წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
 
  ნანახია 3650 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მკვდარი ფუტკრები - პოდმორიპოდმორის დამზადება ხდება ზამთარგამოვლილი მკვდარი ფუტკრებისგან.

პირველ რიგში, სასურველია შეირჩეს გასუფთავებული, ვიზუალურად ჯანმრთელი ფუტკრები. მნიშვნელოვანია რომ ფუტკრები იყოს ბუნებრივად დაღუპული და არა მოწამლული, რაიმე ქიმიკატით.

პოდმორისგან დამზადებული პრეპარატები აღადგენს ნივთიერებათა ცვლის პორცესს, იმუნიტეტს, ახდენს იმუნური რეაქციების ნორმალიზებას, წმენდს ორგანიზმს, აქრობს ანთებით პროცესებს, ხელს უწყობს სისხლის წნევის დასტაბილურებას და ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს.

ამავე პრეპარატების დახმარებით შესაძლებელია ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა და ჭრილობების, წყლულოვანი ან დამწვრობის დროს დაზიანებული ზედაპირის მკურნალობის დაჩქარება.

პადმორს იყენებენ სექსუალური დარღვევების სამკურნალოდ. ასევე სიმსუქნის დასამარცხებლად. კარგია ახლომხედველობისას, წარმატებით ებრძვის მასტიტს, პროსტატის ადენომას, სახსრების ტკივილს.

პოდმორს ალბობენ, ხარშავენ, ან იყენებენ ლიმინენტისა და სპირტიანი ნაყენის სახით.

დალბობის დროს, მკვდარ ფუტკრებს ახვევენ მარლაში, ალბობენ ცხელ წყალში და იდებენ მტკივნეულ ადგილებზე, იქ, სადაც ანთებითი კერებია.

ნახარშის დამზადების დროს ერთ სუფრის კოვზ პოდმორს (დაუფქველს) ასხამენ ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალს და ხარშავენ ნელ ცეცხლზე 2-3 საათის განმავლობაში. შემდეგ გაწურავენ და იღებენ 1 სუფრის კოვზს ორჯერ დღეში, ერთი თვის განმავლობაში.

ლინიმენტის დასამზადებლად პოდმორს ფქვავენ და ურევენ ზეითუნის ზეთს. მიღებულ მასას შეიზელენ კუნთის ან სახსრის ტკივილის დროს მტკივნეულ ადგილებში.

მკვდარი ფუტკრების (პოდმორის) ნაყენისპირტიანი ნაყენის მზადდება შემდეგნაირად: მკვდარ ფუტკრებს ფქვავენ, ერთ სუფრის კოვზს დაფქვულ მასას ურევენ 100 გრამ არაყში და აჩერებენ 2-3 კვირის განმავლობაში (რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო კარგია).

ამ ვადის გასვლის შემდეგ ხსნარს ფილტრავენ ორმაგი მარლით და ნაყენიც მზადაა.

ნაყენის ფერი შეიძლება იყოს სხვადასხვა, იმის მიხედვით, თუ დროის რა პერიოდში ფუტკრები შეგროვებული.

შესაძლოა ნაყენს მაინც ჰქონდეს მცირედი ლექი, მაგრამ ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

ნაყენის 20 წვეთი ერევა ნახევარ ჭიქ წყალში და იღებენ დღეში ერთხელ, ჭამის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში. წელიწადში სასურველია მიიღოთ მინიმუმ 2 თვის განმავლობაში.


იხილეთ: ყველაფერი თაფლისა და ფუტკრის სხვა პროდუქტების შესახებ

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura