავებით ერთჯერადი დანიშნულების იყო.

 

იხილეთ: ყველაფერი პრეზერვატივების შესახებ

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura