წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
 
  ნანახია 20586 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

სმარტფონების მრავალსახეობასმარტფონი არის გაუმჯობესებული მობილური ტელეფონი, რომელსაც გააჩნია სრულფასოვანი ოპერაციული სისტემა და ფაქტიურად წარმოადგენს მინი კომპიუტერს.

სმარტფონს შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რასაც აკეთებს მობილური ტელეფონი, მხოლოდ გაცილებით უკეთესად. გარდა ამისა, მის შესაძლებლობებშია:
შევიდეს ინტერნეტში მაღალსიჩქარიანი Wi-Fi, 3G, 4G LTE - ის საშუალებით, გახსნას ფოსტა ან ინტერნეტ საიტები ჩვეულებრივი სახით, ისე როგორც კომპიუტერში;
 ჰქონდეს ინტეგრაცია დიდი რაოდენობით მრავალფეროვან სანავიგაციო პროგრამებთან, ინტერნეტთან მიერთების გარეშე;
გაუშვას რეალისტური, სამგანზომილებიანი თამაშები.;
იმუშაოს ყველა სოციალურ ქსელში ერთდროულად, ერთ ეკრანზე;
გახსნას და რედაქტირება გაუკეთოს საოფისე დოკუმენტებს;
ჩართოს და უჩვენოს თანამედროვე მუსიკალური და ვიდეო ფორმატების უმრავლესობა დამატებითი კონვერტაციის გარეშე;
სრულყოფილად იმუშაოს სერვისთან YouTube - (არა მარტო ნახოთ ვიდეო, არამედ ატვირთოთ კიდეც საკუთარი ვიდეო რგოლი სურვილის შემთხვევაში);
გადმოწეროთ ნებისმიერი პროგრამა და აპლიკაცია კომპიუტერის გარეშე, ონლაინ სერვისების საშუალებით;
და სხვა...


სმარტფონის კლასი


სმარტფონების კლასითანამედროვე სმარტფონი
- სმარტფონი რომელიც აკმაყოფილებს მობილური კავშირისა და ინტერნეტ-სოციალური ურთიერთობის ყველა მოთხოვნას. გააჩნია ყველა აუცილებელი ფუნქცია და შესაძლებლობა ადამიანის ყოველდღიური მოღვაწეობისთვის.

ამასთან აქვს მიმზიდველი, თანამედროვე დიზაინი, გამოირჩევა მართვის სიმარტივით, მინიმუმი დამატებითი შესაძლებლობებით და მისაღები ფასით.

პრემიუმ კლასის სმარტფონი - ეს არის მობილური მოწყობილობა, რომელიც არის ფლაგმანი თავის კლასში და ერთი თავით აღემატება სხვა სმარტფონებს მთელი რიგი თვისებებით.

ეს თვისებები შეიძლება იყოს კორპუსის მასალის ხარისხი (ტიტანი, ალუმინი, მინა, მაღალხარისსხიანი კარბონი და ა.შ), მწარმოებლობა (პროცესორი, ოპერატიული მეხსიერება და ა.შ) და მულტიმედიური შესაძლებლობები (ეკრანის ხარისხი, გაფართოება, მაღალპიქსელებიანი მთავარი და ფრონტალური კამერა და ა.შ).

სმარტფონი - კამერაფონი - ასეთ სმარტფონს გააჩნია 8-დან 50 მეგაპიქსელამდე მთავარი და 1-დან 5 მპ-მდე ფრონტალური კამერა, საუკეთესო ეკრანის გაფართოება, დიაგონალი და რაც მთავარია - მატრიცა და ოპტიკა, რომლის ხარისხი უახლოვდება და ზოგჯერ აჭარბებს კიდეც  კომპაქტური ციფრული ფოტოაპარატების ხარისხს.

კამერაფონების საშუალებით, შესაძლებელია იმდენად ხარისხიანი ფოტოსურათების მიღება, რომ ყოველთვის არ არის შესაძლებელი ერთი შეხედვით გაარჩიოთ ერთმანეთისგან კამერაფონითა და მაღალი კლასის ციფრული ფოტოაპარატით გადაღებული ფოტოები.
ასეთი სმარტფონები განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვინც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფოტოსურათების გადაღებას, რადგან ამ შემთხვევაში აღარ არის საჭირო ორი მოწყობილობის ტარება.

მუსიკალური სმარტფონი - ასეთ სმარტფონებში, მუსიკის ჟღერადობის ხარისხი, უტოლდება კარგი ხარისხის მუსიკალური ფლეერების ჟღერადობის ხარისხს, ხოლო აპარატის კორპუსზე, განთავსებულია სპეციალური ღილაკები, რომელიც ტიპიურია ფლეერებისთვის - მუსიკის ჩართვა, გადახვევა, პაუზა და ა.შ.

სპეციალურად მელომანებისთვის, მუსიკალურ სმარტფონი დაკომპლექტებულია დიდი მოცულობის მეხსიერების ბარათით, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა ჩაწერონ და მოუსმინონ დიდ რაოდენობით მუსიკალურ ფაილებს.

სმარტფონი 2 სიმ ბარათით - ასეთი სმარტფონი მოსახერხებელია მათთვის, ვისაც აქვს ორი მოქმედი სიმ ბარათი და არ სურს 2 ტელეფონის ტარება.

როგორც წესი, ასეთი სმარტფონები ოდნავ დიდია (შეიძლება არა) ანალოგიურ მოდელებთან შედარებით, ეს გამოწვეულია იმით, რომ თითოეული  შIM ბარათისთვის გამოყენებულია საკუთარი ანტენა (აპარატის კორპუსში 2 ანტენაა).

გასათვალისწინებელია, რომ ეს იწვევს სმარტფონის ენერგომოხმარების რამდენადმე გაზრდას.

სმარტფონი მძლავრი ბატარეით - ასეთ სმარტფონებში, დიდი ყურადღება არის გადატანილი ბატარეის სიმძლავრეზე. სხვა მის ფუნქციებზე არ არის გამახვილებული ყურადღება და შესაძლოა აპარატი არ გამოირჩეოდეს მაღალი მწარმოებლობით და მულტიმედიური ფუნქციებით.

ასეთი აპარატები გამოდგენა მათთვის, ვინც დროის უმეტეს ნაწილს ტელეფონით საუბარში ატარებს. ან ხშირად იმყოფება მივლინებებში, საველე პირობებში და არ სურს ხშირად დადგეს დასამუხტი საშუალების გამოყენების წინაშე.

სმარტფონი დაცული კორპუსით - ასეთ სმარტფონი უძლებს დარტყმას, არ ეშინია დავარდნის, არ ატარებს მტვერს და კარგად უძლებს ნესტიან გარემოს.

დღესდღეობით უკვე არსებობს საკმაო რაოდენობის მოდელები, რომლებიც წყლის ქვეშ რამოდენიმე მეტრის პირობებში და განსაზღვრული დროის განმავლობაში ყოფნის შემდეგაც კი განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას.

სმარტფონი მანდილოსნებისთვის - ეს არის სმარტფონები, რომლებიც სპეციალურად ქალებისთვისაა გაფორმებული. - ეს შეიძლება იყოს კორპუსზე დატანილი სხვადასხვა ფერის თვლები (სვაროვსკის, შეიძლება ძვირფასიც), გამჭვირვალე სურათები და სხვადასხვა პრინტები.

გარდა ამისა, ქალებისთვის განკუთვნილ სმარტფონებში შესაძლოა ჩატვირთული იყოს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა (მაგალითად: ქალაქის ახალი ბუტიკების ან ფიტნეს კლუბების სია, რეცეპტებისა და დიეტების ნაკრები და ა.შ).

ასეთ სმარტფონებს შეიძლება ჰქონდეს ინკრუსტაცია (დეკორირება), გრავირება, ან დაფარული იყოს აეროგრაფიით. ასეთი აპარატები შესანიშნავი საჩუქარია ქალბატონებისთვის ან უბრალოდ, ძვირფასი აქსესუარის მოყვარული პიროვნებებისთვის.

სმარტფონი  ორიგინალური დიზაინით -  სხვა მობილური მოწყობილობებისგან გამოირჩევა უჩვეულო დიზაინით.

შეიძლება გააჩნდეს იგივე ან მეტი ფუნქციონალი, რაც თანამედროვე სმარტფონებს, თუმცა ზოგჯერ მისი მომხიბვლელი დიზაინის მიღმა შეიძლება იმალებოდეს მხოლოდ ჩვეულებრივი მობილური ტელეფონის ფუნქციები.


პროცესორი


სმარტფონის პროცესორითქვენი მომავალი სმარტფონის სისწრაფე დამოკიდებულია 3 ძირითად კომპონენტზე: პროცესორზე, გრაფიკულ ბირთვზე და ოპერატიულ მეხსიერებაზე.

სწორედ ეს კომპონენტები განსაზღვრავენ, თუ რამდენად მწყობრად იმუშავებს სმარტფონის ინტერფეისი, გაჭედავს თუ არა თამაშები და რამდენად სწრაფად გაეშვება პროგრამები.

სმარტფონის პროცესორი - ტელეფონის ტვინს წარმოადგენს. სწრაფი პროცესორით შესაძლებელია სხვადასხვა პროგრამებისა და აპლიკაციების სწრაფად გახსნა, მაღალხარისხიანი თამაშების შეფერხებებისა და გაჭედვების გარეშე თამაში და ვიდეო ფაილების რედაქტირებაც კი.

მნიშვნელოვანია ბირთვების რაოდენობა. დღესდღეობით ბაზარზე ძირითადად წარმოდგენილია 2, 4, 8 და 10 ბირთვიანი პროცესორები.

ზოგადად, რაც უფრო მეტი რაოდენობის ბირთვს იყენებს პროცესორი, მით უფრო მეტი ამოცანის შესრულებაა შესაძლებელი  ერთდროულად. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ სმარტფონების შემთხვევაში სრულიად საკმარისია 4 ბირთვიანი პროცესორი.

მაგრამ, თუ სმარტფონი თქვენთვის წარმოადგენს კომუნიკატორს, რომლის საშუალებითაც სერიოზული სამუშაოების შესრულება გიწევთ, ამ შემთხვევაში სასურველია არჩევანი 8 ბირთვიან პროცესორზეც გააკეთოთ.

სმარტფონის სტაბილურად და შეუფერხებლად მუშაობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს პროცესორის ტაქტიკურ სიხშირეს, რომელიც თანამედროვე სმარტფონებში მერყეობს - 800 - დან 2500 მეგაჰერცამდე. ამიტომ, თუ გსურთ, უპრობლემო და შეუფერხებლი მუშაობა, სასურველია, თუ თქვენი სმარტფონის პროცესორის სიხშირე არ იქნება 1000-1500 მგჰ-ზე ნაკლები.

რაც შეეხება პროცესორების მწარმოებლებს, დღესდღეობით თანამედროვე სმარტფონების დიდი ნაწილი აღჭურვილია ულტრათანამედროვე მიკროპროცესორებით - Snapdragon 600 (625, 653 და ა.შ) 800 (821, 835 და ა.შ) NVIDIA Tegra 4.., Exynos 5..., Medfield, Clover Trail, Adreno, Mali, Apple A 5, A6, A7... და სხვა


მეხსიერება
(RAM & ROM)


სმარტფონის მეხსიერებაისევე, როგორც პლანშეტებსა და ნოუთბუქებში, მეხსიერება სმარტფონებსაც აქვთ ორი ტიპის - (RAM) და მუდმივი (ROM).

ოპერატიული მეხსიერება, თანამედროვე სმარტფონებში მერყეობს - 1 გბ-დან 8-გბ-მდე (შეიძლება იყოს მეტიც).

2 გბ-ზე ნაკლებ ოპერატიულ მეხსიერებას, სმარტფონებში აზრი არა აქვს, ისევე როგორც 4-6 გბ-ზე მეტს. და უფრო მეტი მეხსიერება, უბრალოდ მარკეტოლოგების ხრიკს წარმოადგენს.

ნორმალურ, კარგი ხარისხის სმარტფონებში, პროგრამებთან და აპლიკაციებთან სამუშაოდ 3 გბ ოპერატიული მეხსიერებაც კი სრულიად საკმარისია. ერთადერთი, რასთან დაკავშირებითაც ასეთ სმარტფონს შეიძლება ცოტა გაუჭირდეს, არის მაღალი ხარისხისა და გარჩევადობის თამაშები, თუმცა ესეც კი ნაკლებად შესამჩნევია. ხოლო 2-4 გბ ოპერატიული მეხსიერების სმარტფონი სრულიად აკმაყოფილებს ნებისმიერ მოთხოვნებს.

რაც შეეხება შიდა, ანუ სამომხმარებლო მეხსიერებას, იგი სმარტფონებში მერყეობს 16 დან 256 გბ-მდე (ვარიანტებით: 16, 32, 64, 128, 256 გბ).

ის, თუ რამდენი გბ შიდა მეხსიერება უნდა ჰქონდეს სმარტფონს, ინდივიდუალურია. თუ სმარტფონი მხოლოდ სატელეფონო ზარებისთვის, ინტერნეტში სერფინგისთვის და მცირე ზომის ფაილების (ფოტო, ვიდეო და ა.შ) გჭირდებათ, სრულიად საკმარისია 16 ან 32 გბ შიდა მეხსიერება, მაგრამ თუ სმარტფონით დიდი რაოდენობით მულტიმედიური ფაილების შენახვას გეგმავთ (ფოტო, ვიდეო, ფილმები), ან დიდი მოცულობის აპლიკაციების ან მაღალხარისხიანი თამაშებისთვის გჭირდებათ - მაშინ რეკომენდებულია 64, 128 გბ და მეტი შიდა მეხსიერების სმარტფონის შეძენა.

გარდა ამისა, ბევრ სმარტფონს აქვს მეხსიერების ბარათის (microSD) ჩასადები სლოტი, რომელსაც აქვს 64 გბ-დან  -2 ტერაბაიტამდე ბარათების მხარდაჭერა.

მეხსიერების ბარათები კი შეიძლება იყოს სამი ტიპის -  micro (SD), micro (SDHC) და micro (SDXC)..

SD და SDHC ბარათები არის სტანდარტული მინი და მიკრო ფორმატების, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფიზიკური ზომით. გარდა ამისა, micro (SDHC) ხასიათდება მონაცემთა გადაცემის მაღალი სიჩქარით და მეტი ტევადობით.

რაც შეეხება SDXC ბარათებს, მათი მოცულობა მერყეობს 32 გბ - დან 2 ტერა ბაიტამდე (თუმცა ასეთი მაღალი მეხსიერების ბარათები ძირითადად გამოიყენება არა სმარტფონებში, არამედ სხვა მოწყობილობებში).

ასე, რომ შიდა მეხსიერებისა და მეხსიერების ბარათის შეჯერებით, შესაძლებელია თქვენს საჭიროებაზე მორგებული სასურველი მეხსიერების სმარტფონის არჩევა.


ეკრანი


სმარტფონის ეკრანიეკრანის ზომა - დისპლეი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სმარტფონის შერჩევის დროს, რადგან სწორედ ის არის პასუხისმგებელი ვიზუალური ინფორმაციის გადმოცემის ხარისხზე.

ეკრანის არჩევის დროს, ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული მის ზომაზე (დიაგონალზე), გაფართოებაზე და მათ გონივრულ შეთავსებაზე.

რაც უფრო დიდია ეკრანის ზომა (დიაგონალი) - მით უფრო მეტი ინფორმაციას გამოსახავს იგი, უფრო მოსახერხებელი კითხვა, ფოტო და ვიდეო ფაილების დათვალიერება.

დღესდღეობით, თანამედროვე სმარტფონების ეკრანების დიაგონალი მერყეობს 3-დან 6 დიუმამადე, 5 დიაგონალი და ზემოთ სმარტფონებს ფაბლეტებს უწოდებენ. თუმცა 6 დიუმი დიაგონალის მქონე სმარტფონი, უკვე წარმოადგენს თავისებურ ჰიბრიდს - პლანშეტსა და სმარტფონს შორის. დღეს-დღეობით, პოპულარობით სარგებლობს სმარტფონები 4, 4,5 და 5 დიუმიანი დიაგონალით.

მატრიცა - ეკრანის დამზადების ტექნოლოგია (ე.წ მატრიცა) - პასუხისმგებელია გამოსახულების ხარისხზე. მარტივად რომ ვთქვათ, სმარტფონების დისპლეის მრავალფეროვნება - (Super LCD (1,2,3), TrueHD IPS+, Super AmoledHD+, PureMotion HD+, Retina და სხვა) - ბაზირებულია ორ გავრცელებულ ტექნოლოგიაზე - LED და AMOLED.

LED (IPS) - უკვე დიდი ხანია კარგად ცნობილი და დროში გამოცდილი თხევადკრისტალური სისტემაა, ხოლო IPS - არის იგივე თხევადკრისტალური სისტემა, მხოლოდ მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და სრულყოფილი.

AMOLED - ამ ტექნოლოგიის ეკრანებს ამზადებენ ორგანული სინათლის დიოდებით. ეს თანამედროვე და მზარდი ტექნოლოგიაა, რომელსაც მწარმოებლები ხშირად ხვეწენ და სრულყოფენ ხოლმე.
ორივე ამ ტექნოლოგიას, აქვს როგორც ძლიერი, ასევე სუსტი მხარეები. IPS და AMOLED ეკრანები, უზრუნველყოფენ ხილვადობის ფართო კუთხეს, უფრო კონტრასტულ გამოსახულებას და მდიდარ ფერებს.

AMOLED ეკრანები მოიხმარს ნაკლებ ენერგიას ვიდრე IPS, აქვს უფრო ნათელი გამოსახულება და სრულყოფილი შავი ფერი. სამაგიეროდ IPS ეკრანების თხევადი კრისტალები არ იწვება - AMOLED-ის სინათლის დიოდებისგან განსხვავებით, აქვს სრულყოფილი თეთრი ფერი და შესანიშნავად ახდენს ნებისმიერი გამოსახულების დემონსტირებას მზის კაშკაშა შუქზე.

ეკრანის გაფართოება - ხარისხიანი ეკრანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია  - გაფართოება. ცნობილია, რომ რაც უფრო მაღალია ეკრანის გაფართოება, მით უფრო დეტალური სურათის მიღებაა შესაძლებელი და მკაფიოა ტექსტი.

ეკრანის გაფართოება ნიშნავს იმ წერტილების რაოდენობას ეკრანის ვერტიკალზე და ჰორიზონტალზე, რომლისგანაც შედგება ეკრანი. ამ წერტილებს პიქსელი ეწოდება, ამიტომ ეკრანის გაფართოება იზომება პიქსელებში.

მაგალითად - გაფართოება 1280X4720 ნიშნავს, რომ ჰორიზონტალში - სმარტფონის ეკრანზე განთავსდება 720 პიქსელი, ხოლო ვერტიკალში - 1280 პიქსელი.

ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთთან ზუსტად იქნეს შეთავსებული ეკრანის გაფართოება და დიაგონალი. მაგალითად თუ გაფართოება -  800X480 – 4 დიუმიანი სმარტფონისთვის კომფორტულია მასზე ტექსტის წაკითხვისა და ხარისხიანი, მკვეთრი სურათის მიღების თვალსაზრისით, იგივე გაფართოება 5 და მეტ დიუმიანი სმარტფონებისთვის უკვე არაკომფორტულია, რაგან გამოსახულების ხარისხი იქნება გაცილებით უარესი და არარეალისტური.

PPI  (პიქსელების სიმჭიდროვე) - დიდი მნიშვნელობა აქვს მაჩვენებელს PPI (Pიხელს Pერ Iნცჰ) - ეს მაჩვენებელი განსაზღვრავს პიქსელების რაოდენობას ერთ დიუმ სმარტფონის (პლანშეტის, ნოუთბუქის, მონიტორის და ა.შ) ეკრანზე.

რაც უფრო მეტია ეს მაჩვენებელი, ანუ რაც უფრო მეტი პიქსელია განთავსებული ეკრანის ერთ დიუმზე, მით უფრო ნაკლებია პიქსელის ზომა და მათი შემჩნევა შეუიარაღებელი თვალით ნაკლებადაა შესაძლებელი. შესაბამისად კი მით უფრო მკვეთრი და ხარისხიანია გამოსახულება, რომელიც ჩანს ეკრანზე.

ეკრანის დაცვა - ხშირად, თანამედროვე სმარტფონების დისპლეი დაფარულია სპეციალური დამცავი მინის საფარით - მაგალითად როგორიცაა - Gorilla Glass (1.2.3.3D.4.5) - კომპანიისგან Corning.

ასეთი დაცვა უზრუნველყოფს სმარტფონების დაცვას დარტმისგან და ნაკაწრებისგან. თუმცა არც ის და არც სხვა, მსგავსი დამცავი ტექნოლოგიები (მაგალითად საფირონის ეკრანები), არ იძლევა გარეგანი ფაქტორებისგან 100%-იანი დაცვის გარანტიას.

მიუხედავად ამისა, სასურველია, თუ თქვენი სმარტფონის ეკრანი აღჭურვილი იქნება ასეთი დამცავი მინის საფარით, იქნება ეს Gorilla Glass თუ მტკიცე საფირონის ეკრანები.


კამერა


სმარტფონის კამერარაც უფრო მაღალია მატრიცის გაფართოება, მით უფრო მკვეთრი და უმაღლესი ხარისხის გამოდის სურათი.

დაბალი გაფართოების მატრიცების საშუალებით გადაღებული სურათები მხოლოდ სმარტფონში დასათვალიერებლად, ან კონტაქტების სურათებად გამოდგება.

რაც შეეხება მაღალი გაფართოების მატრიცების საშუალებით გადაღებულ ფოტოსურათებს, მათის დათვალიერება შესაძლებელია კომპიუტერის მონიტორზე, ტელევიზორის ეკრანზე, ხოლო დაბეჭვდის შემთხვევაში გამოდის მაღალი ხარისხის ფოტოსურათები.

პიქსელები - რა თქმა უნდა რაც უფრო მაღალი პიქსელები აქვს კამერას, მით უფრო ხარისხიანი ფოტოსურატების მიღებაა შესაძლებელი. თანამედროვე სმარტფონებში ეს მონაცემი მერყეობს 3მპ-დან 40 მპ-მდე.

5მპ - უკვე საშუალო და დაბალ დონედაც კი ითვლება, თუმცა იღებს საკმაოდ კარგ ფოტოსურათებს, რომელიც ხარისხით უტოლდება თუნდაც ყველაზე უბრალო, მაგრამ მაინც ფოტოაპარატით გადაღებული სურათების ხარისხს.

8მპ და ზემოთ (16, 20, 40) - უკვე ფლაგმანი სმარტფონების კამერაა, რომლის საშუალებით გადაღებული სურათები ხარისხით არ ჩამოუვარდება მაღალხარისხიანი, კომპაქტური ფოტო კამერებით გადაღებულ ფოტოსურათებს.

განათება - სმარტფონებში გამოიყენება ორი სახის განათება - დიოდური და ქსენონური. დიოდურ განათებას შეუძლია იმუშაოს განუწყვეტლივ, პაუზების გარეშე, მაგალითად ვიდეოს გადაღების დროს, თუმცა მისი შუქი ნაკლებად კაშკაშაა.

რაც შეეხება ქსენონურ განათებას, იგი ძირითადად გამოიყენება ფლაგმან სმარტფონებში, ან ისეთ მოდელებში, რომლებიც ორიენტირებულია სმარტფონის - როგორც ფოტოაპარატის გამოყენებაზე (კამერაფონები).

ასეთი განათება შესანიშნავად აშუქებს წინა ხედს ფოტოსურათზე, მაგრამ განათება იმპულსურია, ანუ მუშაობს არა განუწყვეტლივ, არამედ ირთვება მხოლოდ გადაღების მომენტში, რის შემდეგაც სჭირდება დრო გადატვირთვისთვის.

სმარტფონების ზოგიერთ მოდელს განათება საერთოდ არ გააჩნია, რაც არაკომფორტულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ღამით და სიბნელეში შეუძლებელია ხარისხიანი სურათების გადაღება, არამედ იმის გამოც, რომ ასეთ სმარტფონში ვერ ჩართავთ ძალიან საჭირო და კომფორტულ ფანარის ფუნქციას.

დამატებითი შესაძლებლობები -  სმარტფონის თანამედროვე კამერას, გადაღების პროცესში შეუძლია გამოიყენოს დამატებითი სპეცეფექტები, გადაიღოს ვერტიკალური ან ჰორიზონტალური პანორამები, გააჩნია გამოსახულების ავტომატური ფოკუსირების ფუნქცია, ორმაგი ზუმი, ფართო ფორმატით გადაღება და სხვა...

ფრონტალური კამერა - ფრონტალური კამერის პიქსელები მერყეობს 0, 3 მპ - დან 2 მპ-მდე. თავდაპირველი ამ კამერის დანიშნულება იყო ის, რომ მისი საშუალებით სხვადასხვა პროგრამების (მაგალითად სკაიპის) საშუალებით შესაძლებელი გამხდარიყო ვიდეო კავშირი.

თუმცა, სმარტფონების კამერების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, პოპულარული გახლდა ფრონტალური კამერის საშუალებით საკუთარი თავისთვის (და არა მარტო) სურათების გადაღება (ე.წ სელფი). ამიტომ, მათთვის, ვისაც ასეთი სურათების გადაღება პრიორიტეტულია, სასურველია, თუ ფრონტალური კამერა არ იქნება 1.2-2 მპ-ზე ნაკლები.

მწარმოებლებმა გაითვალისწინეს სელფის მოყვარულთა სურვილი და უკევ დაგეგმილია ისეთი სმარტფონების წარმოება, რომელთა ფრონტალური კამერა იქნება 5მპ.

გაითვალისწინეთ: ბევრი კამერაფონის მოყვარულისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს ფოტოსურათის გადაღების სისწრაფეს. ბევრი პიქსელი არ ნიშნავს, რომ სმარტფონი სურათს სწრაფად გადაიღებს.

მაგალითად: შეიძლება ერთ სმარტფონს ჰქონდეს 16მპ და სურათი - 2-3 წამში გადაიღოს, მაშინ როცა 20 ან 40 მპ -ის მქონე აპარატმა სურათის გადაღებას 7-8 წამი მოანდომოს, რაც აშკარა გაწბილება იქნება მათთვის, ვისაც საინტერესო კადრის დაჭერა სურს.

ამიტომ, უმჯობესია, ეს პარამეტრი შეძენის მომენტში პრაქტიკაში შეამოწმოთ...


მულტიმედია


მულტიმედიური სმარტფონიაუდიო ფლეერი - სრულფასოვანი აუდიო ფლეერი, ინტეგრირებული ექველაიზერით და ხმის ზუსტი რეგულირებით - იძლევა მაღალი ხარისხის გარანტიას, რომელიც უტოლდება მუსიკალური ფლეერების ხარისხს.

სმარტფონს აუცილებლად უნდა ჰქონდეს 3.5mm Jack  შეერთება („რაზიომი“) ყურსასმენებისთვის.

ვიდეო ფლეერი - სმარტფონების უმრავლესობაში, ინტეგრირებულ ვიდეო ფლეერს შეუძლია გაუშვას ყველაზე გავრცელებული ფორმატები დამატებითი კონვერტაციის გარეშე.

იშვიათ შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი პროგრამა-ფლეერის გადმოწერა, რომელსაც ექნება ასეთი შესაძლებლობები.

რადიო - კარგია, თუ სმარტფონს ექნება რადიოს ფუნქცია, რომელიც განსაკუთრებით გამოგადგებათ როცა გზაში ხართ ან რამეს ელოდებით და გსურთ მუსიკის, ახალი ამბების მოსმენა.

უმრავლეს შემთხვევებში, რადიოს ჩასართავად საჭიროა სპეციალური გარნიტურა ან ყურსასმენები, რადგან ამ შემთხვევაში ისინი ასრულებენ რადიოსიგნალის მიმღები ანტენის როლს.


უსადენო ტექნოლოგიები და დამატებითი შესაძლებლობები


უსადენო ტექნოლოგიები და დამატებითი შესაძლებლობებიWi-Fi - შესაძლებლობას იძლევა სმარტფონი მიუერთდეს სახლის Wi-Fi -ის უსადენო ქსელს, ან ისარგებლოთ უფასო ინტერნეტით ქალაქის იმ ადგილებში, რომლებიც აღჭურვილია Wi-Fi- ის ქსელებით (კაფეები, აეროპორტები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები და ა.შ).

3G / HSDPA (3.5G) - ინტეგრირებული მოდული 3G საშუალებას იძლევა ისარგებლოთ ინტერნეტით და ვიდეო კავშირით ისეთ ადგილებში, სადაც არ ვრცელდება Wi-Fi. მაქსიმალური თეორიული სიჩქარე შეადგენს 28,8 მბ/წამში (თუმცა პრაქტიკაში ეს სიჩქარე 5 მბ-ის ფარგლებშია).

გახსოვდეთ, რომ ჩართვის და მონაცემთა გადაცემის რეალური სიჩქარე მნიშვნელოვნად განსხვავდება ქსელის ოპერატორების მიერ გაცხადებული სიჩქარისგან.

ამ ცდომილებაზე, მოქმედებს უამრავი გარე ფაქტორი, რომელთა გათვალისწინება სამწუხაროდ შეუძლებელია.

4G/LTE - ინტეგრირებული მოდემი 4G/LTE  შეუცვლელია ინტერნეტში კომფორტული მუშაობისთვის. იგი მუშაობს იგივე პრინციპით როგორც 3G, თუმცა შეუძლია გადმოტვირთოს,  გადასცეს და მიიღოს უზარმაზარის ფაილები იმ მაქსიმალური სიჩქარით, რომელიც მიახლოებულია ჩვეულებრივი - სახლის სადენიანი ინტერნეტის სიჩქარესთან.

თეორიულად, ეს ტექნოლოგია განახორციელებს მონაცემთა გადაცემას 100 მბ/წამში მოძრავი, ხოლო 1გბ/წმ - სტაციონალური აბონენტისთვის. არსებეობს აგრეთვე 4G+ ინტეგრირებული მოდემი და მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში უკვე აქტიურად მიმდინარეობს 5G ტექნოლოგიაზე მუშაობა.

Bluetooth - თანამედროვე სმარტფონები აღჭურვილია მოდულებით Bluetooth 3.0, რომელსაც შეუძლია მოცულობითი ფაილების მაღალი სიჩქარით გადაცემა. ეს სიჩქარე თითქმის უტოლდება Wi-Fi ქსელების სიჩქარეს.

მაგრამ, ამ შემთხვევაში, ორივე მოწყობილობა (საიდანაც იგზავნება და რომელიც ღებულებს)  აღჭურვილი უნდა იყოს Bluetooth 3.0 მოდულით.

ზოგიერთი თანამედროვე სმარტფონი აღჭურვილია Bluetooth 4.0 მოდულით, რომელიც წინა ვერსიებისგან (Bluetooth 2.0, Bluetooth 3.0), განსხვავდება მონაცემთა გადაცემის დიდი სიჩქარით (თეორიულად 20 მბ.წ), მოქმედების დიდი არეალით (100 მეტრზე მეტი) და მცირე ენერგომოხმარებით (რაც მნიშვნელოვან ეკონომიას უკეთებს ბატარეას).

უკვე არსებობს და ბევრ ფლაგმან მოდელს აქვს Bluetooth 5.0 მოდული. რომელიც კიდევ უფრო მეტი ფუნქციურობით გამოირჩევა.

GPS - ეს ფუნქცია კომფორტულია იმ შემთხვევაში თუ გჭირდებათ ნავიგაცია და არ გსურთ  ცალკე შეიძინოთ  საავტომობილო GPS  მოწყობილობა.

თუმცა უნდა იცოდეთ, რომ სრულფასოვანი მუშაობისთვის მხოლოდ GPS მოდული არ არის საკმარისი, საჭიროა სპეციალური სანავიგაციო პროგრამა, რომელიც GPS მიმღების საშუალებით მიღებულ კოორდინატებს გარდაქმნის რუქაზე წერტილებად და განსაზღვრავს მარშრუტს ერთი ადგილიდან მეორეზე.

როგორც წესი, თუ სმარტფონს აქვს GPS მოდული, ასეთი პროგრამა მას მოჰყვება კომპლექტში, ხოლო თუ არ მოჰყვა, შესაძლებელია უფასოდ გადმოწეროთ Google maps, Bing maps და სხვა პროგრამები.

NFC - ეს არის მცირე რადიუსის (არა უმეტეს 10 სმ) უსადენო კავშირის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას აძლევს ერთმანეთთან ახლოს მყოფ ორ მოწყობილობას ურთიერთშორის გაცვალონ მონაცემები (მაგალითად სურათები და მუსიკა).

სმარტფონი - ფუნქცია NFC-ის საშუალებით გარდაიქნება მაგნიტურ ბარათად, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია განახორციელოთ მომენტალური გადახდები (მაგალითად მეტროში, სამოქალაქო ტრანსპორტში ან მარკეტებში და სხვა სავაჭრო დაწესებულებებში).

გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მეტი უსადენო ტექნოლოგიაა ამოქმედებული ერთდროულად თქვენს სმარტფონში, მით უფრო მალე დაჯდება მისი ბატარეა.

HDMI - სმარტფონი, რომელიც აღჭურვილია HDMI გამოსასვლელით, შესაძლოა მიუერთდეს დიდი გაფართოების ტელევიზორს, დიდ ეკრანზე ფოტო და ვიდეო ფაილების სანახავად.

ბევრ მაღალმწარმოებლურ სმარტფონს ან ფაბლეტს შეუძლია გაუშვას მაღალი გაფართოების ვიდეო 1080р-მდეც კი.

USB-Host - თუ სმარტფონი აღჭურვილია სტანდარტით USB-Host, მას შეიძლება მიუერთდეს გარე USB მოწყობილობები (მეხსიერების ბარათები (ფლეშკები), გარე მყარი დისკები, კარტრიდერები (მეხსიერების ბარათის წამკითხველი) და ა.შ).

თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, საჭირო გახდება სპეციალური გადამყვანი, რომლის შეძენა ცალკე არის შესაძლებელი.

DLNA - თუ სმარტფონს გააჩნია სტანდარტ DLNA-ს მხარდაჭერა, მისი საშუალებით შესაძლებელია სმარტფონის ჩართვა - აუდიო ფლეერის ან დისტანციური პულტის სახით სახლის უსადენო ქსელში, სხვა მოწყობილობებთან შესაბამისობაში (აუდიო, ვიდეო ტექნიკა, სახლის კინოთეატრი).

ამრიგად სახლის შიდა ქსელის სხვადასხვა მოწყობილობებიდან, სმარტფონის მეხსიერებაში ჩატვირთული ვიდეოს ყურება შეიძლება მის ეკრანზე, ხოლო მუსიკის მოსმენა შიდა აუდიო ფლეერის საშუალებით.

მიახლოება / განათების სენსორი - ენერგო მოხმარების ეკონომიის მიზნით, სმარტფონში შესაძლოა ჩამონტაჟებული იყოს განათების სენსორი (ავტომატურად ცვლის ეკრანის განათებას გარე განათების სიმკვეთრესთან შესაბამისობაში)

ხოლო მიახლოების სენსორი (სმარტფონის ყურთან მიტანის დროს, ავტომატურად ითიშება მისი განათება, რათა მოხდეს ენერგო მოხმარების ეკონომია საუბრის დროს).

აქსელერომეტრი (G-სენსორი) - თანამედროვე სმარტფონების უმრავლესობა აღჭურვილია აქსელერომეტრებით, ანუ აჩქარებისა და შენელების საზომით, რომელიც საშუალებას იძლევა გაიზომოს მოწყობილობის (ამ შემთხვევაში სმარტფონის) მდგომარეობა სივრცეში.

თუ სმარტფონს, რომელიც აღჭურვილია აქსელერომეტრით შეაბრუნებთ ჰორიზონტალური მდგომარეობიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში ან პირიქით, მისი ეკრანი შემობრუნდება შესაბამისი მიმართულებით.

ამავდროულად, აქსელერომეტრის გამოყენება თამაშის სამართავად, ბევრ თანამედროვე თამაშშია შესაძლებელი.


კორპუსის მასალა


სმარტფონის კორპუსის მასალაის საკითხი, თუ სმარტფონის კორპუსის რომელი მასალაა ყველაზე პრაქტიკული და უმჯობესი, არ კარგავს აქტუალობას.

რა თქმა უნდა, კორპუსის ამა თუ იმ ტიპს გააჩნია როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვისებები. სმარტფონების კორპუსის მასალა შეიძლება იყოს:

პლასტმასი - პირობითი დასახელებაა პლასტმასისა და პოლიკარბონატისგან დამზადებული კორპუსებისა.

პლასტმასის კორპუსები მრავალფეროვნებით გამოირჩევა - ეს შეიძლება იყოს უბრალო პლასტმასი, მაღალხარისხიანი პლასტმასი, პოლიკარბონატი, მაღალხარისხიანი კარბონატი და ა.შ.

პლასტმასის კორპუსებს, მთელი რიგი უპირატესობები გააჩნია - იგი არ ცხელდება, ან ცხელდება ნაკლებად. ხარისხიანი პოლიკარბონატის კორპუსები ნაკლებად ცვდება და იკაწრება, ხოლო თუ მაინც შესამჩნევად დაიკაწრა, ან შემთხვევით დაზიანდა დაცემის დროს, მისი შეცვლა (მისაღებ ფასად) არ წარმოადგენს არანაირ სირთულეს.

კორპუსის ზედაპირი შეიძლება იყოს გლუვი და პრილა - ასეთი, სხვადასხვა ფერთა გამის კორპუსები ძალიან მოსწონთ ახალგაზრდებს.

ხოლო მათთვის, ვისაც უფრო მკაცრი დიზაინის და ბიზნეს კლასის სმარტფონები იზიდავს, ასეთუ კორპუსები სპეციალური ტექნოლოგიების საშუალებითაა დამუშავებული და მისი ხავერდოვანი ზედაპირი შეხებისას სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს.

აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ რაც არ უნდა მიმზიდველი და მაღალხარისხიანი პოლიკარბონატისგან არ უნდა იყოს დამზადებული სმარტფონის კორპუსი, იგი სოლიდურობითა და გარეგნული დიზაინით მაინც ყოველთვის ჩამოუვარდება კეთილშობილი ლითონით ან მინით დამზადებულ კორპუსებს.

მეტალი - ასეთი კორპუსები შეიძლება დამზადებული იყოს უჟანგავი ლითონისგან, ალუმინისგან, ტიტანისგან და ა.შ.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, მეტალის კორპუსი უფრო ღირსეულად და სოლიდურად გამოიყურება ვიდრე პლასტმასის კორპუსი. ის გაცილებით პრაქტიკულიცაა, ვიდრე ყველაზე მტკიცე მინისგან დამზადებული კორპუსი, თუმცა არ შეიძლება არ აღინიშნოს მინუსებიც.

პირველი აშკარა მინუსია ის, რომ მეტალის კორპუსები შესამჩნევად ხურდება. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია, თუ სმარტფონით უყურებთ ვიდეოს, ან თამაშობთ თამაშებს. მართალია ეს აბსოლიტურად უსაფრთხოა როგორც აპარატისთვის, ასევე მისი მფლობელისთვის, მაგრამ მაინც უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს.

დარტყმის ან დავარდნის შემთხვევაში, მეტალის კორპუსის დაზიანებები აშკარად შესამჩნევია. ეს შეიძლება იყოს ნაკაწრები და ჩაღუნვები. ჯიბიდან გადმოვარდის დროს, უბრალო დაცემითაც კი მისი გარეგნული სახე შეიძლება შესამჩნევად დამახინჯდეს, მაშინ როცა პოლიკარბონატის კორპუსს სულ არაფერი, ან უმნიშვნელო დაზიანება დაეტყოს.

მეტალის კორპუსის შეცვლა დაბალხარისხიანი კორპუსით, ტელეფონის სოლიდურობას მკვეთრად შეცვლის (უარყოფითი თვალსაზრისით), ხოლო ორიგინალი მეტალის კორპუსი საკმაოდ ძვირადღირებულია. მიუხედავად ამისა, მუშაობის თვალსაზრისით მას პრობლემა არ შეექმნება (რაც აშკარა საფრთხეა მინის კორპუსიანი სმარტფონისთვის).

და ბოლოს, არავითარი აზრი არ აქვს მეტალის კორპუსის მქონე სმარტფონისთვის ჩასადებების/ქეისების შეძენას. თუ მისი მიმზიდველი დიზაინის ქეისში დამალვას აპირებთ, უმჯობესია შეიძინოთ პლასტმასის კორპუსიანი სმარტფონი და შეურჩიოთ მას - ხარისხიანი, ძვირფასი ქეისი საკუთარი გემოვნებით.

მინა - მინის კორპუსიანი სმარტფონები განუმეორებელი ელეგანტურობით გამოირჩევა სხვა მასალებთან შედარებით, თუმცა გააჩნია რიგი უარყოფითი თვისებები.

მინა ყველაზე არაპრაქტიკული მასალაა. იგი ადვილად ხურდება. დავარდნის შემთხვევაში კი დიდია გატეხვისა და აპარატის მწყობრიდან გამოსვლის შანსი.

მინის კორპუსიანი სმარტფონების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია ის, რომ ასეთი მოდელების გარკვეული ნაწილი წყალგაუმტარი, ნესტის ამტანი და მტვერგაუმტარია.

ის, ვინც ასეთ ტელეფონზე შეაჩერებს არჩევანს, უნდა გაითვალისწონოს ის, თუ რამდენად ფრთხილია იგი საკუთარ პირად ნივთებთან მიმართებაში.


ბატარეა


სმარტფონის ბატარეასმარტფონების ბატარეის ტევადობა, ზოგადად მერყეობა 1000 - დან და ზოგიერთ მოდელებში აღწევს 4000 მილიამპერს/საათში. ჩვეულებრივ, თანამედროვე სმარტფონებში ეს მონაცემი ძირითადად შეადგენს 1500-3300 mAh-ს.

თავისთავად ცხადია, რომ მძლავრი ფლაგმანი, რომელსაც გააჩნიათ 4 ბირთვიანი პროცესორი, 5-6 დიუმიანი დისპლეი და Full HD გაფართოება მოიხმარს დიდი რაოდენობის ენერგიას, ამიტომ სასურველია, თუ ასეთი სმარტფონის ბატარეის ტევადობა არ იქნება 3000 mAh-ზე ნაკლები.

მაგრამ თუ სმარტფონი ერთი ან 2 ბირთვიანია, აქვს 4-4,5 დიუმიანი დისპლეი და შედარებით ნაკლები ეკრანის გაფართოება - სრულიად ნორმალურია მისი ბატარეის ტევადობა შეადგენდეს 2000-2500 mAh-ს. (ზოგადად კი რაც უფრო მეტია ეს მონაცემი, მით უკეთესი).

ასეთი მონაცემებით სმარტფონი გარანტირებულად იმუშავებს სრულყოფილად ერთი დღე-ღამის განმავლობაში, ხოლო ეკონომიის შემთხვევაში, რაც გამოიხატება ზოგიერთი ფუნქციის გამორთვაში (Wi-Fi, Bluetooth, GPS, 3G და ა.შ), ბატარეის ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობამ, თავისუფლად შეიძლება 2 დღე-ღამესაც მიაღწიოს.

თუ თქვენ სმარტფონს დღის განმავლობაში აქტიურად იყენებთ, რეგულარულად თამაშობთ და ხშირად ხართ დაკავებული ინტერნეტში სერფინგით, იცოდეთ, რომ თქვენი სმარტფონის ბატარეა "რეაქტიული" სიჩქარით დაჯდება.

გაითვალისწინეთ კიდევ ერთი ფაქტორი. სმარტფონების ზოგიერთის მოდელის კორპუსი არ იხსნება და მას არა აქვს მოსახსნელი ბატარეა. ამ შემთხვევაში, თქვენ ვერ შეძლებთ სურვილის შემთხვევაში გამოიყენოთ მეორე, დამატებითი ბატარეა.

არ წამოეგოთ სარეკლამო ტრიუკებს, რომ თითქოს სმარტფონის ბატარეას ავტონომიურ მდგომარეობაში შეუძლია იმუშაოს 4-5 დღე. ეს შეუძლებელია, რადგან დიდ, ხარისხიან ეკრანს, თანამედროვე თამაშებსა და აპლიკაციებს მიაქვთ ძალიან დიდი ენერგია.


ოპერაციული სისტემა (პლატფორმა)


აუცილებლად წინასწარ უნდა ჩამოყალიბდეთ და ყურადღება გაამახვილოთ იმ ფაქტორზეც, თუ რომელი ოპერაციული სისტემა აქვს სასურველ სმარტფონს.
ძირითადად გავრცელებულია შემდეგი ოპერაციული სისტემები:


Apple Ios

 

ოპერაციული სისტემა - Apple IosApple - iPhone სმარტფონებზე, რაღა თქმა უნდა დგას ოპერაციული სისტემა Apple-სგან. ეს სისტემა ყენდება მხოლოდ Apple-ს მოწყობილობებზე.

პლუსები:

»» Ios-ს დღესდღეობით გააჩნია 850 000-ზე მეტი პროგრამა და თამაში, რომელთა გადმოწერა შესაძლებელია უმსხვილეს ონლაინ მაღაზიაში AppStore;

»» Ios-ის ინტერფეისი ერთი და იგივეა კომპანია Apple-ის ყველა მობილური მოწყობილობისთვის, იქნება ეს  iPod, iPad თუ iPhone;

»» დაბალი ენერგომოხმარება საშუალებას იძლევა სმარტფონმა იმუშავოს დამუხტვის გარეშე 1-2 დღის განმავლობაში;

»» გამოირჩევა მაღალი სიჩქარითა და სტაბილური მუშაობით, აგრეთვე ითვლება, რომ Ios-ის ყველაზე ძლიერი მხარე მისი მართვის სიმარტივეშია;

»» ერთ სააღრიცხვო ჩანაწერზე AppStore, შესაძლოა მიბმული იქნეს 10-მდე მოწყობილობა (იმ პირობით, რომ არაუმეტეს 5 მათგანისა იქნება Mac-ის კომპიუტერები iMac, MacBook Air, MacBook Pro), რაც საშუალებას იძლევა უპრობლემოდ მოხდეს მათ შორის ყველა მონაცემთა სინქრონიზაცია: კონტაქტები, პროგრამები, მულტიმედიური ფაილები და ა.შ.

მინუსები:

»» კომპიუტერთან მუშაობის დროს აუცილებელია მასზე დაყენებული იყოს პროგრამა  iTunes. ნებისმიერი მონაცემთა გადატანა შესაძლებელია მხოლოდ მისი საშუალებით. ფაილების პირდაპირი კოპირება მოწყობილობის მეხსიერებაში არ არის მხარდაჭერილი.

»» საჭიროა ზედმეტი თანხების გადახდა სხვადასხვა სასურველი პროგრამების, მუსიკის, თამაშებისა და ფილმების შესაძენად.

»» არა აქვს ბლუთუსის მხარდაჭერა

»» არა აქვს მეხსიერების ბარათის მხარდაჭერა.

»» ასეთი სმარტფონები საგრძნობლად ძვირია სხვა ფირმების ანალოგებთან შედარებით.

 

Google android


ოპერაციული სისტემა - Google androidარის ოპერაციული სისტემა Google-სგან. იგი ყველაზე მეტად გავრცელებული და პოპულარული ოპერაციული სისტემაა.

მისი მწარმოებელი არა ერთი, არამედ რამდენიმე კომპანიაა (Samsung, Asus, Acer, Nokia და სხვა).

ითვლება, რომ ასეთ სმარტფონებს მოქნილი, მართვის სისტემა გააჩნია. ამასთან, Google ძალიან ლოაილურია ანდროიდის მწარმოებლებთან მიმართებაში.

უნდა ითქვას, რომ სმარტფონების ყველაზე დიდი არჩევანი სწორედ ამ ოპერაციულ სისტემაზე მოდის.

ოპერაციული სისტემა ანდროიდი, გამოიყენება მრავალფეროვან მობილურ მოწყობილობებში: პლანშეტებში, ნეტბუქებში, ელექტრონულ წიგნებში, მულტიმედიურ ფლეერებში და ა.შ.

პლუსები:

»» ხელმისაწვდომია 800 000-ზე მეტი პროგრამა და თამაში გადმოსაწერად, გუგლის ონალინ მაღაზიის -  Google Play - ის საშუალებით;

»» მოსახერხებელი სინქრონიზაცია გუგლის სერვისებთან. უმრავლესობა სერვისებისა (Google Gmail, Google Maps, Google+ და ა.შ) შედის ოპერაციული სისტემის შემადგენლობაში;

»» შესაძლებელია პროგრამის ან სერვისის დაყენება მეხსიერების ბარათიდან, კომპიუტერის ან ნოუთბუქის გამოყენების გარეშე;

»» შესაძლებელია პროგრამის ან სერვისის დაყენება, რომელიც გადმოწერილია სხვა ალტერნატიული წყაროდან Google Play-ის გვერდის ავლით.

»» ანდროიდის ოპერაციული სისტემის მქონე მრავალფეროვანი მოწყობილობების უზარმაზარი არჩევანი;

»» ანდროიდის ოპერაციული სისტემის მქონე მოწყობილობა შესაძლებელია მიუერთოთ კომპიუტერს როგორც ჩვეულებრივი დისკი და გადაიტანოთ მონაცმები უბრალო კოპირებით (როგორც ჩვეულებრივ ფლეშ ბარათზე).

»» უზარმაზარი სივრცე ფანტაზიისთვის ინტერფეისის გასაფორმებლად. პრაქტიკულად პლანშეტის Desktop (სამუშაო მაგიდა)-ის ნებისმიერი ელემენტი დააყენოთ საკუთარი შეხედულებით;

მინუსები:

»» მაღალი ენერგომომხმარება, რის გამოც სმარტფონის აკუმალატორი მალე განიმუხტება;

»» ყველა მწარმოებელი ცდილობს მოწყობილობის ინტერფეისი (სამუშაო მაგიდა, მენიუ, პროიგრამებთან მუშაობა და ა.შ) დააყენოს  საკუთარი შეხედულებით. ეს ხშირად ხელს უშლის მომხმარებელს სწრაფად აითვისოს ანდროიდის ახალი მოწყობილობა, როცა შეცვლის ერთ ბრენდს მეორეთი.

»» ოპერაციული სისტემა ანდროიდის განახლება საკმაოდ ხშირად ხდება, რის გამოც ბევრ მსგავს მოწყობილობას სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფა გააჩნია. ეს იწვევს პროგრამების შეუთავსებლობას და შესაძლო პრობლემებს ანალოგიურ მოწყობილობებზე პროგრამების გაშვების დროს.

გაითვალისწინეთ, რომ უმჯობესია android-ის ოპერაციული სისტემა იყოს უახლესი, ბოლო ვერსია.

 

Microsoft Windows


ოპერაციული სისტემა - Microsoft Windowsრა თქმა უნდა ეს არ არის სრულფასოვანი ვინდოუსი, რომელიც დგას პერსონალურ კომპიუტერებსა და ნოუთბუქებზე. მას აწარმოებს თითქმის ყველა მსხვილი კომპანია.

პლუსები:

»» მობილური მოწყობილობებისთვის გამოიყენება ოპერაციული სისტემის იგივე ვერსია, რაც ნეთბუქბში - იგივე მენიუ და მუშაობის ლოგიკა;

»» დიდი რაოდენობით ნაცნობი და ჩვეულებრივი პროგრამა, რომლებიც გამოიყენება პერსონალურ კომპიუტერებში და ნოუთბუქებში. შესაძლებელია სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება;

»» ფუნქციონალობა იგივეა, რაც ჩვეულებრივ პერსონალურ კომპიუტერში ან ნოუთბუქში. Windows-ისა და Microsoft Office -ს შეთავსება ყველაზე სრულყოფილი სწორედ ამ სმარტფონებშია.

»» შეიძლება მიუერთოთ ნებისმიერი გარე მოწყობილობა - პრინტერი ან კლავიატურა;

»» სენსორული შეყვანის შესაძლებლობა;

»» ბოლო ვერსია ბრაუზერისა Internet Explorer, რომლის საშუალებით მარტივად და ინტუიციურად გასაგებადაა შესაძლებელი ვებ-გვერდების დათვალირება. ამასთან, ფუნქციით, რომელსაც შეუძლია ზიანის მომტანი საიტების აღმოჩენა.

»» ვინდოუსის დამცველი, რომლის განახლება შესაძლებელია ვინდოუსის განახლების ცენტრის საშუალებით;

»» ოპერაციულ სისტემაში ჩამონტაჟებული სათამაშო სერვისი Xbox Live, რომელიც საშუალებას იძლევა ხელმისაწვდომი გახდეს დიდი რაოდენობით თამაშები, შენახული იქნეს ამ თამაშებში მიღწეული პროგრესი და მიღწევები, ითამაშოთ ქსელში მეგობრებთან ერთად და ბევრი სხვა;

მინუსები:

»» აკუმულატორის ავტონომიურად მუშაობის მცირე დრო;

»» დიდი ზომები;

»» დიდი მასა;



Blackberry OS


ოპერაციული სისტემა - Blackberry OSBlackberry OS არის ოპერაციული სისტემა კომპანიისგან - RIM. იგი ძირითადად გამოიყენება ბლექბერის სმარტფონებში.

პლუსები:

»» ელექტრონული ფოსტისა და ინტერნეტ ტრაფიკის სანდო შიფრირება;
»» ტრაფიკის შემჭიდროვება და გადასაცემი ინფორმაციის ეფექტური კომპრესია - რაც საშუალებას იძლევა გაკეთდეს ეკონომია მობილური ინტერნეტისა და როუმინგის გამოყენების დროს;
»» ყველა მოწყობილობა, რომელსაც აქვს ოპერაციული სისტემა Blackberry OS - შეიძლება შეურთდეს კომპიუტერს როგორც ჩვეულებრივი დისკი ან ფლეშ ბარათი და მონაცემების გადატანა მოხდეს უბრალო კოპირების გზით;
»» მოსახერხებელი და მრავალფუნქციური საფოსტო კლიენტები;
»» ყველაზე მოსახერხებელი QWERTY კლავიატურა ტექსტთან სამუშაოდ;

მინუსები:

»» პროგრამებისა და აპლიკაციების ძალიან შეზღუდული რაოდენობა, რომელთა გადმოწერა შესაძლებელია მაღაზიიდან - Blackberry World; (თუმცა ბოლო მოდელებში შესაძლებებლია ანდროიდ აპლიკაციების დაყენება);
»»
თავად Blackberry-ის  სმარტფონების შეზღუდული არჩევანი;

»» პროგრამული უზრუნველყოფის პრაქტიკულად არ არსებობა;

უნდა ავღნიშნოთ, რომ ბლექბერიმ მიყიდა საკუთარი სმარტფონების წარმოების უფლება ფირმაs - Alcatel, რომელიც თავის მხრივ ჰონკონგური კომპანიის TCL-ის შვილობილი კომპანიაა.

როგორც ჩანს, ბლექბერის ოპერაციულმა სისტემამ მარცხი განიცადა, რადგან კომპანიის ბოლო მოდელები და ალკატელის გამოშვებული პირველი სმარტფონები უკვე მუშაობს არა ბლექბერის, არამედ ანდროიდის ბაზაზე.


Symbian


ოპერაციული სისტემა - SymbianSymbian - ნოკიას ოპერაციული სისტემაა.

პლუსები:

»» უფასო სანავიგაციო სერვისი OVI Maps;
»» სისტემის მუშაობის მაღალი სტაბილურობა. ნაკლები ხარვეზები;
»» ნებისმიერ თანამედროვე სმარტფონში, სისტემის ბოლო ვერსიამდე განახლება;
»» პროგრამებისა და აპლიკაციების დაყენება მეხსიერების ბარათიდან, კომპიუტერის ან ნოუთბუქის გარეშე;
»» ნებისმიერი მოწყობილობა, რომელსაც აქვს ოპერაციული სიტემა Symbian, შესაძლოა მიუერთდეს კომპიუტერს, როგორც ჩვეულებრივი დისკი ან ფლეშ ბარათი და მონაცემთა გადატანა მოხდეს ჩვეულებრივიო კოპირებით
»» არა აქვს მაღალი ტექნიკური მოთხოვნილობები სხვადასხვა მოწყობილობის მიმართ;

მინუსები:

»» პროგრამებისა და აპლიკაციების შეზღუდული რაოდენობა, რომელთა გადმოწერა შესაძლებელია მაღაზიიდან - OVI Store
»» თავად Symbian - ის  სმარტფონების ძალიან შეზღუდული არჩევანი

სმარტფონებისთვის არსებობს სხვა ოპერაციული სისტემებიც - Bada, Maemo (MeeGo), Asha, Tizen, Jolla და სხვა, თუმცა მათი რაოდენობა მცირეა და არ არის გავრცელებული, ხოლო ზოგიერთი მათგანი მორალურად მოძველდა და აღარც კი არსებობს.


პს

ყველაფერი სმარტფონების შესახებხშირად, ადამიანები იძენენ მობილურ ტელეფონებსა და სმარტფონებს ფუნქციების ფართო სპექტრით არა საჭიროების, არამედ ისე - „ყოველი შემთხვევისათვის“.

ისინი იმედოვნებენ, რომ შეიძლება ესა თუ ის ფუნქცია მომავალში გამოადგეთ. ეს მცდარი მიდგომა და ჰაერში გადაყრილი ფულია.

რა თქმა უნდა ვიზუალურ ეფექტს და პრესტიჟსაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ არასწორად გაკეთებული არჩევანი, ხშირად ხდება პრობლემების მიზეზი. სმარტფონი კი ყველაზე საჭირო და აიცილებელი ნივთია, რომელთან ერთადაც, ყველაზე მეტ დროს ატარებს მფლობელი.

იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ მსგავსი შეცდომები, საჭიროა პირველ რიგში განსაზღვროთ თქვენთვის ყველაზე მეტად პრინციპიალური ფუნქციები, რაც გსურთ მიიღოთ თქვენი სმარტფონისგან.

ეს ფუნქციები მნიშვნელოვანია იმისდა მიუხედავად, თუ რომელ ოპერაციული სისტემას განეკუთვნება აპარატი. ჩვეულებრივ, ასეთ ფუნქციებია:
ხმოვანი კავშირის ხარისხი;
გზავნილის გაგზავნის მოხერხებულობა;
ხარისხიანი ფოტო და ვიდეო ფაილების გადაღება და მიღება;
მულტიმედიური კონტენტის გაშვება;
მოსახერხებელი ვებ კავშირი (ინტერნეტი);
ინტეგრირებული მეხსიერების მოცულობა სხვადასხვა ფაილების შენახვისათვის და და საჭიროების შემთხვევაში მეხსიერების ბარათის მხარდაჭერა;
საჭიროების შემთხვევაში ერთზე მეტი სიმ ბარათის მხარდაჭერა;
GPS ნავიგაცია და მისი მსგავსი ფუნქციები;
დარტყმაგამძლე კორპუსი და მაღალი ამტანობა  გარეგანი ფაქტორების მიმართ;

განიხილავთ რა ძირითად შესაძლებლობებს, რაც აუცილებელია თქვენი სმარტფონისთვის, ამის შემდეგ შესაძლებელია გააფართოვოთ არჩევნის კრიტერიუმები.


წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

 

სმარტფონები ინტერნეტ მაღაზია www.be.ge-ში:

2 SIM-იანი
სმარტფონები
სმარტფონები
საშუალო და დიდი ეკრანით
3G და 4G
სმარტფონები

ANDROID
სმარტფონები
iOS და WINDOWS
სმარტფონები
სმარტფონების
სრული კატალოგი
სმარტფონები ინტერნეტ მაღაზია www.deals.ge-ში:
სმარტფონები
300 ლარამდე
სმარტფონები
13MP-ზე მეტი კამერით
სმარტფონები
8GB-ზე მეტი შიდა მეხსიერებით
პრემიუმ კლასის
სმარტფონები
SAMSUNG-ის
სმარტფონები
სმარტფონების
სრული კატალოგი

 
 
 

უკან

 
 
გამოკითხვა

 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

ღის Aura