მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 4268 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 ოქროსირმით მონაქარგი საკინძიდან 

 მზე იღიმის, მზემ თვალები გამისწორა, 

 ეს ღიმილი ალიონზე გამიძვირდა 

 სხეულზე რომ სიმხურვალე დამიტოვა.


 მოჭრილ ნაწნავს გიტოვებდი სასთუმალთან, 

 მერე, ისიც ამ განთიადს მივაბარე, 

 რაღაც შენი გულისცემა მიჩუმათდა, 

 იქნებ წუხელ შავი მიწა მიაყარე...


 ბატონიშვილი აქ ციცაბოა, 

 ჩორთით იარეთ, სიფრთხილე გმართებთ, 

 ყმაო! მამულში განა მარტო ვარ, 

 განა არწივი გაუშვებს მართვეს?!


 ღამით მე შენთვის ვიყავი გზნება, 

 ღამით დამტოვეს თვით მონაზვნებმა, 

 იქნება დილამ აგკიდა ბნედა 

 ან, იქნებ მე ვარ ასე თავნება?!


 ასეთი ურჩი, როგორც იორღა 

 ჩემს ნაკვალევზე ბელტებს რომ გესვრის, 

 ეს შენი ცხენი რატომ მოღოღავს 

 ჩემთვის უარი ესოდენ გიჭირს??


 შემოგეპარა სხეულში შიში? 

 წამოდი! ერთად ჩავუსწროთ არაგვს, 

 წამოდი, თორემ ცხოვრება მიდის, 

 შავი არაგვის გზაგასაყართან.


 თეთრი კენჭები ვუსინჯოთ ჭალებს, 

 და ცას, სახეს რომ ვუალი აკრავს 

 მე მივენდობი, როგორც მაგ თვალებს, 

 ლავაშივით, რომ თონეს ჩამაკრავს.


 ამაღამ ვიქნები მხოლოდ მხევალი, 

 არაგვს გავატან ამ მზერას გოროზს, 

 ხვალ ეს ნაწნავი, შენი მძევალი, 

 ცვრიანი დაშნით მოგიღებს ბოლოს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ