წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
 
  ნანახია 5308 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ცვილიცვილი წარმოადგენს ფუტკრის საცვილე ჯირკვლების მიერ გამომუშავებულ პროდუქტს. 

ცვილში შედის 284-მდე კომპონენტი - რთული ეთერები, თავისუფალი ცხიმოვანი მჟავები, ნახშირწყლები და ა.შ.

ფუტკრის ცვილს ანტიბიოტიკური თვისებები გააჩნია, იგი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს კაროტინს (ვიტამინი А).

დღესდღეობით, ფუტკრის ცვილი შედის მრავალფეროვანი კრემების, საცხებისა და სანთლების შემადგენლობაში.

არც თუ ისე იშვიათად, იგი წარმოადგენს გამათეთრებელი, მკვებავი, გამწმენდი და დასაჭიმი ნიღბებისა და კრემების ძირითად კომპონენტს, რომელსაც იყენებენ სახის კანის მოსავლელად.

დერმატოლოგიაში ფუტკრის ცვილი გამოიყენება სხვადასხვა ტიპის კანის ანთებითი დაავადებების, ჭრილობებისა და დამწვრობების სამკურნალოდ, რადგან მას შეუძლიად საგრძნობლად გააძლიეროს კანის საფარის რეგენერაციის პროცესი.

ფუტკრის ცვილის ღეჭვა (განსაკუთრებით ანათალის), ძალიან სასარგებლოა ყელის, პირის ღრუს, ღრძილების დაავადებების დროს.

ცვილი აძლიერებს ნერწყვისა და კუჭის წვენის გამოყოფას. ამას გარდა ხელს უწყობს ისეთი მავნე ჩვევისგან თავის დაღწევას, როგორიცაა თამბაქოს მოწევა.

 

ცვილის ჩრჩილი

 

ცვილის ჩრჩილიცვილის ჩრჩილი წარმოადგენს ნაცრისფერი ღამის პეპლების სახეობას, რომლის მატლებიც საკვებად გამოიყენებენ მეფუტკრეობის იმ პროდუქტებს, რომელთა შემადგენლობაში შედის ცვილი.

ფუტკრის სკის ეს პარაზიტი პეპელა, ერთადერთი ცოცხალი არსებაა, რომელსაც ცვილის მონელება (დაშლა შეუძლია).

მეცნიერებმა ცვილის ჩრჩილის ეს თვისება გამოიყენეს ეფექტური პრეპარატების შესაქმნელად, რადგან ვირუსებისა და ბაქტერიების დამცავი გარსი თავისი თვისებებით არის ცვილის მსგავსი,  ხშირად იდენტურიც კი, რის გამოც ძალიან მდგრადია ქიმიური ზემოქმედების მიმართ.

ამიტომ, ფარმაცევტული პრეპარატები ვერ ახერხებენ მათ დაშლას. ხოლო ცვილის ჩრჩილის საკვების მომნელებელ ფერმენტებს - ლიპაზას და ცერაზას - შეუძლიათ ცვილი დაშალონ მარტივ ნივთიერებებად. დამცავი გარსის გარეშე დარჩენილ მიკრობსა და ბაქტერიას კი უკვე ნებისმიერი ანტიბიოტიკი ანადგურებს. 

ცვილის ჩრჩილს უძველესი დროიდან იყენებდნენ, ჭლექით დაავადებულების, უშვილო ქალებისა და მოხუცებისთვის.

დღესდღეობით ფუტკრის ცვილის ექსტრაქტი წარმატებით გამოიყენება რესპირატორული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების წინააღმდეგ.

ექსტრაქტს აგრეთვე ახასიათებს ჰიპოტენიზური, კარდიოტროპული და ადაპტოგენური მოქმედებები.

მისი საშუალებით შესაძლებელია სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირება, უჯრედების ზრდისა და დაყოფის აღდგენა.

14 წლამდე მოზარდებს, ცვილის ჩრჩილისგან დამზადებულ ექსტრაქტს აძლევენ - 1 წვეთს - 12 კგ წონაზე შეფარდებით. წვეთების აუცილებელი რაოდენობა იხსნება 30 მლ წყალში და მიღება ხდება დღეში ორჯერ საკვების მიღებამდე,

14 წლის ზემოთ ბავშვებსა და უფროსებს ექსტრაქტი ენიშნებათ - 15-20 წვეთი 30 მლ წყალში. თერაპიის კურსი შეადგენს 1,5 თვეს.


იხილეთ: ყველაფერი თაფლისა და ფუტკრის სხვა პროდუქტების შესახებ

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge



როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

ღის Aura