წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
 
  ნანახია 21270 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

როგორ ავირჩიოთ კომპიუტერის სავრძელიყოველდღიურად, სულ უფრო მეტი ადამიანი უკავშირებს თავის საქმიანობას კომპიუტერს და უფრო მეტ დროს ატარებს მასთან ერთად.

შესაბამისად, იზრდება  მოთხოვნა კომპიუტერისთვის საჭირო სპეციალურ ავეჯზე. პირველ რიგში აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს კომპიუტერის სავარძელზე, რადგან კომპიუტერთან დიდი ხნის განმავლობაში არასწორად ჯდომა შეიძლება ჯანმრთელობის დარღვევის მიზეზი გახდეს.

კომპიუტერის სავარძელი კარგი დამატებაა სპეციფიკური  ინტერიერის გალამაზების თვალსაზრისით, ამიტომ სავარძლის დახვეწილი დიზაინი მისი შერჩევის დროს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია.

თუმცა მთავარი ფაქტორი არჩევანის გაკეთების მომენტში არის ის, თუ დროის რა მონაკვეთს ატარებთ და რამდენი საათი ზიხართ კომპიუტერთან დღისა თუ ღამის განმავლობაში.

 

1-2 საათი დღეში

 

როგორ ავირჩიოთ კომპიუტერის სავარძელიეს უფრო დასვენებაა, ვიდრე მუშაობა. ფოსტის მოსანახულებლად, ინტერნეტში შესასვლელად და ინფორმაციის გადასახედად, სათამაშოდ და ა.შ.

ამიტომ ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ შეარჩიოთ უბრალო, მაგრამ მოხერხებული სავარძელი, რომელსაც გააჩნია მინიმუმი მარეგულირებელი მექანიზმი და კარგი ხარისხის ქსოვილი აქვს გადაკრული.

ყურადღება მიაქციეთ არა მარტო ქსოვილის ხარისხს, არამედ მექანიზმის ხარისხსაც, აგრეთვე იმას, რომ სავარძლის დეტალები მყარად იჯდეს ერთმანეთში.

 

 

3-5 საათი დღეში

 

როგორ ავირჩიოთ კომპიუტერის სავარძელიეს ნიშნავს, რომ უკვე მუშაობთ. ამიტომ თქვენი ორგანიზმი განიცდის მნიშვნელოვან დატვირთვას.

აქედან გამომდინარე სასურველია შეარჩიოთ სავარძელი, რომელსაც ყველა სიბრტყეში მაქსიმალური მოძრაობა შეუძლია.

ანუ შესაძლებელია ხელით არეგულიროთ სავარძლის სიმაღლე, დასჯდომის სიღრმე, საზურგის სიმაღლე და დახრის კუთხე, იდაყვების დასადები რბილი სახელურების სიმაღლე.

რაც შეეხება ქსოვილს, იგი აუცილებლად ჰიგროსკოპიური (ნესტის შემწოვი) უნდა იყოს.

 

5 და მეტი საათი დღეში

 

როგორ ავირჩიოთ კომპიუტერის სავარძელიასეთ შემთხვევაში თქვენ უბრალოდ ვალდებული ხართ შეიძინოთ ყველაზე საუკეთესო და მოსახერხებელი ფუნქციებით აღჭურვილი სავარძელი. წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზულ ზიანს მიაყენებთ საკუთარ ჯანმრთელობას.

სავარძელს უნდა ქონდეს სინქრონული მექანიზმი, რომელიც საშუალებას იძლევა შეთანხმებულად არეგულიროთ დასაჯდომისა და სავარძლის საზურგის მდგომარეობა თქვენი პოზის შესაბამისად.

სავარძელს შეიძლება გააჩნდეს მექანიზმი, რომლის საშუალებით საზურგის საყრდენი რეგულირდება ადამიანის წონის შესაბამისად.

ჩვეულებრივ, ასეთი საზურგე აღჭურვილია სისტემით, რომელიც სურვილის მიხედვით  უნარჩუნებს საზურგეს მიღებულ მდგომარეობას (უკან არ აბრუნებს მას).

გარდა ამისა, სურვილისა და შესაძლებლობის მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ მოდელი, რომელსაც გააჩნია ავტომატური რეგულირების მექანიზმი, მოქნილი საზურგე, ფეხების დასაყრდენი, დამოუკიდებელი ან ერთიანი თავმისადები (თავქვეშა საყრდენი),  მასაჟიორი და ა.შ

 

ერგონომიკა

 

კომპიუტერის სავარძლის ერგონომიკაერგონომიკა ეს არის დისციპლინა, რომელიც სწავლობს ადამიანის სხეულის მოძრაობას მუშაობის პროცესში, ენერგიის ხარჯვას და შრომის ნაყოფიერებას განსაზღვრულ ვითარებაში.

კომპიუტერის სავაძლების ყველა თანამედროვე მოდელი ერგონომიკულია და აღჭურვილია ყველა შესაძლო კომფორტული ფუნქციით: დასაჯდომისა და საზურგის პრაქტიკულად ყველა მონაკვეთის სიმაღლის, სიღრმისა და დახრის კუთხის  ხელისა და ავტომატური მარეგულირებლებით.

სავარძელს  უნდა გააჩნდეს იდაყვების დასადები სახელურები, რადგან ხანგრძლივი მუშაობის დროს, აუცილებლად დაგჭირდებათ იგი ხელების დასადებად და მოსასვენებლად, ამას გარდა ამ სახელურებზე დაყრდნობა შეიძლება ადგომის დროს.

”ლუქსის” კლასის ერგონომიკულ კომპიუტერის სავარძლებში თითქმის ყველა დეტალის რეგულირებაა შესაძლებელი.

საზურგე იხრება სახვადასხვა კუთხით ძირითადად სამ დონეზე, ასევე რეგულირდება დამოუკიდებელი თავსადები (თავქვეშა საყრდენი) და ფეხების დასაყრდნობი, ისე, როგორც სტომატოლოგიურ სავარძელში.

ზოგიერთ მოდელს გააჩნია რწევის მექანიზმი, რომელიც განსაკუთრებულად კომფორტულია.

გადასაკრავი მასალა კი სპეციალურად ისეა დამუშავებული, რომ დაბლოკოს ოფლის გამოყოფა.

ხოლო ამ მასალის ქვემოთ (დასაჯდომზე და საზურგეზე) შეიძლება აღმოჩნდეს როგორც მასაჟიორი, რომელსაც ათამდე რეჟიმი გააჩნია, ასევე Hi-Tech, რომელიც გარს ეკვრის თქვენს სხეულს, როგორც მეორე ტყავი.

თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ ასეთი სავარძლები საკმაოდ ძვირიც ღირს.

 

მასალა

 

კომპიუტერის სავარძლის მასალაკომპიუტერის სავარძლის კარკასი და მთავარი ღერძი მტკიცე და თანამედროვე მასალებისგან, ძირითადად მეტალისგან ან პოლიმერისგან უნდა იყოს დამზადებული.

ხოლო მსუბუქი ელემენტები, რომელიც დამაგრებულია კარკასზე და უზრუნველყოფს კომფორტს, უნდა შედგებოდეს შედარებით რბილი დეტალებისგან, ხარისხიანი გარე მასალისაგან და შიგთავსისაგან.

ყურადღება მიაქციეთ, რომ სავარძლის კარკასი და სხვა მისი მნიშვნელოვანი დეტალები იაფფასიანი უხარისხო პლასტმასისაგან არ იყოს დამზადებული. ასეთი სავარძელი ძალიან მალე გამოვა მწყობრიდან.

ძალიან მნიშვნელოვანია მასალა, რომელიც გადაკრულია დასაჯდომზე და საზურგეზე, ხარისხიანი მასალა ნატურალური ტყავისგან, ან სპეციალური, მტკიცე, ნესტგამძლე ნატურალური ქსოვილისგან უნდა იყოს დამზადებული.

ეს სავარძლის მოვლის წინაპირობაცაა. რა თქმა უნდა ტყავი უფრო ადვილი მოსავლელია, თუმცა ჰიგროსკოპიური(ნესტის შემწოვი) ქსოვილი უფრო ჰიგიენური და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

ბევრი მასალა ნატურალური ტყავისგან არა, მაგრამ ტყავის შემცვლელი მაღალხარისხიანი მასალისგან არის დამზადებული, თუმცა ერიდეთ უხარისხო დერმატინისგან დამზადებულ მასალებს, ეს მასალა არ სუნთქავს და არაჰიგიენურია.

მაღალი ხარისხისა და გამძლეობის გარდა, არსებობს ტყავისა და ავეჯისთვის განკუთვნილი ქსოვილის მრავალფეროვანი ტონირება, რომელიც შესანიშნავ საშუალებას იძლევა კომპიუტერის სავარძელი ნებისმიერ ინტერიერს შეუხამოთ.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ სავარძელი ოფისისთვის გსურთ, ნეიტრალური ტონი უნდა შეარჩიოთ, რათა იგი შეეფერებოდეს ნებისმიერ სხვა ინტერიერს (შეიძლება ინტერიერი შეცვალოთ, ან შემდგომში მოგიხდეთ სავარძლის სხვა შენობაში გადატანა).

 

სავარძლის მოძრაობა

 

კომპიუტერის სავარძლის მოძრაობაკომპიუტერის სავარძელს უნდა ქონდეს პატარა ბორბლები (გორგოლაჭები), რომლითაც სავარძელი იმოძრავებს როგორც იატაზე, ასევე იატაკზედა ნებისმიერ საფარზე.

ყურადღება მიაქციეთ, რომ სავარძელი თავისუფლად გადაადგილდებოდეს სამუშაო სივრცეში.

იმისათვის, რომ თქვენმა არჩეულმა სავარძელმა არ გააფუჭოს იატაკი, რომელიც შესაძლოა იდეალურ მდგომარეობაში გაქვთ, არ იქნება ზედმეტი სპეციალური, პატარა დამცავი ხალიჩის შეძენა, რომელსაც დადებთ სავარძლის ქვეშ და ამით თავიდან აიცილებთ იატაკის დაკაწვრას.

დეტალების დანიშნულება და მნიშვნელობა

 

 

  • თავსადები (თავქვეშა საყრდენი) - ხელს უშლის კისრის კუნთების გადატვირთვას და იძლევა რელაქსაციის (მოდუნების) საშუალებას.
  • საზურგის დახრის კუთხის რეგულირება - ხელს უწყობს ხერხემლისა და ზურგის კუნთების განტვირთვას.
  • გასქელებული მონაკვეთები  საზურგეზე - ემსახურება სავარძლის სხეულზე დაწოლის თანაბრად გადანაწილებას და ზურგის დაჭერას წელის არეში.
  • ზურგზე  მუდმივი კონტაქტის მექანიზმი - სავარძლის საზურგე და დასჯდომი არ იცვლის თავის მდგომარეობას , რაც უზრუნველყოფს კომფორტს ნებისმიერ მდგომარეობაში.
  • იდაყვების დასადები სახელურების სიმაღლისა და სიგანის რეგულირება - ხსნის დაღლილობას მხრებისა და კისრის მალების არეში.
  • დასჯდომის გვერდებზე გასქელებული კიდეები - საშუალებას იძლევა დაჯდეთ უფრო მოხერხებულად და თავი აარიდოთ წინ ჩასრიალებას.

 

 

ბავშვის სავარძელი

 

ბავშვის კომპიუტერის სავარძელიძალიან ხშირად, კომპიუტერის ყველაზე აქტიურ მომხმარებელები ბავშვები არიან და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

სამწუხაროდ, შესაბამისად იზრდება ორთოპედთან ისეთი ბავშვების რიგი, რომელთაც ხერხემლის გამრუდება აღენიშნებათ.

ეს ხდება იმის გამო რომ მოზარდის ძვალკუნთოვანი სისტემა არ არის ჩამოყალიბებული და ადვილად ექვემდებარება დეფორმაციას.

ამავდროულად, ძალიან ძნელია და ხშირ შემთხვევაში უსარგებლოც, დაუშალოთ და გადააჩვიოთ მოზარდი კომპიუტერთან ჯდომას, ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მათთვის მოსახერხებელი და კომფორტული სავარძლის შერჩევა, რადგან იგი მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ხერხემლის დატვირთვას.

ბავშვის კომპიუტერის სავარძელი უნდა შეესაბამებოდეს მის სიმაღლეს და პასუხობდეს უსაფრთხოების ყველა ნორმას, ამიტომ შენაძენი აუცილებლად მასთან ერთად გააკეთეთ, რათა მოზარდმა კარგად მოირგოს იგი და თქვენც დარწმუნდეთ, რომ სწორ არჩევანს აკეთებთ.

პირველ რიგში, სავარძლის სიმაღლე უნდა რეგულირდებოდეს ისე, რომ მისი ფეხები მყარად იდგეს იატაკზე, ზურგი კი ამ დროს სწორ მდგომარეობაში იმყოფებოდეს.

სავარძლის საზურგე უმჯობესია მაღალი იყოს და თავმისადები (თავქვეშა საყრდენი) გააჩნდეს. იდაყვების დასადები სახელურები აუცილებელია, ის ხელს უწყობს ხერხემლის განტვირთვას.

ასევე მნიშვნელოვანი მასალა, რომელიც გადაკრულია დასჯდომზე და საზურგეზე, ჯობია იგი არა ტყავის, არამედ მტკიცე, ხარისხიანი ქსოვილის იყოს, იგი ხელს უშლის ბავშვის გაოფლიანებას და მის სავარძლიდან დაცურებას.

 

PS

 

როგორ ავირჩიოთ კომპიუტერის სავარძელიყველა ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, ამა თუ იმ მოდელის შეძენის წინ, აუცილებლად ჩაუტარეთ სავარძელს ტესტირება.

თუ მასში თავს კომფორტულად გრძნობთ, მტკიცე, ხარისხიანი რეგულირების მექანიზმები ადვილად გემორჩილებათ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე და მათი მუშაობა სრულიად გაკმაყოფილებთ, გააკეთეთ არჩევანი!

მაგრამ თუ ოდნავი  ეჭვი მაინც გაგიჩნდათ და რაიმე, თუნდაც უმნიშვნელო დეტალი არ გაკმაყოფილებთ, ნუ შეიძენთ ასეთ სავარძელს, რადგან ამან შემდგომში შეიძლება თქვენი კომპიუტერთან მუშაობა არაკომფორტული და მოუხერხებელი გახადოს.

წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

 

რეკომენდებული სავარძლები:

 

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge



როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

ღის Aura