წერილის გაგზავნა!
თემატიკა
 
 
 
 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  ნანახია 6021 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მასლოუს პირამიდამეოცე საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩენილმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა აბრაჰამ მასლოუმ ეგრეთ წოდებული ”ადამიანის მოთხოვნილებების პირამიდა” შექმნა, რომელიც ეყრდნობოდა მრავალრიცხოვან ფსიქოლოგიურ კვლევებს.

ამ ”პირამიდაში” მან დონეების მიხედვით დაალაგა ადამიანის მოთხოვნილებები. 

”პირამიდის” ქვედა დონეზე განთავსებულია - ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, რომლის გარეშეც ადამიანის ბიოლოგიური არსებობა შეუძლებელია, შემდეგ კი მოდის შესაბამისი მოთხოვნები, სოციალური ტიპის მოთხოვნილებებიდან - პიროვნულ, სულიერ და შემეცნებით მოთხოვნილებებამდე.

მასლოუს თეორიის მიხედვით, ”პირამიდის” არსი  მდგომარეობდა იმაში, რომ ეჩვენებინა ადამიანი საშუალოდ როგორი თანმიმდევრობით იკმაყოფილებს თავის მოთხოვნილებებს.

ის თვლიდა, რომ პირველი დონის - ფიზიოლოგიური  მოთხოვნილებები - თანდაყოლილი და ნიშანდობლივია ყველა ადამიანისთვის, ასეთ მოთხოვნილებებში შედის საკვები, წყალი, სამოსი, სექსი (შთამომავლობის გაგრძელება).

უფრო მაღალი დონის მოთხოვნილებები კი ჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დაკმაყოფილებულია წინა მოთხოვნილებების დონის განსაზღვრული ნაწილი.

ანუ უსაფრთხოების დაცვის და წესრიგის მოთხოვნილებები ჩნდება მას შემდეგ, რაც დაკმაყოფილებულია ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებათა  არა ნაკლებ 85%.

სოციალური მოთხოვნილებები (მეგობრობის, პატივისცემის, აღიარების, სიყვარულის) ჩნდება იმ შემთხვევაში, როდესაც დაკმაყოფილებულია უსაფრთხოების მოთხოვნილების 70%.

იმისათვის, რომ ადამიანს  გაუჩნდეს პატივისცემისა და აღიარების მოთხოვნილება, რომელიც თავის თავში გულისხმობს განსაზღვრულ სათანადო სოციალურ სტატუსამდე და დამოუკიდებელ ქმედებებამდე მიღწევას, სოციალური მოთხოვნილებები 70%-მდე უნდა ჰქონდეს დაკმაყოფილებული.

თავმოყვარეობის 60%-ის დაკმაყოფილებისას, ადამიანში ჩნდება თვითაქტუალიზაციის, თვითგამოხატვის, საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაციის მოთხოვნილება.

ამ უკანასკნელი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ყველაზე ძნელია, მაგრამ თვითრეალიზაციის 40%- ის მიღწევისას ადამიანი უკვე ბედნიერად გრძნობს თავს.

თუმცა ამ დონეს, დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 1-4% თუ აღწევს.

 

 
 
 

უკან

კომენტარები
sandro
2013-03-21
კაია
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები



 

 



 

დღის აურა