წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
 
  ნანახია 19837 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

დღესდღეობით არსებობს ტელევიზორების ოთხი ძირითადი ტიპი: კინესკოპური, პლაზმური, თხევადკრისტალური და პროექციული, ასევე 3D და ANDROID და სხვა ტელევიზორები.

ყველა მათგანს გარკვეული უპირატესობა თუ ნაკლოვანება გააჩნია და თავისი ადგილი უჭირავს ტელევიზორების ბაზარზე.


კინესკოპური ტელევიზორები

 

კინესკოპური ტელევიზორებიმოდურმა თხევადკრისტალურმა და პლაზმურმა ტელევიზორებმა ძალიან შეავიწროვეს და ბაზრიდან თითქმის განდევნეს კინესკოპური ტელევიზორები.

თუმცა არ შეიძლება ითქვას, რომ კინოსკოპური ტელევიზორები საერთოდ გაქრა. ფაქტია, რომ ისინი მაინც ინარჩუნებენ გარკვეული რაოდენობის მხარდამჭერებს მთელს მსოფლიოში.

გამობერილი ეკრანიან ტელევიზორები ნაკლებად პოპულარულია, განსაკუთრებით კინომანებს და ტელევიზორის ”გურმანებს” შორის, მაგრამ დაბალი ფასის გამო ისინი მაინც ფართოდაა გავრცელებული.

თუმცა არსებობს ბრტყელ ეკრანიანი კინოსკოპური ტელევიზორებიც, რომელიც ვიზუალურადაც უფრო ლამაზია, უკანა ხუფიც შედარებით მოკლე და პატარა აქვს და ფასიც შესაბამისად მაღალი.

კინესკოპური ტელევიზორების ნაკლს მისი ეკრანის ციციმი წარმოადგენს. ამიტომ 50 ჰერციანი ტელევიზორების კვალდაკვალ 100 ჰერციანი ტელევიზორებიც გამოუშვეს, თუმცა მათი ხანგრძლივი ყურებისას თვალების დაღლა მაინც შესამჩნევია.

მისი კიდევ რამოდენიმე შესამჩნევი მინუსი - მაგნიტური ველების გავლენა გამოსახულებაზე და დიდი ზომებია.
ამავე დროს ვერ იპოვით კინესკოპურ ტელევიზორს 30 დუიმზე მეტი ეკრანით.

მიუხედავად ყველაფრისა - დაბალი ფასი, დროში გამოცდილი ნდობა და მუშაობის ხანგრძლივი ვადა, მრავალი წლის განმავლობაში პოულობდა და გარკვეულწილად დღესაც წარმატებით პოულობს თავის მომხმარებელს.

 


პლაზმური ტელევიზორები

 

პლაზმური ტელევიზორებიპლაზმური ტელევიზორების მთავარ უპირატესობას კორპუსის მცირე სისქე და ეკრანის დიდი ზომა წარმოადგენს. რაც მათი ნებისმიერ ადგილზე განთავსების საშუალებას იძლევა .

პლაზმური ტელევიზორის მუშაობის პრინციპი დაფუძნებულია იმაზე, რომ მისი ეკრანის თითოეული წერტილი (რომელიც შეიცავს ქსენონსა და ნეონს), დამოუკიდებელ მანათობელ ელემენტს წარმოადგენს.

ტექნიკური მახასიათებლების მთავარი პლიუსი ისაა, რომ მისი გამოსხივება მავნებელი არაა, ეკრანი არ ციმციმებს, გააჩნია შესანიშნავი ფერთა გამა (განსაკუთრებით შავი ფერი LCD - სთან შედარებით), მაღალი კონტრასტულობა, კარგი ხილვადობა (გააჩნია კარგი ხედვის კუთხე ნებისმიერი მდებარეობიდან) და ნაკლებად იკარებს მტვერს. ყველა პლაზმური ტელევიზორი აღჭურვილია კომპიუტერის შესაერთებელი ბუდით.

40 დიუმზე დიდი ტელევიზორებში, პლაზმის უპირატესობა LCD -ისთან შედარებით აშკარაა, მაგრამ თუ 40 დიუმი და კიდევ უფრო პატარა ტელევიზორის შეძენას აპირებთ, ამ შემთხვევაში  LCD უმჯობესი ვარიანტია.

რაც შეეხება პლაზმური ტექნოლოგიის მინუსებს, მთავარი მინუსს წარმოადგენს ის, რომ პლაზმური ტელევიზორი ძალიან ნათელ შენობაში ცუდად აჩვენებს, რადგან ირეკლავს შუქს,  აგრეთვე დროთა განმავლობაში ეკრანის ყველა წერტილი კარგავს სიკაშკაშეს და შეიძლება საერთოდ გამოვიდეს მწყობრიდან, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც მუდმივი სურათი მდებარეობს  (მაგალითად ტელეკომპანიის ლოგო), თუმცა ახალ თანამედროვე მოდელებში ეს პრობლემები თითქმის აღმოფხვრილია (მაგალითად ტექნოლოგია ნეოპლაზმა).

ყველაფერ ამას თან ახლავს დიდი რაოდენობით სითბოს გამოყოფა, ელექტროენერგიის დიდი რაოდენობით მოხმარება, ხმაურიანი მუშაობა (გაგრილების სისტემაში ჩამონტაჟებული მძლავრი ვენტილიატორის გამო) და საკმაოდ მაღალი ფასი.

პლზმური ტელევიზორიების სიცოცხლის ხანგრძლივობა 60 000 - 120 000 საათია, რაც დღეში 8 საათის მუშაობის შემთხვევაში შეადგენს 25-30 წელს. ამ ვადის გასვლის შემდეგ ან ახალი ტელევიზორი უნდა შეიძინოთ, ან ეკრანი, ეკრანის გამოცვლა კი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

 


თხევადკრისტალური ტელევიზორები

 

თხევადკრისტალური ტელევიზორებითხევადკრისტალური ტელევიზორის მოწყობილობა - ეს ორი გამჭირვალე პანელია მათ შორის განთავსებული თხევადი კრისტალების ფენით.
ასეთი ტელევიზორის ეკრანზე სურათი არ ციმციმებს, რადგან კინოსკოპურისგან განსხვავებით ეკრანზე სურათი არა მწკრივისებურად, არამედ ერთიანად გამოდის.

დაბალი ენერგომოხმარება და სურათის შესანიშნავი გეომეტრია LCD ტელევიზორების სასარგებლოდ მეტყველებენ, ამავე დროს ისინი არ ქმნიან ელექტრო-მაგნიტურ ტალღებს და დროთა განმავლობაში მათი ეკრანი არ ”იწვება”, ისე როგორც პლაზმის, სწორედ ამიტომ მათი გამოყენება თავისუფლად შეიძლება (იყენებენ კიდეც) კომპიუტერის მონიტორად. 

LCD ტელევიზორი გამოყოფს ნაკლებ სითბოს და მოიხმარს ნაკლებ ელექტროენერგიას.

LCD ტელევიზორებს აქვს მინუსებიც, ისინი არ გამოირჩევიან კარგი ხილვადობით. მიუხედავად იმისა, რომ მათ ტექნიკურ პასპორტში ხილვადობის კუთხედ 170 და მეტი გრადუსია მითითებული, გამოსახულების ხარისხი ხილვადობის დიდი კუთხის შემთხვევაში მაინც იკარგება.

აგრეთვე ამ ტიპის ტელევიზორებს რჩებათ პრობლემა რეაქციის დროსთან დაკავშირებით, ანუ სურათის სწრაფი ცვლილების დროს, ხდება გამოსახულების დეგრადაცია, ანუ იგი ჭრელდება (ითხუპნება). პლაზმასთან შედარებით აქვს დაბალი ხარისხის შავი ფერი, რომელიც უფრო ნაცრისფერია, ვიდრე შავი.
თხევად კრისტალური ტელევიზორების ზომა 110 დიუმამდე აღწევს, ფასი კი იზრდება ზომის გაზრდასთან ერთად.

LCD ტელევიზორის სოცოცხლის ხანგრძლივობა, ისევე, როგორც პლაზმის -  60 000 - 100 000 საათია, თუმცა შესაძლებელია, თუ სხვა დაზიანება არა აქვს, მისი სინათლის წყაროს (ლამპის) გამოცვლა და არა ეკრანისა, რაც ნაკლებ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

არსებობს თხევადკრისტალური ტელევიზორების უკანა განათების ორი ძირითადი მეთოდი, ლამპის საფუძველზე ცივი კათოდით - CCFL და დიოდური ინდიკატორის საფუძველზე - LED (Light-Emitting Diode).

მწარმოებლების მტკიცებით, LED ტელევიზორები კიდევ უფრო მაღალი კონტრასტულობითა და ბუნებრივი ფერებით გამოირჩევა, რადგან თუ LCD ტელევიზორში ლამპა ცივი კათოდით ანათებს მთელს ეკრანს, რის გამოც ეკრანის განსაზღვრული მონაკვეთის ლოკალური დაბნელება შეუძლებელია, LED ტელევიზორებში დიოდების რაოდენობიდან გამომდინარე, მართვის სქემა ახდენს რამოდენიმე დიოდის დაბნელებას იმ მონაკვეთზე, სადაც ეს საჭიროა.

გარდა ამისა LED ტელევიზორები გაცილებით თხელია, ვიდრე LCD, მოიხმარს კიდევ უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას და მისი სიცოცხლის ხანგრძლივობაც უფრო მეტია.

კიდევ უფრო თანამედროვე ტექნოლოგიაა გამოყენებული ОLED (Organic Light-Emitting Diode) ტელევიზორებში

 


პროექციული ტელევიზორები


პროექციული ტელევიზორების პოპულარობა გამოსახულების ხარისხისა და დიდი ზომების ხარჯზე გაიზარდა.

გამოსახულების აგებულების წყაროების ტიპით განასხვავებენ სამი სახის პროექციულ ტელევიზორს - კინესკოპზე (CRT), თხევად -კრისტალურ დისპლეიზე ( LCD), და მიკროსარკეებზე ( DLP).

 


პროექციული ტელევიზორები კინოსკოპებზე (CRT)


პროექციული ტელევიზორები კინოსკოპებზე (CRT)ამ ტიპის ტელევიზორები ძირითადად წარმოდგენილია ველსზედა აპარატების სახით, ანუ მის ქვედა ნაწილში განლაგებულია პროექციული მილები, აკუსტიკური სისტემები და ელექტრონიკა, ზემოთ კი მთლიანად ეკრანია.

მისი ძირითადი მახასიათებელი 50 დან 200 ჰერცამდე სიხშირეა, რაც ამ ტიპის ტელევიზორში სურათის შესანიშნავ ხარისხს და ფერების ბუნებრიობას ქმნის.

ამ ტელევიზორების ნაკლს წარმოადგენს ის, რომ ეკრანის გარკვეული მონაკვეთები იწვება, რასაც ეკრანი დროთა განმავლობაში მწყობრიდან გამოჰყავს. მისი გამოცვლა კი ძალიან ძვირი ჯდება.

 


პროექციული ტელევიზორები (LCD)



პროექციული ტელევიზორები (LCD)ამ ტელევიზორების უპირატესობა ისაა, რომ არ ციმციმებს, კომპაქტურია და უზარმაზარი ნათელი ეკრანი აქვს მაღალი განთავსებით. ამავე დროს მისი ღირებულება არც ისე დიდია.

მაგრამ მას მაინც დარჩა თხევადკრისტალური ტელევიზორებისთვის დამახასიათებელი პრობლემები, რაც გამოიხატება ბუნებრივ ფერთა გადაცემაში, ნაკლები ხილვადობის კუთხის არსებობაში, გამოსახულების აჭრელებაში (გათხუპნაში).

ამავე დროს მას აქვს პრობლემა გაგრილებასთან დაკავშირებით. მშვიდ, ჩუმ გარემოში ვენტილიატორის მუშაობის ხმა ძალიან ხმამაღლა ისმის.

 


პროექციული ტელევიზორები მიკროსარკეებზე (DLP)



პროექციული ტელევიზორები მიკროსარკეებზე (DLP)ასეთი ტიპის ტელევიზორების პოპულარობა სრულიად დამსახურებულია, პირველ რიგში ისინი მომხმარებელს იზიდავენ კარგი კონტრასტულობით, გამოსახულების სიმკვეთრით (ყოველგვარი აჭრელების (გათხუპნის) გარეშე), ამასთან გააჩნია ზუსტი ფერთაგადაცემა და მაღალი სხივურობა.

მისი უპირატესობა სხვა სახის პროექციულ ტელევიზორებთან შედარებით საკმაოდ შთამბეჭდავია. აქვს მაღალხარისხიანი ხმა კარგი გამომავალი სიმძლავრით. არსებობს მოდელები ჩამონტაჟებული საბვუფერებით და სისტემებით, რომელიც უზრუნველყოფს დიდი მოცულობითი ჟღერადობის შექმნას.

ამას გარდა ელიტარული მოდელები დაკომპლექტებულია სახლის კინოთეატრისა და ზურგის სვეტების ჩამონტაჟებული პროცესორით.

ამ მოდელების მინუსია ის, რომ მათი მუშაობის ვადა განსაზღვრულია რამოდენიმე ათას საათამდე. მინუსია აგრეთვე საკმაოდ ხმაურიანი გაგრილების სისტემა.

საერთოდ ყველა პროექციული ტელევიზორის უარყოფითი თვისება განათების ლამპის მუშაობის მცირე რესურსში და მისი შემდგომი გამოცვლის განსაკუთრებულ სიძვირეშია.

 


3D ტელევიზორები

 

3D ტელევიზორები3D ტექნოლოგია ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება, თუმცა ჯერ-ჯერობით არ არსებობს 3D-ეს ერთიანი ტექნოლოგია და ერთიანი ფორმატი, რომელიც სტანდარტული იქნებოდა ყველა მოწყობილობაზე გამოსახულების მისაღებად.

ამიტომ, დღესდღეობით წარმოდგენილია რამოდენიმე ტექნოლოგია. ყველა მათგანი დინამიურად ვითარდება და თავისი პლუსები და მინუსებიც გააჩნია, მათ შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია 4 ძირითადი ტექნოლოგია:

აქტიური სტერეო ტექნოლოგია (ჩაკეტილი სათვალე)

პასიური სტერეო ტექნოლოგია (პოლარიზაცია)

ავტოსტეროსკოპური ტექნოლოგია (სპეციალური სათვალის გარეშე)

ანაგლიფი (ლურჯ-წითელი სათვალე)


პს


ეს არის მოკლე მიმოხილვა, რომელიც შეიძლება დროის უქონლობის გამო სწრაფად გადაიკითხოთ და შეძენის წინ, ზოგადი წარმოდგენა შეგექმნათ  ტელევიზორების ტიპებზე.

მაგრამ თუ ამ საკითხს უფრო სერიოზულად უდგებით, შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიები ყველა ტიპის ტელევიზორზე ცალ-ცალკე და არჩევანი ისე გააკეთოთ.


წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

 

ტელევიზორის ტიპები ინტერნეტ მაღაზია www.be.ge-ში:

LCD
ტელევიზორები
HD
ტელევიზორები
Full HD და UHD
ტელევიზორები

SMART
ტელევიზორები
ტელევიზორები
ციფრული სიგნალით (DVB-T2)
ტელევიზორების
სრული კომპლექტი
ტელევიზორის ტიპები ინტერნეტ მაღაზია www.deals.ge-ში:
SAMSUNG-ის
ტელევიზორები
LG-ის
ტელევიზორები
ტელევიზორები
40"-49" დიამეტრით
ტელევიზორები
ანდროიდ სისტემით
ტელევიზორები
3D მხარდაჭერით
ტელევიზორების
სრული კატალოგი

 
 
 

უკან

 
 
გამოკითხვა

 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge



როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

ღის Aura