მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 31635 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ფუტკრის რძე და მისი სამკურნალო თვისებები

 

ფუტკრის რძეფუტკრის რძე უნიკალური პროდუქტია, რომელიც მზადდება ახალგაზრდა მუშა ფუტკრების მიერ საყლაპავი მილისა და ზედა ყბის მუშაობის საიდუმლო მეთოდების გამოყენების საფუძველზე.

ფუტკრის რძე წარმოადგენს გელისებრი კონსისტენციის არაგამჭვირვალე მოთეთრო, ან კრემისფერ, სპეციფიკური სუნის მქონე მასას, რომელიც მჟავე და გამოკვეთილად მწვავე გემოთი ხასიათდება.

ფუტკრის რძე შეიცავს 5,46% ცხიმებსა და 12,7% ნახშირწყლებს. მიკროელემენტებიდან მის შემადგენლობაში შედის რკინა, მანგანუმი, თუთია და კობალტი. ეს არის ნივთიერებები, რომლებიც აუცილებელია სისხლის წარმოქმნისათვის.

ფუტკრის რძის შემადგენლობაში შედის აცეტილქოლინი, ქოლინესტერაზა, საჭმლისმომნელებელი ფერმენტები, ჰორმონები და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები - საერთო რაოდენობით 3,9%. აგრეთვე მინერალური მარილები, ცილოვანი ნივთიერებები, ვიტამინები, ცხიმი და შაქარი.

რძე გამოიყენება პატარა მატლებისათვის პირველი სამი დღის განმავლობაში. განსაკუთრებით იმ მატლებისთვის, რომელთაგან გამოიყვანება დედა ფუტკრები. იგი სპეციფიკურ საკვებად გვევლინება მთელი მისი განვითარების პერიოდში. მოზრდილი დედებისთვის კი გამოიყენება დროებით, ინტენსიური კვერცხისდების პერიოდში.

ფუტკრის რძე უნიკალური შემადგენლობის პროდუქტია. მასში 110 სხვადასხვა შენაერთი და მინერალური ნივთიერებაა. განსაკუთრებით ღირებულია იმით, რომ შედგება იმ შეუცვლელი ამინომჟავებით, რომელიც ჩვენს ორგანიზმს დამოუკიდებლად არ შეუძლია გამოიმუშაოს და მზა სახით უნდა მიიღოს.

მასში აღმოჩენილია დაახლოებით 22 ამინომჟავა (არგინინი, გლიცინი, ცისტეინი, ჰისტიდინი, ლიზინი, ვალინი, ლეიცინი, იზოლეიცინი, თრეონინი, სერინი, მეთიონინი, გლუტამინის მჟავა, ტრიფტოფანი და სხვ).

ამ პროდუქტის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი, პანთოტენის მჟავა, ამაგრებს თმებს, კურნავს დამწვრობას და ტროპიკულ  წყლულებს. მიკროელემენტები დიდ როლს თამაშობს სისხლწარმოქმნაში, ხელს უწყობს სისხლის წითელი ბურთულაკების გამომუშავებასა და აღდგენას.

ფუტკრის რძეს აქვს ფართო ბიოლოგიური ზემოქმედების უნარი. მისი მიკროელემენტები აქტიურად ზემოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე, აწესრიგებს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას, ამაღლებს შრომისუნარიანობას, ხსნის დაღლილობას, აჩქარებს სიმაღლეში ზრდის პროცესს და აუმჯობესებს მადას.

მისი ზემოქმედებით აქტიურდება საჭმლის მომნელებელი ორგანოების მუშაობა, წესრიგდება წნევა, სისხლში იზრდება რკინის, ერითროციტებისა და  ჰემოგლობინის შემცველობა.

ამავე დროს, იგი ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს, აჩქარებს ჭრილობებისა და წყლულების განკურნების პროცესს; ხელს უწყობს ჰორმონ ადრენალინის გამომუშავებას და სისხლში გლუკოზის აწევას.

ფუტკრის რძის მოხმარებაფუტკრის რძის სისტემატური მოხმარება იწვევს კორონარული (გულის) სისხლძარღვების და ბრონქების გლუვი მუსკულატურის გაფართოებას; ამიტომ, რეკომენდებულია ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის, სტენოკარდიის, ჰიპოტროფიისა და სხვადასხვა დაავადებათა მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.

ფუტკრის რძე მძლავრ ანტიოქსიდანტს წარმოადგენს. ფუტკრის ამ პროდუქტს შეუძლია გააუმჯობესოს ნივთიერებათა ცვლის პროცესი, აქვს ანტირადიაციული მოქმედების უნარი, ახდენს მიკროცირკულაციის ნორმალიზაციას, ამაღლებს ორგანიზმის გამძლეობას ფიზიკური და ემოციონალური დატვირთვების დროს, აჩქარებს ორგანიზმიდან შხამების გამოდევნას.

ფუტკრის რძეს გამოიყენებენ სისხლის წნევის რეგულირების მიზნითაც.

იმის გამო, რომ ფუტკრის რძე დადებითად მოქმედებს კანის საფარზე, იგი საკმაოდ ხშირად გვხვდება მრავალრიცხოვანი კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობაში.

ფუტკრის რძით მკურნალობა ყველაზე ეფექტურია შემდეგი დაავადებებისას:

»» ბავშვებში საკვების მონელების მოშლა;

»» ბრონქული ასთმა;

»» ასაკოვან ხალხში შარდის შეუკავებლობა;  

»» ნევროსთენია, ასთენია, დეპრესია;

»» სტენოკარდია, ჰიპოტონია, ენცეფალიტი;

»» ართრიტი და პოლიართრიტი;

»» ოპერაციის შემდგომი მკურნალობისათვის - ბლომად  სისხლის  დაკარგვის  შემთხვევაში;

»» მშობიარობის  შემდგომ პერიოდში;

»» ორგანიზმის  გასაკაჟებლად;

ფუტკრის რძე უნდა მიიღოთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე - 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 10-20 დღეა. კაფსულები ისე მიიღება, როგორც ვალიდოლი, ენის ქვეშ შეწოვით, რადგან გადაყლაპვის შემთხვევაში, კუჭის წვენის ზემოქმედების შედეგად, რძე კარგავს თავის მნიშვნელოვან თვისებებს.

ფუტკრის რძის შემადგენლობის აპითერაპევტული პრეპარატებია: „აპილაკი“, „ფუტკრის რძის აბები“, „ვიტადიონი“, „ლიოფილიზირებული ფუტკრის რძე ამპულებში“, „ფუტკრის რძე თაფლით“, „პოლენოვიტალი“, „ვიტასი“, „მიპროპოლი“, „კოლგელი“, „აპიდერმინი“, „ანტირიდი“.

 

ფუტკრის რძე ხალხურ მედიცინაში

 

ფუტკრის რძე ხალხურ მედიცინაშიიმუნიტეტის დაქვეითებისას - 5-15 მგ. ნატურალური ფუტკრის რძე გავიჩეროთ პირში და ვწუწნოთ ნერწყვში მთლიანად გახსნამდე - 3-ჯერ დღეში, 2-3 კვირის განმავლობაში.

წყლულოვანი ტკივილებისას - ფუტკრის რძე და თაფლი, 2:100- ზე პროპორციით, კარგად აურიეთ ფაიფურის ჭურჭელში. მიღებული მასიდან მიიღეთ 2 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში, საკვების მიღების წინ (30 წუთით ადრე) - 15-25 დღის განმავლობაში.

ღვიძლის დაავადებისას - 20 მგ. ფუტკრის რძე შეურიეთ 30-50 გრამ თაფლში. მიიღეთ ჩაის კოვზით დილით, ჭამამდე ერთი საათით ადრე, უმჯობესია ენის ქვეშ მოთავსებით და გაწოვით. მკურნალობის კურსი 3-4 კვირაა.

ჰიპოტონია, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია, თავის ტვინის ტრამვა, ათეროსკლეროზი, თირკმლების დაავადება - 20  მგ. ფუტკრის რძე ენის ქვეშ გაწუწნეთ - 3-ჯერ დღეში - 10-20 დღის განმავლობაში. 10 დღის შუალედის შემდეგ შესაძლებელია კურსის განმეორება.

ქვედა  კიდურების  ართრიტი - 10-20 მგ. ფუტკრის რძე ენის ქვეშ დადებით გაწუწნეთ 2-ჯერ დღეში (დილით და საღამოს), 10-20 დღის განმავლობაში.

ბრონქული ასთმა - 0,05 – 0,2 მგ. ფუტკრის რძე ენის ქვეშ დადებით გაწუწნეთ 3-ჯერ დღეში - 10-15 დღის განმავლობაში.

კუჭ-ნაწლავის დაზიანება ბავშვებში - ჩვილ ბავშვებს პიპეტკის საშუალებით, სწორნაწლავში, 3-ჯერ დღეში, შეუყვანეთ 5 მგ. ფუტკრის რძე; მოზრდილ ბავშვებს კი მიეცით 20 მგ., ენის ქვეშ გაწოვით, ორჯერ დღეში - 10-15 დღის განმავლობაში.

ასაკობრივი მარაზმები, ნერვული სისტემის დაზიანებები - 180 მგ. ფუტკრის რძე დღეგამოშვებით, 2-ჯერ დღეში, 15-20 დღის განმავლობაში, ან 60 მგ. ერთხელ დღეში - კუნთებში.

გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდია და გულის უკმარისობა - 10 მგ. ფუტკრის რძე, ენის ქვეშ დადებითა და გაწუწვნით,  3-4-ჯერ დღეში, 10-30 დღის განმავლობაში.

ქრონიკული ფარინგიტი - 1 გრამი ფუტკრის რძე აურიეთ 100 გრამ თაფლში. მიღებულ მასაში მარლის ტამპონი ამოუსვით და საყლაპავი მილის უკანა კედელს წაუსვით. ამ მასის გამოყენება შესაძლებელია ინჰალაციისთვისაც - პროპორციით - 1:5-ზე.

15-20 მგ. ფუტკრის რძე სასარგებლოა გადატანილი ქირურგიული დაავადებებისას და ასთენიურ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფებისათვის, მეძუძური დედების ლაქტაციის გაუმჯობესებისათვის, ფილტვების ვირუსული დაავადებისას (პროპოლისთან ერთად), აგრეთვე ქალებში კლიმაქსური  ნერვოზებისას, ვენური კრიზისის მქონე (ძლიერი თავის ტკივილები, თვალების მოძრაობის გაძნელება, სახის შეშუპება, გულის რევა) ადამიანებისთვისაც. ფუტკრის შხამთან ერთად შერეული ფუტკრის რძე - ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებისას, ინსულტისშემდგომი პარალიჩის აღსაკვეთად, მენინგიტის, ენცეფალიტებისა და ადამიანის მკვეთრი გამოფიტვისას - შემდგომი გამოჯანმრთელების მიზნით.

ფუტკრის რძე სასარგებლოა აგრეთვე ქალისა და მამაკაცის სექსუალური ფუნქციის დაქვეითებისას. იგი ენიშნება ფიზიკურად და გონებრივად ჩამორჩენილ ბავშვებსაც.

მკურნალობის კურსი ყველა შემთხვევაში 2-4  კვირაა. მნიშვნელოვანია კურსის ერთხელ ან რამდენჯერმე განმეორება 20-30 დღის შუალედით.

 

ყველაფერი თაფლის და ფუტკრის სხვა პროდუქტების შესახებ

 
 
 

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ