მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 130 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მომწყინდა გოტიეს - კამეები და ემალები:

ფეხბურთებს ვუყურებ და სიბერეს ვემალები.


თითქოს დანაღმულ ხიდსა და თითქოს მძინარე ავაზას -

ვუახლოვდები, ასაკმა ნაკრძალი შემომთავაზა.


უცნობი თვალი სუფთა ფურცელს მითვალიერებს:

რა ამოავსებს რითმებს შორის სიცარიელეს?!

მადლობა ღმერთს: ცენზურა ვეღარ დამამუნჯებს,


სხვას არ ვერჩი: საკუთარს ვაყაჩაღებ უჯრებს.


პირველად იყო სეტყვა, მერე - წვიმა და თოვლი,

მერე: "დაიცა, ქალავ!",  მერე: "დაგიბრმეს თოლი!".


ვაკეში, სადაც დაეცა ყვავილი თავის ქალაში,

მე უნდა გადავარჩინო მემორიალი გალასი.


მარუხის ღამეში დავლანდე ფარაჯა:

მურმანის ხმა მესმის, მურმანი არა ჩანს.


ჩანს მთაწმინდა და მთაწმინდის კიპარისები ჩანან:

ვეღარასოდეს ვერ დამირეკავს ანა.


როგორც ხვალის განაჩენს, როგორც მსაჯულს ხვალის -

ისე ვუახლოვდები კიბის მერვე ხარისხს.


აგერ, ჩემმა ვარდობისთვემ ნატახტართან დადგა ტახტი:

შარშან უფრო ლამაზები, უფრო ქართველები გახლდით:


ვანსხვავებდით მერყევსა და მედგარს, 

გვამართლებდა დროის ინტერვალი:

ცალი ფეხი აზიაში გვედგა, 

ევროპისკენ გაგვირბოდა თვალი.


გადაიდო სახვალიო პაემანი,

საგაისო ლექსნი ანუ პოემანი.

ჩემმა მოლოდინმა ფეხივით აითრია -

ჩემი აღსარების აშკარა არითმია.


ჩასაფრებულ ცუნამს და

ჩასაფრებულ ტორნადოს -

ისე ვუახლოვდები, 

როგორც ორ ელდორადოს.


ხანა შაირთა და მაჯამათა

მიდის: ვერლიბრმა დამაშამათა.

დავშიფრე სპარსთა თრობაი:

ომარის ომარობაი.


ყველგან, სადაც ისლამია,

კითხულობენ "ვისრამიანს",

სიცოცხლეში გამახარე:

ამ ქვეყნიდან ვის რა მიაქვს?!


მომწყინდა რომანი: ვისი და რამინი,

დავთვალე, ჩავთვალე ათასი "ამინი".

ათასერთი ვარდი უნდა მოვიტანო ირანიდან

თქვენს საფლავთან, ქალბატონო ირაიდა!


ჩემი თეთრი და წითელი  ხიდეებიდან, რიონო,

"მერსედესებმა" განდევნეს ეტლები სამაყრიონო.


რაღა დარჩა: მიზანდარის ასარი და ბასარი,

აქეთ - "მთვრალი ხომალდი" და იქით - "მთვრალი ბაზარი".


აქეთ - ბერმუდის სამკუთხედს, იქით - სცილას და ქარიბდას -

ვუახლოვდები: ვერ დავდე ხელშეკრულება ქარებთან.


ვარსკვლავების პირამიდა და ღრუბლების ბარიკადა

იბზარება, როცა მძლავრობს ანგარიში ბარიგათა.


სცენაზე - ატომიანი -

გამოდის - ადამიანი.

ცდილობს, აუქციონს

გვერდი აუქციოს,

რათა საუკუნეს წნევა აუწიოს.


დღე ღამეს მისდევს, როგორც საყვარელს საძაგელი,

და მთვარეს უყეფს ძაღლი, ანუ ყოფილი მგელი.


ესარჩლება ხამი ხამს,

ხამის ქება არა ხამს:

არასოდეს არ დახევს

ხამი ხამის მოსასხამს.


პირფერები კბილებს ისევ ილესავენ:

ამოვიცნობ, გამოვიცნობ პირველსავე.


სინიდისი მაჩქარებს:

- საცა გინდა, საცაო -

სამიწე და საცაო -

მოიპოვე საწყაო.


მოყურიადე ეტნასა და

მოყურიადე ფუძიამას -

ვუახლოვდები: გამაფრთხილა

ვულკანთა რევოლუციამაც.


ეს სასახლენი კიდევ მრავალს მოინელებენ:

ყველაზე მეტად გაუმარჯოს სახლის მშენებელს!


დავლოცოთ ომის - ღირსეულის - ჰეგემონი და -

ვინც მოვიდა და ვინც ვერ მოვიდა.


გიჟი გალაკტიონისა -

მოდის ხუტა ყუფარაძე

და შეტევებს - ყუმბარაზე

უკეთესად - უბალანსებს.


მიწა - კოცნისაა, ზეცა - ამბორისა,

ხუტამ გამახსენა მამფის მამფორიზმი:

"უნდა დავლიო, ამაზე

უარესს რაღას მიზამს

ფორტუნა: ჯანსაღ სხეულს 

ვერ ჩავაბარებ მიწას!".


დაბერდა ლომი, ბუზღუნებს ლომი,

ხანდახან კიდეც ხვნეშის:

"რამდენი კარგი სუფრა ფუჭდება -

ცუდი თამადის ხელში?!".


თუ გინდა, ტკბილად დაბერდე და აღარ იკვნესო,

მოძღვარი გვირჩევს: დაუბრუნდით ღვინის ჭიქებსო.


მშობლიურმა "ენისელმა" გამახსენა ენისეი,

გამირითმა "დიდებაი ქართულისა ენისაი".


გენი მირჩევს და რითმა მაძალებს:

- არ დარჩე ვალში,

უნდა იცეკვო, ვახტანგო,

ტანგო და არა ვალსი.


მობილურებთან ერთად ვაქებ კომპიუტერებს:

დედა უტირეს კრიმინალებს, ყოფა უტირეს.


ვუახლოვდები თანდათან,

როგორც მძინარე დინოზავრს,

ჩემს უკანასკნელ სავანეს, 

სადგურს და სალოდინოსა.


ბევრ ვინმეს უნდა ვუთხრა "ნახვამდის",

ვეღარ შემაცდენს ნაღდი მხატვრის სუსტი ნახატი.


ვფიქრობ, რაკი მარტოობამ მადროვა:

ფიროსმანი უსათუოდ დახატავდა მათხოვარს,

რომელსაც ეძებდა ჩუბჩიკა და

აღმოაჩენს მეორე მირზაშვილი,

რომელიც ყველას გაახარებს და მეც მისაშველებს.


ხოლო მეორე სტურუა და მეორე სტანისლავსკი

ვეღარ გაამართლებენ მესამე სტალინსაც კი.

ვერ გაამართლებენ ვეღარც პოეტი და პროზაიკოსი

და ჩატოვებენ ანტიგმირების მოზაიკაში.


ისევ დაიკარგება რამდენიმე გასაღები,

კვლავ ვერ შერიგდებიან შეკითხვები და პასუხები,

და მე თანდათან მივუახლოვდები ოთხმოცს,

რომელიც პასუხს მომთხოვს.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ