მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2331 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

მომწყინდა უკვე, მეც აღარ მართობს

ცხოვრება ძუნწი, გაუმეტავი,

ახალგაზრდობა და გულის სატრფო

რომელ სარდაფში დამრჩა ნეტავი?!


ჩავალ, ჩამყვება ერთი თვალების

ტრფობა, ალერსი და ერთგულება,

ამოვალ ზევით განაწვალები

და გულისტოლიც სხვა მეგულება.


მთვრალი ვარ, მთვრალი, ცა - ედემია,

ვკოცნი ვაზის რქას და ვაზის ფესვებს,

ყველა სირაჯი მამაჩემია

და ყველა კახპას ვუკითხავ ლექსებს.


რასაც ვყვიროდი ბავშვი გულადი,

ნაჭაღარევი ვყვირი იმავეს

და აღარ მახსოვს, სატრფოს სურათი

რომელ სარდაფში დავაგირავე.


თითქოს მეც მოვცვდი, თითქოს მეც მცივა,

პოეტს გამიქრა განცდა დიადი.

მაგრამ არ ვნანობ თუ ცრემლი მცვივა,

ალბათ სარდაფში დავნესტიანდი.


მწარედ მოვწამლე შხამიან ბანგით,

გული ჯიუტი და გამბედავი,

ლექსმაც მიმტყუვნა, ეჰ ჩემი ჩანგი,

რომელ კასრის ქვეშ დამრჩა ნეტავი?!


მთვრალი ვარ, მთვრალი, ცა - ედემია,

ვკოცნი ვაზის რქას და ვაზის ფესვებს,

ყველა სირაჯი მამაჩემია

და ყველა კახპას ვუკითხავ ლექსებს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - პეტრე გრუზინსკი  • • •   პეტრე გრუზინსკის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ