მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 33010 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

როგორ ავირჩიოთ საშრობისაშრობი მანქანები ჯერ-ჯერობით არ არის ფართოდ გავრცელებული, მაგრამ სარეცხი მანქანების პოპულარობა და მასიურობა მალე შექმნის იმის წინა პირობას, რომ იგი ისეთივე აუცილებელი ნივთი გახდეს ნებისმიერი ოჯახისათვის, როგორიც სარეცხი მანქანაა.

თანამედროვე საშრობი მანქანა უაღრესად კოფორტული და პრაქტიკული ელექტრონული ხელსაწყოა, იგი არა მარტო აშრობს თეთრეულსა და ტანსაცმელს დროის მცირე მონაკვეთში, არამედ პირვანდელ ფორმასაც უნარჩუნებს მას.

ასევე იგი ასწორებს და ხელს უშლის ნაკეცების წარმოქმნას, ზეწრებს, ბალიშისპირებს და ასევე ზოგიერთ ტანისამოსს უთო ნაკლებად, ან საერთოდ არ სჭირდება.

 

საშრობი მანქანის ტიპები

არსებობს ორი ტიპის საშრობი:

 

საშრობი კარადა

 

როგორ ავირჩიოთ საშრობიმას დიდი გაბარიტები გააჩნია, მაგრამ სარეცხი კარადაში სტატიკურ მდგომარეობაში თავსდება, რომელსაც უბერავს ცხელი ჰაერი. ეს საშუალებას იძლევა გააშროთ დელიკატური სარეცხი, როგორიცაა აბრეშუმი, ქიშმირი და ა. შ ისე, რომ მას არავითარი დეფორმაცია არ დაემუქროს.

გარდა მასში შეიძლება გააშროთ დასველებული ფეხსაცმელი, ქუდები და ა.შ. გარდა შრობისა კარადაში შეიძლება გაანიავოთ ნივთები და მოაცილოთ მათ უსიამოვნო სუნი.

მწარმოებლები ბოლო დროს ამზადებენ შედარებით კომპაქტურ საშრობ კარადებს, რომელიც დიდი აბაზანის პირობებში სარეცხ და საშრობ მანქანასთან ერთად სრულ ჰარმონიას ქმნის.

 

დოლურიანი საშრობი მანქანა

 

როგორ ავირჩიოთ საშრობიელექტრონული ხელსაწყო, რომელიც მართვის პანელით, დოლურით და სხვა მონაცემებით ძალიან წააგავს სარეცხ მანქანას.

იგი საშრობი კარადისგან განსხვავებით გაცილებით კომპაქტური და მოსახერხებელია.

სამომხმარებლო ბაზარზე დიდი ადგილი უჭირავს და მწარმოებლების მიერ, ძირითადად წარმოდგენილია დოლურიანი სარეცხი მანქანები.

 

საშრობი მანქანის ზომა

 

როგორ ავირჩიოთ საშრობიიმის გამო, რომ საშრობი მანქანა თავისი გაბარიტებით არ განეკუთვნება კომპაქტურ ელექტრონულ ხელსაწყოს, აუცილებელია ზუსტად განისაზღვროს ადგილი, სადაც ის უნდა დადგათ.

იგი შეიძლება დაიდგას აბაზანაში, სამზარეულოში და ა. შ, მაგრამ ყველაზე საუკეთესო ვარიანტია მისი სარეცხი მანქანის გვერდით მოთავსება, რათა რეცხვის დასრულების შემდეგ ზედმეტი მოძრაობების გარეშე სარეცხი მაშინვე ჩატვირთოთ საშრობში.

იმის გამო, რომ სარეცხი მანქანის გვერდით საშრობის მოთავსება დიდ ადგილს მოითხოვს, მწარმოებლები ამზადებენ მოდელებს, რომელთა მოთავსება სარეცხი მანქანის თავზე შეიძლება, სპეციალური ჩარჩოს დახმარებით.

ძირითადად საშრობი მანქანის ზომები სარეცხი მანქანების ზომებს ემთხვევა. ჩვეულებრივ მათი სიმაღლე 85-90 სმ - ია, სიგანე -60, სიღრმე კი 55-60 სმ.

თუმცა არსებობს უფრო კომპაქტური მოდელებიც, რომელთა სიმაღლე 65 - 70 სმ - მდეა, სიგანე და სიღრმე კი 42-50 სმ - მდე.

უნდა აღინიშნოს, რომ კომპაქტურ საშრობ მანქანებში სარეცხის ნაკლები რაოდენობაც თავსდება, ვიდრე სრულგაბარიტიანებში.

 

ტევადობა

 

როგორ ავირჩიოთ საშრობიზომის შემდეგ უნდა განსაზღვროთ, ძირითადად რა რაოდენობის სარეცხის გაშრობა არის თქვენთვის საჭირო ერთ ჯერზე.

საშრობი მანქანაში სარეცხი უნდა ჩაიტვირთოს სარეცხის ტიპისა და იმის მიხედვით თუ რა ტევადობა აქვს დოლურას, მაგალითად თუ დოლურას ტევადობა 5 კგ - ია, შალი უნდა ჩაიტვირთოს 1 კგ, სინთეტიკა 2 კგ, ბამბა სრული 5 კგ.

თუ ტევადობა 7 კგ - ია უნდა ჩაიტვირთოს - შალი 3 კგ, სინთეტიკა 3,5 კგ, ბამბა სრული 7 კგ და ა.შ.

საერთოდ სტანდარტულად ითვლება საშრობი მანქანები, რომლის დოლურაში შეიძლება ჩაიტვირთოს 5-7 კგ სარეცხი.

თუმცა არსებობს კომპაქტური, 3-4 კგ - იანი მოდელები და დიდი ზომის მოდელები, რომლის დოლურაშიც 10-12 კგ სარეცხის ჩატვირთვაა შესაძლებელი.

 

საშრობი მანქანის დოლურა

მოცულობა

როგორ ავირჩიოთ საშრობიდოლურას მოცულობაზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენი სარეცხის ჩატვირთვა და გაშრობაა შესაძლებელი მანქანაში ერთ ჯერზე. დოლურას ოპტიმალური მოცულობა არ უნდა იყოს 100-110 ლიტრზე ნაკლები.

ასეთი მოცულობის პირობებში მასში შესაძლებელია მიახლოებით 5 კგ სარეცხის გაშრობა. რაც უფრო მეტია მოცულობა, მით უფრო მაღალია შრობის ხარისხი

ამავდროულად უნდა გახსოვდეთ, რომ დოლურაში უნდა დარჩეს ცარიელი ადგილი ჰაერის თავისუფალი ცირკულაციისათვის. რათა ტანსაცმელი ნაკლებად დაიჭმუჭნოს და როცა მას ამოიღებთ, გაუთოვებულის ეფექტი ქონდეს.

წინააღმდეგ შემთხვევაში ტანსაცმელი აირევა ერთმანეთში და წარმოქმნის დიდ კოშტს (გუნდას), რაც მის ხარისხზეც უარყოფითად აისახება.

ჰაერის ეს ნაკადი წინასწარ ცხელდება 50-700 ტემპერატურამდე. თუმცა ასეთი ტემპერატურის გამოყენება არანაირად არ შეიძლება დელიკატური ქსოვილების გაშრობის დროს.

 

ბრუნვის ტიპები

 

საშრობის დოლურას მოძრაობის მიხედვით შრობის ორი პრინციპი არსებობს, პირველი - როცა დოლურა ბრუნავს:

 

  • მხოლოდ ერთი მიმართულებით - ამ შემთხვევაში საშრობი მანქანის დოლურა ბრუნავს მხოლოდ ერთი მიმართულებით;
  • ორივე მიმართულებით (რევერსული ბრუნვა) - ამ შემთხვევაში მიმართულების შეცვლის დროს დოლურას ბრუნვა დროებით ჩერდება. ასეთი ბრუნვის შემთხვევაში სარეცხი ნაკლებად იჭმუჭნება, მაგრამ საშრობი მანქანის ძრავი ზედმეტად იტვირთება და ადრიანად ცვდება;
  • "нон-стоп"- ამ რეჟიმში მუშაობის დროს შრობის პროცესში სარეცხი სპეციალური ფრთების საშუალებით ბრუნავს რვიანის ტრაექტორიით ასეთი ბრუნვის მეთოდი შედარებით მოსახერხებელია, რადგან არც სარეცხი იჭმუჭნება, საშრობი მანქანის ძრავიც ნაკლები დატვირთვით მუშაობს და შრობაც უფრო სწრაფად ხდება.

 

როგორ ავირჩიოთ საშრობიიმისათვის რომ მანქანა დიდხანს გემსახუროთ და მისი ექსპლუატაციის ვადა გაიზარდოს, უმჯობესია თუ მისი დოლურა მხოლოდ ერთი მიმართულებით იბრუნებს, მხოლოდ სასურველია მანქანას გააჩნდეს «нон-стоп» რეჟიმი.

დოლურას ბრუნვის სიჩქარე მიახლოებით მერყეობს 50-100 ბრ / წუთში. ბრუნვის სიჩქარე დამოკიდებულია იმაზე, თუ შრობის რომელი პროგრამა აქვს მიცემული მანქანას და რა ტიპის სარეცხი შრება მასში.

მაგალითად ჯინსის ქსოვილის გასაშრობად 100 ბრ/წუთშია საჭირო, მაშინ როცა ტრიკოტაჟის ქსოვილის გასაშრობად საკმარისია 70 ბრ/წუთში.

 

მასალა

 

გამშრალი სარეცხის ხარისხი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა მასალისგან არის დამზადებული დოლურა და რით არის იგი დაფარული.

მისი შიდა ზედაპირი დამზადებული უნდა იყოს მტკიცე მასალისგან, ჩვეულებრივ ეს უჟანგავი ფოლადია, რომელიც საკმაოდ ხარისხიანი და კარგია, თუმცა ბევრი მწარმოებელი დოლურას დასაფარად იყენებს კარბონარს, " Dura-Финиш »- ს, რომელიც მტკიცე და ცვეთამედეგი მასალაა.

ორივე მასალა კარგია, მათი გლუვი ზედაპირი არ იკრავს ქსოვილს, იცავს მას გამოდებისგან, რისი წყალობითაც სარეცხი არ ზიანდება და მაქსიმალურად ინარჩუნებს პირვანდელ ფორმას.

 

ნესტის გამწოვი სისტემა

 

როგორ ავირჩიოთ საშრობისაშრობი მანქანის შეძენისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ისეთ მაჩვენებელს, როგორიცაა ნესტის გამწოვი სისტემა.

საერთოდ ყველა საშრობი მუშაობს ერთი პრინციპით - სარეცხი ბრუნავს დოლურაში, და მას უბერავს ცხელი ჰაერი, რის შედეგადაც არსებული ნესტი ორთქლება და გამოიდევნება, გამოიყოფა მანქანიდან.

არსებობს ნესტის გამოყოფის ორი სისტემა:

 

  • იძულებითი ვენტილაცია - რომლის დროს ჰაერი გამოდის მანქანიდან და გაიდევნება შენობის გარეთ;
  • უწყვეტი ცირკულაცია -. ამ შემთხვევაში ჰაერი განუწყვეტლივ გადაადგილდება მუშა კამერასა და თერმოკამერას შორის, რომლის ზედაპირზეც ხდება ნესტის კონდენცირება მიღებული წყალი კი მილის საშუალებით მიედინება ან სპეციალურ ჭურჭელში, ან კანალიზაციაში (. იმის მიხედვით, თუ როგორ არის შეერთებული საშრობი მანქანა)

უნდა აღინიშოს, რომ დღესდღეობით ბაზარზე ძირითადად წარმოდგენილია კონდენსაციური ტიპის საშრობი მანქანები, რომელიც უწყვეტი ცირკულაციის რეჟიმში მუშაობს, რადგან იძულებითი ვენტილაციის რეჟიმში მომუშავე საშრობი მანქანების დაყენება შეზღუდულია.

ამის მიზეზია ის, რომ აუცილებელია მათი სავენტილაციო ხვრელთან ან ფანჯარასთან ახლოს დამონტაჟება, საიდანაც ჰაერი შენობის გარეთ უნდა გაიდევნოს.

 

ფილტრი

 

როგორ ავირჩიოთ საშრობიმიუხედავად იმისა, თუ რომელი ტიპის საშრობ მანქანაზე გააკეთებთ არჩევანს, ნესტიანმა ჰაერმა აუცილებლად უნდა გაიაროს სპეციალურ ფილტრში, რომელშიც ილექება მტვერი, ქსოვილის ბოჭკოები, თმის ღერები და ა შ.

ყურადღება მიაქციეთ, რომ ეს ფილტრი მანქანა ადვილად მისადგომ ადგილზე ქონდეს, რათა რეგულარულად შეიძლებოდეს მისი მოხსნა და გაწმენდა.

ოპტიმალურია, თუ არ შეგეზარებათ და მას მანქანის ყოველი გამოყენების შემდგომ გაწმენდთ.

 

შრობის პროგრამები

 

როგორ ავირჩიოთ საშრობიშრობის პროგრამებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, რადგან სწორედ საჭირო პროგრამის არჩევით მიიღებთ მშრალ, რბილ, სუფთა და პრაქტიკულად გაუთოვებულ სარეცხს.

საშრობ მანქანებში პროგრამების რაოდენობა 5 - დან 15 - მდე მერყეობს. გავეცნოთ ძირითად პროგრამებს:

 

  • დარჩენილი ნესტით შრობის რეჟიმი - ეს რეჟიმი საშუალებას იძლევა მიიღოთ სარეცხი მკაცრად განსაზღვრული ნესტის შემცველობით;
  • შრობა უთოს ქვეშ - საშუალებას იძლევა მაქსიმალურად გაადვილდეს სარეცხის გაუთოვების პროცესი;
  • შრობა კარადაში - საერთოდ გამორიცხავს გაუთოვების პროცესს;
  • შრობა ქსოვილის ტიპის მიხედვით - თქვენ მხოლოდ ხელს აჭერთ შესაბამის ღილაკს, თუ რა ტიპის ქსოვილის გაშრობა გსურთ. გასაგებია, რომ მაგალითად ბამბას და შალს სჭირდება სხვადასხვა შრობის რეჟიმი. ხოლო სინთეტიკურ ქსოვილი კი არ საჭიროებს გაუთოვებას, ამიტომ იგი შრება უთოს რეჟიმში;
  • შრობა ტანსაცმლის ტიპის მიხედვით - ამ რეჟიმით შესაძლებელია ცალ - ცალკე გაშრეს ჯინსები, ქურთუკები, პერანგები და ა შ.;
  • დელიკატური შრობა - განკუთვნილია განსაკუთრებულად ფაქიზი და ძვირფასი ტანსაცმლის ან სხვა ნივთების გასაშრობად;
  • ტანსაცმლის განიავებისა და გაგრილების რეჟიმი - ეს რეჟიმი პრესტიჟულ, ძვირადღირებულ მანქანებში გვხვდება და საშუალებას იძლევა გასუფთავდეს სარეცხი მტვრისგან, ქსოვილის ბოჭკოებისგან, ბეწვებისგან და ა.შ. . იგი ქსოვილს უფრო რბილსა და სუფთას ხდის ასევე იგი გაუქრობს ტანსაცმელს დიდი ხნის შენახვისგან გამოწვეულ სუნს, კვამლის სუნს, აქრობს ნესტს.

ბევრ საშრობი მანქანის თანამედროვე მოდელში ერთმანეთთან შერწყმულია ორი ან სამი შრობის ტიპი.

 

შრობის დრო

 

რაც შეეხება შრობის დროს, იგი დამოკიდებულია რამოდენიმე ფაქტორზე:

 

  • პირველი ფაქტორია, თუ რამდენ ბრუნი / წუთში და რომელ რეჟიმში გაირეცხა სარეცხი. რაც უფრო მეტი ბრუნი / წუთში გაირეცხა იგი, მით ნაკლები დრო დაჭირდება შრობას;
  • მეორე ფაქტორია ის, თუ რა პროგრამა ან რეჟიმი გაქვთ მიცემული და რა ტიპის სარეცხს აშრობთ;
  • მესამე ფაქტორია დოლურას ზომა, რაც უფრო მოცულობითია დოლურა და რაც მეტი სივრცეა გასაშრობ სარეცხს შორის, მით უფრო სწრაფად გააშრობს მანქანა სარეცხს;
  • მეოთხე ფაქტორია დოლურას სისუფთავე, რაც უფრო ხშირად წმენდთ ფილტრს და ზრუნავთ მანქანის სისუფთავეზე, მით უფრო ეფექტური იქნება მანქანაში ჰაერის ცირკულაცია და სწრაფად გაშრება სარეცხი.

თანამედროვე მანქანებს გააჩნიათ 20 წთ - იანი, 40 წთ - იანი, 60 წთ -. . იანი და ა შ რეჟიმები ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით შრობის დრო მერყეობს 20 წთ - დან 120 წთ - მდე.

 

სიმძლავრე და ელექტროენერგიის მოხმარება

 

როგორ ავირჩიოთ საშრობისაშრობი მანქანების სიმძლავრე 1500-2500 ვატამდეა, თუმცა მან შეიძლება 4000 ვატს მიაღწიოს. ამიტომ კარგად დარწმუნდით, რომ თქვენი ელექტროგაყვანილობა გაუძლებს ამ სიმძლავრეს.

როგორც ყველა მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, საშრობ მანქანასაც თავისი ენერგომოხმარების კლასი გააჩნია, იგი აღინიშნება ლათინური ალფავიტის მიხედვით - დან G-მდე.

შესაბამისად რაც უფრო მაღალია კლასი, მით უფრო ნაკლებ ელექტროენეგიას მოიხმარს მანქანა. კლასი А, В და С მიანიშნებს მოდელის მაღალ ეკონომიურობას, D და E-საშუალო ეკონომიურობას, ხოლო F და G-არაეკონომიური მოდელებია.

და B კლასის მანქანები თითო კომპლექტ ჭურჭელზე შესამჩნევად ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე Ж და კლასის მანქანები.

ელექტროენერგიის ეკონომია მაგალითად С და G კლასებს შორის შეადგენს 0,3 კვტ / სთ -1 კგ სარეცხზე.

. ნაკლები ელექტროენერგიის მოხმარება ასევე დამოკიდებულია თქვენი სარეცხი მანქანის ხარისხზე თუ მაგალითად საშრობი მანქანის გამოყენებამდე, სარეცხ მანქანაში სარეცხს წურავთ 1200 ბრუნი/წუთში სიჩქარით, მაშინ შრობის დროს მანქანა დახარჯავს 30% - ით ნაკლებ ელექტროენერგიას, ვიდრე მაშინ, სარეცხ მანქანაში სარეცხი რომ გაგეწურათ 600 ბრუნი/წუთში სიჩქარით.

 

დამატებითი ფუნქციები

 

როგორ ავირჩიოთ საშრობიგარდა ზემოთ ჩამოთვლილი აუცილებელი ფუნქციებისა თანამედროვე საშრობ მანქანებს მთელი რიგი დამატებითი ფუნქციები გააჩნია.

ეს ფუნქციები საშრობის უფრო მეტად კომფორტულად გამოყენების საშუალებას იძლევა.

განვიხილოთ რა ტიპის ფუნქციებით შეიძლება იყოს აღჭურვილი საშრობი, გავერკვეთ რას წარმოადგენს და ემსახურება ეს ფუნქციები:

 

  • სტარტის გადადება - მანქანა მუშაობას დაიწყებს თქვენს მიერ მიცემულ დროს;
  • დროის უკან ათვლა - საშუალებას მოგცემთ გააკონტროლოთ რა დროა დარჩენილი შრობის ციკლის დასრულებამდე;
  • სამართავი პანელის ბლოკირება - ეს ფუნქცია აუცილებელია თუ სახლში გყავთ ბავშვები, იგი გამორიცხავს შემთხვევით ბავშვის მიერ პროგრამის ჩართვას ან გამორთვას;
  • დოლურას შიდა განათება - საშუალებას იძლევა დაინახოთ და კარგად გაარჩიოთ რა მდგომარეობაა დოლურაში;
  • თვითდიაგნოსტიკა - დისპლეიზე აისახება ის პრობლემა, რაც შეიძლება მანქანას შეექმნას მუშაობის პროცესში;
  • ხმოვანი სიგნალი - ციკლის დამთავრების შემდეგ - მანქანა იძლევა ხმოვან სიგნალს, როცა დაასრულებს მუშაობას;
  • რეზერვუარის გავსების ინდიკატორი - ინდიკატორი აჩვენებს რეზერვუარის მდგომარეობას და მასში წყლის დონეს;
  • ფილტრის გაწმენდის ინდიკატორი - აჩვენებს ფილტრის სისუფთავის ხარისხს;
  • " DUO-TRONIC "- ეს არის ელექტრონული სისტემა, რომელიც განუწყვეტლივ ახდენს შრობის პროცესის კონტროლს ხმოვანი სიგნალებით, ტემპერატურისა და ნესტის მდგომარეობის მიხედვით;
  •  სენსორული ღილაკები "Сенсорное управление" - მისი საშუაალებით ღილაკებზე თითის მსუბუქი შეხებით ხდება საჭირო პროგრამის ან რეჟიმის ჩართვა;
  • კარების გაღების შემთხვევაში დოლურას ავტომატური გაჩერება ;
  • კარების გადაკიდების შესაძლებლობა - ადგილის ეკონომიის მიზნით კარები შეიძლება გაიღოს ორივე მხარეს;
  • "Супер-40" . - სპეციალური კალათი, იგი არ იძვრის და დაცულია მექანიკური ზემოქმედებისაგან, რის გამოც მასში შეიძლება გააშროთ ფეხსაცმელი ან ბოტასები, ქუდები, ასევე შალის ქსოვილი, რომლის დოლურაში გაშრობა აზიანებს ქსოვილსაც და აბინძურებს მანქანასაც და ა შ;
  • "Железный помощь"  - ასწორებს ნაკეცებს და ასუფთავებს ტანსაცმელს. პრაქტიკულად საჭირო აღარ არის უთოს გამოყენება და ტანსაცმელი შეძლება პირდაპირ ჩაიცვათ საშრობიდან გამოღების შემდეგ. ზოგიერთ მოდელს გააჩნია ორთქლის ციკლი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ნაკეცების გასწორება, მაგალითად მშრალ პერანგზეც კი;
  • და სხვა ...

 

როგორ ავირჩიოთ საშრობიბაზარზე ასევე წარმოდგენილია სარეცხი -. საშრობი მანქანები . შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ასეთი მანქანის ყიდვა უფრო მოსახერხებელია, რადგან მას შეუძლია როგორც გარეცხოს, ასევე გააშროს სარეცხი მაგრამ ასე ნამდვილად არაა.

მისი პირველი მინუსია ის, რომ მას შეუძლია გააშროს ჩატვირთული სარეცხის მხოლოდ ნახევარი. ამიტომ თქვენ მოგიწევთ სარეცხის ამოღება, მათი დახარისხება და მხოლოდ ამის შემდეგ შრობის რეჟიმის ჩართვა. შემდეგ კი მეორე ჯერზე დანარჩენი სარეცხის გარეცხვა.

მეორე მინუსია ხარისხი, რომლის შედარებაც არ შეიძლება საშრობ მანქანაში გამშრალ სარეცხის ხარისხთან.

გარდა ამისა, შრობის არავითარი დამატებითი პროგრამები, რეჟიმები და ფუნქციები სარეცხ მანქანებს არ გააჩნია, ასევე ძალიან დიდი დატვირთვით მუშაობს ძრავი, რაც შესამჩნევად ამცირებს მანქანის ექსპლუატაციის ვადას.

ასე რომ გირჩევთ, თუ თქვენთვის სარეცხის გაშრობა მანქანის პირობებში აუცილებელია, შეიძინოთ მხოლოდ საშრობი მანქანა.

როგორც ხედავთ არჩევანი საკმაოდ დიდია, ამიტომ ნუ ისარგებლებთ პრინციპით - "რაც უფრო მეტია ფუნქცია, მით უკეთესი", კარგად ჩამოყალიბდით რომელი ფუნქციებია თქვენთვის საჭირო და აუცილებელი და რომელი არა. არჩევანიც ამის შემდეგ გააკეთეთ.


წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

 

საშრობი მანქანები ინტერნეტ მაღაზია...

კონდესაციური
საშრობი მანქანები
საშრობი მანქანები
მაქსიმალური ჩატვირთვით
საშრობი მანქანები
დისპლეით

საშუალო სიღრმის
საშრობი მანქანები
მაქსიმალური სიღრმის
საშრობი მანქანები
საშრობი მანქანების
სრული კატალოგი
საშრობი მანქანები ინტერნეტ მაღაზია...
BEKO-ს
საშრობი მანქანები
საშრობები
4 წლიანი გარანტიით
საშრობი მანქანების
სრული კატალოგი

 
 
 

 
 
გამოკითხვა

 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ