|
როცა ძილისფრად მღელავ მიმოზებს მშობლიურ თოვლში მზე ეწვათ წინათ, მათ სივრცეები გადაილოცეს და თეთრ საბანში უსაბნოდ სძინავთ...
გადაფითრების ლანდი - მსახური; და ჩაესვენა ასეთი ხილვა თვალებს უდროო და უსახური.
აწ გარდასულის როცაა განცდა, თითქოს იმავე თოვლს ვაკვირდები შენი სურნელის დაღი რომ აჩნდა...
მხოლოდ წამების ვრჩები უფლებით ვინც ანგელოსთა დამტვრეულ ფრთებზე შანდლებთან დემონს ვესაუბრები.
შეფარებულმა ცისფერ მანტიებს, ნააღსარები „ან აქ რად მოხველ!“ სცადეს და... მაინც ვერ მაპატიეს.
უწინ უძველეს ღვინის მხლებელმა რომ ვერ დაფარა ის სილამაზე, სხვა, დიდთოვლობის ნელსაცხებელმა.
პოეზიათა ვარდისფერ თაღში, ვით ერთი მგოსნის ძვირფასი სევდა „დღეს გოგონები არ წავლენ ბაღში!“
რასაც სიმშვიდე საკმელად იხვევს... და მხოლოდ ეჭვის ეხლება ექო, ბევრ, უპასუხოდ დარჩენილ კითხვებს...
ვეტოლებოდი ჰანგით ბუნებას, ვეძებდი იმ ზეადამიანურს რითაც ვპოვებდი განადგურებას.
თუმც პორფირები მესხა სამეფო, სულს დაბინდებით ვიმახინჯებდი, რომ ძეწმინდისა უკეთ გამეგო.
ვესიზმრებოდი მღელვარე ქალებს, როცა ნამქერნი იმკობდნენ მძივად მეტყველი მზერით დახუჭულ თვალებს
მწვანე ნაძვები ძველი ცდუნებით მგოსნის სიცოცხლე ერთი ლექსია ყოველდღიური სათაურებით.
მგოსნის გენია ეტლებად მქროლი, და მზემოკლეობს უსიყვარულოდ ვით მირჰაკანით მოსული თოვლი.
დაუნანებლად ცოდვილი თავის, როცა დაცემულ ფარდების მიღმა აპრილმისჯილი ზამთარი ბღავის.
ნებზე ნებივრად მწოლი ნაგანი, თუ ეყვავილა უცხო მებაღეს, ერთი პრინცესა იმათთაგანი;
დღეის ქროლვები საიდან ხრიან, რად მოდის თოვლი ყოველთვის ადრე, გაზაფხული კი ძალიან გვიან.
გველთა ეპოქა ცურებცბიერი, რომ ვათაყვანო ჯორდანო ალებს და გილიოტინს რობესპიერი.
იმ წუხილების თანამეთოვე, შენს ნაფეხურებს სუნთქვით რომ ვშლიდი რათა ჩემს მეტი ვერვის ეპოვე
მზერას სერავდეს ავლებად დაშნის, რომ შენ მიდიხარ ძილისფერ თოვლში და შენს ნაკვალევს არავინ არ შლის. |
















