მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 829 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ჭია, ჭიამაია  

ციცქნა, ერთი ციდა,

სველ ბალახზე შეჯდა

ფეხი გაუცივდა.


ავად გახდა ძალიან,

ვინ მკურნალობს?

- კალია.

კიდევ ჭკუით სავსე

ხოჭო ადგას თავზე.


მეგობრები სხვებიც ჰყავს -

ყვავილები თვალჭრელი,

მოუტანეს ნექტარი

საოცნებო საჭმელი.


საწოლის წინ მომვლელთა

რიგი დააწესეს.

უამბობენ ზღაპრებს,

უკითხავენ ლექსებს.

- გადაყლურწე წამალიო:

შეიქმნები ფრთამალიო.


რა ქნას ჭიამაიამ,

ვერ იკარებს წამალს.

- მწარეაო - იძახის, 

ძლიერ გამამწარა!

აღარ მინდა, არაო,

მასმევთ წარამარაო.


უცებ ჭრელი ფუტკარი

საწოლის წინ დაფრინდა,

ჭიას ფიჭა მიართვა

გატენილი თაფლითა.

თქვა: - მოგისწარ სულზეო,

თაფლით გადაყლურწეო.


ღამით ციცინათელა

ლამპარივით აენთო

მიაშუქა ექიმებს

- კარგად მოუარეთო.


არ მოაკლო კალიამ

კომპრესები  სველსველი

ჭიანჭველამ  ღიღინით

გაუკეთა ნემსები.


ხოჭოს როდი მოსწყინდა

თერმომეტრის სინჯვა,

- ერთხელ კიდევ ვნახოთო! -

ასჯერა თქვა დინჯად.


მთელი ღამე წამლები

თაფლთან ერთად აყლაპეს.

მერე ჭრიჭინობელამ

გამოუჭრა საკაბე.


ზღარბი კერვას შეუდგა,

დრო უქმად არ დაკარგა.

ბოლოს ნემსიყლაპიამ

აქარგა და ჩაქარგა.


დილით როცა ცხრათვალა

მზემ სარკმლიდან ინათა,

ფრთაფარფატა პეპელამ

ჭიას კაბა მიართვა.


მიართვა და ბავშვებო

რომ იცოდეთ რა მოხდა...

ჩვენი ჭიამაია

უცებ ფეხზე წამოხტა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გივი ჭიჭინაძე  • • •   გივი ჭიჭინაძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ