|
ბიძინა ფერაძის ვარიანტი
ყვავილების მეუფევ, თვალნი დამიზიანე, რომ მითხარ მალე მოვალ, რატომ დაიგვიანე.
მინდა გულზე დაგაკრა, ვით ლამაზი ღილები.
და რატომ მელანდება, შენი გიშრის თვალები.
ნეტავ ახლა ვის უმზერ, მითხარი გენაცვალე.
ჩემი გულის საუნჯევ, შენს თვალებს ვენაცვალე.
გიცდი და არ მოხვედი, რატომ დაიგვიანე.
რომ მითხარ მალე მოვალ, რატომ დაიგვიანე.
გავრცელებული ვარიანტი
ყვავილების ქვეყანა, ჩოქვით შემოვიარე რომ მითხარი მოვალო, რატომ დაიგვიანე.
მინდა გულზე დაგაკრა, ვით ლამაზი ღილები.
ან რატომ მელანდება, შენი შავი თვალები.
ჩემო სულის კოკობო, შენს თვალებს ვენაცვალე
შენ ხომ ალერსისთვის ხარ, შექმნილ-დაბადებული. |
















