წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
 
  ნანახია 48605 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

გაზქურაგაზქურა სამზარეულოს მთავარი ატრიბუტია, მის ხარისხსა და კომფორტულობას დიასახლისებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

კარგი ქურა შესანიშნავად უნდა ამზადებდეს კერძებს, იყოს უსაფრთხო, პრაქტიკული და ამავდროულად ამშვენებდეს სამზარეულოს  ინტერიერს.

ამიტომ, ყველა ამ მიზეზთა გამო, გაზქურის შერჩევას ფუნდამენტალური მიდგომა ჭირდება.

ქურები ძირითადად არის სამი ტიპის: გაზის, ელექტრო და კომბინირებული. აგრეთვე ჩასაშენებელი ქურები.

პირველი საკითხი, რაც შერჩევის  დროს უნდა გადაწყვიტოთ, არის ის, თუ რომელი ქურა შეიძინოთ - გაზის თუ ელექტრო.

რა თქმა უნდა უნდა ორივე მათგანს როგორც ღირსება, ასევე  ნაკლოვანება გააჩნია. მაშ ასე:

 

გაზქურები

 

თუ  ბინაში არის გაზი, უმჯობესია გაზქურის შეძენა. რადგან ის მუშაობს ბუნებრივ აირზე, რომელიც გაცილებით ეკონომიურია, ვიდრე ელექტროობა.

გარდა ამისა, გაზქურის ჩართვის შემდეგ კომფორები მაშინვე ცხელდება, რის გამოც მასზე პროდუქტის მომზადება გაცილებით სწრაფად და მოხერხებულად ხდება. კომფორები ასევე მალე ცივდება კიდეც, რაც საშუალებას იძლევა პროდუქტის მომზადების დასრულების შემდეგ მაშინვე შეუდგეთ გაზქურის დასუფთავებას.

ყველა ცნობილი მწარმოებელი უშვებს ქურებს ცხაურა - ქვესადგამების გამოყენებით. ეს ელეგანტურიც არის და პრაქტიკულიც. შეგიძლიათ ცხაურა მოხსნათ და ონკანის ქვეშ ან ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხოთ. ასეთ შემთხვევაში ქურაც იოლი  გასაწმენდია.

გაზქურების ნაკლოვანებად მიიჩნევა:

»» პროდუქტის მომზადების დროს ატმოსფეროში გამოიყოფა წვის პროდუქტები. (ამ პრობლემას შესანიშნავად უმკლავდება სამზარეულოს გამწოვი).

»» გადმოსულმა წყალმა, ყავამ ან რძემ შეიძლება ცეცხლი ჩააქროს, რისი თავიდან აცილებაც შეიძლება, თუ გაზქურას აქვს ფუნქცია Gas control. იგი ასეთ შემთხვევაში ავტომატურად გათიშავს გაზს.

»» გაზის ჰაერღუმელში ტემპერატურა არათანაბრად ნაწილდება (ელექტრო ჰაერღუმელთან  შედარებით) რასაც მიჩვევა სჭირდება, ამიტომ შეიძლება დასაწყისში პრობლემა შეექმნათ ახალბედა დიასახლისებს.

 

ელექტროქურები

 

ელექტროქურაელექტროქურები ირთვება ელექტრო ქსელში. ამ ქურების მთავარი ღირსება მათი  ეკოლოგიური სისუფთავე  და ელექტროჰაერღუმელია.

ჰაერღუმელი, სპეციალური ვენტილიატორის საშუალებით თანაბრად ანაწილებს სითბოს მის მთელს მოცულობაზე და შესაბამისად ამ მხრივ, ნაკლებ კონტროლს საჭიროებს.

ისინი აღჭურვილია ტემპერატურის რეგულატორით და ტაიმერით, რომლის საშუალებითაც აპროგრამებენ საკვების მომზადების ხანგრძლივობას.

ელექტროქურების ნაკლოვანებად ითვლება:

ნაკლები ეკონომიურობა.

• კომფორის გაცხელებისათვის საჭიროა გარკვეული დრო (ისევე, როგორც გაგრილებისთვის). აქედან გამომდინარე, შეიძლება პროდუქტის მომზადებას მეტი დრო დასჭირდეს, ხოლო საქმიანობის დასრულების შემდეგ, შეუძლებელია ქურის მაშინვე დასუფთავება.

გაითვალისწინეთ, რომ ელექტროქურა მძლავრი ელექტრონული ხელსაწყოა და მისი ქსელში ჩართვისას აუცილებელია ზუსტად იცოდეთ (განსაკუთრებით, თუ ძველ სახლში ცხოვრობთ) გაუძლებს თუ არა კაბელი (რომელიც კედელშია მოთავსებული) ელექტროქურის სიმძლავრეს. ასევე ყურადღება მიაქციეთ, რომ კაბელს ჰქონდეს დამიწება. ე.წ 0.

 

კომბინირებული ქურები

 

კომბინირებული ქურასაკმაოდ ექსკლუზიური ქურებია, ასეთ ქურებს 3 გაზის და ერთი ელექტრო კომფორი გააჩნია (ან 2+2).

ამ ტიპის ქურებს ჰაერღუმელი როგორც წესი, ელექტრო აქვს. იდეალური ვარიანტია ის, რომ გაზის, ან ელექტროენერგიის გათიშვისას,  ქურა მაინც განაგრძობს მუშაობას.

არსებობს ქურები, რომელთაც კომფორები გაზის აქვს, ჰაერღუმელი კი კომბინირებული - (ქვემოთ გაზი და ზემოდან ელექტრო).

აღსანიშნავია, რომ ასეთ ჰაერღუმელში გაზის და ელექტროობის ერთდროულად მუშაობა არ ხდება, პროდუქტი ჯერ უნდა გამოცხვეს გაზით, შემდეგ გამოირთოს გაზი და ჩაირთოს ელექტრო ტენი, რათა პროდუქტის ზედა ნაწილიც გამოცხობაც დასრულდეს (ეს პროცესი საკმაოდ მოუხერხებელია, როცა დიდი რაოდენობით პროდუქტის გამოცხობაა საჭირო).

კომბინირებულ ქურებს თითქმის ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც გაზქურას. ზოგიერთ ასეთ მოდელს  გაზის ბალონის სპეციალური სათავსოც გააჩნია.

 

მინაკერამიკული ქურები

 

მინაკერამიკული ქურებიმინაკერამიკული ქურები - XXI საუკუნის სიახლეა. ისინი მეტი თბოგამტარობით გამოირჩევა, ვიდრე ჩვეულებრივი ელექტროქურები და პროდუქტის მომზადების პროცესში ისეთივე სწრაფია,როგორც გაზქურა. ასეთი ქურა 10-12 წამში ხურდება და აბსოლუტურად უსაფრთხოა.

როგორ არის მოწყობილი მინაკერამიკა? 

ქურის სამუშაო  ზედაპირის ქვეშ იმალება მოქნილი ელექტრო ტენი, რომელიც სპირალისებურადაა განლაგებული აზბესტის ფუძეზე, ზემოდან კი  მინაკერამიკული ან მინის ზედაპირი ადევს. მასზე  დატანილია გამაცხელებელი ზონების  ნიშნული, რომელსაც კომფორებს უწოდებენ.

მინაკერამიკა მაღალი თბოპოლარიზირებული თვისებებით გამოირჩევა. ის კარგად ატარებს სითბოს ელექტრო ტენიდან ზემოთ და ფაქტიურად ვრცელდება არა მთელს ზედაპირზე, არამედ ხურდება მხოლოდ კომფორები. ირგვლივ სივრცე კი თითქმის ცივი რჩება.

მინაკერამიკული ქურების სხვადასხვა მოდელები განსხვავებული კომფორებით არის აღჭურვილი:

 

  • რაპიდული - ყველაზე გავცელებულია, გაცხელება გახურებული სპირალის მეშვეობით ხდება;
  • ჰალოგენური - სპირალი ჰალოგენური ლამპიდან  ცხელდება;
  • ინდუქციური - ჭურჭლის გაცხელება ელექტრომაგნიტური  ველის მეშვეობით ხდება. ასეთი ქურით რომ ისარგებლოთ, დაგჭირდებათ ჭურჭელი მაგნიტური ძირით, ანუ ჭურჭელი, რომელიც მაგნიტდება

 

დადებითი თვისებები

 

მინაკერამიკული ზედაპირიანი ქურები  უსაფრთხოა და არა აქვს ღია ალი. ამას გარდა აბსოლუტურად სწორ ზედაპირზე ნებისმიერი ჭურჭლის დაქანება ან ამოყირავება გამორიცხულია.  გლუვი ზედაპირი იოლი გასაწმენდია.

ზოგიერთ მოდელებში გვხვდება ორკონტურიანი კომფორები. მათზე  შეგიძლიათ არჩევით ჩართოთ  დიდი ან პატარა დიამეტრის გასაცხელებელი ფართობი, ანუ ჭურჭლის დასადგმელი ადგილი.

ასევე არსებობს კომფორები გაცხელების ოვალური ზონით. ირთვება გამაცხელებელი ელემენტის  დამატებითი სეგმენტი, რომელსაც შუძლია მრგვალი ფორმის კომფორი ოვალურ კომფორად გარდაქმნას(მოსახერხებელია, თუ თქვენ ასეთი ფორმის ჭურჭელს გამოიყენებთ).

კიდევ ერთი უპირატესობაა-დარჩენილი სითბოს სეგმენტური ინდიკატორი, რომლის მეშვეობითაც ადვილად განსაზღვრავთ, თუ რომელ კომფორს აქვს უფრო მეტად შენარჩუნებული მაღალი ტემპერატურა, რათა ისევ გამოიყენოთ კერძის გასათბობად ან სითბოს შესანარჩულებლად.

მინაკერამიკის ან ნაწრთობი მინის ზედაპირის მოვლა, გაწმენდა-დასუფთავება, სხვა ქურებთან შედარებით, გაცილებით მარტივად და სწრაფად ხდება.

 

ნაკლოვანებები:

 

მინაკერამიკული ქურები დაბალი ბორტები  ქურის კიდეებზე; ქურის აბსოლიტურად სწორი ზედაპირის გამო, ძლიერი, არაკონტროლირებადი დუღილის დროს  შეიძლება კერძი ქვაბიდან არა მარტო ქურის ზედაპირზე,არამედ  იატაკზეც გადმოიღვაროს.

არის ალბათობა,რომ  გადმოღვრილი მასა გვერდითი კომფორის ცივ ზედაპირზე მოხვდეს, რამაც შიძლება  პანელის დასკდომა გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში  რა თქმა უნდა მთლიანი პანელის შეცვლა მოგიწევთ. ეს კი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.

კერამიკული ქურა მკაცრად გლუვ  და სწორძირიან ჭურჭლს საჭიროებს. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რისგან არის ჭურჭელი დამზადებული. მთავარია ძირი გააჩნდეს აბსოლუტურად სწორი. თქვენი ჭურჭლის უმრავლესობა შეიძლება გამოუსადეგარი აღმოჩნდეს  ასეთი ქურისთვის.

თუ ჩართულ ქურაზე დაგრჩათ ცარიელი, ემალირებული ჭურჭელი, ამან შეიძლება ქურის ზედაპირის დაზიანება გამოიწვიოს ისე,რომ მისი გაწმენდა ვეღარ მოხერხდეს.

მინაკერამიკა ცუდად იტანს ტკბილს, ამიტომ თუ მის ზედაპირზე  ყავა, ჩაი და ა.შ დაგეღვარათ,სასურველია, თუ მას მაშინვე (სანამ კოფორი გაცივდება) მოაცილებთ.

 

გაბარიტები

 

ტრადიციული გაზქურის  სიმაღლე-85 სმ, სიღრმე-60X 60 სმ, სიგანე კი - 50 დან 100 სმ-მდე მერყეობს. ძირითადად გავრცელებულია ქურები ზომით - სიმაღლე 85სმ, ხოლო სიღრმე და სიგანე 60X60 სმ.

ამას გარდა გვხვდება მოდელები, რომელთა გაბარიტებია 50X50 და 50X60. მიუხედავად პატარა ზომებისა, მათზე მოთხოვნა მაინც არსებობს, თუმცა ერთდროულად რამოდენიმე კომფორზე პროდუქტის მომზადება ძალიან უხერხულია კომფორებს შორის მცირე დაცილებების გამო.

 

ზედაპირი

 

თანამედროვე გაზის პანელები გამოირჩევა ზედაპირების მრავალფეროვნებით და პრაქტიკულობით. დღეს ბაზარზე წარმოდგენილია ემალის, ალუმინის, უჟანგავი ფოლადის (ცეცხლ და კოროზიაგამძლე), მინაკერამიკისა და ნაწრთობი მინის ქურები.

 

ემალირებული ზედაპირები

ემალირებული ზედაპირებიემალირებული ზედაპირები უფრო ტრადიციულია. მათ დროს გაუძლეს. ემალირებულ ფოლადს მაღალი ჰიგიენური თვისებები გააჩნია.

იგი მყარია, არ არის ძვირაღირებული და სხვადასხვა ფერშია შესრულებული.

მაგრამ ემალს აქვს ნაკლოვანებები: ის ძნელად სუფთავდება ცხიმისგან, მის ზედაპირზე  ჩნდება ნაკაწრები, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება ამოტყდეს.

 

უჟანგავი ფოლადის დასპეციალურად დამუშავებული ალუმინის შენადნობის ზედაპირი

უჟანგავი ფოლადის ზედაპირიუფრო გამძლეა, იოლად ირეცხება და იწმინდება, ვიდრე ემალირებული ზედაპირი.

თუმცა მათი ”ფორმის” შენარჩუნება ძალისხმევას მოითხოვს. საკმაოდ უნდა გაისარჯო, რომ ეს ქურები ყოველთვის ბრწყინავდნენ.

უჟანგავი ფოლადის ზედაპირების გასაწმენდადა  სპეციალური საწმენდი საშუალებებია საჭირო.

ალუმინის შენადნობი მტკიცეა, არ იბერება, არ იფხაჭნება და მის მოსავლელად ნაკლები ძალისხმევაა საჭირო.

 

მინაკერამიკული და ნაწრთობი მინის ზედაპირები 

მინაკერამიკული ზედაპირებიეფექტურად გამოიყენება, დიდხანს ინარჩუნებს მიმზიდველ იერსახეს, რადგან ზედაპირი დამზადებულია ისეთი მასალისგან, რომელიც მექანიკურ და ტემპერატურულ დატვირთვებს უძლებს.

თუმცა პანელის გაწმენდა სასურველია კერძის მომზადებისთანავე.

ძირითადად აწარმოებენ შავ და ყავისფერ პანელებს. თუმცა გვხდება თეთრი, ძვირადღირებული კერამიკაც.

 

 

კომფორები

 

როგორ ავირჩიოთ გაზქურატრადიციულ ქურად - ოთხკომფორიანი ქურა ითვლება, თუმცა არის მოდელები , რომლეთაც 3, 5 და 6 კომფორიც კი გააჩნია.

კომფორების ზომები ჭურჭლის ზომებს უნდა შეესაბამებოდეს. სასურველია, რომ ცეცხლი მხოლოდ ჭურჭლის ძირს ეხებოდეს და არა კედლებს. ამ პირობის დაცვით საკვები უფრო მალე მზადდება, ჭურჭელი ინახება და ენერგიის ეკონომიაც ხდება.

ქურის სტანდარტული ზედაპირი დაკომპლექტებულია 4 კომფორით:  ერთი-დიდი დიამეტრისა და სიმძლავრისაა, ორი - საშუალო და ერთიც - პატარა.

თანამედროვე  გაზქურებში ხშირად გვხვდება  განსაკუთრებული სიმძლავრის კომფორი 2, 3 ან 4 რიგის  ნასვრეტით. ასეთი კომფორების გამოყენება შეიძლება სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად, მაგალითად : ორთქლზე ხარშვისთვის, შებოლვისთვის და ა.შ .

ერგონომიულობის გარდა მწარმოებლები კომფორის ფორმებზეც ზრუნავენ. ჩვეულებრივი, მრგვალი კომფორების გარდა გვხვდება ქურები სამკუთხა და ოვალური ფორმის კომფორებით.

სამკუთხა ფორმის კომფორებს არ სჭირდება ცხაურა (გისოსი), რადგან ქვაბის დადგმა მის ბრტყელ სწორ ზედაპირზეა შესაძლებელი. ამ შემთხვევაში ცეცხლი შედარებით თანაბრად აცხელებს ქვაბის ძირს.

ოვალური ფორმის კომფორები იდეალურია ოვალურ ჭურჭელში მოსამზადებელი საკვებისათვის.

 

ცხაურა გისოსი

 

ცხაურა გისოსიარ შეიძლება გვერდი ავუაროთ ცხაურებს (გისოსებს).

ასეთი გისოსები, ძირითადად თუჯისგანაა დამზადებული, თუმცა გვხვდება  ემალით დაფარული ზედაპირებიც. მათი ხარისხი თითქმის ანალოგიურია.

არსებობს მთლიანი და ორგანყოფილებიანი ცხაურები.

პრაქტიკულობის თვალსაზრისით უფრო მოსახერხებელია ორგანყოფილებიანი ცხაურა, რადგან მისი გაწმენდა უფრო მოსახერხებელია და, ამავდროულად, ის შეიძლება ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც გაირეცხოს.

 

ჰაერღუმელი

 

ჰაერღუმელის შერჩევა პრინციპული საკითხია. გაზქურები გამოდის როგორც ელექტრო, ასევე გაზის ჰაერღუმელებით. გაზის ღუმელი არც ისე სრულყოფილია, როგორც ელექტრო ჰაერღუმელი.

თუმცა პროდუქტის ღია ცეცხლზე  მომზადების მოყვარულთა აზრით, გაზის ჰაერღუმელში მომზადებული კერძი უფრო გემრიელია, ვიდრე ელექტროღუმელში. სინამდვილეში კი ორივე ტიპის ჰაერღუმელს გააჩნია როგორც ღირსებები, ასევე ნაკლოვანებები.

 

გაზის ჰაერღუმელები

გაზის ჰაერღუმელები ხშირად კლასიკური ვარიანტით გვხვდება. ვენტილაციის გარეშე და გათბობის ორი რეჟიმით. ქვედა წვა  მხოლოდ გაზის გამაცხელებელი ელემენტით მიმდინარეობს, ზედა წვა კი მაღლა დამონტაჟებული გაზის, ან ელექტრო გრილით.

გაზის გრილი ეკონომიურია, ის თითქმის ისევე ბრაწავს, როგორც ნაკვერცხალი ან მაყალი, მაგრამ მისი ტემპერატურის მართვა ძნელად ექვემდებარება ავტომატიზაციას. ელექტროგრილი უფრო თანაბრად ახურებს ზედაპირს და ახასიათებს ტემპერატურის ზუსტი, ეტაპობრივი მართვა.

გაითვალისწინეთ, რომ ელექტროგრილისა და ქვედა, გაზის გამაცხელებელი ელემენტის მუშაობა ერთდროულად არ მიმდინარეობს. იმისთვის, რომ ჩართოთ ელექტროგრილი, უნდა გამორთოთ ქვედა გაზის გამაცხელებელი ელემენტი, ან პირიქით.

ტექნოლოგიები ვითარდება. ბევრმა მწარმოებელმა თავისი მოდელები მრავალფუნქცოინალური ჰაერღუმელებით აღჭურვა. ჰაერღუმელებში გამოიყენება ე.წ ”გაზის სანათები”. იძულებითი ჰაერის ცირკულაცია კი უზრუნველყოფს კერძის სწრაფად და თანაბრად გაცხელებას ან შებრაწვას.

 

ელექტროჰაერღუმელები

 

ელექტროჰაერღუმელებიც ორგვარია- ტრადიციული და მრავალფუნქციონალური. რა თქმა უნდა, უკეთესია  მრავალფუნქციონალური ღუმელი, რომელსაც აქვს ვინტილატორი. მისი დახმარებით  ცხელი ჰაერი კამერის მთელს სივრცეში თანაბრად ნაწილდება.

ასეთი ჰაერღუმელის გასაცხელებლად გამოიყენება  რამოდენიმე გამაცხელებელი ელემენტი: ზედა, ქვედა, გვერდითი და უკანა კედელზე, ვენტილატორის ირგვლივ. ამიტომ ჰაერღუმელებში ტემპერატურული რეჟიმის ზუსტი დაცვით შესაძლებელია სხვადასხვა კერძის დამზადება.

ჰაერღუმელების მოცულობა, მათი გაბარიტების შესაბამისად, იცვლება და მერყეობს 40-დან 70 ლიტრამდე. ჰაერღუმელებს გააჩნიათ ლანგარის განთავსების სხვადასხვა რაოდენობის დონე  და დაკომპლექტებულია რამოდენიმე  სახის ლანგრით. ძირითადად გვხვდება სხვადასხვა სიღრმის, ბადისებრი, ემალირებული, ალუმინის და მინის ლანგარიც კი. ზოგიერთ ბრენდს მოყვება სპეციალური შამფური თავისი სადგარით.

 

უსაფრთხოება

 

გაზქურების ნაკლოვანებების განხილვისას, ხშირად ხანძრისა და აფეთქებების საშიშროებაზე  საუბრობენ . თანამედროვე ქურები აღჭურვილია თერმოელექტროსისტემით - Gas Control, რომელიც ბლოკავს  საწვავის მოწოდებას კომფორში ცეცხლის უეცარი  ჩაქრობის შემთხვევაში.

დარწმუნდით, რომ თქვენს ქურას  Gas Control  სისტემა,  ან მისი ანალოგი გააჩნია. ეს სპეციალური თერმოელექტრული სისტემაა, რომელიც გიცავთ გაზის გაჟონვისაგნ. სისტემა  ავტომატურად გადაკეტავს გაზის მიწოდებას, თუ  უეცრად  ჩაქრება, ან ძალიან მოიკლებს  ალი.

ამ სისტემით შეიძლება აღჭურვილი იყოს ან მხოლოდ კომფორები,  ან ჰაერღუმელები. თუმცა შეძლება სისტემა ორივე მათგანს გააჩნდეს. უკანასკნელი ვარიანტი ყველაზე მისაღებია, მაგრამ თუ კომფორებს ეს სისტემა არ გააჩნია, თქვენ უფრო მეტი შანსი გაქვთ შენიშნოთ, რომ კომფორაზე ალი ჩაქრა, ჰაერღუმელში კი ეს ვერ შეამჩნიოთ. ამიტომ, გაზის ჰაერღუმელისათვის ფუნქცია Gas Control  - სასურველი და აუცილებელიც კია.

ბევრ თანამედროვე ქურას ბავშვებისგან დაცვითი ფუნქცია გააჩნია. თანამედროვე ჰაერღუმელების  კარებები  აღჭურვილია  ორმაგი   და  სამმაგი ცეცხლგამძლე  მინით. ასეთი კარის მინიდან  ღუმელის შიგა სივრცე კარგად ჩანს, გარეთა მინა კი საერთოდ არ ხურდება, რაც გამორიცხავს  დამწვრობის საფრთხეს.

 

ელექტრო ანთების ფუნქცია

 

გაზქურებს აქვს  ელექტრო ანთების ორგვარი ფუნქცია :

1) როცა გაზის ანთება  ჩამრთველის გადატრიალებით  და სპეციალურ ღილაკზე  თითის დაჭერით ხდება;

2) როცა გაზის ასანთებად  მხოლოდ ჩამრთველის გადატრიალებაა საჭირო.

 

გაზქურის თავსახური

 

გაზქურის თავსახური შეიძლება იყოს  ლითონის ან მინის. იგი არა მარტო მოსახერხებელია, არამედ პრაქტიკულიც. აწეულ მდგომარეობაში  იცავს კედელს დაბინძურებისგან, ხოლო დახურულ მდგომარეობაში იცავს პანელის ზედაპირს  მტვრის ნადებისგან.  მინის სახურავი უფრო ადვილი გასაწმენდია ვიდრე ლითონის. მარტივად მოსახსნელი პანელის სახურავი საშუალებას მოგცემთ ქურა  საფუძვლიანად გაასუფთაოთ.

გაზის ან ელექტროღუმელის ყიდვისას შეამოწმეთ სახურავის ფიქსაცია.

 

თვითწმენდის ფუნქციები

 

კატალიტური თვითწმენდის ფუნქცია

 

ამ ფუნქციის არსი მარტივია-ჰაერღუმელის კედლები დაფარულია  წვრილფორებიანი, ხორკლიანი სპეციალური ემალირებული ზედაპირით. ასეთი ზედაპირით როგორც წესი, დაფარულია ჰაერღუმელის მხოლოდ უკანა და გვერდითი კედლები, რადგან ჰაერღუმელის ქვედა ნაწილის ზედაპირზე არ მოხვდეს შაქარი და რძე, რომლის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა.

კატალიტური ზედაპირი აჩქარებს ცხიმის დაჟანგვას ჰაერში არსებული ჟანგბადის მეშვეობით. შედეგად ძალიან მაღალ ტემპერატურაზე ცხიმის ლაქები იშლება ნახშირად და წყლად და თანდათანობით ქრება. თვითწმენდა უშუალოდ ქურის მუშაობის პროცესში მიმდინარეობს, თუმცა წმენდის პირველადი ხარისხი არ არის საკმაოდ მაღალი და დიდი ლაქები მხოლოდ ღუმელის მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ ქრება.

წლების შემდეგ  შეიძლება კატალიტურმა ზედაპირმა დაკარგოს თავისი თვისებები,თუმცა თანამედროვე მწარმოებლების ახალი მოდელები აღჭურვილია მოსახსნელი კატალიტური პანელებით, რომლის გამოცვლაც შესაძლებელია.

 

პიროლიზური თვითწმენდის ფუნქცია

 

ფუნქციის არსი შემდეგშია - ჰაერღუმელი ცხელდება 500οC ტემპერატურამდე. ცხიმი და სხვა ჭუჭყი იწვის და გარდაიქმნება ფერფლად, რომელიც შემდეგ უბრალოდ უნდა მოაცილოთ.

მაგრამ ეს ფუნქცია მხოლოდ ძალიან ხარისხიან და ძვირადღირებულ მოდელებს გააჩნიათ, რადგან ისინი ძალიან მაღალი ტემპერატურის ამტანი განსაკუთრებული ხარისხის მეტალით და სქელი ნაწრთობი ჰაერღუმელის სამმაგი და ოთხმაგი მინის კარებითაა აღჭურვილი.

ფუნქცია Ecoclean

ამ ფუნქციის მოქმედების პრინციპი ძირითადად იგივეა, რაც კატალიტური პანელის ფუნქციისა, მთავარი განსხვავება მათ შორის ისაა,რომ Ecoclean - ის პანელები მუდმივია და იგი მუშაობს ჰაერღუმელის მთელი ექსპლუატაციის ვადის განმავლობაში.

ასევე ისინი უფრო თხელია, ვიდრე კატალიტური პანელები და როგორც მწარმოებლები ირწმუნებიან, მისი ნაცრისფერი ემალი ცხიმსაც უფრო მალე შეიწოვს და აშორებს.

ფუნქცია  Aqua Clean

Aqua Clean ფაქტიურად ნახევრად თვითწმენდის ფუნქციაა, ღრმა ლანგარში ისხმება წყალი, ირთვება ფუნქცია და ტემპერატურა ყენდება 5000-ზე.

ნახევარი საათის შემდეგ წყალი ორთქლდება და საგრძნობლად არბილებს ჭუჭყის ხარისხს და ამის შემდეგ ღუმელის შიდა ზედაპირი უკვე რბილი ჩვრის საშუალებით ადვილად შეიძლება გაიწმინდოს.

რა თქმა უნდა. ასეთი ფუნქციით აღჭურვილი ჰაერღუმელის შიდა ემალი მაღალხარისხიანი, ცხიმგამძლე, სწორი და პრიალაა. ასე,რომ ამ ფუნქციის არსებობის შემთხვევაში ჰაერღუმელის გაწმენდა და გასუფთავება დიასახლისებს მაინც სჭირდებათ.

Aqua Clean მხოლოდ ამსუბუქებს მათ შრომას.

ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ (თუნდაც ჰაერღუმელს არ გააჩნდეს არავითარი წმენდის ფუნქცია) ეს მეთოდი შეიძლება გამოყენებული იქნას ყველა იმ ჰაერღუმელში,რომელიც შიგნიდან ხარისხიანი ემალის საფარითაა დაფარული.

 

დამატებითი ფუნქციები

 

ნებისმიერ მომხმარებელს სიამოვნებს, როცა მწარმოებელი მის კონფორტზე ზრუნავს და საყოფაცხოვრებო ტექნიკას დამატებითი  ფუნქციებით აღჭურვავს. შეიძლება ეს დიდ აუცილებლობას არ წარმოადგენდეს, თუმცა სასიამოვნოა, როცა ისეთ გაზქურაზე ამზადებ, რომელიც აღჭურვილია:

»» ქურის ქვედა ნაწილში ტაფების სათავსო  გამოსაწევი, მოძრავი კონსტრუქციებით;

»» ჩართვის  სინათლის დიოდური  ინდიკატორით.

»» ელექტრონული ტაიმერით, რომელიც აჩვენებს დროს და სხვა ფუნქციებს. დაპროგრამების შემთხვევაში კი იძლევა ხმოვან სიგნალს თქვენ მიერ განსაზღვრული დროის  გასვლის შემდეგ;

»» 3D კონვექცია (მულტიფუნქციონალურ გაცხელების სისტემა). ჰაერღუმელის უკანა კედელზე ვენტილიატორის ირგვლივ მოთავსებულია დამატებითი გამაცხელებელი, რომლის საშუალებითაც ხდება ჰაერღუმელის რამდენიმე დონეზე ერთდროულად გაცხელება. ეს კი საშუალებას იძლევა ერთდროულად რამოდენიმე ლანგარზე გამოაცხოთ, ან მოამზადოთ ორი სხვადასხვა კერძი.

»» გაშრობის და გალღობის ფუნქცია. ბევრ თანამედროვე ჰაერღუმელს გააჩნია ფუნქცია, რომლის საშუალებით ინსტრუქციის შესაბამისად შეგიძლიათ გააშროთ სამკურნალო ბალახები, ბოსტნეული, ხილი; გაუკეთოთ მინის ქილებში სტერილიზაცია კომფოტს ან მურაბას; შესაძლებელია იოგურტის შედედებაც კი. ასევე ჰაერღუმელს შეუძლია მუშაობა რეჟიმში, რომელიც გაალღობს მაცივრიდან გამოღებულ პროდუქტებს.

»» და სხვა...

 

თანამედროვე გაზქურებირა თქმა უნდა ქურის შერჩევის დროს არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ფასს.

რაც მეტი დამატებითი ფუნქცია აქვს ქურას, შესაბამისად მაღალია მისი ფასი.

ამიტომ, ნუ იჩქარებთ და კარგად ჩამოყალიბდით, რომელი ფუნქციაა თქვენთვის პრაქტიკული, გამოყენებადი  და რომელი - არა.

მთავარია არა ფუნქციების რაოდენობა, არამედ რამდენად ხარისხიანად მზადდება ქურაზე პროდუქტი, როგორ აცხობს ჰაერღუმელი, ეკონომიური და მოსახერხებელია თუ არა  იგი.

ყურადღება მიაქციეთ გარანტიას, რომელიც ალბათ იმერყევებს 1-3 წლის ფარგლებში, თუმცა კარგი ხარისხის თანამედროვე ქურა გათვლილია 20-30 წლიან გამართულ, წუნდაუდებელ მუშაობაზე.


წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

 

ქურები ინტერნეტ მაღაზია www.be.ge-ში:

გაზის
ქურები
ელექტრო
ქურები
კომბინირებული
ქურები

საშუალო და მსხვიგაბარიტიანი
ქურები
ჩასაშენებელი
ქურები
ქურების
სრული კატალოგი
ქურები ინტერნეტ მაღაზია www.deals.ge-ში:
ქურები
გრილით
ქურები
ემალირებული ზედაპირით
ქურების
სრული კატალოგი

 
 
 

უკან

 
 
გამოკითხვა

 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

ღის Aura