მთაწმინდიდან სმოლენსკამდე გზაა შორი, უფრო შორი - გზა ბრძოლის და მწუხარების. გახსოვს ღამე? - გავუძვერით ნაღმებს ორნი და მტრის ბლინდაჟს შევუკეთეთ ყუმბარები.
დნეპრზე მღვრიე - შემოდგომის მღვრიე ქარი, დაჩეხილებს თბილისის ცა გვამთელებდა, ჩვენს საშველად მთაწმინდიდან წამომდგარი.
ვეტყვი მხოლოდ, ომში გული არა კვდება, ვეტყვი, რომ შენ წაიქეცი, როგორც მუხა, როგორც ფშაველ მონადირეს ეკადრება.
დნეპრს გადაღმა ჩადგა ომის მქუხარება, მე ვიგრძენი საგულეში შენი გული და მტრის ბლინდაჟს შევუკეთე ყუმბარები. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მირზა გელოვანის პოეზია |