მთარგმნელი მაგალი თოდუა
|
არაბს ტომრის ორი ცალი, პირამდე რომ იყო სავსე, აქლემისთვის აეკიდა და მოჰქონდა გზაზე ასე.
არაბს ტკბილად უსალამა, არც არაბი ეთავხედა.
“ამ ტომრებით რა მოგაქვსო?” ბოლოს მგზავრმა არაბს ჰკითხა.
“ქვიშა? ტომრით ქვიშის თრევა რა ეშმაკმა მოგანდომა?”
“სრულ ჭკუაზე ვერ ხარ, ძმაო, როგორც ახლა გაკვირდები”.
“ორად უნდა გაგეყო და აქეთ-იქეთ დაგეკიდა”.
ეს რა კარგი რამ მასწავლე, აგაშენა მამაღმერთმა!
ბრძენკაცივით მსჯელობ, თუმცა მოყმე ჩანხარ ჩემი კბილა.
ასე ჭკუით დატენილი მეფე ხარ თუ ვეზირი ხარ?”
“რისი მეფე, რა ვეზირი! - ბოგანო ვარ, მაწანწალა”.
“რა აქლემზე მეუბნები? მოიხედე, კაცო, აქეთ!
ღმერთმა ასე მომისაჯა სხვის კარდაკარ წოწიალი”.
“ან თვალში ვერ იხედები, ან არ გჯერა შენ ნახული.
ვმათხოვრობ და სულს ვინახავ მშიერი და გაღლეტილი”.
(ბიჭოს, მართლაც ღვთის გლახაა, შეძლებულ კაცს მართლა არ ჰგავს!).
ეს რა ბოთე რამ ყოფილხარ, მიკვირს, წეღან როგორ გაქე.
მაგრამ შენთან შედარებით, როგორც ვატყობ, არა მიშავს.
ვიდრე ვიყო მიხვედრილი და შენსავით გლახად დავრჩე!” |
| პოეზიის გვერდი • • • |
















