ხშირად, როდესაც გარეთ ქარია, მთებზე ირმები დაბალახობენ, მე კარს გავუღებ ღამეს მთვარიანს და დავპატიჟებ, როგორც ახლობელს. ასე ჩუმი და ფიქრში გართული და სტრიქონების ცისფერი ტალღა ამეტყველდება ლხენით ართქმულით. მთები, მთვარე, ლურჯთვალა ია, ბავშვობა, მზე და წკრიალა ღელე... თითქოს ჩემს ირგვლივ იწყებენ ტრიალს და მეგობრულად მიწვდიან ხელებს. ან რისთვის ვღელავ, ვითარცა ბავშვი, ეს დედამიწა, ასე ამხელა, რატომღაც ჩემი მგონია მაშინ. დავეძებ ქარში დაკარგულ დღეთა; ხან ვწუხვარ, ვფიქრობ გამომრჩა რაღაც და ის ვეღარ ვთქვი, რაც უნდა მეთქვა... გრიალებს ქარი, კვლავ მარტოდ ვრჩები საკუთარ თავთან, ასე მგონია: მე ვიყავ მგზავრი, გადმოიარა რომელმაც ცხრა მთა. |