...და იქნებ მითხრა, რაში აქვს სული, რაში აქვს ეშმაკს სული და ღონე. მე გაურკვეველ სიზმრებში ვცურავ და შეუმჩნევლად ვნებდები მორევს.
და სად ვიწამე ბუნების ძალა და ნუ მთხოვ ძმობას, მე მინდა ქალი, თუ ჩემი ნეკნი ქცეული ქალად.
ხახაგამშრალი მტვრით და დუმილით. და აი, ახლა, ყველაფრის შემდეგ, მიბზუის თავი, როგორც ყურმილი.
და მოიშორე ზედმეტი ტვირთი. შენ უკვე სხვა ხარ, რადგან ეს ღამე ჩვეულებრივი ღამეა სხვისთვის.
რომ ყველაფერი მთავრდება უცებ. და გაჩაღებულ სახაბაზოდან პურის სურნელი აძღებდა ქუჩებს.
და მე მაშინვე მითხრა მდინარემ: თუ არ აიღებ - ინანებ ბოლოს და თუ აიღებ - მაინც ინანებ.
ხანჯლის პირივით ბასრი ჩრდილები აფათურებდნენ ჩემს სულში ხელებს, როგორც მთვრალები ან დაჭრილები.
და ჩემს დაბნეულ ფიქრში ჩაკეტილს, ვიზეპირებდი შენს ლამაზ სხეულს, როგორც მოწაფე პირველ გაკვეთილს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |