მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 301 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

შენ - ანგარიშით, ოქრო-ვერცხლით, არღნით, ამქარით,

მე - ჩემი ფუნჯით, საღებავით, ფერით ჩამქრალით,

ღმერთის წინაშე შიშვლები ვართ! ბოლოს ორივეს,

დედიშობილას მიგვიბარებს სადმე საფლავი!..


ნარიყალიდან ჩანს ღრუბელი ბებერ გალავნის

და მღვრიე მტკვარში ირეკლება ლანდი მეჩეთის,

მყოფნის სამოთხედ დედას პური, ყველი ალვანის,

ღვინის ჭიქაში ჩაგდებული დარდის ბეჭედი.


ხეირი მოგცეს! სულთან ერთად ყველაფერს ჰყიდი,

შუბლზე გაცხია მირონივით მუღამი ჩარჩის!..

არა მქონია ეპარხოზთა არასდროს რიდი

მიტომაც ასე გალოკილი თითივით დავრჩი!


ოხრად ჩაივლის ყველაფერი, რასაც დახარბდი,

ბოლოს გახდები ისევ მიწა, ისევ ტალახი...

მხოლოდ ამ კედელს კვლავ შერჩება ჩემი ნახატი,

ალალი, როგორც წყაროს ტუჩი, ნამი ბალახის!


მაიდანს, ისანს, დეკემბერმა უცვალა ნირი,

დუქნის კარებთან ისევ დამწვრის შიქასტა ტირის,

ყვირის კედელზე მიხატული ნახშირით ვირი

და ილოცება შავი ღვინით მუშტარი დილის...


დაასხი! ნაღდი სიყვარულის უნდა დავლიო,

ქვეყანა ცრემლის საუფლოა, სევდის გზა არი!..

დაასხი, მუქთად დაგიხატავ შემკრთალ ალიონს,

დასტით, დუდუკით, თეთრი კრავით, დილის საარით!..


დაასხი, ამ გზას მწუხარებით ბევრი ჩაივლის,

სანამ დრო არის, სანამ შემწედ არის უფალი,

სანამ მეძახის აშხივებულ მთვარის დაირით,

განათებული ორთაჭალა, ვარდისუბანი...


დამცხრალა ძველი მუხამბაზი - რა დრო გავიდა!

რაც დარჩენილა, მასაც ალბათ ტილოს გავატან...

გაღიმებული მივტანტალებ იქით, საითაც

ეს დალოცვილი მზე თავდება, ქრება თანდათან...


შენ - შენი დახლით, ოქრო-ვერცხლით, არღნით, ამქარით,

მე - ჩემი დარდით, მარტოობით, გულის საკლავით,

ღმერთის წინაშე შიშვლები ვართ, ბოლოს ორივეს,

დედიშობილას მიგვიბარებს სადმე საფლავი!..

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რეზო ამაშუკელი  • • •   რეზო ამაშუკელის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ