წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
 
  ნანახია 23796 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

როგორ ავირჩიოთ პლანშეტიპლანშეტურმა კომპიუტერებმა მტკიცედ დაიკავეს თავისი ნიშა ელექტრონულ ბაზარზე და მათი პოპულარობა სულ უფრო იზრდება კომპაქტურობის გამო.

პლანშეტების არჩევანი იმდენად დიდია, რომ შეძენის მომენტში შესაძლოა დაიბნეთ კიდეც, თუ რა პარამეტრებით გააკეთოთ არჩევანი.

დავიწყოთ იმით, რომ სახელწოდება „პლანშეტური კომპიუტერის“ მიღმა იმალება რამდენიმე ტიპის მოწყობილობა. მათ შორის გავრცელებულია ორი: პლანშეტური პერსონალური კომპიუტერი და ინტერნეტ პლანშეტი.

პლანშეტური პერსონალური კომპიუტერი - ეს არის სრულფასოვანი პერსონალური კომპიუტერი, მხოლოდ პლანშეტის ფორმ-ფაქტორით. სურვილის შემთხვევაში, მას შეიძლება მიუერთოთ კლავიატურა, თაგვი (მაუსი) და გადააქციოთ სრულყოფილ ნოუთბუქად.

ასეთ მოწყობილობას გააჩნია აპარატული შეთავსებადობა IBM პერსონალურ კომპიუტერებთან. მათზე შესაძლებელია სრულყოფილი ოპერაციული სისტემების - Windows, Mac OS X ან Linux - ის დაყენება.

ინტერენეტ პლანშეტი - თავისი არსით ნოუთბუქისა და სმარტფონის ჰიბრიდია. იგი გამოირჩევა კომპაქტური ზომებით და ძირითადად ორიენტირებულია ვებ სერფინგისათვის და ვებ პროგრამირებისთვის.

ვებ პლანშეტები შეუთავსებელია IBM პერსინალურ კომპიუტერებთან. მათზე ყენდება მობილური ოპერაციული სისტემები (Google Android, Apple iOS, Windows Mobile და ა.შ), ან სისტემები, რომლებიც ორიენტირებულია ვებ პროგრამირებაზე და ღრუბლოვან სერვისებზე (Google Chrome OS, Jolicloud).

რა თქმა უნდა, პლანშეტურ პერსონალურ კომპიუტერთან შედარებით, ინტერნეტ პლანშეტები ნაკლებად ფუნქციონალურია.

მომხმარებელთა უმრავლესობისთვის, პლანშეტური კომპიუტერები ასოცირდება სწორედ ინტერნეტ პლანშეტებთან და არჩევანის გაკეთების დროს სწორედ ინტერნეტ პლანშეტები აქვთ მხედველობაში.

პლანშეტური მოწყობილობის ეს ტიპი პოპულარულია კომპაქტური ზომების, დაბალი ფასისა და მარტივი, მოხერხებული სამომხმარებლო ინტერფეისის გამო. იგი ორიენტირებულია ინტერნეტში მუშაობისთვის და გათვლილია ხანგრძლივი დროის განმავლობაში ავტონომიურ მუშაობაზე.

პლანშეტური კომპიუტერის არჩევის დროს, მომხმარებელთა უმრავლესობა ყურადღებას ამახვილებს მის გარეგნულ იერ-სახეზე, მაშინ როცა ყველაზე მთავარი ამ დროს მისი შიგთავსია, პირველ რიგში კი პროცესორი.

 

პროცესორი

 

როგორ ავირჩიოთ პლანშეტი - პროცესორივებ პლანშეტების პროცესორი არ არის ისეთი მძლავრი, როგორიც ჩვეულებრივი პერსონალური კომპიუტერებისა და ნოუთბუქებისა, თუმცა განსაკუთრებულად მძლავრი პროცესორი პლანშეტებში არც არის საჭირო.

თუ არ გაქვთ გამიზნული გადატვირთოთ პლანშეტი რამე იმაზე მძიმე სერვისებით, ვიდრე ეს ვებ სერფინგია, თქვენ სრულიად დაგაკმაყოფილებთ პროცესორი ტაქტური სიხშირთ 800 მგც. (მეტი საიმედოობისთვის, უმჯობესია აირჩიოთ სიხშირით - 1000 მგც).

ხოლო თუ გეგმავთ პლანშეტის საშუალებით უყუროთ მაღალი ხარისხის ვიდეოს და ითამაშოთ თამაშები და შეასრულოთ სხვა სერიოზული სამუშაო, საჭიროა პროცესორი სიხშირით 1.5 გგც და ზემოთ.

რაც უფრო მეტი რაოდენობის ბირთვს იყენებს პროცესორი, მით უფრო მეტი ამოცანის შესრულებაა შესაძლებელი პლანშეტზე ერთდროულად.

თანამედროვე პროცესორები ძირითადად არსებობს ერთი, ორი და ოთხ ბირთვიანი.

თუ გნებავთ მაღალი მწარმოებლობის პლანშეტი, უნდა აირჩიოთ ბიუჯეტური მოდელებისგან განსხვავებით სწრაფი, ორი ან ოთხბირთვიანი მაღალი სიხშირის პროცესორით აღჭურვილი მოდელი.

 

ოპერაციული სისტემა (პლატფორმა)

 

ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ფაქტორზეც, თუ რომელი ოპერაციული სისტემაა დაყენებული პლანშეტზე.

აქ ვარიანტები ძირითადად არის სამი სახის:


Apple Ios


როგორ ავირჩიოთ პლანშეტი - Apple Iosაიპადის პლანშეტებზე, რაღა თქმა უნდა დგას ოპერაციული სისტემა Apple-სგან. ეს სისტემა ყენდება მხოლოდ Apple-ს მოწყობილობებზე.

პლიუსები:

»» Ios-ს დღესდღეობით გააჩნია 850 000-ზე მეტი პროგრამა და თამაში, რომელთა გადმოწერა შესაძლებელია უმსხვილეს ონლაინ მაღაზიაში AppStore;

»» Ios-ის ინტერფეისი ერთი და იგივეა კომპანია Apple-ის ყველა მობილური მოწყობილობისთვის, იქნება ეს  iPod, iPad თუ iPhone;

»» დაბალი ენერგომოხმარება საშუალებას იძლევა პლანშეტმა იმუშავოს დამუხტვის გარეშე დიდი დროის განმავლობაში;

»» გამოირჩევა მაღალი სიჩქარითა და სტაბილური მუშაობით, აგრეთვე ითვლება, რომ Ios-ის ყველაზე ძლიერი მხარე მისი მართვის სიმარტივეშია;

»» ერთ სააღრიცხვო ჩანაწერზე AppStore, შესაძლოა მიბმული იქნეს 10-მდე მოწყობილობა (იმ პირობით, რომ არაუმეტეს 5 მათგანისა იქნება Mac-ის კომპიუტერები iMac, MacBook Air, MacBook Pro), რაც საშუალებას იძლევა უპრობლემოდ მოხდეს მათ შორის ყველა მონაცემთა სინქრონიზაცია: კონტაქტები, პროგრამები, მულტიმედიური ფაილები და ა.შ.

მინუსები:

»» კომპიუტერთან მუშაობის დროს აუცილებელია მასზე დაყენებული იყოს პროგრამა  iTunes. ნებისმიერი მონაცემთა გადატანა შესაძლებელია მხოლოდ მისი საშუალებით. ფაილების პირდაპირი კოპირება მოწყობილობის მეხსიერებაში არ არის მხარდაჭერილი.

»» საჭიროა ზედმეტი თანხების გადახდა სხვადასხვა სასურველი პროგრამების, მუსიკის, თამაშებისა და ფილმების შესაძენად.

»» არა აქვს მეხსიერების ბარათის მხარდაჭერა.

»» ასეთი პლანშეტები საგრძნობლად ძვირია სხვა ფირმების ანალოგებთან შედარებით.

 

Google android


როგორ ავირჩიოთ პლანშეტი - Google androidარის ოპერაციული სისტემა Google-სგან. იგი ყველაზე მეტად გავრცელებული და პოპულარული ოპერაციული სისტემაა.

მისი მწარმოებელი არა ერთი, არამედ რამდენიმე კომპანიაა (Samsung, Asus, Acer, Nokia და სხვა).

ითვლება, რომ ასეთ პლანშეტებს მოქნილი მართვის სისტემა გააჩნია. ამასთან, პლანშეტების ყველაზე დიდი არჩევანი სწორედ ამ ოპერაციულ სისტემაზე მოდის.

იპერაციული სისტემა ანდროიდი, გამოიყენება მრავალფეროვან მობილურ მოწყობილობებში: სმარტფონებში, პლანშეტებში, ნეტბუქებში, ელექტრონულ წიგნებში, მულტიმედიურ ფლეერებში და ა.შ.

პლიუსები:

»» ხელმისაწვდომია 800 000-ზე მეტი პროგრამა და თამაში გადმოსაწერად, გუგლის ონალინ მაღაზიის -  Google Play - ის საშუალებით;

»» მოსახერხებელი სინქრონიზაცია გუგლის სერვისებთან. უმრავლესობა სერვისებისა (Google Gmail, Google Maps, Google+ და ა.შ) შედის ოპერაციული სისტემის შემადგენლობაში;

»» შესაძლებელია პროგრამის ან სერვისის დაყენება მეხსიერების ბარათიდან, კომპიუტერის ან ნოუთბუქის გამოყენების გარეშე;

»» შესაძლებელია პროგრამის ან სერვისის დაყენება, რომელიც გადმოწერილია სხვა ალტერნატიული წყაროდან Google Play-ის გვერდის ავლით.

»» ანდროიდის ოპერაციული სისტემის მქონე მრავალფეროვანი მოწყობილობების უზარმაზარი არჩევანი;

»» ანდროიდის ოპერაციული სისტემის მქონე მოწყობილობა შესაძლებელია მიუერთოთ კომპიუტერს როგორც ჩვეულებრივი დისკი და გადაიტანოთ მონაცმები უბრალო კოპირებით (როგორც ჩვეულებრივ ფლეშ ბარათზე).

»» უზარმაზარი სივრცე ფანტაზიისთვის ინტერფეისის გასაფორმებლად. პრაქტიკულად პლანშეტის Desktop (სამუშაო მაგიდა)-ის ნებისმიერი ელემენტი დააყენოთ საკუთარი შეხედულებით;

მინუსები:

»» მაღალი ენერგომომხმარება, რის გამოც პლანშეტის აკუმალატორი მალე განიმუხტება;

»» ყველა მწარმოებელი ცდილობს მოწყობილობის ინტერფეისი (სამუშაო მაგიდა, მენიუ, პროიგრამებთან მუშაობა და ა.შ) დააყენოს  საკუთარი შეხედულებით. ეს ხშირად ხელს უშლის მომხმარებელს სწრაფად აითვისოს ანდროიდის ახალი მოწყობილობა, როცა შეცვლის ერთ ბრენდს მეორეთი.

»» ოპერაციული სისტემა ანდროიდის განახლება საკმაოდ ხშირად ხდება, რის გამოც ბევრ მსგავს მოწყობილობას სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფა გააჩნია. ეს იწვევს პროგრამების შეუთავსებლობას და შესაძლო პრობლემებს ანალოგიურ მოწყობილობებზე პროგრამების გაშვების დროს.

გაითვალისწინეთ, რომ უმჯობესია android-ის ოპერაციული სისტემა იყოს უახლესი, ბოლო ვერსია.

 

Microsoft Windows


როგორ ავირჩიოთ პლანშეტი - Microsoft Windowsრა თქმა უნდა ეს არ არის სრულფასოვანი ვინდოუსი, რომელიც დგას პერსონალურ კომპიუტერებსა და ნოუთბუქებზე. მას აწარმოებს თითქმის ყველა მსხვილი კომპანია.

პლიუსები:

»» მობილური მოწყობილობებისთვის გამოიყენება ოპერაციული სისტემის იგივე ვერსია, რაც ნეთბუქბში - იგივე მენიუ და მუშაობის ლოგიკა;

»» დიდი რაოდენობით ნაცნობი და ჩვეულებრივი პროგრამა, რომლებიც გამოიყენება პერსონალურ კომპიუტერებში და ნოუთბუქებში. შესაძლებელია სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება;

»» ფუნქციონალობა იგივეა, რაც ჩვეულებრივ პერსონალურ კომპიუტერში ან ნოუთბუქში. Windows-ისა და Microsoft Office -ს შეთავსება ყველაზე სრულყოფილი სწორედ ამ პლანშეტებშია.

»» შეიძლება მიუერთოთ ნებისმიერი გარე მოწყობილობა - პრინტერი ან კლავიატურა;

»» სენსორული შეყვანის შესაძლებლობა;

»» ბოლო ვერსია ბრაუზერისა Internet Explorer, რომლის საშუალებით მარტივად და ინტუიციურად გასაგებადაა შესაძლებელი ვებ-გვერდების დათვალირება. ამასთან, ფუნქციით, რომელსაც შეუძლია ზიანის მომტანი საიტების აღმოჩენა.

»» ვინდოუსის დამცველი, რომლის განახლება შესაძლებელია ვინდოუსის განახლების ცენტრის საშუალებით;

»» ოპერაციულ სისტემაში ჩამონტაჟებული სათამაშო სერვისი Xbox Live, რომელიც საშუალებას იძლევა ხელმისაწვდომი გახდეს დიდი რაოდენობით თამაშები, შენახული იქნეს ამ თამაშებში მიღწეული პროგრესი და მიღწევები, ითამაშოთ ქსელში მეგობრებთან ერთად და ბევრი სხვა;

მინუსები:

»» აკუმულატორის ავტონომიურად მუშაობის მცირე დრო;

»» დიდი ზომები;

»» დიდი მასა;

არსებობს სხვა ოპერაციული სისტემებიც პლანშეტებისთვის, Windows RT, BlackBerry OS და სხვა, თუმცა მათი რაოდენობა მცირეა და არ არის გავრცელებული.

 

ეკრანი

 

როგორ ავირჩიოთ პლანშეტი - ეკრანივებ-პლანშეტების ეკრანის დიაგონალი, ძირითადად  მერყეობს 4 დან 11 დიუმამდე. ამ ნიშნით პლანშეტები შეიძლება დავყოთ ორ ნიშნად: დიდები 8-11 -დიუმი და პორტატულები - 5-8 დიუმი. ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ვარიანტია 7 და 10 დიუმი.

თუ თქვენ გჭირდებათ კომპაქტურობა და დაბალი ფასი, აირჩით პლანშეტი ნაკლები დიაგონალით (5-6 დიუმი). იგი ოდნავ დიდია სმარტფონზე და სრულყოფილი მუშაობისთვის მოუხერხებელი, თუმცა მოსახერხებელი მცირე ზომების გამო.

საშუალო ზომის პლანშეტი (7-8) დიუმი შედარებით მოსახერხებელია მუშაობისთვის, თუმცა ასევე არ არის კომფორტული ინტერნეტში სრულფასოვანი მუშაობისთვის.

მაგრამ თუ გსურთ უკეთეს ხარისხში უყუროთ ვიდეოს, ფილმებს, იმუშაოთ ტექსტზე და საიტების სერფინგიც უფრო კომფორტული იყოს, აირჩიეთ პლანშეტი დიაგონალით 10-11 დიუმი. სურათის ხარისხი იქნება მაღალი, ხოლო ინტერფეისის ელემენტები - უფრო დიდი, რაც გაცილებით გაგიიოლებთ მუშაობას.

რაც უფრო მაღალია ეკრანის გარჩევადობა, მით უფრო მაღალ ხარსხში გამოჩნდება ეკრანზე ფილმები, ვიდეო, ფოტოსურათები და ტექსტი.

ამიტომ, პლანშეტის შეძენის დროს, ყურადღება მიაქციეთ, რომ ეკრანის სურათი იყოს ნათელი, კონტრასტული, ცოცხალი ფერებით. გარჩევადობა უნდა იყოს მაღალი სხვადასხვა კუთხიდან ფოტოს ან ვიდეოს ყურების დროს.


ეკრანის გაფართოება


ეკრანის გაფართოებაეკრანის გაფართოება ნიშნავს იმ წერტილების რაოდენობას ეკრანის ვერტიკალზე და ჰორიზონტალზე, რომლისგანაც შედგება ეკრანი. ამ წერტილებს პიქსელი ეწოდება, ამიტომ ეკრანის გაფართოება იზომება პიქსელებში.

მაგალითად - გაფართოება 800X600 ნიშნავს, რომ ჰორიზონტალში პლანშეტის ეკრანზე განთავსდება 600 პიქსელი, ხოლო ვერტიკალში 800 პიქსელი.

რაც უფრო მაღალია ეკრანის გაფართოება, მით უფრო დეტალური სურათის მიღებაა შესაძლებელი.

ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთთან ზუსტად იქნეს შეთავსებული ეკრანის გაფართოება და დიაგონალი. მაგალითად თუ გაფართოება -  800X600 – 7 დიუმიანი პლანშეტისთვის კომფორტულია მასზე ტექსტის წაკითხვისა და ხარისხიანი, მკვეთრი სურათის მიღების თვალაზრისით, იგივე გაფართოება 8 დიუმიანი და ზემოთ პლანშეტებისთვის უკვე არაკომფორტულია, რაგან გამოსახულების ხარისხი იქნება გაცილებით უარესი და არარეალისტური.

აქ მოყვანილია პატარა ცხრილი, სადაც ასახულია ეკრანის გამოსახულების ხარისხი ეკრანის სხვადასხვა ზომასა და გაფართოებაზე დამოკიდებულებით.

ნორმალურია, თუ პლანშეტი იქნება ეკრანის მინიმალური გაფართოებით 1024 / 768. გამოსახულების გარჩევადობის კუთხე არ იქნება 175 გრადუსზე ნაკლები, ხოლო მატრიცა უნდა გრძნობდეს არანაკლებ 5 ერთდროულ შეხებას.

საუკეთესო მოდელებს გააჩნია გაფართოვების სტანდარტი Full HD, ხოლო ზოგიერთ მოდელს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი.

თუმცა ისიც გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მაღალია ეკრანის გაფართოება, მით უფრო მეტ ენერგიას მოიხმარს პლანშეტი.

ძალიან მოსახერხებელია და ბევრ ფლაგმან პლანშეტს გააჩნია ეკრანის გაყოფის ფუნქცია, რაც საშუალებას იძლევა ერთდროულად ორი ამოცანა იქნეს შესრულებული.

PPI (პიქსელების სიმჭიდროვე) - დიდი მნიშვნელობა აქვს მაჩვენებელს PPI (Pixels Per Inch) - ეს მაჩვენებელი განსაზღვრავს პიქსელების რაოდენობას ერთ დიუმ პლანშეტის (სმარტფონის, ნოუთბუქის, მონიტორის და ა.შ) ეკრანზე.

რაც უფრო მეტია ეს მაჩვენებელი, ანუ რაც უფრო მეტი პიქსელია განთავსებული ეკრანის ერთ დიუმზე, მით უფრო ნაკლებია პიქსელის ზომა და მათი შემჩნევა შეუიარაღებელი თვალით ნაკლებადაა შესაძლებელი. შესაბამისად კი მით უფრო მკვეთრი და ხარისხიანია გამოსახულება, რომელიც ჩანს ეკრანზე.

პლანშეტური კომპიუტერები აღჭურვილია სენსორული ეკრანებით. სენსორული ეკრანები ძირითადად არის ორი ტიპის: ტევადი და რეზისტიული.

ტევადი სენსორული ეკრანები - ზემოქმედებენ თითის მსუბუქ შეხებაზეც კი, მაგრამ არ რეაგირებენ სტილუსებზე (სპეციალური ციფრული კალამი/ჩხირი), სპეციალური სტილუსების გარდა.

თანამედროვე ელექტრონული სტილუსები იმდენად მაღალტექნოლოგიურია, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია ისე, როგორც ჩვეულებრივი ფანქრის ან ავტოკალამისა, განსხვავებას თითქმის ვერც იგრძნობთ.

მისი საშუალებით შეგიძლიათ ხატოთ, წეროთ, გააკეთოთ ნებისმიერი საჭირო აღნიშვნები და ა.შ.

რეზისტიული სენსორული ეკრანები - პირველ რიგში გათვლილია სწორედ სტილუსებზე, მაგრამ თითის შეხებაზეც რეაგირებენ, თუმცა თითის დაჭერა შედარებით ძლიერად მოგიწევთ, რადგან ეს ეკრანები ნაკლებად მგრძნობიარეა ვიდრე ტევადი სენსორული ეკრანები.

რეზისტული სენსორული ეკრანები უფრო დაბალი ფასითაც გამოირჩევა, ვიდრე ტევადი.

აქ მთავარი კრიტერიუმი პირადი შეხედულებაა, თუ რომელი ტიპის ეკრანია თქვენთვის უფრო მოსახერხებელი და რას ანიჭებთ მეტ უპირატესობას.

 

მატრიცა


როგორ ავირჩიოთ პლანშეტი - მატრიცაპლანშეტის არჩევის დროს, მნიშვნელოვანია მატრიცაც. ძირითადად გავრცელებული მატრიცებია: TN TFT, IPS და მისი მოდიფიკაცია PLS, აგრეთვე MVA/PVA. ასევე პოპულარული და მზარდია ბაზარი მატრიცებისა: AMOLED, Super AMOLED და Super AMOLED Plus.

ეკრანები TN TFT დღესდღეობით გვხვდება პლანშეტების ყველაზე ბიუჯეტურ მოდელებში. მისი პლიუსი დაბალი ფასია, ხოლო მინუსებს შორის აღსანიშნავია საშუალო ფერთა გადაცემა და გარჩევადობის ვიწრო კუთხე, გამსაკუთრებით ვერტიკალში.

ყველაზე გავცელებული ეკრანები თანამედროვე პლანშეტებში არის IPS, მისი ღირსებებია ფერთა გადაცემის მაღალი ხარისხი და გარჩევადობის ფართო კუთხე, რაც განსაკუთრებით კომფორტულია ფოტოსურათებთან მუშაობის დროს. მის ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს შეხებაზე რეაგირების უფრო მეტი დრო, ვიდრე ეს არის TN TFT ეკრანებში. თუმცა პლანშეტებში ეს ნაკლებად შესამჩნევია,

PLS მატრიცა IPS მატრიცის მოდიფიკაციაა. მისი პლიუსია გამოსახულების უკეთესი აღქმა კაშკაშა მზის შუქზე, რაც შესანიშნავი თვისებაა იმ შემთხვევაში, თუ პლანშეტს რეგულარულად იყენებთ.

ძალიან იშვიათია პლანშეტის ეკრანები მატრიცით MVA/PVA, რომელიც ახლოა შეხებაზე სწრაფი რეაგირებით TN TFT მატრიცებთან, თუმცა გააჩნია გარჩევადობის ფართო კუთხე და პრაქტიკულად იგივე ხარისხის ფერთა გადაცემა, როგორიც ეს IPS მატრიცებშია.

AMOLED -ს პრობლემა აქვს თეთრ ფერთან დაკავშირებით IPS-ში ის გაცილებით მაღალი ხარისხისაა, თუმცა პირიქითაა შავ ფერთან დაკავშირებით, AMOLED-ს შესამჩნევად ხარისხიანი შავი ფერი აქვს ვიდრე IPS-ს.

სულ უფრო იხვეწება Super AMOLED და Super AMOLED Plus მატრიცები.

 

საკომუნიკაციო საშუალებები/ინტერფეისი

 

როგორ ავირჩიოთ პლანშეტი - საკომუნიკაციო საშუალებები/ინტერფეისიიმდენად, რამდენადაც ვებ-პლანშეტები პირველ რიგში ორიენტირებულია ინტერნეტში მუშაობაზე, ისინი აღჭურვილი უნდა იყოს Wi-Fi და 3G ან 4G ადაპტორებით.

ხოლო გარე მოწყობილობების შესაერთებლად (მინიმუმ USB ფლეშკის), პლანშეტს უნდა ჰქონდეს USB პორტები (სასურველია მინიმუმ 2).

მეხსიერების გაფართოებისთვის პლანშეტს უნდა გააჩნდეს მიკრო SD სლოტი - მეხსიერების ბარათისთვის.

არ არის აუცილებელი, მაგრამ მოსახერხებელია, თუ პლანშეტს ექნება: სიმ ბარათის სლოტი, რათა საჭიროების შემთხვევაში იგი გამოიყენოთ როგორც მობილური ტელეფონი, აგრეთვე: 3,5მმ აუდიო პორტი, ჩამონტაჟებული ვებ კამერა, აუდიო და ვიდეო ფლეერები, FM მიმღები, Ethernet პორტი ლოკალური ქსელებისთვის (მონაცემთა პაკეტური გადაცემა).

აგრეთვე:

Wi-Fi - შესაძლებლობას იძლევა პლანშეტი მიუერთდეს სახლის Wi-Fi -ის უსადენო ქსელს, ან ისარგებლოთ უფასო ინტერნეტით ქალაქის იმ ადგილებში, რომლებიც აღჭურვილია Wi-Fi- ის ქსელებით (კაფეები, აეროპორტები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები და ა.შ).

3G / HSDPA (3.5G) - ინტეგრირებული მოდული 3G საშუალებას იძლევა ისარგებლოთ ინტერნეტით და ვიდეო კავშირით ისეთ ადგილებში, სადაც არ ვრცელდება Wi-Fi. მაქსიმალური თეორიული სიჩქარე შეადგენს 28,8 მბ/წამში (თუმცა პრაქტიკაში ეს სიჩქარე 5 მბ-ის ფარგლებშია).

გახსოვდეთ, რომ ჩართვის და მონაცემთა გადაცემის რეალური სიჩქარე მნიშვნელოვნად განსხვავდება ქსელის ოპერატორების მიერ გაცხადებული სიჩქარისგან. ამაზე მოქმედებს უამრავი გარე ფაქტორი, რომელთა გათვალისწინება სამწუხაროდ შეუძლებელია.

4G/LTE - ინტეგრირებული მოდემი 4G/LTE  შეუცვლელია ინტერნეტში კომფორტული მუშაობისთვის. იგი მუშაობს იგივე პრინციპით როგორც 3G, თუმცა შეუძლია გადმოტვირთოს, გადასცეს და მიიღოს უზარმაზარის ფაილები იმ მაქსიმალური სიჩქარით, რომელიც მიახლოებულია ჩვეულებრივი - სახლის სადენიანი ინტერნეტის სიჩქარესთან.

თეორიულად, ეს ტექნოლოგია განახორციელებს მონაცემთა გადაცემას 100 მბ/წამში მოძრავი, ხოლო 1გბ/წმ - სტაციონალური აბონენტისთვის. სამწუხაროდ იგი ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ არის დანერგილი, თუმცა იდეაშია და მიმდინარეობს მუშაობა.

Bluetooth - თანამედროვე სმარტფონები აღჭურვილია მოდულებით Bluetooth 3.0, რომელსაც შეუძლია მოცულობითი ფაილების მაღალი სიჩქარით გადაცემა. ეს სიჩქარე თითქმის უტოლდება Wi-Fi ქსელების სიჩქარეს.

მაგრამ, ამ შემთხვევაში, ორივე მოწყობილობა (საიდანაც იგზავნება და რომელიც ღებულებს)  აღჭურვილი უნდა იყოს Bluetooth 3.0 მოდულით.

ზოგიერთი თანამედროვე პლანშეტი აღჭურვილია Bluetooth 4.0 მოდულით, რომელიც წინა ვერსიებისგან (Bluetooth 2.0, Bluetooth 3.0), განსხვავდება მონაცემთა გადაცემის დიდი სიჩქარით (თეორიულად 20 მბ.წ), მოქმედების დიდი არეალით (100 მეტრზე მეტი) და მცირე ენერგომოხმარებით (რაც მნიშვნელოვან ეკონომიას უკეთებს ბატარეას).

GPS - ეს ფუნქცია კომფორტულია იმ შემთხვევაში თუ გჭირდებათ ნავიგაცია და არ გსურთ  ცალკე შეიძინოთ  საავტომობილო GPS  მოწყობილობა.

თუმცა უნდა იცოდეთ, რომ სრულფასოვანი მუშაობისთვის მხოლოდ GPS მოდული არ არის საკმარისი, საჭიროა სპეციალური სანავიგაციო პროგრამა, რომელიც GPS მიმღების საშუალებით მიღებულ კოორდინატებს გარდაქმნის რუქაზე წერტილებად და განსაზღვრავს მარშრუტს ერთი ადგილიდან მეორეზე.

როგორც წესი, თუ პლანშეტს აქვს GPS მოდული, ასეთი პროგრამა მას მოჰყვება კომპლექტში, ხოლო თუ არ მოჰყვა, შესაძლებელია უფასოდ გადმოწეროთ Google maps, Bing maps და სხვა პროგრამები.

NFC - ეს არის მცირე რადიუსის (არა უმეტეს 10 სმ) უსადენო კავშირის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას აძლევს ერთმანეთთან ახლოს მყოფ ორ მოწყობილობას ურთიერთშორის გაცვალონ მონაცემები (მაგალითად სურათები და მუსიკა).

პლანშეტი - ფუნქცია NFC-ის საშუალებით გარდაიქნება მაგნიტურ ბარათად, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია განახორციელოთ მომენტალური გადახდები (მაგალითად მეტროში, სამოქალაქო ტრანსპორტში ან მარკეტებში და სხვა სავაჭრო დაწესებულებებში).

გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მეტი უსადენო ტექნოლოგიაა ამოქმედებული ერთდროულად თქვენს პლანსეტში, მით უფრო მალე დაჯდება მისი ბატარეა.

HDMI - პლანშეტი, რომელიც აღჭურვილია HDMI გამოსასვლელით, შესაძლოა მიუერთდეს დიდი გაფართოების ტელევიზორს, დიდ ეკრანზე ფოტო და ვიდეო ფაილების სანახავად.

ბევრ მაღალმწარმოებლურ პლანშეტს შეუძლია გაუშვას მაღალი გაფართოების ვიდეო 1080р-მდეც კი.

USB-Host - თუ პლანშეტი აღჭურვილია სტანდარტით USB-Host, მას შეიძლება მიუერთდეს გარე USB მოწყობილობები (მეხსიერების ბარათები (ფლეშკები), გარე მყარი დისკები, კარტრიდერები (მეხსიერების ბარათის წამკითხველი) და ა.შ).

თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, საჭირო გახდება სპეციალური გადამყვანი, რომლის შეძენა ცალკე არის შესაძლებელი.

DLNA - თუ პლანშეტს გააჩნია სტანდარტ DLNA-ს მხარდაჭერა, მისი საშუალებით შესაძლებელია პლანშეტის ჩართვა - აუდიო ფლეერის ან დისტანციური პულტის სახით სახლის უსადენო ქსელში, სხვა  მოწყობილობებთან შესაბამისობაში (აუდიო, ვიდეო ტექნიკა, სახლის კინოთეატრი).

ამრიგად სახლის შიდა ქსელის სხვადასხვა მოწყობილობებიდან, პლანშეტის მეხსიერებაში ჩატვირთული ვიდეოს ყურება შეიძლება მის ეკრანზე, ხოლო მუსიკის მოსმენა შიდა აუდიო ფლეერის საშუალებით.

მიახლოება / განათების სენსორი - ენერგო მოხმარების ეკონომიის მიზნით, პლანშეტში შესაძლოა ჩამონტაჟებული იყოს განათების სენსორი (ავტომატურად ცვლის ეკრანის განათებას გარე განათების სიმკვეთრესთან შესაბამისობაში)

ხოლო მიახლოების სენსორი (პლანშეტის ყურთან მიტანის დროს, ავტომატურად ითიშება მისი განათება, რათა მოხდეს ენერგო მოხმარების ეკონომია საუბრის დროს).

აქსელერომეტრი (G-სენსორი) - თანამედროვე პლანშეტების უმრავლესობა აღჭურვილია აქსელერომეტრებით, ანუ აჩქარებისა და შენელების საზომით, რომელიც საშუალებას იძლევა გაიზომოს მოწყობილობის (ამ შემთხვევაში პლანშეტის) მდგომარეობა სივრცეში.

თუ პლანშეტს, რომელიც აღჭურვილია აქსელერომეტრით შეაბრუნებთ ჰორიზონტალური მდგომარეობიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში ან პირიქით, მისი ეკრანი შემობრუნდება შესაბამისი მიმართულებით.

ამავდროულად, აქსელერომეტრის გამოყენება თამაშის სამართავად, ბევრ თანამედროვე თამაშშია შესაძლებელი.

 

მეხსიერება

 

როგორ ავირჩიოთ პლანშეტი - მეხსიერებაერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რაზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება, ეს არის მეხსიერება. მეხსიერებაში იგულისხმება შიდა მეხსიერება და ოპერატიული მეხსიერება (RAM).

ოპერატიული მეხსიერება მოქმედებს პლანშეტის სისწრაფეზე. საკმაოდ ნორმალურია, თუ პლანშეტური კომპიუტერის მეხსიერება იქნება არანაკლებ 1გბ - ისა.

სავარაუდოდ ეს მონაცემი თავისუფლად დაგაკმაყოფილებთ, თუმცა მეტი სისწრაფის სურვილის შემთხვევაში, არსებობს პლანშეტები 2გბ და ზემოთ ოპერატიული მეხსიერებით.

რაც შეეხება შიდა მეხსიერებას, იგი განსაზღვრავს, თუ რამდენი ინფორმაციის შენახვაა შესაძლებელი პლანშეტზე. ეს ციფრი შესაძლოა იყოს სხვადასხვა: 8გბ, 16გბ, 32 გბ და ა.შ.

თუმცა პლანშეტების უმრავლესობას გააჩნია მეხსიერების ბარათის სლოტი, რომლის საშუალებითაც მესხიერება შეგიძლიათ გაზარდოთ სასურველ რიცხვამდე (ძირითადად ეს რიცხვი შეადგენს მაქსიმუმ 64 ან 128გბ-ს).

 

ფოტო და ვიდეო კამერა

 

როგორ ავირჩიოთ პლანშეტი - ფოტო და ვიდეო კამერაისევე როგორც სმარტფონებს, პლანშეტების უმრავლესობას გააჩნია ჩამონტაჟებული ფოტო/ვიდეო კამერა, ხოლო ბევრი მათგანი აღჭურვილია ორი კამერით - წინა და უკანა კამერა.

არ დაგავიწყდეთ, რომ პლანშეტი არ არის ფოტო აპარატი ან ვიდეო კამერა, რომ მოითხოვოთ მისი ელემენტების მატრიცის მაღალი გარჩევადობა.

მაგრამ მაინც, სასურველია, თუ ძირითადი კამერა არ იქნება 5MP-ზე, ხოლო ფრონტალური (წინა) კამერა 1-2MP-ზე ნაკლები.

კარგია თუ კამერას ექნება განათებაც, მას შეეძლება ხარისხიანი სურათების ღამით გადაღება.

ძლიერი კამერა არ არის ხარისხიანი პლანშეტის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ნიშანი, მთავარია მას ჰქონდეს ფრონტალური კამერა ქსელში ვიდეო კავშირისთვის.

 

აკუმულატორი

 

როგორ ავირჩიოთ პლამშეტი - აკუმულატორიძალიან მნიშვნელოვანია პლანსეტური კომპიუტერისთვის აკუმულატორის ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა.

რა თქმა უნდა, რაც უფრო მძლავრია აკუმულატორი, მით უფრო მეტია პლანშეტის ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა.

თუ შევადარებთ ორ პლანშეტს, რომელთაც აკუმულატორის ერთნაირი სიმძლავრე აქვს, უფრო დიდხანს იმუშავებს ის, რომლის დიაგონალიც უფრო პატარაა.

ამიტომ არ აირჩიოთ პლანშეტი, რომლის აკუმულატორის სიმძლავრე არის 2000 mAh - ზე ნაკლები.

თუმცა თანამედროვე პლანშეტები უკვე აღჭურვილია გაცილებით მძლავრი აკუმულატორებით - 2000mAh - დან 10 000 mAh - დეც კი. ერთი სიტყვით, რაც მეტი იქნება ეს მაჩვენებელი, მით უკეთესი.

 

მასა

 

როგორ ავირჩიოთ პლანშეტი - მასავებ პლანშეტის არჩევის დროს მნიშვნელოვანია მისი მასაც. რა თქმა უნდა მისი მასა დამოკიდებულია აკუმულატორის სიმძლავრეზე, ეკრანის ზომაზე, კორპუსის მასალაზე და სხვა მონაცემებზე.

მიუხედავად იმისა, რომ დაბალი მასის პლანშეტი უფრო მოსახერხებელი და კომფორტულია, სასურველია მის გამო უარი არ თქვათ უფრო მძლავრ აკუმულატორზე, ეკრანის ზომაზე და უკეთესი ხარისხის კორპუსის მასალაზე.

დაბალი მასა არ ნიშნავს ხარისხს, შეიძლება პირიქითაც კი იყოს. ამიტომ ყურადღებით დააკვირდით ყველა კომპონენტს და არჩევანი ისე გააკეთეთ.

ზოგადად კი პლანშეტების მასა მერყეობს 200-დან 1000 გრამამდე. 7 დიუმამდე პლანშეტების ოპტიმალური მასაა 300 გრამი, ხოლო 10-11 დიუმიანი პლანშეტებისა 600-800 გრამი.

იდეალურია პლანშეტი, რომელიც მაღალფუნქციურია, აკმაყოფილებს თქვენს ყველა მოთხოვნას და მისი მასა არ აღემატება 500 გრამს.

 

კორპუსი

 

როგორ ავირჩიოთ პლანშეტი - კორპუსიარანაკლებ მნიშვნელოვანია პლანშეტის კორპუსის მასალა. იგი უნდა იყოს მტკიცე, რადგან პლანშეტი განკუთვნილია ტარებისთვის და რეგულარული მოხმარებისთვის.

კორპუსის მასალა შეიძლება იყოს პლასტმასი, ალუმინი ან მეტალი.

მეტალი უფრო მტკიცეა, არ იკაწრება, არ ჭრიჭინებს და მოდურადაც გამოიყურება. გაითვალისწინეთ, რომ მეტალის კორპუსი უფრო ცუდად იჭერს Wi-Fi - ის ვიდრე პლასტმასისა.

ალუმინიც მტკიცეა, ვიზუალურად ლამაზად გამოიყურება. აღსანიშნავია, რომ ალუმინის კორპუსები უკვე მრავლადაა ბიუჯეტურ მოდელებშიც.

რაც შეეხება პლასტმასს, მას თავის პლიუსები გააჩნია, უფრო მსუბუქია და როგორც უკვე ავღნიშნეთ, უკეთესად იჭერს Wi-Fi - ის. თუმცა ადვილად იკაწრება და ცვდება.

პლასტმასის ხარისხიც სხვადასხვა პლანშეტებში რა თქმა უნდა განსხვავებულია. უკვე არსებობს სუპერმტკიცე პოლიკარბონატის (ე.წ. კარბონის) კორპუსები, რომლებიც სიმტკიცით, ერგონომიკით და დიზაინით, არაფრით ჩამოუვარდებიან მეტალს და ალუმინს.

როგორი მასალაც არ უნდა იყოს კორუსი, პლანშეტისთვის აუცილებელია ჩანთა/შალითა.

 

პს

 

როგორც ხედავთ, პლანშეტის არჩევა არ არის რთული, თუმცა არ ღირს მისი შეძენის დროს დაუდევრობის გამოჩენაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება გამოვიდეს ისე, რომ შეიძინოთ მოწყობილობა, მან კი არ გაამართლოს თქვენი იმედები.


წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

პლანშეტები ინტერნეტ მაღაზია www.be.ge-ში:

საშუალო და მაღალი სიმძლავრის
პლანშეტები
ANDROID
პლანშეტები
iOS და WINDOWS
პლანშეტები

პლანშეტები
სტანდარტული და დიდი ეკრანით
პლანშეტები
მობილური ტელეფონის რეჟიმით
პლანშეტების
სრული კატალოგი
პლანშეტები ინტერნეტ მაღაზია www.deals.ge-ში:
პლანშეტები
16GB შიდა მეხსიერებით
პლანშეტები
პატარა ზომის ეკრანით
პლანშეტების
სრული კატალოგი

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura