ჩემო თოლიგე, წუთისოფლით მგზავრობა მიჭირს, ჩემო თოლიგე, ჩვენი ყოფნის ზღვართან მივმდგარვართ, ვერ გავუფრთხილდით ვერც სიცოცხლეს ბებერო ბიჭო, შემოგვაფლითა წლებთან ერთად დროის გრიგალმა.
თოვლის თეთრი ჯანღი ეხვია, ქვენა მთით დაბლა ეშვებოდა ცხვარი მშიერი, ჩავიჩოქენით, კავკასიონს შუბლზე ვემთხვიეთ, რომ საქართველოს მაჯისცემა გვეგრძნო ძლიერი.
ჩამოვმარცვლეთ წლები მარტივად, გულჩვილი გავხდი, გულჩვილობა არ გაგაკვირვებს, ჩამოსამარცვლი მალე წლებიც აღარ იქნება, ჩემო თოლიგე, წუთისოფლით მგზავრობა მიჭირს... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |