წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
 
  ნანახია 8454 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

«Tatoosh»

იახტის მფლობელია მაიკროსოფტის თანამფლობელი, ამერიკელი მილიარდელი პოლ ალენი. იახტის ღირებულებაა 165 მილიონი დოლარი.

იახტის სიგრძეა 93 ფუტი (92, 4 მეტრი). ეკიპაჟი და მომსახურე პერსონალი შედგება 35 ადამიანისგან, ხოლო სრულყოფილად, იახტას შეუძლია მოემსახუროს 24 ადამიანს. ზედა გემბანზე განთავსებულია კაპიტნის ბოგურა და სალონი.

ქვედა გემბანზე კი კაკლისფერ ტონებში გადაწყვეტილი და ფრანგული ბუხრით აღჭურვილი შესანიშნავი სასტუმრო და სასადილო ოთახი.

მთავარ გემბანზე, უკანა მხრიდან განთავსებულია ნახევრად დახურული საცურაო აუზი, რომლის ირგვლივ განლაგებულია მოსახერხებელი მდივნები და შეზლონგები დამსვენებელთათვის.

უნდა აღინიშნოს, რომ იახტას სულ გააჩნია 6 გემბანი, სადაც გადანაწილებულია კაიუტები სტუმრებისთვის და მომსახურე პერსონალისთვის. სტუმრებისთვის განკუთვნილი ყველა კაიუტა აღჭურვილია ფრანგული ბუხრით.

იახტაზე არის კინოდარბაზი, სპა ცენტრი, დეკომპრესიის კაბინეტი, სააბაზანო ოთახები, საუნა. ჯაკუზი ბარით, აგრეთვე რამოდენიმე პატარა ნავი, მინი ხომალდი და ორი მოედანი ვეტმფრენებითვის.

       ¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾   ¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾

 

«Octopus»

ეს იახტა ასევე მიეკუთვნება მაიკროსოფტის თანადმაფუძნებელს პოლ ალენს. მისი ღირებულება შეფასებულია 200 მილიონ დოლარად.

თავის დროზე "Octopus" ფლობდა მსოფლიოში ყველაზე დიდი იახტის ტიტულს. მისი გამორჩეული თავისებურებაა ის, რომ იგი მერსედესის ფირმის 8 ძრავით არის აღჭურვილი.

იახტის სიგრძეა 414 ფუტი (126 მეტრი), ხოლო ეკიპაჟი შედგება 57 ადამიანისგან. იახტას შეუძლია სრულყოფილად და მაღალ დონეზე უმასპინძლოს 26 სტუმარს.

იახტაზე არის 2 საცურაო აუზი, კინოთეატრი, რამოდენიმე სასტუმრო ოთახი და სასადილო, მილიარდელის პირადი ხმის ჩამწერი სტუდია, სრულმასშტაბიანი საკალათბურთო მოედანი.

შვიდ გემბანიან ბორტზე განთავსებულია ორი ვეტმფრენი, თავისი დასაჯდომი მოედნებით, რომელიც ისე ფართოა, რომ ერთდროულად შეუძლია მიიღოს 3 ვეტმფრენი.

იახტას ასევე ფლობს 7 კატერს და 10 კაციან წყალქვეშა ნავს, რომლის მართვაც დისტანციურადაა შესაძლებელი.

 ¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾   ¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾

«Lady Moura»

 

 

იახტის მდლობელია ნასერ ალ რაშიდი, ოლიგარქი და ბიზნესმენი საუდის არაბეთიდან, რომელიც მეფის ოჯახთანაა დაკავშირებული. იახტის ღირებულება მიახლოებით 210 მილიონი დოლარია.

იახტის სიგრძეა 345 ფუტი (105 მეტრი). მას სახელწოდება Lady Moyra ოქროს ასოებით აწერია. იახტა გამოირჩევა მაღალი დაშენებებითა და უზარმაზარი მინის ფანჯრებით ყველა გემბანზე.

მომსახურე პერსონალი შედგება 60 ადამიანისგან. მას შეუძლია სრულყოფილად მოემსახუროს 30 მდე სტუმარს, რომელთათვისაც იახტაზე განლაგებულია VIP კლასის, სუპერ თანამედროვე დიზაინში გადაწყვეტილი კაიუტები.

იახტია აღჭურვილია საზამთრო/საზაფხულო, დასაკეც სახურავიანი აუზით, ხელოვნური პლაჟით, ქვიშით, პალმებითა და შეზლონგებით.

კიდევ ერთ–ერთი გამორჩეული დეტალია, უზარმაზარი სასადილო, სადაც განთავსებულია მსოფლიოში ყველაზე გრძელი, 22 მეტრიანი მაგიდა, რომლის ირგვლივაც ძალიან ხშირად იკრიბებიან მსოფლიოს მაშსტაბის კინოსა და სპორტის ვარსკვლავები.

იახტას ასევე გააჩნია სპორტული ვეტმფრენი, თავის დასაჯდომი მოედნით და 12 მეტრიანი ჩქაროსნული კატერი, სეირნობისთვის. მფლობელი, ჩავა რა კატერში, პირდაპირ აღმოჩნდება ხოლმე წყალში.

 ¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾   ¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾

 

«Al Salamah»

იახტის მფლობელია საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრის, სამეფო ოჯახის წევრის პრინცი სულთან ბინ აბდულ-აზიზის მემკვიდრე.

მისი ღირებულებაა 200 მილიონი დოლარი. იახტის სიგრძეა 138 მეტრი, ხოლო სიგანე 23 მეტრი. სხვა, თანამედროვე იახტებისგან ფანსხვავებით, რომელთა ჭერის სიმაღლე მიახლოებით 2,5 მეტრს შეადგენს, "Al Salamah" - ის ჭერის სიმაღლე განსხვავებულია და 4 მეტრს შეადგენს.

იახტა შედგება 8 გემბანისგან, რომლებზეც განაწილებულია 80 ოთახზე მეტი, ხოლო მომსახურე პერსონალი შეადგენს 96 ადამიანს.

მეგა იახტის ღირსშესანიშნაობად ითვლება უზარმაზარი საცურაო აუზი, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, სპა სალონი და მაღალ დონეზე აღჭურვილი თანამედროვე საავადმყოფო.

 

 ¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾   ¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾

«A»

ღირებულება 323 მილიონი დოლარი. მფლობელი რუსი მილიარდელი ანდრეი მელნიჩენკო.

იახტის სიგრძე,  რომლის სახელწოდებაა "A” 119 მეტრია. იახტის სახელწოდება მილიარდელის მეუღლემ, ყოფილმა მის სერბეთმა - ალექსანდრამ მოიფიქრა, რომლისთვისაც ზედა გემბანზე სპეციალურად არის მოწყობილი 25 მეტრი სიგრძის ფართობი მზის აბაზანების მისაღებად.

იახტაზე 3 აუზია, შესაძლებლობით – სურვილის მიხედვით შეირჩეს წყალი – მტკნარი, ან ზღვის წყალი. ზედა გემბანზევეა მბრუნავი კაიუტა ოკეანის ხედებით. იახტას ემსახურება 37 მომსახურე პერსონალი.

იახტას გააჩნია 6 კაიუტა სტუმრებისათვის, თვითმფრინავის დასაშვები სპეციალური მოედანი. კაიუტების და აბაზანების იატაკი მოპირკეთებულია ძვირადღირებული მარმარილოთი. კაიუტებში ადის სპეციალური ავტონომიური კიბეები და ლიფტი.

იახტის მომსახურეობა წელიწადში 20 000 000 დოლარი ჯდება, მისი ბოლომდე საწვავით ავსება 500 000 დოლარი

იახტის კორპუსის ორიგინალური ფორმა კი ისეა მოფიქრებული, რომ მას შეუძლია ყინულებში ცურვაც.

 ¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾   ¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾

«Prince Abdul Aziz»

იახტის მფლობელია საუდის არაბეთის მეფის, აბდულ აზიზის მემკვიდრე, რის გამოც იახტას სახელი გადაერქვა და ეწოდა "Prince Abdul Aziz", ადრე მისი სახელწოდება იყო "Abdul Aziz" და იგი დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა მსოფლიოში ყველაზე დიდ და ძვირადღირებულ იახტად.

იახტა ამჟამად 110 მილიონ დოლარადაა შეფასებული. აღსანიშნავია, რომ იახტის ჰოლი იდენტურია ცნობილი ტიტნიკის ჰოლისა, ხოლო უზარმაზარი სივრცე იახტის შიგნით, წარმატებულად არის შერწყმული ანტიკვარულ ავეჯთან.

ეკიპაჟი შედგება 18 კაცისგან, ხოლო იახტას შეუძლია სრულყოფილად მოემსახუროს 22 სტუმარს. იახტაზე 12 მცირე და 9 ორ ნომრიანი ფართო კაიუტაა, აივნებით და ოკეანის ხედით. აგრეთვე არის მეფური სალონი უზარმაზარი აივნით.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ყველა კაიუტა შეესაბამება 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ნომრის დონეს. იახტაზე არის ღია აუზი და სპეციალურად მოწყობილი ადგილები მზის აბაზანების მისაღებად. იახტისშიგნით განთავსებულია დიდი, 10 ადმაიანზე გათვლილი ჯაკუზი.

იახტაზე არის რესტორანი, ავტოფარეხი რამოდენიმე მანქანისთვის და აგრეთვე სასტუმრო, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ძალიან მარტივად შეიძლება გადაკეთდეს კონფერენც დარბაზად. იახტა ასევე აღჭურვილია პატარა სწრაფმავალი ნავით და საშუალო კლასის ვეტმფრენის დასაფრენი მოედნით.

 ¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾   ¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾

 

«Al Mirqab»

იახტის მფლობელია ყატარის პრემიერ მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი - ჰამად ბინ ჯასიმ ბინ ჯაბერ ალ-თანი. იახტის ღირებულებაა 250 მილიონი დოლარი.

იახტის სიგრძეა 437 ფუტი (133 მეტრი). იახტის ინტერიერი გადაწყვეტილია კლასიკური არქიტექტურითა და დიზაინით. იგი უაღრესად კომფორტულია როგორც სტუმრებისთვის, ასევე მომსახურე პერსონალისთვის. მას შეუძლია მოემსახუროს 10 სტუმარს, რომლებიც განთავსდებიან 5 მაღალი კლასის კაიუტაში. ამას გარდა არის კიდევ სპეციალური VIP კაიუტა-აპარტამენტი მფლობელისთვის.

კაიუტები ფართოა, თითოეული აღჭურვილია სასტუმრო ოთახით, საკუთარი აბაზანით და ორმაგი საძინებლით. იახტის მომსახურე პერსონალი შეადგენს 21 ადამიანს და ყოველ მათგანს საკუთარი კაიუტა გააჩნია.

დამატებითი კომფორტიდან ბორტზე არის კინოთეატრი, გარე ბარები, ჯაკუზები, როგორც გარეთ, ასევე შიგნით, მზის აბაზანის მისაღები სპეციალური გემბანი, ვეტმფრენის დასაჯდომი მოედანი, კატერები, ნავები და ა.შ.

გარდა ამისა, იახტას გააჩნია წყლის გასართობი პროცედურების ჩვეულებრივი მოწყობილობები, ე.წ. მინი აქვა-პარკი. ასევე წყლის სპორტული სახეობებისთვის განკუთვნილი ყველა მოწყობილობა და აქსესუარი.

 

 ¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾   ¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾

«Dubai»

იახტა "Dubai"-ის მფლობელია დუბაის მმართველი შეიხი მოჰამედ იბნ რაშიდ ალ მაქტუმი. იახტა შეფასებულია 350 მილიონ დოლარად.

იახტის სიგრძეა 532 ფუტი (162 მეტრი). იახტის მშენებლობა თითქმის 10 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მასალები, რითაც მოპირკეთებულია იახტა, თვალს იტაცებს მდიდრულობით და ექსკლუზიურობით. ბევრი შენობის იატაკი მოპირკეთებულია ფერადი მინების მოზაიკით და ამშვენებს ხელთნაკეთი უძვირფასესი ხალიჩები. იახტაზე მრავლადაა შესანიშნავი სურათები, რომლებშიც იგრძნობა არაბული მოტივები.

უზარმაზარი სასტუმრო, რომელიც გათვლილია 80 სტუმარზე, მოგაგონებთ ოაზისს უდაბნოში. იახტის ზედა ბაქანზე განთავსებულია აუზი, საიდანაც ჩანჩქერივით გადმოდის წყალი და ეშვება ქვედა ორ ბაქანზე. ზედა ბაქნები ერთმანეთთან დაკავშირებულია უჟანგავი ფოლადის კიბით, რომელიც განთავსებულია იახტის ცენტრალურ ნაწილში. კიბეს მინის საფეხურები აქვს, რომლიც იცვლის ფერს სპაეციალური ლაზერული სისტემის საშუალებით, ხოლო მისი მოოქროვილი მოაჯირები მოპირკეთებულია ლაჟვარდოვანი ლიაპისით.

მფლობელის აპარტამენტები გათავსებულია მეექვსე და მეშვიდე ბაქნის ცხვირის ნაწილში. ხუთივე VIP აპარტამენტი, რომელიც განთავსებული მეექვსე ბაქანზე, გაფორმებულია სხვადასხვა სტილში. ყველა მათგანს გააჩნია საძინებელი, ფართო ჰოლი და აივანი, საიდანაც შესაძლებელია გემბან-ვერანდაზე გასვლა.

კიდევ თექვსმეტი, სტუმრებისთვის განკუთვნილი კაიუტა განთავსებულია მეხუთე გემბანზე. ამავე გემბანზე მდებარეობს აუზი, გასახდელები და სამედიცინო კაბინეტი. სტუმრებს ემსახურება 60 კაცისგან შემდგარი ეკიპაჟი.

იახტის ბორტზე არის ორი 10 მეტრიანი ჩქაროსნული ნავი "Pascoe", აგრეთვე დიდი, გამჭვირვალე ფსკერიანი ნავები და ვეტმფრენი (თავისი დასაჯდომი მოედნით).

უსაფრთხოების ასამაღლებლად, იახტა აღჭურვილია განსაკუთრებული საევაკუაციო სისტემით, მსგავსი სისტემები გამოიყენება დიდ ავიალაინერებზე - გასაბერი ტრაპებითა და ტივებით.

 ¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾   ¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾

«Al Said»

იახტა "Al Said" ეკუთვნის ომანის სულთანს - კაბუს ბენ საიდ ალ საიდს. მისი ღირებულებაა 250 მილიონი დოლარი. იახტის სიგრძეა 155 მეტრი (508 ფუტი).

სულთანს არ უყვარს საკუთარ იახტაზე საუბარი, თუმცა ცნობილია, რომ იახტის მომსახურე პერსონალი შეადგენს 150 ადამიანს. იახტას ერთროულად შეუძლია 65 VIP სტუმრის მიღება ლუქსის კლასის კაიუტებში.

სტუმრები ყველაზე ხშირად არაბეთის გაერთიანებული ემირატების პოლიტიკური და ბიზნეს ელიტის წარმომადგენლები არიან, რომლებიც იახტას ძირითადად ვეტმფრენებით სტუმრობენ ხოლმე.

ცნობილია, რომ უამრავ სხვა კომფორტულ და ფუფუნების საგნებთან ერთად, რითაც აღჭურვილი ხოლმე მსგავსი იახტები, მასზე განთავსებულია საკონცერტო დარბაზი, რომელსაც შეუძლია დაიტიოს 50 ორკესტრანტი და 70 მაყურებელი.

გემბანის უდიდესი ნაწილი შემოსაზღვრული და არჭურვილია მძლავრი კონდეციონერებით, რათა მგზავრებმა დისკომფორტი არ იგრძნონ ცხელი აღმოსავლური ამინდის გამო.

 ¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾   ¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾

«Project Mars»

ღირებულება 162 მილიონი დოლარი. მფლობელი იტალიური კომპანია Fincantieri Yachts.

თავდაპირველად იახტა მზადდებოდა კერძო პირისთვის, თუმცა მან პროექტი შუა გზაზე მიატოვა. მიუხედავად ამისა, იახტის მშენებლობა მაინც დასრულდა. მისი შემქმნელია იტალიური კომპანია Fincanteri, რომელიც თანამშრობლობდა დიზაინერულ ფირმასთან H2 Yacht Design-თან.

იახტის სიგრძე 295 ფუტია (90 მეტრი). მის ბორტზე თავისუფლად შეიძლება განთავსდეს 15 სტუმარი და 35 თანამშრომელი.

ამ მდიდრული იახტის ბორტზე განთავსებულია აუზი, საბავშვო ოთახი, სავარჯიშო დარბაზი, სპა ცენტრი და კონფერენც დარბაზი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მარტივად შეიძლება გადაკეთდეს სასადილოდ.

 ¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾   ¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾

«Eclipse»

ღირებულება 485 მილიონი დოლარი. მფლობელი რომან აბრამოვიჩი (რუსეთი).

«Eclipse» მსოფლიოში ყველაზე გრძელ იახტად მიიჩნევა, მისი სიგრძეა 558 ფუტი (170,1 მეტრი). იახტა ასევე ყველაზე ძვირადაც ითვლება არენდის თვალსაზრისით. მასზე ერთი კვირა დასვენება 2 000 000 დოლარი ღირს.

მომსახურე პერსონალი შეადგენს 92 ადამიანს. იახტაზე არის 12 კაიუტა, ჯაკუზი, აუზი, კინოთეატრი, ორი სამზარეულო (დიდი და პატარა), ბაღი, ვეტმფრენი, 4 სასეირნო კატერი, 20 სკუტერი, ორი წყალქვეშა ნავი და ბევრი სხვა რამ. ზედა გემბანზე განთავსებულია ძირითადი კაიუტა ლუქსი, რომლის ფართია 460 კვ.მ. კაიუტა ბრონირებულია და შეულია გაუძლოს მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის ტყვიებს.

იახტის ძირითადი კვანძები ასევე დაცულია ბრონით. თავდასხმის შემთხვევაში იახტის დატოვება შესაძლებელია ხუთი სხვადასხვა გზით.

 ¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾   ¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾

«Streets of Monaco»

მონაკო მთელს მსოფლიოში განთქმულია, როგორც უმდიდრესი და ყოველმხრივ უზრუნველყოფილი ადამიანების დასასვენებელი და გასართობი ადგილი. ამიტომ, სწორედ მონაკო გახდა ნიმუში კომპანიისთვის - Yacht Island Design, რათა შეექმნა ახალი იახტა, რომლის სახელწოდებაც, შესაბამისად გახდა Streets of Monaco.

მსოფლიოში ცნობილმა და სახელგანთქულმა კომპანიამ - Yacht Island Design, როგორც საზღვაო იახტების ორიგინალურმა და ნოვატორმა მწარმოებელმა, 155 მეტრიანი იახტა დაამზადა ისე, რომ ზედმიწევნით გაიმეორა და შექმნა სახემწიფო-მონაკოს ატმოსფერო.

ამ მცურავი კუნძულის - იახტის ზედა გემბანი, სახელმწიფო მონაკოს არქიტექტურის თითქმის ზუსტი ასლია. იქ განთავსებულია სასტუმრო, კაზინო, იპოდრომი, ტენისის კორტები, საცურაო აუზები და მრავალი სხვა. ფორმულა 1-ის მაგივრად არის მოასფალტებული გზა, სადაც მოძრაობენ კვადროციკლები.

აქვე განთავსებულია იახტებს შორის ყველაზე დიდი ხელოვნური ფანტანი, აგრეთვე უზარმაზარი აკვარიუმი, მონაკოს ოკეანის მუზეუმის ზუსტი ასლი, ბოტანიკური მწვანე ბაღი, აუზები სადაც შესაძლებელია ცურვა წლის ნებისმიერ დროს და ამინდში და მრავალი სხვა...

იახტას ემსახურება 70 მომსახურე პერსონალი და განკუთვნილია მხოლოდ 16 სტუმრისთვის. იახტის ფასი უცნობია.

 ¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾   ¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾

«History Supreme»

ეს უნიკალური იახტა, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულად ითვლება. მისი ღირებულება 4,85 მილიარდი დოლარია.

იახტა შეუკვეთა ანონიმმა მალაიზიელმა ბიზნესმენმა, ხოლო მის შექმნას სტიუარტ ჰიუზმა 3 წელი მოანდომა (ნახაზებიდან წყალში ჩაშვებამდე).

იახტის სიგრძე 30 მეტრია, მის მოსაპირკეთებლად გამოყენებულია 100 კგ. სუფთა ოქრო და პლატინა. მოპირკეთებულია თითქმის მთელი იახტა, მისი ფსკერის ჩათვლით. კაიუტის კედლები კი დამზადებულია მეტეორიტული ქვებისგან. ამას გარდა კედლებს ამშვენებს ნამდვილი T-REX (ტირანოზავრის ძვლები). ავეჯი დამზადებულია უძვირფასესი და უიშვიათესი ხის ჯიშებისგან.

იახტაზე შეიძლება კომფორტულად მოთავსდეს 8 სტუმარი 4 ორკაციან VIP კაიუტებში.

Baia 100 Supreme ეს არის იტალიური სპორტული იახტების სერიის სახელწოდება, ხოლო History Supreme არის მსოფლიოში ერთადერთი და უნიკალური შედევრი, რომელიც შექმნა სტიუარტ ჰიუზმა.

 ¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾   ¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾¯¯‾‾

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge



როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

ღის Aura