მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 34613 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

როგორ ავირჩიოთ მტვერსასრუტიმტვერსასრუტი სამართლიანად ითვლება საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და პოპულარულ ელექტრონულ ხელსაწყოდ.

დღეს თანამედროვე ოჯახი წარმოუდგენელია ამ ნივთის გარეშე. იგი ნებისმიერი დიასახლისის ერთგული დამხმარეა სახლში სისუფთავის დასამყარებლად.

ახალი მტვერსასრუტის შერჩევისას ყველას აინტერესებს მთავარი: - მტვერსასრუტმა ხარისხიანად დაასუფთაოს და უნაკლოდ გაართვას თავი დასახულ ამოცანას. თუმცა სისუფთავეზე ყველას სხვადასხვა წარმოდგენა აქვს, შესაბამისად განსხვავებულია მტვერსასრუტის ტიპები და ტექნიკური მონაცემებიც.

ამიტომ მიმოვიხილოთ მტვერსასრუტის ტიპები და მათი ტექნიკური მახასიათებლები, რაც დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.

პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეთ რა ტიპისა და მასშტაბის დალაგებისთვის დაგჭირდებათ ძირითადად მისი გამოყენება.

თუ თქვენ უზარმაზარი ბინა ან აგარაკი გაქვთ, მრეცხავი მტვერსასრუტის გარეშე ძალიან გაგიჭირდებათ, ხოლო თუ საშუალო ან პატარა ფართის საცხოვრებელი გაქვთ, ამ შემთხვევაში თავის საქმეს ”მშრალი” მტვერსასრუტიც შესანიშნავად გააკეთებს.

 

” მშრალი” მტვერსასრუტი

 

მშრალი მტვერსასრუტები”მშრალი” მტვერსასრუტების დანიშნულებაა იატაკიდან მტვრის აღება პარკეტის, მეთლახის, ქვის და ა.შ ზედაპირიდან, ყველა ტიპის ხალიჩისა და ხალიჩის ტიპის ზედაპირიდან, რბილი იატაკიდან. ასევე ავეჯის და ხანდახან ტანსაცმლის გაწმენდაც კი.

საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე, ტრადიციული ტიპის ”მშრალი მტვერსასრუტების”  ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი.

ისინი ერთმანეთისგან გასხვავდება  ფერით, წონით, დიზაინით, კომპაქტურობით, ჯაგრისების ნაკრებით, ფასით. მაგრამ ყველაზე მთავარი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ მტვერსასრუტის არჩევის დროს, მისი სიმძლავრე და მტვრის შეგროვების ტიპია.

 

სიმძლავრე

 

მტვერსასრუტის სიმძლავრეყველა მტვერსასრუტის ტექნიკურ დახასიათებაში მითითებული უნდა იყოს სამომხმარებლო სიმძლავრე და შესრუტვის სიმძლავრე.

სამომხმარებლო სიმძლავრე წარმოადგენს ენერგომოხმარების მაჩვენებელს (ძირითადად ეს მაჩვენებელია მითითებული მტვერსასრუტების ინსტრუქციებში და აწერია თვითონ მტვერსასრუტს), იგი სხვადასხვა ტიპის საყოფაცხოვრებო მტვერსასრუტებში ძირითადად მერყეობს 1200-2500 ვატის ფარგლებში. ხოლო შესრუტვის სიმძლავრე მიახლოებით 100-500 ვატის (აეროვატი) ფარგლებშია.

მტვერსასრუტებში მტვრის აღების ეფექტურობა არ არის პირდაპირდამოკიდებული სამომხმარებლო სიმძლავრის მაჩვენებელზე.

რა თქმა უნდა რაც უფრო მეტია სამომხმარებლო სიმძლავრე, მით უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს მტვერსასრუტს, თუმცა ერთი და იგივე სამომხმარებლო სიმძლავრის მქონე სხვადასხვა მტვერსასრუტის გამოყენებისას ყოველთვის არ მიიღწევა ერთი და იგივე შედეგი.

ხშირია შემთხვევა, როცა მტვერსასრუტს  გააჩნია ნაკლები სამომხმარებლო სიმძლავრე, მაგრამ შესრუტვის სიმძლავრე იგივე, ან უფრო მეტიც კი აქვს, ვიდრე უფრო მეტი სამომხმარებლო სიმძლავრის მტვერსასრუტს

მაგალითად მტვერსასრუტს, რომლის სამომხმარებლო სიმძლავრეა1800 ვატი, შეიძლება შესრუტვის სიმძლავრე 400 ვატი ქონდეს, როცა 2000 ვატი სამომხმარებლო სიმძლავრის მტვერსასრუტს შესრუტვის სიმძლავრე ქონდეს 300 ვატი.

აქედან გამომდინარე არ არის აუცილებელი მტვერსასრუტს ქონდეს მაქსიმალური სამომხმარებლო სიმძლავრე, რადგან ეს  გაზრდის არა მუშაობის ეფექტურობას, არამედ მის მიერ ელექტროენერგიის მოხმარებას.

ამიტომ გირჩევთ არ აურიოთ ერთმანეთში სამომხმარებლო და შესრუტვის სიმძლავრე და არჩევანის გაკეთების დროს ყურადღება გაამახვილეთ არა სამომხმარებლო, არამედ მტვრის შესრუტვის სიმძლავრეზე, რადგან სწორედ ამ მაჩვენებელზეა დამოკიდებული მტვერსასრუტის ეფექტურობა და მიღებული შედეგი.

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ყველა მტვერსასრუტს აქვს ნომინალური და მაქსიმალური შესრუტვის სიმძლავრე.

მტვერსასრუტის სიმძლავრენომინალური შესრუტვის სიმძლავრე 15-30%-ით ნაკლებია მაქსიმალურ შესრუტვის სიმძლავრეზე.

ძირითადად მწარმოებლები ინსტრუქციაში მხოლოდ მაქსიმალურ შესრუტვის სიმძლავრეს უთითებენ, მხოლოდ ზოგიერთი მწარმოებელი უთითებს ინსტრუქციაში ორივე მაჩვენებელს.

კარგ შედეგს მიიღებთ, თუ შესრუტვის საშუალო სიმძლავრე არ იქნება 250-300 ვატზე ნაკლები.

რაც უფრო მეტი ექნება მტვერსასრუტს ეს მაჩვენებელი, მით ნაკლები ძალა დაადგება მტვერსასრუტის ძრავს, ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს და უკეთესი იქნება შედეგიც.

 

ფილტრაციის სისტემა

 

მტვერსასრუტის მუშაობის პრინციპი ასეთია:

  • მტვერსასრუტი გარკვეული სიმძლავრით ისრუტავს მტვერს, ჭუჭყს და წვრილ ნაწილაკებს;
     
  • შემდეგ ეს ყველაფერი ჰაერთან ერთად გაივლის მტვრის ამკრებ ტომსიკას, კონტეინერს ან აქუა-ფილტრს, სადაც ილექება ჭუჭყის ძირითადი რაოდენობა, მსხვილი ნაწილაკები, სილა;
     
  • შემდეგ ჰაერი გაივლის მტვერსასრუტის ძრავის წინ მდებარე ფილტრს. ეს ფილტრი განკუთვნილია იმისათვის, რომ დაიცვას ძრავი, ძირითადი მტვრის ამკრების ჰერმეტულობის დაღვევის შემთხვევაში.
     
  • და ბოლოს, ჰაერი გადის ფილტრში, რომელიც ჰაერის მტვერსასრუტიდან გამოსასვლელთან მდებარეობს. სწორედ ეს ფილტრია პასუხისმგებელი ჰაერის სრულ გაწმენდაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მტვერსასრუტს სამ საფეხურიანი ფილტრაციის სისტემა გააჩნია: მტვრის შემგროვებელი, ძრავის დამცავი და გამომავალი ჰაერის სრული გამწმენდი ფილტრი.

სხვა დამატებითი ფილტრები ძალიან ძვირად ღირებულ მოდელებში თავისებური მარკენტიგული სვლაა..

 

მტვრის შემგროვებელის ტიპები

 

თანამედროვე მტვერსასრუტებში ძირითადად გამოიყენება  მტვრის აკრეფის 4  ძირითადი ხერხი:

1) ტექსტილის (ნაჭრის) ტომსიკა;

2) ქაღალდის ტომსიკა;

3) პლასტმასის კონტეინერი;

4) აქუა-ფილტრი (წყლის);

მტვერსასრუტის ნაჭრის, ტექსტილის ფილტრიტექსტილის (ნაჭრის) ტომსიკა -  გაცილებით ეკონომიურია, რადგან ის მრავალჯერადი გამოყენებისაა, თუმცა ნაჭერი იჭერს 200 მიკრონამდე დიამეტრის მტვრის ნაწილაკებს, უფრო წვრილ ნაწილაკს ნაჭრის ტომსიკა ვერ იკავებს. ამის გამო ძალიან მალე ბინძურდება მტვერსასრუტის სხვა დამატებითი ფილტრები.

ქაღალდის ტომსიკა -  შედგება 2-3 შრისგან, რაც ეფექტურად აკავებს  3 მიკრონამდე დიამეტრის მტვრის ნაწილაკებს, რაც სრულიად საკმარისია საყოფაცხოვრებო ფართის სრულყოფილად დასუფთავებისათვის.

ქაღალდის ტომსიკიან მტვერსასრუტში მტვერთან კონტაქტი ფაქტიურად გამორიცხულია, საკმარისია გავსებული ტომსიკის ამოღება და ახლით შეცვლა.

მისი მინუსია ის, რომ 3 ლიტრამდე მოცულობის ქაღალდის ტომსიკა საშუალოდ ყოველი 1 თვის შემდეგ უნდა გამოიცვალოს, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.

მტვერსასრუტის ქაღალდის ტომსიკაპლასტმასის კონტეინერი - პლასტმასის კონტეინერიან მტვერსასრუტებში გამოიყენება  ციკლონური სისტემა - ჰაერი ნაკვეთურის შიგნით ტრიალებს ფილტრის გარშემო და მტვერი პლასტმასის კონტეინერში ილექება.

დასუფთავების შემდეგ არ არის აუცილებელი მთელი მტვერსასრუტის გაწმენდა, სრულიად საკმარისია მტვრით გავსების შემდეგ პლასტმასის კონტეინერის ამოღება და გარეცხვა. მართალია ეს პროცესი არ არის მთლად ჰიგიენური, თუმცა ნაჭრის ტომსიკის მოვლასთან შედარებით უდავოდ უპირატესობით გამოირჩევა.  თუ ასეთი ფილტრიანი მტვერსასრუტი გაქვთ, არ არის აუცილებელი დამატებითი ტომსიკა მტვერსაკრებების შეძენა.

გარდა ამისა მისი პლუსი ისიცაა, რომ ის ძირითადად გამჭვირვალე პლასტმასისგანაა დამზადებული და მასში ადვილია დაინახოთ აკრეფილი მტვრის დონე.

პლასტმასის კონტეინერს სხვა მინუსი აქვს,  მისი გვერდები რეზონანსს იძლევა და ამის ხარჯზე იმატებს მტვერსასრუტის ხმაურის დონე. ამას გარდა მტვერსასრუტში პლასტმასის კონტეინერის არსებობა შესამჩნევად ზრდის მტვერსასრუტის ზომას.

aqua-ფილტრი - aqua-ფილტრის  საშუალებით ატაცებული ჰაერი გაივლის წყალს, რომელიც მნტვერსასრუტის სპეციალურ რეზერვუარში მდებარეობს.

მტვერსასრუტის პლასტმასის კონტეინერიმტვერი და ჭუჭყი რჩება წყალში, ხოლო ჰაერი კი გარეთ გამოდის. ასეთი ფილტრების პლუსია ის, რომ არ არის საჭირო დამატებითი ტომსიკა მტვერსაკრების შეძენა და ჰაერიც ტენიანდება.

ასეთ ფილტრიან მტვერსასრუტებს შეუძლიათ არომატიზირებული სითხეები აფრქვიოს. გარდა ამისა ამ ტიპის წმენდა ნაწილობრივ შთანთქავს ხმაურის დონეს. მიზეზი, რის გამოც ამჯობინებენ ასეთი ფილტრით აღჭურვილი მტვერსასრუტის შეძენას არის ის, რომ მტვერსასრუტი მთელი პროცესის განმავლობაში ინარჩუნებს მტვრის შეწოვის სიმძლავრეს.

ასეთი ფილტრის მინუსია ის, რომ ყოველი, სულ მცირე დასუფთავების შემთხვევაშიც კი აუცილებელია არა მარტო დაბინძურებული წყლის გადაღვრა, არამედ მთელი ნაკვეთურის(რეზერვუარის) გარეცხვა. აგრეთვე დიდი გაბარიტი და წონა.

მტვერსასრუტის ქაღალდისა და ტექსტილის მტვრის ამკრებიასევე არსებობს კომბინირებული ტიპის მტვერსასრუტები, რომელსაც გააჩნია მტვრის შესაგროვებელი როგორც ქაღალდის, ასევე ნაჭრის ტომსიკები. თუმცა რეკომენდირებულია მუდმივი ექსპლუატაციის მიზნით ქაღალდის ტომსიკის გამოყენება. ნაჭრის ტომსიკა იქნება თადარიგში იმ შემთხვევაში, თუ ქაღალდის ტომსიკები გაგითავდათ და დროულად ვერ მოახერხეთ მისი შეძენა.

გარდა ამისა, არსებობს კომბინირებული პილასოსები რომელსაც პლასტმასის კონტეინერი და ქაღალდის ტომსიკა, ან პლასტმასის კონტეინერი და ნაჭრის ტომსიკა ერთდროულად გააჩნია. გვხვდება ისეთებიც, რომელსაც სამივე სახის: - პლასტმასის კონტეინერი, ნაჭრის და ქაღალდის ტომსიკები გააჩნია.

 

ძრავის წინ მდებარე ფილტრი

 

ძრავის ფილტრი იცავს ძრავს დაბინძურებისგან, გადახურებისგან და მწყობრიდან გამოსვლისაგან.

იგი შეიძლება იცვლებოდეს, ასეთ შემთხვევაში მას მტვრის შემგროვებელთან ერთად ცვლიან, მაგრამ ძირითადად ეს ფილტრი არის მუდმივი და არ ითხოვს შეცვლას. მხოლოდ საჭიროა პერიოდულად მისი გაწმენდა, ამ შემთხვევაში იგი მტვერსასრუტის ექსპლუატაციის ვადის ბოლომდე მოგემსახურებათ.

 

ჰაერის სრული გამწმენდი ფილტრი

 

ჰაერის სრული გამწმენდი ფილტრიეს ფილტრი  ჰაერის მტვერსასრუტიდან გამოსასვლელთან მდებარეობს და საბოლოოდ წმენდს ჰაერს. მტვერსასრუტებში ძირითადად გვხვდება ელექტროსტატიკური მიკროფილტრები, S კლასის ფილტრები და HEPA ფილტრები, რომელთა დანიშნულებაა გამორიცხონ  ყოველგვარი უწვრილესი ნაწილაკების, მტვრის, ვირუსების, ბაქტერიების და ა.შ უკან, დალაგებულ შენობაში დაბრუნება, რაც შეიძლება სხვადასხვა ალერგიების მიზეზი გახდეს.

სრული გაწმენდის ფილტრის ეფექტურობა ფასდება მის მიერ შეკავებული  0,3 მიკრონამდე დიამეტრის მქონე მიკროორგანიზმების რაოდენობით.

ჰაერის სისუფთავის დონე  იზომება სხვადასვა ზომის ნაწილაკების შეკავების პროცენტით. მაღალი კლასის მტვერსასრუტებში ეს პროცენტი შეადგენს  99,97%-ს.

ელექტროსტატიკური მიკროფილტრები, S კლასის ფილტრები და HEPA ფილტრები ერთმანეთისგან განსხვავდება უმცირესი მტვრის ნაწილაკების შეკავების ეფექტურობითა და ექსპლუატაციის ვადით.

ელექტროსტატიკური მიკროფილტრები  აკავებს 0,3 მიკრონამდე მიკრონაწილაკებს და წმენდს ჰაერს 80-99,9%-ით.

S კლასის ფილტრები -  აკავებს 99,97% მიკრონაწილაკებს. ასეთი ფილტრების ექსპლუატაციის ვადა ერთი წლიდან რამოდენიმე წლამდეა.

HEPA კლასის ფილტრები - (High Efficiency Particulate Air) - ანუ ჰაერის მაღალეფექტური წმენდა. არსებობს სხვადასხვა სახის HEPA ფილტრები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან წმენდის ეფექტურობითა და ექსპლუატაციის ვადით.

მათი ექსპლუატაციის ვადა, ისევე როგორც S კლასის ფილტრებისა, რამოდენიმე წელია. თუმცა არსებობს HEPA ფილტრები, რომელიც წყლით ირეცხება. ასეთ შემთხვევაში მათი გამოყენება მტვერსასრუტის ექსპლუატაციის ვადის ბოლომდე შეიძლება.

რაც შეეხება წმენდის ეფექტურობას, მაგალითისთვის განვიხილოთ ოთხი სახის HEPA ფილტრი, რომელთაც წმენდის სხვადასხვა ეფექტი გააჩნია:

НЕРА Н10 -  85%;

НЕРА Н11 - 95%;

НЕРА Н12 - 99,5%;

НЕПА Н13 - 99,95%

HEPA ფილტრიS კლასისა და HEPA ფილტრები შექმნილი იქნა სამედიცინო ლაბორატორიებისთვის, სადაც ჰაერის სისუფთავის ძალიან მაღალი მოთხოვნებია. ეს ფილტრები კი წმენდენ ჰაერს პრაქტიკულად ყველა სახის ალერგენებისგან.

გაითვალისწინეთ, რომ  НЕРА Н10 და НЕРА Н11 - S კლასის ფილტრებზე ნაკლებად ეფექტურია.

ხოლო НЕРА Н12 და НЕРА Н13 უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ წმენდას, ვიდრე S კლასის ფილტრები.

ზოგჯერ, მტვერსასრუტი ჰაერის სრული გამწმენდი ფილტრის გარეშე იყიდება, ხოლო ეს ფილტრი ცალკე უნდა შეიძინოთ, თუმცა თუ ასეთი ფილტრი გსურთ, მიმართეთ კონსულტანტს, რადგან ყველა მტვერსასრუტი არ არის გათვალისწინებული ასეთი ფილტრებისთვის.

ზოგიერთი მომხმარებელი წუხს იმის გამო, რომ შეიძლება მომავალში ვეღარ შეძლოს და ვეღარ ნახოს საკუთარი მტვერსასრუტის შესაბამისი მტვრის შემგროვებელი ტომსიკა ან ფილტრი, მაგრამ უნდა აღინიშნოს, ჯერ ერთი ეს ფილტრები და ტომსიკები ძირითადად უნივერსალურია, და მეორეც,  სოლიდური ფირმები კონკრეტული მოდელის მტვერსასრუტის წარმოებიდან ამოღების შემდეგაც კი მრავალი წლის განმავლობაში არ წყვეტენ ტომსიკებისა და ფილტრების წარმოებას.

 

ხმაურის დონე

 

მტვერსასრუტის ხმაურის დონეხმაურის დონე მტვერსასრუტის ეფექტურად მუშაობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ამ ფაქტორზე ძალიან ბევრი ადამიანი ამახვილებს ყურადღებას და არც თუ უსაფუძვლოდ, რადგან დასუფთავება საკმაოდ ხშირი და რეგულარული პროცესია, რომლის დროსაც არავის სურს ზედმეტი თავის ტკივილი საშინლად მოგრუხუნე მტვერსასრუტისგან, რომელიც გამოიცემა მისი მუშაობის პროცესში.

ბრიუსელის კონვენციის თანახმად მიღებული იქნა ხმაურის დონის ერთიანი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც მტვერსასრუტის ძირითადი მწარმოებლების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს  შეთანხმებას. კონვენციის მიხედვით  ხმაურის დონის გაზომვა მიმდინარეობს მტვერსასრუტის სრული სიმძლავრით ჩართული ძრავის ფონზე. თუ ერთი პარტიის მტვერსასრუტების 93,5%   აღმოჩნდება ჩუმი, ვიდრე   დანარჩენი 6,5%. ხმაურის დონის დეკლარირება სწორედ ამ 6,5% მტვერსასრუტების მონაცემების მიხედვით ხდება.

ხოლო ხმაურის დონის განსაზღვრა მიმდინარეობს სრული სიმძლავრით ჩართული მტვერსასრუტის ძრავზე, მისგან 30-5- სმ-ის მანძილზე აყენებენ მიკროფონს და სპეციალურ მოწყობილობას, რომელიც დროის განსაზღვრულ მონაკვეთში ზომავს და იწერს ხმაურის დონეს. შემდეგ ამ პროცესს იმეორებენ 2-3-ჯერ და განსაზღვრავენ რეგულარულ ხმაურის დონეს.

გაითვალისწინეთ, რომ მტვერსასრუტისთვის დასაშვები ხმაურის დონის ნორმა უნდა მერყეობდეს  70-80 დეციბალის ფარგლებში და სასურველია არ იყოს ამ მონაცემზე მაღალი. შედარებისთვის- ჩურჩულით მოლაპარაკე ადამიანის ხმაურის დონე შეადგენს მიახლოებით 40 დეციბალს.

 

მტვერსასრუტის შემწოვი მილი

 

მტვერსასრუტის შემწოვი მილიშემწოვი მილი რამოდენიმე სახის არსებობს, მასალისა და კონსტრუქციის მიხედვით. მასალის მიხედვით მილი ორგვარია, მეტალისა და პლასტმასის, თუმცა ბოლო დროს თითქმის ყველა მწარმოებელი უპირატესობას მეტალს ანიჭებს, რადგან იგი უფრო გამძლე, სანდო და მოსახერხებელია.

კონსტრუქციის მიხედვით მილები ორგვარია:

ასაწყობი - რომელიც იწყობა ცალკე მილებისგან.

ტელესკოპური - მუშაობს ტელესკოპის პრინციპით, მოძრაობს და ფიქსირდება თქვენთვის საჭირო და მოსახერხებელ მდგომარეობაში. ამ  შემთხვევაში თქვენ თვითონ არეგულირებთ მილის სიგრძეს.

რა თქმა უნდა უფრო მოსახერხებელი და კომფორტული ტელესკოპური მილია. ზოგიერთ თანამედროვე მტვერსასრუტი სპეციალურად მოხრილი მილითაა აღჭურვილი, რათა იოლი იყოს ძნელად მისადგომი ადგილების დასუფთავება.

 

საცმები  და  ჯაგრისები

 

მტვერსასრუტის საცმების სტანდარტული, მინიმალური ნაკრები რაოდენიმე  საგნით შემოიფარგლება:

საცმი იატაკისა და ხალიჩისათვის - მას აქვს გადასართავი იატაკი/ხალიჩა, შედეგად ჯაგრისი ხან გამოჩნდება, ხან დაიმალება, თქვენი სურვილისა და აგრეთვე იმის მიხედვით, თუ რა სამუშაოს ასრულებთ. ასეთ ჯაგრისს შეიძლება ქონდეს პატარა ბორბლები, რომელიც აადვილებს ჯაგრისის გადაადგილებას. ზოგჯერ ასეთ საცმებში ჯაგრისის სიგრძეც კი რეგულირდება;

ჭუჭრუტანიანი საცმი - ბრტყელი საცმია, რომელიც განკუთვნილია გამათბობელი ბატარეიისა და კუთხეების დასასუფთავებლად;

საცმი-ფუნჯი რბილი ავეჯისათვის - იგი მოკლეა და ხანდახან მოყვება პლუშის ჩასადგმელები;

საცმი-ჯაგრისი გრძელი რბილი ხაოთი - იდეალურია პოლირებული ავეჯის გასაწმენდად, გრძელი ხაო არ აძლევს  საცმს ავეჯის დაზიანების საშუალებას;

რა თქმა უნდა ამით არ ამოიწურება და თუ მეტი გსურთ, შეგიძლიათ შეიძინოთ დამატებითი საცმები, მხოლოდ აუცილებლად ჰკითხეთ კონსულტანტს, მიდის თუ არა თქვენს მტვერსასრუტზე თქვენთვის სასურველი საცმი;

მაგალითად, არსებობს შესანიშნავი ფუნქციების მატარებელი დამატებითი საცმებიც:

სპეციალური ჯაგრისი პარკეტისათვის - იგი წარმოადგენს გრძელ, ვიწრო საცმს გრძელი ხაოთი, რომელიც იცავს პარკეტს შემთხვევითი ნაკაწრებისაგან;

ტურბოჯაგრისი - მისი გამოყენება ხდება ძირითადად იქ, სადაც ჩვეულებრივი საცმები საქმეს ვერ უმკლავდება, მაგალითად თუ სახლში გყავთ ოთხფეხა მეგობრები (ძაღლი, კატა). და მათი ბეწვისგან სახლის დასუფთავება თქვენთვის პრობლემაა. ასეთი საცმის ქვემოთ მოთავსებულია ჯაგრისი, რომელიც ბრუნავს მასში გამავალი ჰაერის ნაკადის ხარჯზე. ასეთი საცმის მინუსი ისაა, რომ ბრუნვის ხარჯზე მცირდება მტვერსასრუტის სიმძლავრე;

ელექტროჯაგრისი - ტურბოჯაგრისის სახეობაა, მასში ქვედა ჯაგრისი ბრუნავს ცალკე გაყვანილი ელექტროობის ხარჯზე. ასეთი საცმი უნარჩუნებს მტვერსასრუტს რეგულარულ შეწოვის სიმძლავრეს, უფრო ჩუმია და აქვს ასევე რეგულარული ბრუნვის სიჩქარე (გაითვალისწინეთ, რომ მისი საშუალებით არ შეიძლება ისეთი ხალიჩისა და სხვა ზედაპირის გაწმენდა, რომლის ხაო 1,5 სმ-ზე მაღალია);

Reach & Clean - ასუფთავებს ყველაზე მიუწვდომელ ადგილებშიც კი;

ვაკუუმის საცმი - შესანიშნავია თუ მრეცხავი მტვერსასრუტი გაქვთ, ასეთი ჯაგრისი ინტენსიურად თელავს და არბილებს ხაოს და ეფექტურად აცილებს ყოველგვარ ჭუჭყს.

სპეციალური ხელსაწყო კი ავტომატურად არეგულირებს ვაკუუმის დონეს საცმის ქვეშ და აწვდის სითხის მძლავრ ნაკადს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში;

Delta  Active - გამოიყენება ნებისმიერი ტიპის ზედაპირისათვის და არაფრით ჩამოუვარდება ტურბოჯაგრისს;

Anti-Tangle - ტურბინას შეუძლია წარმოქმნას ჰაერის საპირისპირო ნაკადები, რომელიც ერთმანეთისგან განაცალკევებს ჰაერს, თმას და მტვერს, შესაბამისად ჰაერის გამტარი მილი არ გაიჭედება თმით.შედეგად კი მტვერსასრუტი იძლევა მუდმივად მძლავრ შეწოვის ძალას, რომელიც არ არის დამოკიდებული კონტეინერის გადავსებაზე. 

და სხვა...

არსებობს აგრეთვე ფანჯრისა და ვერტიკალური ზედაპირების გასარეცხი საცმები.

ხანდახან გვხვდება კომბინირებული საცმები, ანუ გაერთიანებულია ორი და ხანდახან სამი საცმიც კი, რომელიც მოსახერხებელია სხვადასხვა ტიპის დასუფთავებისათვის.

 

დამატებითი ფუნქციები

 

ასეთი ფუნქციები უამრავია, გავეცნოთ ძირითად მათგანს, რის შემდეგაც თქვენ გადაწყვეტთ რომელი ფუნქციებია  თქვენთვის აუცილებელი და რომელია არა:

ტემპერატურული დაცვის ფუნქცია - აფრთხილებს გადახურების შესახებ და ავტომატურად გამორთავს მტვერსასრუტს იმ შემთხვევაში, თუ მისი ტემპერატურა მიაღწევს კრიტიკულ ზღვარს.

სტარტის  ბლოკირების ფუნქცია - არ ჩართავს მტვერსასრუტს, თუ დაგავიწყდათ მასში მტვრის შემგროვებლის ჩადება.

ზომიერი სტარტის ფუნქცია - იცავს მტვერსასრუტს გადატვირთვისგან.

ფუნქცია Ambia - ხსნის მტვერსასრუტის სუნის პრობლემას სპეციალური პლასტირის საშუალებით, რომელზეც ეწვეთება არომატიზატორი. არომატიზატორი კი გრანულების სახით შეიძლება გამოყენებული იქნას ნებისმიერ მტვერსასრუტში. მას დებენ მტვრის შემგროვებელში.

ფუნქცია Active Fragrance - მართვის მოდული, რომელიც  დამოუკიდებლად ახდენს ჰაერის არომატიზირებას.

სპეციალური (დამატებითი) კონტეინერი - საჭირო მცირე ნივთებისა და სათამაშოების შესრუტვის შემთხვევაში ეს ნივთები მოხვდება დამატებით კონტეინერში.

ავტომატური გამორთვის ფუნქცია - მტვრის შემგროვებლის გავსების შემთხვევაში.

სიმძლავრის მართვის ფუნქცია და არჩეული სიმძლავრის ინდიკატორი ( ხანდახან ელექტროინდიკატორი).

ვიბროწმენდის ფუნქცია - ანუ ფილტრის გაწმენდა ხდება მტვერსასრუტის გამორთვის გარეშე.

ელექტროკაბელის ავტომატური დახვევის ფუნქცია - კაბელი შესრიალდება (დაიხვევა) მტვერსასრუტის კორპუსში, ან ძალიან სწრაფად, ან ნელა. არსებობს მტვერსასრუტი, რომლის ქსელიდან გამორთვის შემდეგ კაბელი ავტომატურად იხვევა და შესრიალდება მტვერსასრუტის კორპუსში.

რეზინის ელასტიური ბამპერი - იგი მტვერსასრუტის ზედაპირის მთელს ზედაპირზეა მოთავსებული და იცავს ავეჯს დაზიანებისაგან.

4 პატარა ბორბალი - უზრუნველყოფს მტვერსასრუტის მოხერხებულკ მანევრირებას.(უნდა ქონდეს მინიმუმ 3)

მხარზე გადასაკიდებელი თასმა - უზრუნველყოფს მაღალი კარადებისა და კონდენციონერის  მტვრისგან გაწმენდას.

მტვრის შემგროვებლის დაბინძურების ინდიკატორი - აჩვენებს რა დონეზეა დაბინძურებული მტვრის შემგროვებელი.

ჰაერის სრული გამწმენდი ფილტრის დაბინძურების ინდიკატორი - აჩვენებს რა დონეზეა დაბინძურებული ჰაერის ფილტრი;

ფიქსატორები - საკეტები ტელესკოპურ მილზე, მილის სახელურთან და საცმების მილთან შესაერთებლად.

სათავსო მტვერსასრუტის კორპუსში - საცმების შესანახად;

მტვერსასრუტის მოქმედების დიდი რადიუსი - კაბელს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 7 -10 მეტრი სიგრძე, ანუ გადაადგილდებოდეს ამ რადიუსის ფარგლებში;

ჰორიზონტალური და ვერტიკალურად დაყენების შესაძლებლობა - შენახვის ადგილზე.

ბაქტერიციდული ლამპა - მტვერსასრუტის დეზინფექციისთვის.

წყლისა  და  ორთქლის ინდიკატორი შესაბამის მოდელებში - (გამრეცხ მტვერსასრუტებში)

წყლისა  და  ორთქლის მიწოდების ელექტრონული რეგულირება - (გამრეცხ მტვერსასრუტებში)

და სხვა...

 

მტვერსასრუტის სახეობები

ჩვეულებრივი (ბალონის ტიპის) მტვერსასრუტები

 

ბალონის ტიპის მტვერსასრუტებიჩვეულებრივი ტიპის მტვერსასრუტებია, რომელიც უკვე მიმოვიხილეთ,

ამ ტიპის მტვერსასრუტები გამოიყენება იატაკის, ხალიჩების, ავეჯის და ა.შ დასასუფთავებლად.

გარდა ამისა, არსებობს ხელის, პატარა გაბარიტის მტვერსასრუტები, რომელიც გამოიყენება მცირე ზომის ზედაპირებისთვის.

არსებობს წაგრძელებული ფორმის კომპაქტური მტვერსასრუტები, რომელთა გამოყენება იდეალურია ავტობობილებში).

არსებობ - 5-7კგ და სრულგაბარიტიანი - 8-9 კგ კომპაქტური მტვერსასრუტები.

 

მრეცხავი მტვერსასრუტები


მრეცხავი მტვერსასრუტებიმრეცხავ მტვერსასრუტებს შეუძლია როგორც მშრალი, ასევე სველი დასუფთავების ჩატარება. მათი სუფთა წყლის ავზის მოცულობა 2-3ლიტრიდან 10 ლიტრამდე მერყეობს. ხოლო გამომუშავებული სითხის მოცულობა ბევრად მეტია, კერძოდ -  5 ლიტრიდან 20 ლიტრამდე.

მაგალითისთვის სამოთახიანი ბინის დალაგებისთვის სრულიად საკმარისია 5-7 ლიტრი წყალი. მტვერსასრუტს გააჩნია სპეციალური ტივტივა სარქველი, რომელიც ავტომატურად გამორთავს მტვერსასრუტს ავზის მტვრითა და ჭუჭყით გავსების შემთხვევაში.

მრეცხავი მტვერსასრუტის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ მისი საშუალებით შესაძლებელია კაფელისა და ქვის იატაკების სველი წმენდა, ხალიჩების, სხვადასხვა პანელების, რბილი ავეჯისა და ფარდაგების გარეცხვა.

ზოგიერთი მოდელით, შესაბამისი საცმის დაყენების შემთხვევაში ფანჯრების, სან-ტექნიკისა და კედლების რეცხვაც კია შესაძლებელი.

იქ სადაც ჩვეულებრივი მტვერსასრუტით ასუფთავებენ ყოველ მეორე დღეს, მრეცხავი მტვერსასრუტით ამას კვირაში ერთხელ აკეთებენ.

თუმცა მრეცხავი მტვერსასრუტები გაცილებით ძვირი ღირს, დიდი გაბარიტებისაა, მოიხმარს გაცილებით მეტ ელექტროენერგიას და სარეცხი საშუალებების დამატებით ხარჯებსაც მოითხოვს.

მრეცხავი მტვერსასრუტებიხოლო მოხმარების შემდეგ, მოითხოვს სერიოზულ მოვლას (დაშლა, კაპიტალურად გაწმენდა და გარეცხვა, გაშრობა).

გარდა ამისა სარეცხი საშუალებების თითქმის ნახევარი რჩება ხალიჩაზე და არ ბრუნდება უკან მტვერსასრუტში.

მისი მინუსია აგრეთვე ის, რომ ამ მტვერსასრუტებით არ შეიძლება ნატურალური ხალიჩების და პარკეტის გარეცხვა (თუმცა არის გამონაკლისი მრეცხავი მტვერსასრუტები)

არ არის რეკომენდირებული მრეცხავი მტვერსასრუტების  ყოველდღიური მოხმარება, ამისთვის იდეალურია მშრალი მტვერსასრუტების გამოყენება.

 


ვერტიკალური მტვერსასრუტები

 

ჩაშენებული მტვერსასრუტებიასეთი მტვერსასრუტები უფრო გავრცელებულია დასავლეთ ევროპაში. ისინი გათვალისწინებულია დიდი ფართის ნაგებობების დასასუფთავებლად.

ამ ტიპის მტვერსასრუტები უკეთესად იღებს ჭუჭყს, ვიდრე ჩვეულებრივი მტვერსასრუტები.

მათი მოხმარება საკმაოდ კომფორტულია და ამასთან ერთად  კარგად ებრძვის ალერგენებს.

თუმცა ვერტიკალური მტვერსასრუტი არ არის კომფაქტური, დიდია და ხმაურიანი.

 

 

ჩაშენებული მტვერსასრუტები

 

ჩაშენებული მტვერსასრუტებიასეთი მტვერსასრუტები საინტერესოა იმით, რომ შეგროვებული მტვერი ალერგენებთან და უსიამოვნო სუნთან ერთად გაიდევნება შენობიდან კედელში ჩაშენებული ჰაერგამტარების მეშვეობით.

მტვერსასრუტის ძირითადი ბლოკი, ჩაშენებულ  ძრავთან ერთად თავსდება შენობის გარეთ, რის გამოც ასეთი მთვერსასრუტები აბსოლიტურად უხმოა.

კედელში ჩამონტაჟებულია  ავტომატური ბუდე, რომელიც ელექტროჩამრთველს წააგავს, მასში ხდება მილის მიერთება, რომელიც შეიძლება აღიჭურვოს  სხვადასხვა სახის საცმებით.

ასეთი მტვერსასრუტი გაცილებით ეკონომიურია ელექტროენერგიის მოხმარების მხრივ.

ჩაშენებული მტვერსასრუტებიმისი  სიმძლავრე და დასუფთავების ხარისხი კი გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა ნებისმიერ მტვერსასრუტისა.

თუმცა  ჩაშენებული მტვერსასრუტები საკმაოდ ძვირია და დასამონტაჟებლად ძალიან რთულია.

ფაქტიურად იგი უნდა ჩამონტაჟდეს აშენების ან რემონტის პროცესში.

 

 

მტვერსასრუტი - რობოტები

 

მტვერსასრუტი - რობოტებიმთელი რიგი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი კომპანიები უკვე  სთავაზობენ მომხმარებელს მტვერსასრუტ რობოტებს.

ასეთი მტვერსასრუტი კომპაქტურია, მრგვალი, არა აქვს მილი, ჯაგრისები. იგი თვითონ გადაადგილდება სპეციალური სენსორების მეშვეობით და ახდენს რა ოთახის სკანირებას, დამოუკიდებლად იღებს მტვერს და ასუფთავებს მას.

ამ დროს ის გვერდს უვლის ადამიანებს და სხვა შემხვედრ საგნებს. თუ საჭირო გახდა დამუხტვა, დაუბრუნდება თავის ბაზას (იქ სადაც იგი ინახება), დაიმუხტება და ისევ განაგრძობს დაწყებულ საქმეს. მას გააჩნია :

ნორმალური დასუფთავების ფუნქცია - რომლის დროსაც იგი ასუფთავებს იატაკს კედლის გასწვრივ და ყველა ხელმისაწვდომ ზედაპირს.

სწრაფი ფუნქცია - ასუფთავებს ძირითადად მხოლოდ ოთახის შუაგულს, მოძრაობის დროს სწრაფად იცვლის მიმართულებას.

ადგილობრივი ფუნქცია - ორჯერ ახდენს 1 კვადრატული მეტრის დასუფთავებას.

თუმცა უნდა ითქვას, რომ ის არც ისე კარგად წმენდს გრძელბეწვიან ხალიჩებს.

ასეთი მტვერსასრუტები ლამაზი, მოდური და ძალიან მოსახერხებელია.

მტვერსასრუტი რობოტებირობოტ მტვერსასრუტებს გააჩნია ფილტრაციის შესანიშნავი სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა თავიდან იქნეს აცილებული სპეციფიკური სუნი, და რაც მთავარია იგი სრულიად ათავისუფლებს ადამიანს დასუფთავების პროცესისგან.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ასეთი მტვერსასრუტები ჯერ-ჯერობით საკმაოდ ძვირადღირებულია.

იმედია ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.

ბედნიერ შენაძენს გისურვებთ!

 

 

 

მტვერსასრუტები ინტერნეტ მაღაზია...

მტვერსასრუტები
ტომრის გარეშე

მტვერსასრუტები
ტომრით

მანქანის კომპაქტური
მტვერსასრუტები

მტვერსასრუტები
რბილი ავეჯისთვის


მტვერსასრუტები
ტურბო ჯაგრისით


მტვერსასრუტები
ხალიჩებისთვის


მტვერსასრუტები ინტერნეტ მაღაზია...
მტვერსასრუტები
250 ლარამდე
მტვერსასრუტები
მაღალი სიმძლავრით
მტვერსასრუტების
სრული კატალოგი

 
 
 

 
 
გამოკითხვა

 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ