ამა ველს - ნოხს მწვანეს შვენის რაბამად ტურფათა, ქალყრმათა როკვა ერთბამად.
ვითა მღერიან; ალვანი მოძრავნი ვით ირხევიან.
წამოსვლად ჯაჭვად, ხან წყნარად, ხან ჩქარად ცეკვობენ რგვილად.
და სოსან ვარდად ვსჭვრიტოთ ვით ღვივიან ფერად ფერადად.
ჰე, ბედნიერნო, მიწისა ძლიერის შვილნო ძლიერნო!
მადლსა უფლისას და ყოვლსა მიზეზსა ამ განცხრომისას. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |