მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 87200 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

როგორ ავირჩიოთ სარეცხი მანქანაალბათ აღარავინ დაობს იმის შესახებ, რომ თანამედროვე ოჯახი წარმოუდგენელია სარეცხის მანქანის გარეშე.

ყველაზე კონსერვატიულ დიასახლისები და მარტოხელა მამაკაცებიც კი ფიქრობენ მის შეძენაზე.

ამიტომ, თუ ჯერ არ შეგიძენიათ  ეს უაღრესად საჭირო ნივთი, ან მის გამოცვლას აპირებთ, არსებობს ფაქტორები, რომელთა გათვალისწინება ყიდვის მომენტში აუცილებელია, რათა თქვენი სარეცხის მანქანა ძალიან დიდი ხნის მანძილზე ერთგულად გემსახუროთ.

დღეს, სამომხმარებლო ბაზარზე, მსოფლიო მწარმოებლების მიერ სარეცხის მანქანების ფართო მოდელთა რიგია წარმოდგენილი და არჩევანის გაკეთება არც თუ ისე იოლი ამოცანაა.

ამიტომ, მიმოვიხილოთ სარეცხი მანქანის ტიპები და განვიხილოთ მათი თავისებურებები.

 

— სარჩევი —

სარეცხი მანქანის ტიპები

ვერტიკალური სარეცხი მანქანები
ფრონტალური სარეცხი მანქანები
სარეცხი მანქანის ზომები
ჩასატვირთი სარეცხის მასა
სარეცხი მანქანის რეცხვის კლასი და ეფექტურობა
სარეცხი მანქანის დოლურა და ავზი
სარეცხი მანქანის მართვა და ბრუნვათა რიცხვი
სარეცხი მანქანის რეცხვის სისტემები
სარეცხი მანქანის დამატებითი სისტემები და ფუნქციები
სარეცხი მანქანის წყლის ხარჯი
სარეცხი მანქანის შრობის რეჟიმი
სარეცხი მანქანის ხმაურის დონე
ზოგადი რჩევები სარეცხი მანქანის მონტაჟისა და ექსპლუატაციის შესახებ
სარეცხი მანქანის სტილი და დიზაინი
როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა ©

 

სარეცხი მანქანის ტიპები

 

უპირველეს ყოვლისა აუცილებელია ჩამოყალიბდეთ როგორი ტიპის მანქანა გნებავთ. სარეცხის ჩატვირთვის მიმართულების მიხედვით არსებობს   ორი ტიპის მანქანა:

  • ვერტიკალური
  • ფრონტალური

ისინი ხარისხით დიდად არ განსხვავდება,  შესამჩნევი განსხვავება მხოლოდ მათ ზომებშია.

 

ვერტიკალური სარეცხი მანქანები

 

ვერტიკალური სარეცხი მანქანებიმანქანაზე  ვერტიკალური ჩატვირთვით, არჩევანს აკეთებენ ძირითადად ის ოჯახები, რომელთაც ადგილის დეფიციტი აქვთ და სურთ იგი ძნელად მისადგომ კუთხეში განათავსონ.

ამის მიზეზია ის, რომ ამ ტიპის მანქანა, მცირე გაბარიტების გარდა, არ ითხოვს ზედმეტ  ადგილს კარების (ლუქის) გასაღებად.

ასეთი მანქანების ბოლო მოდელებში შეიძლება დავიწყებული სარეცხი, რეცხვის პროცესში ჩაამატოთ ან ამოაკლოთ.

გარდა ამისა, მასში სარეცხის ჩატვირთვის ან ამოღების დროს არ გჭირდებათ წელში მოხრა.

კიდევ ერთი უპირატესობა ვერტიკალური ჩატვირთვის მანქანებისა არის ის, რომ მას სამართავი ღილაკები ზემოდან აქვს განთავსებული, რაც ფაქტიურად მიუწვდომელია ბავშვებისთვის.

 

ფრონტალური სარეცხი მანქანები

 

ფრონტალური სარეცხი მანქანებირაც შეეხება ფრონტალურ სარეცხის მანქანას, ასეთი მანქანები მომხმარებლებში ყველაზე პოპულარული, მოთხოვნადი და გავრცელებულია.

მისი შერჩევის წინ, აუცილებელია სახლში წინასწარ განისაზღვროს გაიზომოს ადგილი, სადაც იგი უნდა დამონტაჟდეს.

ასეთი მანქანის ზომები შესაბამისად გაცილებით დიდია, თუმცა არსებობს პატარა ზომის ფრონტალური მანქანებიც.

ფრონტალური მანქანები სააბაზანოს გარდა ადვილად მონტაჟდება სამზარეულოებში და დერეფანშიც კი, ისე, რომ ის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც  დამატებითი სამუშაო ზედაპირი.

 

სარეცხი მანქანის ზომები

 

სარეცხი მანქანის ზომებიპირველ რიგში, უნდა ჩამოყალიბდეთ, და განსაზღვროთ ადგილი, სადაც გსურთ განათავსოთ სარეცხი მანქანა.

ამიტომ, რეკომენდირებულია, ზუსტად გაზომოთ ის ადგილი, სადაც უნდა დამონტაჟდეს მანქანა და არჩევანი მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოთ.

თუ ამას არ გააკეთებთ, შესაძლოა პრობლემები შეგექმნათ და თქვენს მიერ მოწონებული მანქანის ზომები, არ დაემთხვეს იმ ადგილის ზომებს, სადაც გსურთ მისი განთავსება.

ცნობილი მწარმოებლების მიერ წარმოებული სარეცხი მანქანების ზომები, ძირითადად სტანდარტულია. სარეცხი მანქანის ზომები შეიძლება იყოს:

ფრონტალური მანქანის სტანდარტულ ზომად ითვლება სიგრძე - 85 სმ, სიგანე - 60სმ, სიღრმე - 58 - 62 სმ.

არსებობს მცირე გაბარიტიანი ფრონტალური სარეცხის მანქანებიც, რომელთა სიგრძე და სიგანე იგივეა, მაგრამ სიღრმე 35სმ-იდან 60 სმ-მდე მერყეობს.

რაც შეეხება ვერტიკალური სარეცხი მანქანის ზომებს, მისი სიმაღლე - 85სმ, სიგანე - 40-45სმ და სიღრმე - 60სმ-ია.

 

ჩასატვირთი სარეცხის მასა

 

ჩასატვირთი სარეცხის მასამცირეგაბარიტიან სარეცხ მანქანაში შეიძლება ჩატვირთოთ 2, 5 კგ-იდან 3, 5 კგ - მდე სარეცხი მაშინ, როცა სრულგაბარიტიან მანქანაში 5 - დან 8კგ - მდე სარეცხის ჩატვირთვაა შესაძლებელი.

არსებობს სარეცხი მანქანები რომელშიც 10-15 კგ სარეცხის ჩატვირთვაც შეიძლება, ასეთი მანქანებს ძირითადად უპირატესობას ანიჭებენ მრავალსულიანი ოჯახები. ხდება მათი გამოყენება საწარმოო მიზნითაც.

ის, თუ რა მოცულობის სარეცხი მანქანა არის კონკრეტულად საჭირო, არის აბსოლიტურად ინდივიდუალური გადასაწყვეტი, რადგან, მაგალითად ოჯახს, რომლის სულადობა არის 2 ან 3 ადამიანი, არაფერში არ ესაჭიროება 6, 7 ან 8 კგ-იანი სარეცხი მანქანა.

ასეთი ოჯახისათვის, სრულიად საკმარისია 3,5-5 კგ მოცულობის სარეცხი მანქანა და პირიქით, თუ ოჯახი მრავალსულიანია, სასურველია არჩევანი გაკეთდეს დიდი მოცულობის სარეცხ მანქანაზე.

 

სარეცხი მანქანის რეცხვის კლასი და ეფექტურობა

 

ევროპაში მიღებულია კრიტერიუმი EEC (European Economic Community), რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ობიექტურად შეაფასოს და ერთმანეთს შეადაროს სარეცხი მანქანების (და არა მარტო) სხვადასხვა მოდელები.

სარეცხი მანქანების რეცხვის კლასი და ეფექტურობა განისაზღვრება ლათინური ასოებით A დან G - მდე, სადაც:

რეცხვის კლასი და ეფექტურობაA და A+ - ნიშნავს „საუკეთესო”;

B - ნიშნავს - „ძალიან კარგი“;

C - ნიშნავს - „კარგი“

D - ნიშნავს - „ნორმალური“;

E - ნიშნავს - „დამაკმაყოფილებელი“

F - ნიშნავს - „ცუდი“

G - ნიშნავს - ძალიან ცუდი“

სწორედ ეს პარამეტრები განსაზღვრავს არა მარტო რეცხვის ეფექტურობის, არამედ წურვისა და ენერგო მოხმარების კლასს.

შესაძლებელია ერთ მანქანას გააჩნდეს რეცხვის ეფექტურობის, წურვისა და ენერგო მოხმარების სხვადასხვა კლასი, მაგალითად რეცხვის ეფექტურობის კლასი ქონდეს A+, ენერგო მოხმარების კლასი A ან B, ხოლო წურვის კლასი C.

შესაბამისად, რაც უფრო მაღალი კლასი აქვს სარეცხ მანქანას, მით უფრო ხარისხიანად რეცხავს სარეცხს და ნაკლებ წყალსა და ელექტროენერგიას მოიხმარს იგი.

 

სარეცხი მანქანის დოლურა და ავზი

 

სარეცხი მანქანის დოლურა და ავზისარეცხი მანქანის დოლურა არის ადგილი, სადაც თავსდება და რეცხვის, გავლებისა და გაწურვის პროცესის დასრულებამდე იმყოფება სარეცხი.

დოლურა როგორც წესი მაღალხარისხიანი,  უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული (ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს).

ასევე მნიშვნელოვანია თუ რისგანაა დამზადებული ავზი, რომელშიც მოთავსებულია დოლურა.

ავზს, ისევე, როგორც დოლურას, უჟანგავი ფოლადისგან, ან მაღალხარისხიანი პლასტმასისგან ამზადებენ. იშვითად, მაგრამ მაინც გვხვდება ემალირებული მასალისგან დამზადებული ავზები, რომელიც გაცილებით დაბალი ხარისხისაა.

ჯერ-ჯერობით უჟანგავ მასალაზე უკეთესი ვარიანტი არ არსებობს, თუმცა მისი ღირსეული ალტერნატივაა კომპოზიტური მასალები (კარბონარი, პოლინოქსი, პოლიპლექსი, სილიტეკი) რომლებიც ასევე მტკიცეა, გამძლე და ამავდროულად ნაკლებად ხმაურიანი.

იმ შემთხვევაში, თუ დოლურა მაღალხარისხიანი მასალისგან არ არის დამზადებული, მან შეიძლება გააფუჭოს სარეცხი და ამავდროულად მალე გამოვიდეს მწყობრიდან.

ყურადღება მიაქციეთ, რომ უჟანგავი ფოლადი, რომლისგანაც დამზადებულია ავზი და დოლურა, იყოს მაღალი სინჯის და დამზადებულ უნდა იყოს ვალცვით (გაბრტყელება-დაზერგნის ტექნოლოგია) და ლაზერული შედუღებით.

სარეცხი მანქანის დოლურა და ავზიასეთი ავზი და დოლურა ძალიან მტკიცე და გამძლეა, მან შეიძლება 80 -100 წელი გაძლოს, რაც ბევრად აღემატება თავად სარეცხი მანქანის ექსპლუატაციის ვადას.

თუმცა მაღალი სინჯის მასალისგან დამზადებული ელიტური მოდელები, რომლებიც ამავდროულად მაღალი ტექნიკური თვისებებითა და მართვის თანამედროვე პროგრამებითაა აღჭურვილი, საკმაოდ მაღალი ღირებულებისაა.

ამიტომ თუ ძალიან მაღალი თანხის გადახდა არ გნებავთ, უმჯობესია შეიძინოთ მანქანა, რომლის ავზი და დოლურა შედარებით დაბალი სინჯის, მაგრამ მაღალხარისხიანი უჟანგავი ფოლადის მასალისგან დამზადებული.

ხოლო მანქანის ხარისხი, რომლის ავზი პლასტმასისგანაა დამზადებული, შედარებით დაბალია, ამიტომ შესაბამისად მისი ფასიც განსხვავებულად დაბალია.

ოპტიმალური ვარიანტია სარეცხი მანქანა, რომლის ავზი დამზადებული პოლიმერული მასალებისგან (Carboran, Polinox, Poliplex, Silitek), ისინი ერთმანეთისგან პრინციპში არ განსხვავდება, უბრალოდ ყველა მწარმოებელი იყენებს საკუთარ საფირმო სახელწოდებას.

ამ მასალების უპირატესობა იმაშია, რომ გამორიცხულია მათი კოროზია, მტკიცეა მაღალი ტემპერატურისა და სარეცხი საშუალებების მიმართ, კარგად შთანთქავს ვიბრაციას, წყნარია მუშაობის პროცესში.

სარეცხი მანქანის დოლურა და ავზიგარდა ამისა, პოლიმერული მასალები კარგი სითბოგამტარია, რის გამოც მანქანა ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს.

ასეთი მასალებისგან დამზადებული ავზი საკმაოდ გამძლე და საიმედოა.

მათი ექსპლუატაციის ვადა შეადგენს 25-30 წელს, ანუ პრინციპში თავად სარეცხი მანქანის ექსპლუატაციის ვადას.

 

სარეცხი მანქანის მართვა და ბრუნვათა რიცხვი

 

მართვა სარეცხი მანქანის ერთ-ერთი მთავარი პარამეტრია იგი შეიძლება იყოს ორი ტიპის:

მექანიკური;

ავტომატური;

სარეცხი მანქანის ბრუნვათა რიცხვიბრუნვათა რიცხვი სარეცხი მანქანის უმნიშვნელოვანესი პარამეტრია.  ბრუნვათა რიცხვი არის სიდიდე, რომელიც აღნიშნავს, თუ რა ბრუნს აკეთებს გააჩნია მანქანა წუთში სარეცხის გაწურვისას (ანუ ეს არის იგივე გაწურვის სიჩქარე.)

დღევანდელ თანამედროვე სარეცხ მანქანებს გააჩნია რეგულიატორი, რომლის საშუალებითაც აირჩევთ და დააყენებთ სარეცხის გაწურვის სასურველ სიჩქარეს.

ჩვეულებრივ, გაწურვის სიჩქარის პარამეტრი მერყეობს 400 - დან -2000 ბრ/წუთში და განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ქსოვილების გასაწურად, მაგალითად:

400 ბრ/წუთში - ძალიან სუსტი წურვის რეჟიმი, რეკომენდებულია ძალიან თხელი და დელიკატური ქსოვილებისთვის.

500 ბრ/წუთში - სუსტი წურვის რეჟიმი, რეკომენდებულია თხელი და დელიკატური ქსოვილებისთვის.

600 ბრ/წუთში - ინტენსიური წურვის რეჟიმი, რეკომენდებულია დელიკატური ქსოვილებისთვის.

800 ბრ/წუთში - მეტად ინტენსიური წურვის რეჟიმი, რეკომენდებულია ბამბისა და სინთეტიკური ქსოვილებისთვის.

1000 ბრ/წუთში -  რეკომენდებულია ჯინსის და სხვა უხეში ქსოვილებისთვის.

1000-2000 ბრ/წუთში - გამოიყენება სქელის აბანოს ხალათების, პირსახოცების და კიდევ უფრო სქელი ქსოვილებისთვის.

600 ბრ/წუთში - ზე ნაკლებ  სარეცხ მანქანებში, რეცხვის პროცესის დასრულების შემდეგ უხეში ქსოვილის დამატებით, ხელით გაწურვა მოგიწევთ.

600-800 ბრ/წუთში - რეცხვის პროცესის დასრულების შემდეგ, სარეცხის გაუთოვება 2-3 სთ -ის შემდეგაა შესაძლებელი.

900-1000 ბრ/წუთში - რეცხვის პროცესის დასრულების შემდეგ, სარეცხის გაუთოვება 1 სთ -ის შემდეგაა შესაძლებელი.

ხოლო 1000-1500 და მეტი ბრ/წუთში რეჟიმის დროს, წურვის ხარისხში განსხვავება შეიმჩნევა მხოლოდ უხეში ქსოვილების შემთხვევაში.

1800-2000ბრ/წუთში სარეცხი მანქანიდან თითქმის მშრალი გამოდის.

სწორად შერჩეულ ბრუნვის სიჩქარეს დიდ მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი ხელს უწყობს სარეცხის დიდი ხნის განმავლობაში და კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებას.

წურვის მაღალი სიჩქარე, კარგია იმით, რომ  კარგად აცილებს სარეცხს არა მარტო ნესტს, არამედ სარეცხი საშუალების ნარჩენებსაც, გარდა ამისა, რაც უფრო სწრაფად ბრუნავს დოლურა, მით უფრო მით უფრო ნაკლები დროა საჭირო სარეცხის გასაშრობად.

თუმცა მაღალ სიჩქარეს აქვს მინუსებიც, რომელმაც შეიძლება გადასწონოს კიდეც მისი ეფექტურობა, კერძოდ მაღალი სიჩქარით გაწურვის დროს, სარეცხი ძალიან იჭმუჭნება და მისი გაუთოვება შედარებით რთულდება, აგრეთვე გაწურვის პროცესში ირღვევა ქსოვილის სტრუქტურა, რაც აუარესებს მის ხარისხს.

თუმცა თანამედროვე სარეცხი მანქანების მწარმოებლებმა მაღალსიჩქარიანი მანქანებისთვის შექმნეს სპეციალური რეჟიმი, რომელიც ხელს უშლის ქსოვილის რღვევას, თუმცა მაინც, მაღალსიჩქარიანი სარეცხი მანქანისადმი სწრაფვა, უფრო პრესტიჟის ნიშანია, ვიდრე პრაქტიკულობის.

რა თქმა უნდა კარგია რაც უფრო ძლიერად გაწურულ სარეცხს მიიღებთ რეცხვის პროცესის დასრულების შემდეგ, მაგრამ ნუ დაუთმობთ ამ პარამეტრს ძალიან დიდ ყურადღებას და ნუ ჩათვლით, რომ რაც უფრო მეტი ბრუნვათა რიცხვი გააჩნია სარეცხი მანქანას, მით უფრო ხარისხიანია იგი.

გაცილებით მნიშვნელოვანია რეცხვის ხარისხი და სხვადასხვა შესაძლებლობები (ფუნქციები), რაც შეიძლება გააჩნდეს სარეცხ მანქანას.

ამიტომ, შეიძლება  სრულიად ოპტიმალური და მისაღები იყოს მანქანა, რომელსაც გააჩნია 600-800 ბრ/წუთში, მაგრამ არის მაღალფუნქციონალური.

 

სარეცხი მანქანის რეცხვის სისტემები

 

რეცხვის სისტემებირეცხვის სისტემები სხვადასხვა სარეცხ მანქანაში სხვადასხვაგვარია, განვიხილოთ ძირითადად რა სისტემები შეიძლება ქონდეს თანამედროვე მანქანებს:

ტრადიციული - რეცხვის პროცესში წყალი ავსებს ავზს, რომლის შიგნით ბრუნავს დოლურა. ამ დროს, სარეცხის კონტაქტი სარეცხ საშუალებასთან (ფხვნილთან), ხდება დოლურას ფსკერზე.

AquaSpar - რეცხვის პროცესში, დოლურაზე არსებული ასიმეტრიული დამჭერები, დიდი რაოდენობის წყალს აქაჩავენ ზემოთ, შედეგად სარეცხი არა მარტო დოლურას ფსკერზე ირეცხება, ამავდროულად ხსნარი ესხმება ზემოდანაც.

3D AquaSpar - სისტემა დაფუძნებულია სამი მხრიდან წყლის მიწოდებაზე, წყლის მიწოდება ხდება დოლურას ზემოთ და უკანა კედელზე არსებული ნასვრეტებიდან.

3D Aqua-Tronic - რეცხვის პროცესში სარეცხი სველდება ზემოდან (კასკადურად), დოლურას პერფორირებული უკანა კედლიდან და ასიმეტრიული დამჭერების საშუალებით, რაც ხელს უწყობს სარეცხის მალე დასველებას და ჭუჭყის სწრაფ მოცილებას.

Activa - რეცხვის პროცესი, როცა წყალი ძლიერი ჭავლით მიეწოდება დოლურას. ამ დროს მთელი წყლის მოცულობა დოლურაში შედის ერთი წუთის განმავლობაში, ამიტომ სარეცხი ძალიან სწრაფად გაივლის პირველად ოპერაციას.

Direct Sprray -  რეცხვის სისტემა დაფუძნებულია სარეცხი ხსნარის უწყვეტად შეფრქვევაზე. ნაზავი ნასოსის საშუალებით აიქაჩება ზემოთ და წნევით იფრქვევა დოლურას შიგნით. გაივლის რა სარეცხს, ნაზავი ისევ ნასოსში ბრუნდება. ამ დროს, სარეცხი, რეცხვის პროცესში თითქოს „შხაპის ქვეშ“ იმყოფება, რაც ძალიან ეფექტურია.

JetSistem - რეცხვის სისტემა, როცა სარეცხი საშუალების ნაზავი, მაღალი წნევით მიეწოდება დოლურას.

Shower System (დუშ სისტემა) – რეცხვის სისტემა, როცა სარეცხი სარეცხი საშუალების ნაზავთან კონტაქტშია არა მარტო დოლურას ფსკერზე, არამედ ზემოდანაც.

Combiwash - რეცხვის სისტემა, რომელიც ერთდროულად  ითავსებს  სრულად ჩატვირთული სარეცხისა და დელიკატურად რეცხვის ფუნქციას.

Jet shower (ჰაეროვან-ბუშტოვანი შხაპის ნაკადი) - დოლურას გააჩნია სპეციალური ღიობები, საიდანაც მიეწოდება ჰაერით გაჯერებული წყლის ნაკადი. ბუშტულები გადის ქსოვილის ბოჭკოებს შორის და ეფექტურად გამოაქვს ჭუჭყი ქსოვილიდან.

 

სარეცხი მანქანის დამატებითი სისტემები და ფუნქციები

 

ALC  სისტემა - წყლის ავტომატური კონტროლი, რომელიც  არეგულირებს წყლისა და ელექტროენერგიის ხარჯს რეცხვის პროცესში სარეცხის ტიპისა და რაოდენობის შესაბამისად.

Aqua Sensor - მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია რეცხვის პროცესში წყლის ხარჯის შესამცირებლად. წყლის არასაკმარისი გამჭვირვალობის შემთხვევაში, იგი ზრდის წყლის გავლების რაოდენობასა და ხანგრძლივობას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამცირებს მას.

Aqua Stop - სისტემა, რომელიც იცავს მანქანას წყლის გაჟონვისაგან. სარეცხი მანქანის ნებისმიერი ადგილიდან წყლის გაჟონვის შემთხვევაში, სისტემა ავტომატურად წყვეტს წყლის მიწოდებას.

Booble-soaking - სარეცხი საშუალებების გამხსნელი სისტემა, ჟანგბადით გამდიდრებული წყალი, 100% - ით ხსნის სარეცხ საშუალებებს.

Fuzzi Control - მაკონტროლებელი სისტემა, რომელიც აკორექტირებს რეცხვის პროგრამას სარეცხის ტიპისა და მოცულობის მიხედვით, არეგულირებს წყლის ხარჯს სარეცხის გავლების პროცესში.

თუ სარეცხის გავლების პროცესში წარმოიქმნა ზედმეტი ქაფი, სისტემა ავტომატურად ჩართავს გავლების დამატებით ციკლს და აუცილებლობის შემთხვევაში შეცვლის დოლურას ბრუნვის რითმს.

წურვის დროს კი სისტემა აკონტროლებს დისბალანსის ხარისხს და ირჩევს ისეთ რეჟიმს, რომელიც უზრუნველყოფს სარეცხის მაქსიმალურად გაწურვას.

Fuzzi Logic - ელექტრონული სისტემა, რომელიც აკონტროლებს სარეცხი მანქანის მუშაობის პარამეტრებსა და რეჟიმებს.

საწყის ეტაპზე, დოლურაში შედის მცირე რაოდენობის წყალი და დოლურა აკეთებს რამოდენიმე ბრუნს, რათა სარეცხი დასველდეს.

რეცხვის დროს, სისტემა განსაზღვრავს  სარეცხისა და წყლის ოპტიმალური რაოდენობის მიხედვით.

სისტემა ზომავს მანქანაში შესული წყლის ტემპერატურას და გამოთვლის რეცხვის ხანგრძლივობას იმ დროსთან შესაბამისობაში, რომელიც აუცილებელია წყლის გასაცხელებლად, პროგრამით განსაზღვრულ ტემპერატურამდე.

მონაცემების დამუშავების შემდეგ, სისტემა დოლურაში გაუშვებს წყლის ზუსტად განსაზღვრულ რაოდენობას, რომელიც საჭიროა ჩატვირთული სარეცხის გასარეცხად.

სარეცხის გავლებისა და წურვის ეტაპზე კი სისტემა აკონტროლებს დოლურას ბრუნვის სიჩქარეს, ციკლების რაოდენობასა და ხანგრძლივობას და ა.შ.

UseLogic - სარეცხი მანქანის ელექტრონული ანალიზის სისტემა, ეგრეთ წოდებული ელექტრონული ინტელექტი.

S-system - სისტემა აკონტროლებს ქაფის წარმოქმნას. გაწურვის პროცესში, სპეციალური სენსორი განსაზღვრავს ქაფის რაოდენობას. იმ შემთხვევაში თუ ქაფის რაოდენობა არ არის საკმარისი, სისტემა ხელს უწყობს მის წარმოქმნას.

Smart  system (ქაფიანობის კონტროლი) - სისტემა აკონტროლებს ქაფის წარმოქმნას და არეგულირებს დოლურას ბრუნვის სიჩქარეს წურვის დროს, იმის მიხედვით, თუ რა ტიპის სარეცხია მანქანაში ჩატვირთული.

Super Silent, Super Silent + - ფუნქცია, რომელიც უზღუნველყოფს მინიმალურ ვიბრაციას, რის გამოც მანქანას თითქმის არა აქვს ხმა წურვის რეჟიმშიც კი.

4D - გავლების სწრაფი სისტემა.

წურვის რეჟიმის გამორთვა -  ფუნქცია საშუალებას იძლევა, საბოლოო გაწურვის წინ, გამოირთოს მანქანა და ამოღებული იქნას განსაკუთრებით დელიკატური ქსოვილები, რათა არ დაზიანსდეს და მოხდეს მათი ხელით გაწურვა.

ავტომატური ბალანსირება - სისტემა, რომელიც აკონტროლებს დოლურას ბრუნვის სიჩქარეს წურვის პროცესში. დისბალანსის შემთხვევაში მანქანის ძრავი ჩერდება და იწყებს რევერსულ მოძრაობას (დოლურა ხანგამოშვებით ბრუნავს სხვადასხვა მიმართულებით) სარეცხის ოპტიმალურად განაწილების მიზნით.

თუ ბალანსის მიღწევა არ მოხერხდა, ძრავი ისევ იწყებს მუშაობას, მხოლოდ დაბალი სიჩქარით.

ამ გზით, სისტემა უზრუნველყოფს სარეცხი მანქანის გამძლეობას და მისი კვანძების მუშაობის ხანგრძლივობას.

ენზიმური ფაზა - სისტემა, თანამედროვე ბიო-სარეცხ საშუალებებში შემავალი ენზიმების საშუალებით, ახდენს  ჭუჭყის ეფექტურ მოცილებას სარეცხზე, რომელი შეიცავს ცილოვან ლაქებს (სისხლი, რძე, კვერცხი და ა.შ).

ამ დროს სისტემა წყალს აცხელებს 40 გრადუსამდე (რადგან ეს ტემპერატურაა ყველაზე მისაღები ბიოდანამატების მოქმედებისთვის, 50 გრადუსზე მეტ ტემპერატურაზე ენზიმები იღუპება), შემდეგ კი 20 წუთის განმავლობაში მანქანის მუშაობა ჩერდება და ენზიმები იწყებს მოქმედებას.

სარეცხის წონის ავტომატური განსაზღვრა - სისტემა ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრავს სარეცხის მასას და ციფრს გამოსახავს სარეცხი მანქანის სენსორულ ეკრანზე.

ხარჯების ავტომატური ოპტიმიზაცია - სისტემა, რომელიც ახდენს ხარჯების მინიმალიზაციას -  წყლის, ელექტროენერგიისა და სარეცხი საშუალებების რაციონალურად გამოყენების გზით.

მანქანაში შემავალი წყლის ავტომატური გაცივება - სისტემა ახდენს სარეცხი მანქანაში შემავალი წყლის გაცივებას, სადრენაჟო სისტემაში ტემპერატურის სხვაობის შესამცირებლად.

მეტი წყალი - ფუნქცია, რომელიც გამოიყენება იმ ტიპის სარეცხისთვის, რომლის გასარეცხად აუცილებელია დიდი რაოდენობით წყალი.

დრენაჟი - წყლის გადინება სარეცხი მანქანიდან, დოლაურას ბრუნვის გარეშე.

სარეცხი მანქანის კარების (ლუქის) დაცვა - სისტემა, რომელიც ახდენს ლუქის ბლოკირებას რეცხვის პროცესში და 1-3 წუთით რეცხვის პროცესის დასრულების შემდეგ.

ეს ფუნქცია კარგია უსაფრთხოების თვალსაზრისით, რადგან რეცხვის პროცესში მანქანის ზოგიერთი დეტალები ძალიან ცხელდება ამით თავიდან იქნება აცილებული დამწვრობის მიღების რისკი.

უთოს რეჟიმი (ანტი დაკუჭვა) - ფაზა, რომელიც სრულდება რეცხვის პროცესის დასასრულს, დოლურა ბრუნავს 30 ბრ/წუთში, ამ დროს სარეცხი მწყობრად „ირხევა“ წინ და უკან, რაც ხელს უშლის სარეცხის დაჭმუჭვნას.

წურვა ინტერვალებით - წურვის რეჟიმი, რომლის დროსაც ყოველ საფეხურზე დოლურას მოძრაობის სიჩქარე იმატებს, ხოლო წურვის ცალკეულ ფაზებს შორის ადგილი აქვს ხანგრძლივ პაუზებს.

მართალია ამ დროს წურვის ხანგრძლივობა იზრდება, მაგრამ სამაგიეროდ სარეცხი მანქანიდან გამოდის პრაქტიკულად ნაკეცების გარეშე.

სარეცხის წყალში გაჩერება - ფუნქცია გამოიყენება სარეცხისთვის, რომელიც საჭიროა დარჩეს მანქანაში გარკვეული დროის განმავლობაში.

იმისათვის, რომ სარეცხი არ დაიკუჭოს,გაჩერების შემდეგ, არ ხდება მანქანიდან წყლის გაშვება.

სტარტის გადადება - მოწყობილება, რომელიც საშუალებას იძლევა გადაიდოს სარცხი მანქანის სტარტი, გადადების დრომ შეიძლება შეადგინოს 1 -დან 24 საათამდე.

ეს ფუნქცია განსაკუთრებით მოსახერხებელია ელექტროენერგიის ორტარიფიანი გადასახადის შემთხვევაში (მაფალითად როცა ღამის პერიოდში ტარიფი ნაკლებია).

რეცხვის პროცესის დროის მაჩვენებელი  - ელექტრონული დისპლეი უჩვენებს დროს, რომელიც დარჩენილია რეცხვის პროცესის დასრულებამდე.

და სხვა...

 

სარეცხი მანქანის წყლის ხარჯი

 

სარეცხი მანქანის წყლის ხარჯიწყლის ხარჯი,  სარეცხი მანქანის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან გარდა იმისა, რომ იგი აკეთებს წყლის ეკონომიას, ამასთან ერთად მით უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას და სარეცხ საშუალებებს მოიხმარს იგი.

ამიტომ, თუ თქვენთვის ამ პარამეტრების ეკონომია მნიშვნელოვანია, შეიძინეთ მანქანა, რომელსაც ექნება წყლის, შესაბამისად კი ელექტროენერგიისა და სარეცხი საშუალებების ნაკლები დანახარჯი.

უნდა აღინიშნოს, რომ მიახლოებით სარეცხი მანქანა 1კგ სარეცხზე ხარჯავს 10 ლიტრ წყალს, თუმცა ეს არ არის ზუსტი მონაცემი, გააჩნია მანქანის მოდელს, კლასს, ხარისხს, მოცულიბას და პროგრამას, რომელიც კონკრეტულად გამოიყენება მოცემულ რეცხვის რეჟიმში.

საშუალოდ კი წყლის საშუალო ხარჯი თანამედროვე სარეცხ მანქანებში, ერთი ციკლის განმავლობაში შეადგენს 20 - დან 70 ლიტრამდე წყალს.

 

სარეცხი მანქანის შრობის რეჟიმი

 

სარეცხი მანქანის შრობის ფუნქციათითქმის ყველას მწარმოებელი აწარმოებს კომბინირებულ სარეცხ მანქანებს, რომელიც შრობის ფუნქციითაა აღჭურვილი.

შრობის ფუნქციის პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ სარეცხი მანქანის შიდა გამათბობელი ელემენტი ახდენს სითბოს გენერირებას, ხოლო ვენტილიატორი გარდაქმნის მას ჰაერის თბილ ნაკადად, რომელიც ბრუნავს სარეცხის ირგვლივ და აშრობს მას.

ყველა ტიპის ქსოვილისთვის არსებობს შესაბამისი შრობის რეჟიმი.

რა თქმა უნდა შრობა ძალიან პრაქტიკული და კომფორტული ფუნქციაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სარეცხის გაშრობა სასწრაფოდაა საჭირო. ამას გარდა შრობის ფუნქცია მოსახერხებელია დროის ეკონომიის საშუალებით და აღარ არის სარეცხის აივანზე ან სხვა ადგილზე გაფენისა და გაშრობის აუცილებლობა.

მხოლოდ გახსოვდეთ, რომ მაგალითად მანქანა, რომელშიც მაქსიმუმ 5 კგ სარეცხის ჩატვირთვაა შესაძლებელი, ვერ გააშრობს  2,5 კგ -ზე მეტ სარეცხს.

არის სხვა მინუსებიც. მაგალითად ის, რომ შრობის დროს სარეცხი უფრო სწრაფად იცვითება, აგრეთვე ის, რომ ბოლომდე გაუმშრალი და ოდნავ სველი სარეცხის დაუთოვება უფრო ადვილი და მოსახერხებელია, ვიდრე სრულიად მშრალის.

უნდა აღინიშნოს, რომ წამყვანი მწარმოებლები აწარმოებენ ავტონომიურ, დამოუკიდებელ საშრობ მანქანებს, რომელიც მხოლოდ შრობისთვისაა განკუთვნილი.

ასეთი მანქანები მრავალფუნქციურია და სხვადასხვა, მრავალფეროვანი ფუნქციების საშუალებით გაცილებით ხარისხიანად აშრობს სარეცხს.

(იხილეთ სტატია "როგორ ავირჩიოთ საშრობი მანქანა")

 

სარეცხი მანქანის ხმაურის დონე

 

სარეცხი მანქანის ხმაურის დონეძალიან ხშირად სარეცხი მანქანის არც შეფუთვაზე და არც ინსტრუქციაში მითითებული არ არის ხმაურის დონე რეცხვის და წურვის პროცესში.

ხმაურის დონე დამოკიდებულია სარეცხი მანქანის კვანძების კონსტრუქციაზე და მისი დამზადების ხარისხზე.

ხმაურის დონე იზომება დეციბალებში და სასურველია იგი იყოს 50 დეციბალიდან - არა უმეტეს 75- 80 დეციბალისა.

დღესდღეობით რეცხვის პროცესში ხმაურის დონის საუკეთესო მაჩვენებელი შეადგენს 43 დეციბალს. ასეთი სარეცხი მანქანის ხმაურის დონე არ აღემატება ჩურჩულით საუბარს და მისი საშუალებით  გვიან ღამით რეცხვაც კია შესაძლებელი ისე, რომ ხმაურს ვერავინ გაიგებს.

ხშირად, მანქანის მუშაობის პროცესში, ვიბრაცია და ხმაურის დონე სარეცხ მანქანას უფრო მეტი აქვს, ვიდრე მას სინამდვილეში გააჩნია. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მისი არასწორი მონტაჟი, ან სხვა ტექნიკური მიზეზები.

 

ზოგადი რჩევები სარეცხი მანქანის მონტაჟისა და ექსპლუატაციის შესახებ

 

ზოგადი რჩევები სარეცხი მანქანის მონტაჟისა და ექსპლუატაციის შესახებაღსანიშნავია, რომ სარეცხი მანქანის გამძლეობა და დიდი ხნის განმავლობაში გამართული მუშაობა დამოკიდებულია მანქანის ექსპლუატაციის პირობებზე.

წყლის ხარისხი, უხარისხო ფხვნილი, ძაბვის ცვალებადობა, არასწორი მონტაჟი და ბევრი სხვა ფაქტორი, განაპირობებს სარეცხი მანქანის მწყობრიდან გამოსვლას.

სარეცხი მანქანა, საკმაოდ რთული და ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ხელსაწყოა, ამიტომ მოუფრთხილდით მას და იმ შემთხვევაში თუ იგი მწყობრიდან გამოვიდა, მიმართეთ მხოლოდ სპეციალიზირებულ სერვის ცენტრებს.

თუმცა არის წვრილმანი გარემოებები, რომლის შესრულება დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ აქ მოყვანილია რამოდენიმე რეკომენდაცია, რომლის ცოდნაც სასარგებლოდ წაგადგებათ:

 მონტაჟისა და ჩართვის წინ, აუცილებლად მოაცილეთ მანქანას ყველა ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი მიმაგრება, იქნება ეს ლითონის ბოლტები თუ სპეციალური პლასტმასის დამჭერები (ის თუ რა უნდა მოაცილოთ, ზუსტადაა მითითებული ინსტრუქციაში).

• იატაკი, სარეცხი მანქანის ქვემოთ, უნდა იყოს აბსოლიტურად მყარი და სწორი. მანქანის გასწორება უნდა მოხდეს ვერტიკალურად რეგულირებადი მანქანის ფეხსადგამებით.

 თუ იატაკი ხისაა (დირეებზე გადებული), მაშინ მანქანის წინა ფეხსადგამები უნდა დამაგრდეს იატაკზე კავების საშუალებით.

 თუ იატაკი მეთლახის, ან გრანიტისაა, დაუფინეთ მანქანს ქვემოდან თხელი რეზინის ფარდაგი.

• მანქანა შეუერთეთ წყალგაყვანილობას ცალკე ონკანის საშუალებით და დაუყენეთ თხელი წყლის გამწმენდი ფილტრი.

 სარეცხი მანქანის როზეტი ელექტროფართან ცალკე კაბელით უნდა იყოს მიერთებული, გააჩნდეს დამიწება და ავტომატი, რომელიც დაზიანების შემთხვევაში ავტომატურად გამორთავს ძაბვის წყაროდან მანქანას.

 აუცილებლად გამოიყენეთ ხარისხიანი სარეცხი საშუალებები, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომატური სარეცხი მანქანისთვის, სხვა სარეცხი საშუალებები წარმოქმნის ზედმეტ ქაფს, რაც აზიანებს წყლის დონის სენსორს დაშესაძლოა მანქანის მწყობრიდან გამოსვლაც გამოიწვიოს.

 ნუ ენდობით რეკლამირებულ სხვადასხვა ქიმიურ საშუალებას, რომელიც თითქოსდა ხელს უშლის სარეცხი მანქანის გამათბობელ ელემენტზე (ტენი) ნადების წარმოქმნას, რადგან გარდა იმისა, რომ სწორედ ამ საშუალებებმა შეიძლება გამოიყვანოს ტენი მწყობრიდან, ის ძალიან სწრაფად აძველებს და აზიანებს მანქანის რეზინის დეტალებს. თანამედროვე სარეცხი საშუალებები, უკვე თავად შეიცავს დაბალანსირებული რაოდენობით, აუცილებელ ნივთიერებებს.

 თუ სარეცხი მანქანა მოულოდნელად შეწყვეტს მუშაობას, პირველ რიგში შეამოწმეთ ფილტრი, რომელიც მდებარეობს სარეცხი მანქანის ქვედა ნაწილში, გარე პანელზე (ეს არის პატარა გამოსაღები სარკმელი, რომლის უკანაც მდებარეობს ფილტრი, იგი ძალიან მარტივი მოსახსნელი და გასაწმენდია), ფილტრის მოხსნის დროს, გამოვა მცირე რაოდენობის წყალი, რამაც არ შეგაშინოთ და წინასწარ გაამზადეთ ჩვარი ან ჭურჭელი.

 ნუ გადატვირთავთ მანქანას ზედმეტი სარეცხით, ჩატვირთეთ მხოლოდ იმდენი, რაც ინსტრუქციითაა დაშვებული, ასევე ნუ გარეცხავთ მხოლოდ ერთ ნივთს.

 მოარიდეთ, რომ არ შეგყვეთ მანქანაში პატარა საგნები, ხურდა ფული, სანთებელა და ა.შ რადგან სწორედ უხეში ღილები და ასეთი საგნებია მიზეზი იმისა, რომ სარეცხი მანქანა მწყობრიდან გამოვიდეს.

 პერიოდულად შეამოწმეთ ლუქის რეზინის მანჟეტი, რადგან შესაძლოა მასში რამე საგანი იყოს ჩარჩენილი.

 პერიოდულად, თბილი წყლით გარეცხეთ და კარგად გაამშრალეთ სარეცხი ფხვნილის ჩასაყრელი უჯრა.

 რა თქმა უნდა შესაძლებელია სარეცხი მანქანის ზედაპირზე სხვადასხვა საჭირო საგნების  დალაგება, მაგრამ მოარიდეთ ეს ზედაპირი ძალიან მძიმე საგნებს.

 რეცხვის პროცესის დასრულების შემდეგ, სასურველია სარეცხი მანქანის კარები (ლუქი) დატოვოთ ღია მდგომარეობაში, რათა თავიდან იქნეს აცილებული მანქანის დანესტიანება.

 

სარეცხი მანქანის სტილი და დიზაინი

 

სარეცხი მანქანის სტილი, დიზაინიმწარმოებლები, გარდა ტექნიკური მახასიათებლებისა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სარეცხი მანქანის სტილსა და დიზაინს.

დღესდღეობით, სამომხმარებლო ბაზარზე წარმოდგენილია სხვადასხვა სტილისა და დიზაინის Premium, Exclusive და Classic მოდელები.

ეფექტური დიზაინის სარეცხი მანქანები შესანიშნავად ეხამება სააბაზანო ოთახის, სამზარეულოს, ან ჰოლის დიზაინს (იმის მიხედვით, თუ სად უნდა დამონტაჟდეს სარეცხი მანქანა.

ასეთი მოდელები აღჭურვილია ფართო, მოსახერხებელი კარებებით (ლუქებით), მეტი მოხერხებულობისთვის კი მანქანას ჩამონტაჟებული აქვს დოლურას განათება.

არსებობს სარეცხი მანქანის მოდელები წყლის რეზერვუარებით, რეზერვუარის მოცულობა შეადგენს 100 ლიტრს.

ასეთი მანქანები დამზადებულია მაღალი ხარისხის ცინკირებული მეტალისგან, გააჩნია დოლურას 3D კონსტრუქცია და აღჭურვილია რეცხვის თანამდროვე ტექნოლოგიებით.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან შესაძლებელია დასკვნების გამოტანა და იმ ზომის, დიზაინის, რეცხვის ფუნქციებითა და სისტემებით აღჭურვილი სარეცხი მანქანის შეძენა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მეტადაა მისაღები.

წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

 

სარეცხი მანქანები ინტერნეტ მაღაზია...

ვიწრო და სრული ჩატვირთვის
სარეცხი მანქანები
ვერტიკალური ჩატვირთვის
სარეცხი მანქანები
ჩასაშენებელი
სარეცხი მანქანები

საშუალო და მაღალი სიმძლავრის
სარეცხი მანქანები
ენერგოეფექტური
სარეცხი მანქანები
სარეცხი მანქანების
სრული კატალოგი
სარეცხი მანქანები ინტერნეტ მაღაზია...

სარეცხი მანქანები
700 ლარამდე

სარეცხი მანქანები
5 წლიანი გარანტიით
სარეცხი მანქანების
სრული კატალოგი

 
 
 

 
 
გამოკითხვა

 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ