მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 385 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ცეცხლი აანთეთ გუზგუზა,

გამხიარულდეს ბუხარი!...

გადამთიელი ცოლ-შვილით

კარზე მოგვადგა სტუმარი.


გზაზე ტყის პირად ეყარენ

მშიერ-მწყურვალი, გამხდარი!..

გამოქცევიან შიმშილსა,

გადმოულახავთ მთა-ბარი.


ჩემი მათ არ ესმით-რა,

არც მე მესმის მათი ენა;

მაგრამ ადამით ძმები ვართ

მამაც ერთი გვყავს ჩვენ ზენა.


ღვთის მოცემული ბევრი გვაქვს,

ხორაგი, პური და ღვინო,

რომ გვეყოს შინაურებს და,

გარეულებიც ვარჩინო...


შინ შემოდიან მგზავრები,

კუთხეებს მიჩერებიან

და რომ ვერ ხედვენ ხატებსა,

შეშინებული კრთებიან.


პირჯვარსაც აღარ იწერენ,

ურჯულოს სახლი ჰგონიათ...

სუფრას დაუსხდნენ პირდაპირ

ეტყობათ, მადა ჰქონიათ?


გამოძღენ... გამოსისინდნენ,

წითელი ღვინით თვრებიან...

მადლიც არ უთხრეს მასპინძელს

და წასვლას ეპირებიან.


ამბობენ: აქ ვერ დავრჩებით

ამაღამ!... ცოდვა არიო:

ურჯულოები ყოფილან

არ აქვთ ხატი და ჯვარიო!


ვერ მიხვდენ და ვერ შეიძლეს

გონებით მის წარმოდგენა,

რომ ხატიცა და ჯვარიცა

მასპინძელს გულში ესვენა!

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ