მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 19 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

შენ აგარაკზე გარდაიცვალე,

სადაც ტყე მწვანობს, ჰყვავის წალკოტი,

შენ აგარაკზე გარდაიცვალე,

დუშმანის თვალით აცრილო კოტე!


ორი წელია, რაც ჩვენგან წახველ! 

რამდენი გრძნობა წაიღე თანა!

ახ, ნუთუ მისთვის ვაქებდი წაღვერს,

რომ შენი ნეშტი ჩამოშეტანა!


შენი ლექსები: „მაროს“, "იცი, რა!“

ჩემთვის ხატია და საესავი.

შენ დადიოდი, როგორც ძიწისძვრა 

და ირხეოდი - ნაძვის ხესავით!


შენი მხარბეჭი ჰფანტავდა დარდებს, 

შენ პატარა გულს - ერქვა ბეღურა.

რა კარგი იყავ, როცა მოზარდებს

გადმოგვხედავდი მდივანბეგურად!


მოჭრილ ხესავით დაეცი მალე,

დაგვიჭერ გული და დაგვიკოდე...

შენ აგარაკზე გარდაიცვალე,

დუშმანის თვალით აცრილო კოტე!


არ შემიძლიან... ლექსს ვერ დაგიწერ...

რითმის ქამარში ვერ შევკრავ გრძნობას...

მხოლოდ ერთს გეტყვი: ვიღა გაგვიწევს 

შენსავით ძმობას... შენსავით ძმობას!


და ორი წელი დაგვრჩა იგავად, 

ახლა სხვა დროა და სხვა ტაროსი, 

გულიდან გრძნობა კვლავ აღიგავა,

როგორც საფლავი შენის მაროსი!

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ